Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

თუ ეს ივანე ჯავახიშვილს უწერია, ე. ი. ძალიან ცდებოდა,

:)) გაიგეთ ხალხო? თურმე ივანე ჯავახიშვილი ცდებოდა და gruzian_ka ღარადებს ჭეშმარიტებას. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:)) გაიგეთ ხალხო? თურმე ივანე ჯავახიშვილი ცდებოდა და gruzian_ka ღარადებს ჭეშმარიტებას. :givi:

მე რა შუაში ვარ, მე ქართლის ცხოვრებიდან მოვიტანე ციტატები... ხომ გეუბნები, შენ მარტო იმიტომ ხარ აქ, რო ვინმე უპასუხოდ არ დატოვო და რას დაწერ მნიშვნელობა არ აქვს... დადე ფაქტები და ისე უარYავი რაც მე დავწერე...

თანაც, კონკრეტული სახელი გვარი არაა გარანტია იმისა, რომ აუცილებლად სწორი შეხედულებები ქონდეს, ასე რომ შეიძლება ივანე ჯავახიშვილიც შეცდეს და ბევრი სხვაც, ბევრი ფაქტი არსებობს, იმისა, რომ უდიდესი წმინდანები ცდებოდნენ სწავლებებში, მაგ: ნეტარი ავგუსტინე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაშინ ვახტანგ მოუწოდა პეტრე კათალიკოსსა და რქუა: „უწყოდე, რამეთუ არა ხარკისა მიცემისათჳს გუბრძვანან, არამედ ქრისტეს დატეობისათჳს. აწ მე ესე განმიზრახავს, რამეთუ ცხოვრებასა ჩემსა სიკუდილი უმჯობეს არს სახელსა ზედა ქრისტესსა, რათა სასუფეველი გუაქუნდეს, აღთქმული მათ თანა, რომელთა ეტყჳს: რომელმან წარიწყმიდოს თავი თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი“.

ჩემო კარგო ჯუანშერი არის 8 საუკუნის მემატიანე, უფრო ადრიდნდელ წყარობს თუ გადავხედავთ უფრო შეიძლება აღადგინო ვახტან გორგასლის ეპოქა და ზოგდად საქართველოს ისტორია. საქართველოში რომ ქალკედონობამ თავიდანვე არ გაიმარჯვა ამაზე უამრავი ისტორიკოსი წერს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ივ. ჯავახიშვილი

პეტრე იბერზე ივ.ჯავახიშვილი წერს

"ასეთი სახელოვანი ქართველი საეკლესიო მოღვაწის შესახებ ძველ ქართულ მწერლობაში არავითარი კვალი არა ჩანს, ქარღლის მოქცევის მატიანესა და ჯუანშერის თხუზელბაში პეტრე ქართველის სახელიც კი არ იხსენიება. საცვსებით დაუჯერებელია, რომ ქართულ მწერლობაში პეტრე ქართველის პიროვნების შესახებ თავიდანვე ასეთი დუმილი ყოფილიყოს გამეფებული. აღსანიშნავია, რომ როდესაც XIII ს-ში პეტრე ქართველის ცხოვრება ასურულიდან ქართულად უთარგმნიათ, თარგმნიდან პეტრეს მონოფიზიტობის მაუწყებელი ყოველივე ცნობა ამუშლიათ და გამოუტოვებიათ ისე, რომ ქართულ ცხოვრებაში ის ქალკედონიან მოღვაწედ არის ქცეული და გამოყვანილი. ამაზე უწინარეს ხანში, როდესაც უძველესი ქართული ქრისტიანული საისტორიო მწერლობის "მწვალებლობის ღვარძლისგან" გაწმენდა დაუწყიათ, როგორც ეტყობა, პეტრე ქართველის მოღვაწობის მიმართულების გამო მთლად მისი ხსენების წარხოცვა უმჯიობინებიათ და ამივე აიხსნებოდეს, რომ პეტრე ქართველის სახელი უძველეს ქართულ ძეგლებში არსად ჩანს. "

506 წელს სომეხთა ეპისკოოის ბაბეგი სპარსელებს ატყობინებს რომ მონოფიზიტობის მიმდევრები ვართ ბერძნები, სომხები, ქართველები და ალბანეებო.

"სპარსეთის მონოფიზიტებისადმი მიმართულ ბაბეგის მეორე ეპისტოლეში სომეხთა კატალიკოსი სწერდა: ამ სარწმუნოებას მივდევთ, რაც წინათ მოგწერეღ კიდეც ქართველებთანა და ალბანელებთან ერთად თითოეულმა თავის საკუთარ დამწერლობითი. ამ ცნობიდანა ჩანს, რომ 506 წ სომეხთა, ქართველთა და აბანელთა ეკლესიებს შორის ძირითად დოგმატური საკითხებში უკვე სრული, წერილობით აღბეჭდილი, თანხმობა არსებობდა"

ნუ დვინის საეკლესიო კრება ალბათ ფეხზე გკიდიათ :D ეს რა წყაროა არა?

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ივ. ჯავახიშვილი

და ივანე ჯავახიშვილი 20 საუკუნის ისტორიკოსია და... ე.ი როგორ გავიგოთ... სადაა ლოგიკა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და ივანე ჯავახიშვილი 20 საუკუნის ისტორიკოსია და... ე.ი როგორ გავიგოთ... სადაა ლოგიკა?

შენ მემატიანეს და ისტორიკოს ერთმანეთში ურევ :D

რაც შეეხება შუა საუკუნოვან "ისტორიოგრაფიას"

შუა საუკუნოვან ისტორიოგრაფიაში პირადი და ირიბი მონაცემების როლი მნიშვნელოვნად ძლიერდება. ძირითადი ყურადღება აქ ეთმობა პირად მოგონებებს, რომლებიც როგორც წესი გამყარებულნი არიან სხვადასხვა ეგრედ წოდებული ღვთაებრივი მაგალითით. შუა საუკუნოვანი “ისტორიოგრაფიას” არ ახასიათებს კრიტიკული დამოკიდებულება. როგორც წესი, ყველა პატარ-პატარა ძველი ავტორი ხდებოდა ავტორიტეტული წყარო შემდგომი მემატენიანესთვის. საბაზისო ტექსტი არ იწვევდა რაიმე ეჭვს შუა საუკუნოვან მემატიანეში, ეჭვს მხოლოდ იწვევდა სხვადასხვა ტექსტში ერთმანეთისგან განსხვავებულ ინფორმაციის არსებობა. ამიტომაც, შუა საუკუნოვანი ავტორები, აღწერდნენ რა რაიმე ისტორიულ მოვლენას, რომლის თანამონაწილეებიც თვითონ არ იყვნენ, ჩვეულებრივ კმაყოფილდებოდნენ ერთი წყაროს არსებობით და სხვადასხვა ვერსიებს არ გვთავაზობდნენ. შუა საუკუნოვან მემატიანეების მსგავს კვლევებს შეგვიძლია ვუწოდოთ “ერთი წყაროს პრინციპზე აგებული კვლევა”. გადაუმოწმებელი ინფოერმაცია გვხვდება ასევე ქართულ წყაროებში, მაგალითად ლეონტი მროველის ნაშრომში, რომელიც მიძღვნილი ალექსანდრეს ლაშქრობისადმი. როგორც ჩანს, ლეონტი მროველმა არ გადაამოწმა მიღებული ინფორმაცია და ჭეშმარიტებად მიიღო არსებული ლეგენდა ალექსანდრეს ქართლში ლაშქრობის შესახებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ მემატიანეს და ისტორიკოს ერთმანეთში ურევ :D

განსხვავება დამიწერე რა, მართლა გეუბნები ოღონდაც... ისტორიკოსსა და მემატიანეს შორის...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

განსხვავება დამიწერე რა, მართლა გეუბნები ოღონდაც... ისტორიკოსსა და მემატიანეს შორის...

მემატიანე რომელიც აღწერს მოვლენებს, ქრონოლოგიურად აღწერს რაღაც მოვლენებს (ანალიზის გარეშე) ისტორიკოსი კი არის მეცნიერი რომელიც წარსულის რეკონსტრუქციას აკეთებს, უფრო სწროედ თავის ინტერპრეტირებულ წარსულს (ისტორია სუბიექტური მეცნიერებაა) და აანალიზებს წარსულს. (ისტორიულ მოვლენების კანონზომიერებებს ეძებს,წარსულის რეკონსტუქციას აკეთებს და ა.შ)

Nukriko

ყველაფერი კარგად გაქვს ჩამოყალიბებული პოასტში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მემატიანე რომელიც აღწერს მოვლენებს, ქრონოლოგიურად აღწერს რაღაც მოვლენებს (ანალიზის გარეშე) ისტორიკოსი კი არის მეცნიერი რომელიც წარსულის რეკონსტრუქციას აკეთებს, უფრო სწროედ თავის ინტერპრეტირებულ წარსულს (ისტორია სუბიექტური მეცნიერებაა) და აანალიზებს წარსულს. (ისტორიულ მოვლენების კანონზომიერებებს ეძებს,წარსულის რეკონსტუქციას აკეთებს და ა.შ)

მერე რატომ უნდა მჯეროდეს რეკონსტრუირებული ფაქტების და არა დოკუმენტალური, ქრონოლოგიური ფაქტებისა?

რაც შეეხება დვინის კრებას, მან კი არ დაგმო ქალკედონიკობა, არამედ უბრალო მხარი დაუჭირა მონოფიზიტებისა და დიოფიზიტების შემრიგებლურ პოზიციას, რომელსაც ბიზანტია ეწეოდა იმ პერიოდში, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ბიზანტიამ ოფიციალურად დაუჭირა მხარი ქალკედონიკობას, ხოლო ირანმა მონოფიზიტობას, ამ ფონზე ცხადია სომხებსა და ქართველებს უნდა გაერკვიათ თავიანთი მრწამსი და ამასთანავე პოლიტიკური ორიენტაციაც, ამ ყვწელაფრის ფინალი იყო ის, რომ სომხურმა ეკლესიამ გაწყვიტა კავშირი საქართველოს ეკლესიასტან და დაიწყო ქრისტიანების დევნა... და დღემდე ისეთი მოთხოვნები აქვთ, გაგეცინება უბრალოდ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მერე რატომ უნდა მჯეროდეს რეკონსტრუირებული ფაქტების და არა დოკუმენტალური, ქრონოლოგიური ფაქტებისა?

ეს შენი ნებაა ვის დაიჯერებ და ვის არა.

კარის მემატიანეების თუ გჯერა, მაშინ კომუნისტ ლენინურ-სტალინური ისტორიკოსებისაც უნდა გჯეროდეს.. :D

მემატიანე ჩემო კარგო, განსაკუთრებით შუა საუკუნეებში, იყო სუბიექტრი და იდეოლოგიზირებული, ამის გარდა არსებობს უამრავი დოკუმენტი რომელსაც ჯუანშერი არ ეხება, რომ არ არსებობდეს ეს დოკუმენტი ესეთ დასკვნებს ივ.ჯავახიშვილმა არ გააკეთებდა. თუ გადახედავ მის ნაშრომებს განსაკუთრები ქართველი ერის ისტოიის I ტომს სადაც ის საქართველოში სხვადასხვა რელიგიებს, მონოფიზიტობას, მანიქევლობას, ნესტორიანობას და ა.შ ეხება, ნახავ რომ ყველგან რაღაც ფაქტს იყენებს და არა ცარიელ ვარაუდებს.

როცა არსებობს ჯუანშერამდე დოკუმენტები, იმ დოკუმენტების უგულებელყოფა ცოტათი ნეტოა, ისტორიკოსისთვის, ხოლო შენთვის არაისტორიკოსისთვის სულ ერთი იქნება ეხლა და არავინ დაგადანაშაულებს ამაში :D

რაც შეეხება დვინის კრებას, მან კი არ დაგმო ქალკედონიკობა, არამედ უბრალო მხარი დაუჭირა მონოფიზიტებისა და დიოფიზიტების შემრიგებლურ პოზიციას, რომელსაც ბიზანტია ეწეოდა იმ პერიოდში, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ბიზანტიამ ოფიციალურად დაუჭირა მხარი ქალკედონიკობას, ხოლო ირანმა მონოფიზიტობას, ამ ფონზე ცხადია სომხებსა და ქართველებს უნდა გაერკვიათ თავიანთი მრწამსი და ამასთანავე პოლიტიკური ორიენტაციაც, ამ ყვწელაფრის ფინალი იყო ის, რომ სომხურმა ეკლესიამ გაწყვიტა კავშირი საქართველოს ეკლესიასტან და დაიწყო ქრისტიანების დევნა... და დღემდე ისეთი მოთხოვნები აქვთ, გაგეცინება უბრალოდ...

წყაროები დაასახელე, რა წყაროდან ამბობ რომ მონოფიზიტები არ იყვნენ როცა სომხეთის ეპისკოპოსი სულ სხვა რამეს ამბობს :D

ამის გარდა სომხური ეკლესია ყოველთვის მონოფიზიტური იყო..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს შენი ნებაა ვის დაიჯერებ და ვის არა.

კარის მემატიანეების თუ გჯერა, მაშინ კომუნისტ ლენინურ-სტალინური ისტორიკოსებისაც უნდა გჯეროდეს.. :D

მემატიანე ჩემო კარგო, განსაკუთრებით შუა საუკუნეებში, იყო სუბიექტრი და იდეოლოგიზირებული, ამის გარდა არსებობს უამრავი დოკუმენტი რომელსაც ჯუანშერი არ ეხება, რომ არ არსებობდეს ეს დოკუმენტი ესეთ დასკვნებს ივ.ჯავახიშვილმა არ გააკეთებდა. თუ გადახედავ მის ნაშრომებს განსაკუთრები ქართველი ერის ისტოიის I ტომს სადაც ის საქართველოში სხვადასხვა რელიგიებს, მონოფიზიტობას, მანიქევლობას, ნესტორიანობას და ა.შ ეხება, ნახავ რომ ყველგან რაღაც ფაქტს იყენებს და არა ცარიელ ვარაუდებს.

რატომ არ გააკეთებდა ვითომ, ჯუანშერი თუ იყო სუბიექტური, ივანე ჯავახიშვილი რატომ არ შეიძლებოდა ყოფილიყო ვერ გავიგე(თუმცა შენგან განსხვავებით არ ვკამათობ მის ობიექტურობა-სუბიექტურობაზე), 20-ე საუკუნის ისტორიკოსები ისეთ დეტალებს უკეთებდნენ აქცენტებს, რომლებიც ზიანს აყენებდა ქრისტიანობას და ადამიანებში იწვევდა არასწორ დამოკიდებულებას, მაგალითად გიორგი სააკაძის აღზევება, გაუთავებელი საუბრები მის თავდადებაზე და შემდეგ ,,დიდი მოურავი" და ა.შ. ამ დროს მან უარყო ქრისტე და ჩვენ გვიყვებიან, რომ თურმე გულში ქრისტიანი ყოფილა და არასდროს უღალატია ერისთვის და ა.შ. არადა ქრისტეს უარყოფა მარტო სიტყვით არ ხდებოდა მაშინ, ქრისტეს უარმყოფელს შეურაცხოფა უნდა მიეყენებინა ხატებისთვის და ა.შ. არადა უფალი ბრძანებს, ,,ვინც მე უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ მას მამისა და ანგელოზების წინაშე"... ჭეშმარიტ ქრისტიანს ეს ყოველთვის ახსოვს...

თუმცა მე არ უარვყოფ ივანე ჯავახიშვილის დამსახურებას ქართული ისტორიოგრაფიის წინაშე,და ის, რომ იგი შეიძლება რამეში ცდებოდეს სულაც არ აკნინებს მის ღვაწლს...

Edited by gruzian_ka
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ არ გააკეთებდა ვითომ, ჯუანშერი თუ იყო სუბიექტური, ივანე ჯავახიშვილი რატომ არ შეიძლებოდა ყოფილიყო ვერ გავიგე(თუმცა შენგან განსხვავებით არ ვკამათობ მის ობიექტურობა-სუბიექტურობაზე)

აქ სახელზე და გვარს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია მეთოდი თუ როგორ იკვლევს ;)

20-ე საუკუნის ისტორიკოსები ისეთ დეტალებს უკეთებდნენ აქცენტებს, რომლებიც ზიანს აყენებდა ქრისტიანობას და ადამიანებში იწვევდა არასწორ დამოკიდებულებას

რას ქვია ზიანს აყენებს ქრისტიანობას? ანუ არაიდეოლოგიზირებული ისტორია ზიანს აყენებს არა ქრისტიანობას? :D

მაგალითად გიორგი სააკაძის აღზევება, გაუთავებელი საუბრები მის თავდადებაზე და შემდეგ ,,დიდი მოურავი" და ა.შ. ამ დროს მან უარყო ქრისტე და ჩვენ გვიყვებიან, რომ თურმე გულში ქრისტიანი ყოფილა და არასდროს უღალატია ერისთვის და ა.შ. არადა ქრისტეს უარყოფა მარტო სიტყვით არ ხდებოდა მაშინ, ქრისტეს უარმყოფელს შეურაცხოფა უნდა მიეყენებინა ხატებისთვის და ა.შ. არადა უფალი ბრძანებს, ,,ვინც მე უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ მას მამისა და ანგელოზების წინაშე"... ჭეშმარიტ ქრისტიანს ეს ყოველთვის ახსოვს...

ხო გეუბნები დოგმატურ ორთოდოქსივით სჯი ისტორიას და ისტორიულ პირებს, ცოტა ობიექტურობა გაკლია :D

რა თქმა უნდა ისტორიკოსის შეფასება და ისტორიულ პირის "გმირად" და სხვა ეპითეტებით შემკობა, ისტორიკოსის არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს. ისტორიკოსმა არ უნდა განსაჯოს ისტორია, ერთი სიტყვით ამ საკითხზე თუ გინდა კამათი ისტორიის განყოფილებაში გეპატიჟები http://planeta.ge/index.php?showtopic=13156 "ანალების სკოლა"-ს თუ წაიკითხავ მიხვდები რისი თქმაც მინდა..

თუმცა მე არ უარვყოფ ივანე ჯავახიშვილის დამსახურებას ქართული ისტორიოგრაფიის წინაშე,და ის, რომ იგი შეიძლება რამეში ცდებოდეს სულაც არ აკნინებს მის ღვაწლს...

და საიდან იცი რომ ცდება? არ გამოგიკვლევია ის პერიოდი, დოკუმენტები ეხლა პირველად გაიგე და უკვე დასვკნას აკეთებ რომ ცდება.. ესაა სუბიექტივიზმი, არასასურველი წარსულის დამალვა სასურველი არარეალურ წარსულით.. ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და საიდან იცი რომ ცდება? არ გამოგიკვლევია ის პერიოდი, დოკუმენტები ეხლა პირველად გაიგე და უკვე დასვკნას აკეთებ რომ ცდება.. ესაა სუბიექტივიზმი, არასასურველი წარსულის დამალვა სასურველი არარეალურ წარსულით.. ;)

არა გენაცვალე, მე სულაც არ ვამტკიცებ, უბრალოდ არ გამოვრიცხავ, რა, შენ ამბობ რომ გამორიცხულია? უბრალოდ ეს ჩემი მოსაზრება გამოიწვია ვახტანგ გორგასალტან დაკავშირებით მისმა კვლევამ, ვახტანგ გორგასალი არასოდეს ყოფილა მონოფიზიტი, ამას მოწმობს წინა პოსტებში მოყვანილი ციტატები ქართლკის ცხოვრებიდან.. შენ რა გინდა თქვა, რომ ჯუანშერმა (ყველა სხვა ფაქტს თავი რომ დავანებოთ) წმინდა მეფის ეს სიტყვები მოიგონა და ისე დაწერა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა, შენ ამბობ რომ გამორიცხულია?

არა,მაგრამ ყველა დოკუმენტი ამაზე მიუთითებს

ვახტანგ გორგასალტან დაკავშირებით მისმა კვლევამ, ვახტანგ გორგასალი არასოდეს ყოფილა მონოფიზიტი, ამას მოწმობს წინა პოსტებში მოყვანილი ციტატები ქართლკის ცხოვრებიდან.

და რა ციტატები მოიყვანე, სად წერია პირდაპირ რომ მონოფიზიტი არ იყოვო და დიოფიზიტი იყოვო?

ხოლო ვახტანგ შეიტყო სიკუდილი თავისა თჳსისა, და მოუწოდა კათალიკოსსა, და ცოლსა თჳსსა, და ძეთა და ყოველთა წარჩინებულთა, და თქუა: „მე ესე-რა წარვალ წინაშე ღმრთისა ჩემისა, და ვმადლობ სახელსა მისსა, რამეთუ არა დამაკლო გამორჩეულთა წმიდათა მისთა. აწ გამცნებ თქუენ, რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდგეთ და ეძიებდეთ ქრისტესთჳს სიკუდილსა სახელსა მისსა ზედა, რათა წარუვალი დიდება მოიგოთ“.

აქ სად ჩანს მონოფიზიტობა, დიოფიზიტობა?

მაშინ ვახტანგ მოუწოდა პეტრე კათალიკოსსა და რქუა: „უწყოდე, რამეთუ არა ხარკისა მიცემისათჳს გუბრძვანან, არამედ ქრისტეს დატეობისათჳს. აწ მე ესე განმიზრახავს, რამეთუ ცხოვრებასა ჩემსა სიკუდილი უმჯობეს არს სახელსა ზედა ქრისტესსა, რათა სასუფეველი გუაქუნდეს, აღთქმული მათ თანა, რომელთა ეტყჳს: რომელმან წარიწყმიდოს თავი თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი“.

არც აქ ჩანს ;)

ჯუანშერმა (ყველა სხვა ფაქტს თავი რომ დავანებოთ) წმინდა მეფის ეს სიტყვები მოიგონა და ისე დაწერა?

არა მე დავწერე ძალიან მარტივად შუა საუკუნოვანი ისტორიოგრაფია როგორი იყო და რამდენად შეიძლება რომ ის სანდო არ იყოს

შუა საუკუნოვან ისტორიოგრაფიაში პირადი და ირიბი მონაცემების როლი მნიშვნელოვნად ძლიერდება. ძირითადი ყურადღება აქ ეთმობა პირად მოგონებებს, რომლებიც როგორც წესი გამყარებულნი არიან სხვადასხვა ეგრედ წოდებული ღვთაებრივი მაგალითით. შუა საუკუნოვანი “ისტორიოგრაფიას” არ ახასიათებს კრიტიკული დამოკიდებულება. როგორც წესი, ყველა პატარ-პატარა ძველი ავტორი ხდებოდა ავტორიტეტული წყარო შემდგომი მემატენიანესთვის. საბაზისო ტექსტი არ იწვევდა რაიმე ეჭვს შუა საუკუნოვან მემატიანეში, ეჭვს მხოლოდ იწვევდა სხვადასხვა ტექსტში ერთმანეთისგან განსხვავებულ ინფორმაციის არსებობა. ამიტომაც, შუა საუკუნოვანი ავტორები, აღწერდნენ რა რაიმე ისტორიულ მოვლენას, რომლის თანამონაწილეებიც თვითონ არ იყვნენ, ჩვეულებრივ კმაყოფილდებოდნენ ერთი წყაროს არსებობით და სხვადასხვა ვერსიებს არ გვთავაზობდნენ. შუა საუკუნოვან მემატიანეების მსგავს კვლევებს შეგვიძლია ვუწოდოთ “ერთი წყაროს პრინციპზე აგებული კვლევა”. გადაუმოწმებელი ინფოერმაცია გვხვდება ასევე ქართულ წყაროებში, მაგალითად ლეონტი მროველის ნაშრომში, რომელიც მიძღვნილი ალექსანდრეს ლაშქრობისადმი. როგორც ჩანს, ლეონტი მროველმა არ გადაამოწმა მიღებული ინფორმაცია და ჭეშმარიტებად მიიღო არსებული ლეგენდა ალექსანდრეს ქართლში ლაშქრობის შესახებ.

როგორც მოგეხსენება ვახტანგ გორგასალის დროინდელი მატიანე არ არის ჯუანშერი, მას რა წყარო აქვს გამოყენებული ჩვენთვის უცნობია, მაგრამ მთავარი არის ის რომ არსებობს მისი დროინდელი დვინის საეკლესიო კრების დოკუმენტები, სომხეთის ეპისკოპოს ბაბეგის ეპისტოლე ად წერილები შაჰთან და საქართველომ ავტოკეფალია მიიღო არა კონსტანტინეპოლიდან (დიოფიზიტობის ცენტრიდან) არამედ ანტიოქიიდან (მონოფიზიტობის ცენტრიდან)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...