Jump to content
Planeta.Ge

ეროვნულ პარტიათა ალიანსი . რას ფიქრობთ ამ ალიანსზე


Recommended Posts

მე დაჟე იმასაც ვფიქრობ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჯობდა ისევ გუმბარიძე დარჩენილიყო ხელისუფლებაში.

:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 36
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ეროვნულ პარტიათა ალიანსი წარმოადგენს ეროვნული მოძრაობის წიაღში წარმოშობილი ეროვნული ლიდერებისა და პოლიტიკური ორგანიზაციების ალიანსს . შედგება ოთხი პოლიტიკური სუბიექტისგან - ,,მერაბ კოსტავას საზოგადოება '' - ლიდერი ვაჟა ადამია , ,,სახალხო ფრონტი'' - ლიდერი ნოდარ ნათაძე , ,,ილია ჭავჭავაძის საზოგადოება - ლიდერი თამარ ჩხეიძე და ,,სახალხო პარტია''- ლიდერი მამუკა გიორგაძე . ეს პოლიტიკური ალიანსი წარმოადგენს პროგრამულად გამართულ უკიდურესად პროდასავლური პოლიტიკური კურსის , ეროვნულ - პატრიოტული სულისკვეთების პოლიტიკურ ალიანსს რომლის პრიორიტეტებია ეროვნული დამოუკიდებელობის განმტკიცება , საქართველოს სრულმასშტაბიანი დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა , ამერიკასთან უშუალო სამხედრო - პოლიტიკური მოკავშირეობის საფუძველზე ჰიპერმილიტარისტული , ულტრათანამედროვე სამხედრო ტექნიკით არჭურვილი ძლევამოსილი შეიარაღებული ძალების შექმნა , კავკასიის რეგიონში ლიდერის როლის განმტკიცება , ქვეყნის სულიერი , კულტურული , ეკონომიკური აღმავლობა და ზნეობრივი , ეროვნული , პროგრესული , დემოკრატიული , ძლევამოსილი სახელმწიფოს შექმნა

 

 

მუდმივ პოლიტიკოსთთა პარტია. ამათ ძველ გრეხების გახსენებას დაუწყებებ და გაუჭირდებათ თავის მართლება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პაოლო გინდა თქვა რომ ყავლგასულ პოლიტიკოსებს იმათ ეძახი ვინც შევარდნაძესთან არასდროს ყოფილან , სნგ-ში შესვლის სასტიკი წინააღმდეგები იყვნენ და მხოლოდ იმიტომ რომ ბოზური გზით ფული არ უშოვიათ გრეჩიხა გამყრელიძესავით შევარდნაძის ქება დიდებით და მის ძმიშვილთან ერთად ხალხი არ უტყავებიათ , ნინო ბურჯანაძესავით ნამუსზე ხელი არ აუღიათ და რესპუბლიკელებივით კრემლიდან არ ფინანსდებოდნენ და ამის გამო დაფინანსების გარეშე არიან და ვერ აქტიურობენ მაგიტომ არიან ყავლგასული და ნაფტალინიდან ამოღებული პოლიტიკოსები ?

პროდასავლური ეს ხალხი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეა , რუსეთის ფაქტორის გასანეიტრალებლად , ისევე როგორც მე , თორემ ისე ფეხებზე არ კიდიათ დასავლური შეხედულებები და ღირებულებები ? ჩვენ ამერიკის რაკეტსაწინააღმდეგო , ჰაერსაწინააღმდეგო , ტანკსაწინააღმდეგო , ანტიბირთვული ტექნიკა გვჭირდება და არა დემოკრატია ამერიკული გაგებით , დემოკრატია ჩვენ გვჭირდება ამ სიტყვის ჭეშმარიტი და არა დასავლური გაგებით სადაც ბეჭდავენ მუჰამედის კარიკატურებს , პრეზიდენტის ინაუგურაციას ატარებს საეკლესიო პირი რომელმაც დაუშვა მამათმავლებს შორის ჯვრისწერა და არ გვჭირდება დამოკრატია დასავლური გაგებით სადაც ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ფიტულს ოფიციალური სამხატვრო სააგენტოს მიერ შექმნილს ორი დოლარის გადახდის შემთხვევაში ნებისმიერ მსურველს პანღურს არტყმევინებენ .

91 წლის მერე ეს ხალხიც და საზოგადოებაც პოლიტიკურად დაღვინდა და მათი სამოქმედო გეგმები თუ ადრე მარტო ამერიკა შემოვა და გვიშველის ძახილით შემოიფარგლებოდა ეხლა სერიოზული ეროვნულ ინტერესებთან უნიკალურად შეწყობილი პროდასავლური პროგრამები აქვთ . პირდაპირ გეტყვით დღეს საქართველოში ეროვნული პროდასავლური ძალები რომ ვერ აქტიურობენ ზუსტად ამ ანგარებითა და სნობიზმით დაავადებული ხალხის ბრალია , რომელიც ეროვნულ პროდასავლურ ლიდერებს ყავლგასულებს უწოდებს მხოლოდ იმიტომ რომ მათ ბოზური ფულით შექმნილი ძლიერი პარტიები არ აქვთ , ტელევიზიები საგანგებოდ ბლოკავენ ხალხისთვის ეროვნული იდეის მიწოდება რომარ მოხდეს და შესაბამისად ეს ძალებიც ვერ აქტიურობენ . როგორ გგონიათ ისინი რომ ყოფილიყვნენ ლიდერები ოპოზიციის ამ აქციების , ისევ პრორუსული კუთხით წარიმართებოდა ეს აქციები ? და ისევ ესე მარტივად დაშლით მორჩებოდა ? მაგრამ ქართველი ხალხი რაც შეიძლება ქლესა ხალხს უდგება გვერდში ყოველთვის და არა მართლა ეროვნულ , გამართული პროგრამის მქონე , გულწრფელ , პროდასავლურ ლიდერებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიდით ყოველთვიურად მერაბ კოსტავას საზოგადოებაში და გამოართვით მათი საზოგადოების გაზეთი სარანგი და ნახავთ თუ არ აქვთ აბსოლიტურად სწორად აღქმული ხედვა დღევანდელობისა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იდით ყოველთვიურად მერაბ კოსტავას საზოგადოებაში და გამოართვით მათი საზოგადოების გაზეთი სარანგი და ნახავთ თუ არ აქვთ აბსოლიტურად სწორად აღქმული ხედვა დღევანდელობისა

რამდენად შეძლებს ძველი პარტიები ახალი რეალობისადმი თვალის გასწორებას...ფინასები, პიარი და ა.შ. მარტო იდეა ხომ არაა პოლიტიკა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

რესპუბლიკელებივით კრემლიდან არ ფინანსდებოდნენ

 

ეს რაღაც ახალია ბატონო ჩემო. აქამდე ყოველთვის ამერიკის აგენტებად გვთვლიდნენ, ეხლა თურმე კრემლის ფულებით ვცხოვრობთ.

ამაზე მხოლოდ შემიძლია ერთი ჩემი ძველი კახელი თანამშრომელის სიტყვები გავიხსენო დანალულ ვირზე. მტყუანს უქნა დანალულმა ვირმაო.

ყველასთან ბოდიში მაგრამ ხომ არ შეიძლება ასეთი რაღაცეების წერა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

მე დავწერე წმინდა პრაგმატული მოსაზრებით, რომ შანსი არ აქვთ. სხვათაშორის ყველა მათგანს პიროვნულად პატივს ვცემ, მაგრამ არ მოხდება საქართველოში ამ პარტიების რეანიმაცია რა პროგრამაც არ უნდა წარმოადგინონ. ასეა და რა ვქნა. აუცილებლად მოვა ახალი ძალა.

ისე სად დაინახეთ ჩემ პოსტში სააკაშვილის კურსის მოწონება, ესეც ვერ გავიგე.

თქვენეული ხედვაც საინტერესოა: ამერიკული ტექნიკა გვჭირდება, უნდა დაგვეხმარონ, მაგრამ მათი დემოკრატიული ღირებულებები არ გვაინტერესებს და დღეში ოცდაოთხი საათი მათ ლანძღვაში უნდა ვიყოთ(!).

ახალი, არადასავლური, "ჭეშმარიტი" დემოკრატიის შემუშავებაც ალბათ შესაძლებელია, მაგრამ ეს ჯერ ვერავინ მოახერხა.

Edited by paolo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაჟიკო ადამია გამოუშვეს ვირის აბანოდან? ა ზრია

 

რაც შეეხება ეროვნული პარტიების ალიანსს-ესეიგი სხვა პარტიები არაეროვნულები არიან?

და საერთოდაც-წავიდა მაგათი მატარებელი, მადლობა თქვან დეპოში რომ დგას და არა ჯართში ჩააბარა ქართველმა ერმა-ნაგლები ეგენი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

ეს რაღაც ახალია ბატონო ჩემო. აქამდე ყოველთვის ამერიკის აგენტებად გვთვლიდნენ, ეხლა თურმე კრემლის ფულებით ვცხოვრობთ.

ამაზე მხოლოდ შემიძლია ერთი ჩემი ძველი კახელი თანამშრომელის სიტყვები გავიხსენო დანალულ ვირზე. მტყუანს უქნა დანალულმა ვირმაო.

ყველასთან ბოდიში მაგრამ ხომ არ შეიძლება ასეთი რაღაცეების წერა.

 

 

არ გიპასუხებ , არაა ვაჟკაცის საქმე ვირტუალურად ლანძღვა ადამიანის .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამდენად შეძლებს ძველი პარტიები ახალი რეალობისადმი თვალის გასწორებას...ფინასები, პიარი და ა.შ. მარტო იდეა ხომ არაა პოლიტიკა?

 

 

რამდენად შეძლებს ძველი პარტიები ახალი რეალობისადმი თვალის გასწორებას...ფინასები, პიარი და ა.შ. მარტო იდეა ხომ არაა პოლიტიკა?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაჟა ადამია თებერვალში გამოდის ანტიეროვნული ძალების და უსამშობლო მანქურთების გულზე გასახეთქად . სხვათა შორის ყველანაირად ცდილობდა ციხის ადმინისტრაცია მისთვის ხელი შეეშალა მემუარებისა და პოლიტიკური ნაშრომების წერაში , თუმცა ამაზე თავად ისაუბრებს რო გამოვა . გაიგეთ რომ ფინანსები და პიარი დღევანდელ სიტუაციაში გამორიცხულია რომ პროდასავლური და ამავდროულად ეროვნული იდეის მატარებელ პარტიასა თუ ლიდერს ქონდეს , ყველანაირად დაბლოკავენ მას ფინანსურადაც და ინფორმაციულადაც და პიარი და ფინანსები შევარდნაძეს და შემდეგ სააკაშვილს ჰქონდათ არნახული ... ეხლა ფორუმს , ბურჯანაძეს და ალასანიას აქვთ ... დაველოდოთ ქართველ ერზე და საართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ჩატარებულ მორიგ ექსპერიმენტს ?

არანაირი პიარი არ ჰქონია ეროვნულ მოძრაობას რომლებმაც ათიოდე კაცით დაიწყეს აქციები და მოღვაწეობა , მაგრამ ეროვნული სულისკვეთება რომ იყო დიდი ერში ხალხი თავად მიდიოდა მათთან და გვერდში უდგებოდნენ . ვინც თვლის რომ ესა თუ ის პარტია მისაღებია არა მარტო ლოზუნგებით და გულზე მჯიღის ცემით , არამედ ეროვნული , თანამედროვე გამოწვევებთან შეზავებული პროგრამით დაუდგეს გვერდში იმ ძალებს და მერე პიარიც იქნება და ძალაუფლებაც . აბა ესე ტელევიზიების მიერ გაპიარებული და ხელოვნურად რეიტინგაწეული პოლიტიკოსების გვერდში დგომით იქნება სულ სააკაშვილი , ამერიკიდან საქართველოს კონფედერაციულ სახელმწიფოდ გადასაკეთებლად ბანდეროლით გამოგზავნილი ალასანია , ბურჯანაძე , პრორუსული კავკასიის მიერ გაპიარებული ფორუმი და ასე შემდეგ .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

გაიგეთ რომ ფინანსები და პიარი დღევანდელ სიტუაციაში გამორიცხულია რომ პროდასავლური და ამავდროულად ეროვნული იდეის მატარებელ პარტიასა თუ ლიდერს ქონდეს , ყველანაირად დაბლოკავენ მას ფინანსურადაც და ინფორმაციულადაც და პიარი და ფინანსები შევარდნაძეს და შემდეგ სააკაშვილს ჰქონდათ

 

 

მერე,ფინანსების გარეშე რა შეუძლიათ რომ გააკეთონ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...