Jump to content
Planeta.Ge

ეროვნულ პარტიათა ალიანსი . რას ფიქრობთ ამ ალიანსზე


Recommended Posts

  • Replies 36
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

shamili

 

 

ესე ციტირებას რომ ახდენ,შეგიძლია მის ქვემოთ გააგრძელო პოსტვა და ერთ პოსტში ჩაატიო ციტატაც და პოსტიც. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

არ გიპასუხებ , არაა ვაჟკაცის საქმე ვირტუალურად ლანძღვა ადამიანის .

 

მე მგონი მე თქვენ არ გამილანძღირხართ. მე მტყუანი მოვიხსენიე თქვენ პოსტთან დაკავშირებით. თუ თქვენ თვლით რომ რაც დაწერეთ მართალია მაშინ ლანძღვა არანაირად არ გეხებათ, პირიქით მე დავრჩები გალანძღული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხალხის გვერდში დგომის გარეშე არაფერი , ვიმეორებ არ ჰქონიათ ფინანსები და პიარი ეროვნული მოძრაობის დროს მათ ლიდერებს , ვინ დაუთმობდა მათ ეთერს მაგრამ ეროვნული სულისკვეთება რომ იყო ერში , ხალხი თვითონ მიდიოდნენ მათთან და გვერდში უდგებოდნენ . ფინანსები და პიარი შევარდნაძეს ქჰქონდა არნახული , მერე სააკაშვილს , ეხლა ბურჯანაძეს , პრორუს ფორუმს და ამერიკიდან საქართველოს ,,ურჩობის'' შემთხვევაში მარტივდასაშლელ კონფედერაციულ სახელმწიფოდ გადაწყობისთვის წარმოგზავნილ ალასანიას აქვთ არნახული პიარი და გეკითხებით როგორ მოვიქცეთ ამჟამად დაველოდოთ ქართველ ერზე და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ჩატარებულ მორიგ ექსპერიმენტს ?

გაიგეთ რომ აწი ვინც წარმოჩინდება ტელევიზიების მეშვეობით სტრუქტურულად გამართული პოლიტიკური გუნდის მქონე ,,პერსპექტიულ'' პოლიტიკოსად გამორიცხულია ის ეროვნული იყოს .

გაიგეთ რომ ფინანსები და პიარები დღევანდელ სიტუაციაში გამორიცხულია პროდასავლური და ამავდროულად ეროვნული იდეის მატარებელ პარტიასა თუ ლიდერს ქონდეს , ყველანაირად დაბლოკავენ მას ფინანსურადაც და ინფორმაციულადაც . როგორ ფიქრობთ მაინც საიდან უნდა ქონდეთ მათ ფინანსები ვინ დააფინანსებს სააკაშვილი ? ამერიკა დააფინანსებს მხოლოდ მის მარიონეტს საქართველოში და არა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე პროდასავლური და პროამერიკული კურსის პოლიტიკოსებს , თუ ბიზნესმენები გვყავს ისეთი თავგადაკლული პატრიოტები ეტყვიან ამ ეროვნულ ძალებს ,, გაფინანსებ , ოგჰონდ რამე ეშველოს ამ ქვეყანას და ჯანდაბას სააკაშვილი თუ ამახევს ბიზნესსო '' ? თუ ბიძინა ივანასვილი დააფინანსებს რუსეთში წარმოებული ბიზნესით პროდასავლური კურსის პოლიტიკოსებს ? თვითონ საიდან უნდა ჰქონდეთ ბიზნესი ჯერ შევარდნაძის ანტიეროვნულ პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდნენ მთელი ცხოვრება და მერე სააკაშვილის , რა გამყრელიძესავით და გრეჩიხასავით თავის ძმისვილთან აუწყობდა ბიზნესს შევარდნაძე ? თუ ბურჯანაძის ოჯახივით და თვითონ ბურჯანაძესავით ნამუსზე აქვთ ხელი აღებული ? თუ ფორუმივით ასპონსორებენ ,,უანგაროდ'' რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები ? საიდან უნდა ჰქონდეს დღესდღეობით ვაჟკაც ადამიანს და ეროვნულ პოლიტიკოსს დღესდღეობით დაფინანსება და რატომ უნდა ატრიალებდნენ დღესდღეობით პროდასავლური კურსის ეროვნულ პოლიტიკოსებს გიფიქრიათ როდესმე ამაზე ? რომ კითხულობთ ფინანსებისა და ინფორმაციული საშუალებების არქონის შემთხვევაში გაქაჩავენო ? ვერანაირად ვერ გაქაჩავენ თუ ერში არ გაჩნდება ეროვნული პოზიციებიდან პროდასავლური ლიდერის მოთხოვნა და ეროვნული იდეის მქონე ლიდერების სათავეში მოსვლის სურვილი და ერი არ დაუდგება მათ გვერდში , ისევე როგორც ეროვნული მოძრაობისას მიდიოდნენ ვაჟკაცი ხალხი არანაირი საინფორმაციო საშუალებებისა და ფინანსების არ მქონე ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან , რომლებთან ათიოდე კაცით დაიწყეს ეროვნული მოძრაობ და უდგებოდნენ გვერდში და ეს ფინანსების არ მქონე ეროვნული მოძრაობა კომუნისტებისა და ანტიეროვნული ხალხისთვის შემაძრწუნებლად მოედო საქართველოს .

ვინც თვლის რომ ესა თუ ის პარტია მისაღებია არა მარტო ლოზუნგებით და გულზე მჯიღის ცემით , არამედ ეროვნული , თანამედროვე გამოწვევებთან შეზავებული პროგრამით დაუდგეს გვერდში იმ ძალებს და მერე პიარიც იქნება და ძალაუფლებაც . ეროვნული იდეალებით ანთებული და სწორი , დემოკრატიული პროგრამით გამყარებული ხალხის ძალას წინ ვერაფერი აღუდგება .

აბა ესე ტელევიზიების მიერ გაპიარებული და ხელოვნურად რეიტინგაწეული პოლიტიკოსების გვერდში დგომით იქნება სულ სააკაშვილი , ამერიკიდან საქართველოს კონფედერაციულ სახელმწიფოდ გადასაკეთებლად გამოგზავნილი ალასანია , ბურჯანაძე , პრორუსული კავკასიის მიერ გაპიარებული პრორუსი ფორუმი და ვუყუროთ ასე შორიდან ქართული ტელევიზიების და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ გაპიარებული პოლიტიკოსების მიერ ქვეყნის ნგრევას და დაშლა დანაწევრებას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხალხის გვერდში დგომის გარეშე არაფერი

 

 

და ამ ხალხს როგორ უნდა გააგებინო რა გინდა? მასმედიაში ფულის გარეშე ვერაფერს ვერ იზამთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და ამ ხალხს როგორ უნდა გააგებინო რა გინდა? მასმედიაში ფულის გარეშე ვერაფერს ვერ იზამთ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე შეხება არ მაქვს მაგ ალიანსთან , უბრალოდ ვიცნობ მაგ ალიანსიდან ვიღაც ვიღაცეებს და ვიცი მათი მსოფლმხედველობა და პოლიტიკური პროგრამა .

ერთადერთი გაზეთს სცემს ყოველთვიურად მერაბ კოსტავას საზოგადოება რომელიც უფასოდ ურიგდებათ მსურველებს , ძირითადად სოლოლაკში სადაც მერაბ კოსტავას საზოგადოების ოფისი მდებარეობს .

მე უკვე გასაგებად დავწერე რატომ არის გამორიცხული ეროვნულ ძალებს ჰქონდეთ დაფინანსება და ხალხი დაუდგება თუ არა გვერდში მათი საქმეა , მაშინ დაუდგნენ გვერდში ბოლომდე ვისაც უდგანან , იმ მაღალდაფინანსებიან , ტელევიზიების მიერ გაპიარებულ საზღვარგარეთიდან მართულ ძალებს და რაც მოხდება მერე საქართველოში და ყოფილი საქართველოს ტერიტორიაზე რომ წარმოიქმნება კანადის მსგავსი ,,დასავლური ღირებულებების'' ან ჩუკოტკის მსგავსი რუსულ ჩუჩმეკური მოსახლეობით განსახლებული რუსული ,,ველიკაია ძერჟავას'' საზაფხულო აგარაკი , რო დაიყოფა რამდენიმე დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტისგან შექმნილ კონფედერაციულ ალიანსად რომელიც ამერიკის ან რუსეთის სულის შებერვისთანავე დაიშლება როგორც კი დამოუკიდებლად გაფართხალებას და ეროვნული ინტერესების გატარებას ცდის საქართველოს მმართველი , ანუ ამერიკასაც და რუსეთსაც ჭირდება საქართველოს საკონტროლო პაკეტი , ეს არა მარტო მათი ბრალი იქნება ვინც ამას აღასრულებს , არამედ იმათიც ვინც მათ ედგა გვერდში .

ვაჟა ადამიას , ნოდარ ნათაძის , თამარ ჩხეიძის და მამუკა გიორგაძის ალიანსი და სხვა ეროვნული , ანტირუსული ძალები ღვთის , ერისა და წინაპართა სულების წინაშე მაინც იქნებიან მართლები რომ მათ ცადეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ერის ცნობიერების გადარჩენა ხალხის სულით დაცემის , ანგარების , ვერცხლისმოყვარეობისა და სნობიზმის გულისთვის მათ უმოქმედობასა და გულგრილობაში ვერვინ დაადანაშაულებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...