Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ომხური სამოციქულო ეკლესია ერთერთი უძველესი ქრისტიანული ეკლესიაა.მისი სრული სახელია "სომხური მართლმადიდებლური და სამოციქულო ეკლესია"

 

 

სომხეთში ქრისტიანობის შემოსვლა პირველივე საუკუნიდან დაიწყო. მათი რწმენით ეს მოძღვრება თავად მოციქულებმა თადეოზმა და ბართლომემ იქადაგეს,რომლებიც იქვე აღესრულნენ.მაგრამ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა 314 წელს ,როდესაც წმინდა გრიგოლმა მონათლა თირიდატე .აქედან მოდის არასწორი აზრი , თითქოს ესაა "გრიგორიანული" მიმდინარეობა . დიდმა წმინდანმა სატუსაღოში გაატარა 13 წელი ,დიდი როლი ითამაშა სომეხი ერის რელიგიურ განვითარებაში , მაგრამ სარწმუნოების გავრცელება ადრიდანვე ხდებოდა და ამდენად ეს სახელწოდება უფრო მოგვიანებით იქნა შერქმეული.ოფიციალურად მას ქვია "სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია" .

სომხურ ეკლესიის დაფუძნების თარიღად მიჩნეულია 301 წელი.იგი დოგმატურად ეფუძნება სამი მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებებს და იზიარებს კირილე ალექსანდრიელის ქრისტოლოგიას.მათი რწმენით ქრისტე განხორციელებამდე ორი ბუნებისგან შედგება ,მაგრამ შემდეგ ერთ ღვთაებრივ სახეს იღებს ანუ მათი ხედვით ისინი არ არიან მონოფიზიტები ,თუმცა სხვა მიმდინარეობები ამ აზრს არ იზიარებენ ხოლმე.სომხური ეკლესიის თეოლოგიური სახის ფორმირებაში დიდი როლი ითამაშა ნერსეს შნორალიმ .

451 წელს რომის პაპმა ლეონმა მონოფიზიტიზმი გამოაცხადა,როგორც ერესი და მას მიეძღვნა ქალკედონის კრება ,რომელმაც უარყო ე.წ " ეფესოს ყაჩაღთა შეკრების" მესამე მსოფლიო კრების გადაწყვეტილება .

ქართულ მართმადიდებლურ მიმდინარეობასა და სომხურ სარწმუნოებას შორის საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა ,როგორც თანამშრომლობა ,აგრეთვე კამათი ღვთისმეტყველების საკითხებზე. მეექვსე საუკუნეში მოსე ცურტაველის განდევნის შემდეგ მწვავდება დებატები და საბოლოოდ წყდება ევქარისტული კავშირი. 726 წელს მანასკერტის კრებზე საბოლოოდ მოხდა მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიიდან ჩამოცილება .

დიდია ეკლესიის როლი სომხეთის განვითარებაში. მათი წმინდა ქალაქი ეჩმიაძინია.გადმოცემის მიხედვით წმინდა გრიგოლს თავად ღმერთმა მიანიშნა ტაძრის ადგილი.ესაა კათალიკოსის რეზიდენცია,მაგრამ აგრეთვე არსებობს იერუსალიმისა და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოებიც,თუმცა მათთან შედარებით ეჩმიაძინის კათედრა უპირატესია.სომხური ეკლესიის სპეციფიური თვისებაა მისი გავრცელების ფართო არეალი,რაც ამ ხალხის ტრაგიკულმა მოვლენებმაც განაპირობეს.ღვთისმსახურება აღესრულება ძველ სომხურ ენზე, ხოლო ქადაგება ახალზე.ლიტურგიკული წიგნებია ჭაშოცი,პატარაგატეტრი,ჯამაგირქი,მაშტოცი. ზიარება ტარდება უცომო პურით და წყალგაურეველი ღვინოთი.საქართველოში ცხოვრობს ამ სარწმუნოების დაახლოებით 500000 მიმდევარი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სხვათაშორის საერთო წმინდანები გვყავს ჩვენ და სომხებს..

 

იგივე შუშანიკი ორივეს წმინდანია..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სხვათაშორის საერთო წმინდანები გვყავს ჩვენ და სომხებს..

 

იგივე შუშანიკი ორივეს წმინდანია..

ცხადია.

ცურტავის საეპისკოპოდან დაიწყო დიდი განყოფა. შუშანიკის დაგენილად თვლიდნენ სომხები წესებს იმ მხარეში .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოში ცხოვრობს ამ სარწმუნოების დაახლოებით 500000 მიმდევარი.

მდაას!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
მდაას!

 

ლიცი,

 

"მდაას!" - როგორ გავიგოთ? http://www.pic4ever.com/images/297.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 6 months later...

ომხური სამოციქულო ეკლესია ერთერთი უძველესი ქრისტიანული ეკლესიაა.მისი სრული სახელია "სომხური მართლმადიდებლური და სამოციქულო ეკლესია"

 

 

სომხურ ეკლესიის დაფუძნების თარიღად მიჩნეულია 301 წელი.იგი დოგმატურად ეფუძნება სამი მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებებს და იზიარებს კირილე ალექსანდრიელის ქრისტოლოგიას.

 

 

უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ ისინი იზიარებდნენ იმ ადამიანების მოსაზრებებს, რომლებიც თავს მიიჩნევდნენ კირილე ალექსანდრიელის მიმდევრებად, მაგ: არქიმანდრიტი ევტიქი, რომელიც მართალია III მს. კრებაზე დიდი თავგამოდებით ებრძოდა ნესტორს (კონსტანტინეპოლის არქიეპისკოპოსი, შემდეგ მისი მოძღვრება გავრცელდაროგორც ნესტორიანელობა), მაგრამ შემდეგ მეორე უკიდურესობაში ჩავარდა, რაც ქრისტეს მხოლოდ ერთი ბუნების აღიარებაში გამოიხატა.იგი თავის აზრს ასე გამოხატავდა: ,,ღვთის სიტყვის განხორციელების შემდეგ მე თაYვანს ვცემ ერთ ბუნებას - განხორციელებული და განკაცებული ღმერთის ბუნებას" წმინდა წერილში კი უამრავი დასტურია იმისა, რომ იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცი... თუ იესო ქრისტეში არ იყო კაცური ბუნება, მაშინ სახარებისეულ ეპიზოდებში, როცა იგი ტირის (ლაზარეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით), როცა წყალს ითხოვს (სამარიტელ დედაკაცთან შეხვედრა), როცა ძინავს (ზღვაზე გადაცურვისას), და ბოლოს, როცა ითმენს უამრავ გვემას და ტანჯვას ჯვარცმის დროს, ამ დროს იტყუება??? თუ იესო ქრისტე მარტო ღმერთია, ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნილებები და განცდები ღმერთს არ შეიძლება ქონდეს, ხო ასეა... არ შეიძლება ღმერთს მოშივდეს, ან მოწყურდეს, ან ეტკინოს რამე... მეორეს მხრივ იესო ქრისტე ფარისევლებს ეუბნება ,,აბრაამის ყოფადმდე მე ვარ", ეს ფრაზა ამტკიცებს მის ღმერთობას, ანუ უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცი...

ანუ კათოლიკეები აკნინებენ სულიწმინდას, მონოფიზიტები იესო ქრისტეს, ერთნიც მწვალებლები არიან და მეორენიც...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კათოლიკეები აკნინებენ სულიწმინდას, მონოფიზიტები იესო ქრისტეს, ერთნიც მწვალებლები არიან და მეორენიც...

gruzian_ka

 

შენ რომ გკითხოს ადამიანმა, ყველა მწვალებელია და ღვთის მგმობელი, მარტო თქვენ ხართ ღვთის წმინდა ხალხი. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gruzian_ka

 

შენ რომ გკითხოს ადამიანმა, ყველა მწვალებელია და ღვთის მგმობელი, მარტო თქვენ ხართ ღვთის წმინდა ხალხი. :D

 

მე რას მეკითხები მერე, წაიკითხე წმ. მამათა სწავლებები და მიხვდები, ეს ჩემი აზრი კი არაა, II და IV მსოფლიო საეკლესიო კრებების გადაწყვეტილებებია... დაამტკიცე შენ რომ ასე არ არის, რამდენი ხანია ერთ მტკიცებულებას გთხოვ და იმას ვერ დებ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე რას მეკითხები მერე,

gruzian_ka

 

და საიდან დაასკვენი რომ გეკითხები. :givi: მე დავწერე: შენ რომ გკითხოს მეთქი ადამიანმა და არა შენ გეკითხებითქო. :givi:

 

 

 

წაიკითხე წმ. მამათა სწავლებები და მიხვდები, ეს ჩემი აზრი კი არაა, II და IV მსოფლიო საეკლესიო კრებების გადაწყვეტილებებია...

 

ჩავბჟირდიიიიიიი :)) :)) :))

სანამ რჩევებს დასრიგებდე წაიკითხეო, იქნებ ჯერ გაგერკვია იქნებ წაკითხული გვაქვს. :) მეორეც, რა და როგორ დაადგინეს საეკლესიო კრებებზე, ბრწყინვალედ ვიცი და ნუ დემაგოგობ აქ რაა.. :givi:

 

 

დაამტკიცე შენ რომ ასე არ არის, რამდენი ხანია ერთ მტკიცებულებას გთხოვ და იმას ვერ დებ...

ნუ გადამაყოლე აღმაშენებელს, ვერ ვიხსენებ ზუსტად სად წავიკითხე და როცა ვნახავ აუცილებლად მოგწერ. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gruzian_ka

 

 

 

ჩავბჟირდიიიიიიი :)) :)) :))

სანამ რჩევებს დასრიგებდე წაიკითხეო, იქნებ ჯერ გაგერკვია იქნებ წაკითხული გვაქვს. :) მეორეც, რა და როგორ დაადგინეს საეკლესიო კრებებზე, ბრწყინვალედ ვიცი და ნუ დემაგოგობ აქ რაა.. :givi:

 

თუ წაკითხულიგ აქვს და იცი, მაშინ მრჩება შთაბეჭდილება, რომ უბრალოდ იმიტომ წერ აქ, რო მე უპასუხოდ არ დამტოვო, თუკი იცი რაღაზე იღლები მაშინ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gruzian_ka

 

წაკითხული რომ მაქვს იმიტომ არ გეთანხმები. :) ესაა და ეს. თან მინდა იცოდე რომ პოსტის დაწერით, არ ვიღლები, მითუმეტეს როცა ადმაიანი ისეთი რამის დამტკიცებას ცდილობ, რაშიც ვერ ერკვევი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველას გაქვთ ალბათ სახლში ივანე ჯავახიშვილის "ქართველი ერის ისტორია"

ხოდა, დღეს შემდეგი რამ ამოვიკითხე იქ.

რომ, 506 წელს დვინის საეკლესიო კრებაზე,24 ქართველმა ეპისკოპოსმა, კათოლიკოსიანად ხელი მოაწერა სომხეთის, ალბანეთისა და ქართლის ეკლესიების გაერთიანებას (იდეური) დაგმო ქალკედონიკობა და მართლმადიდებლობად მონოფიზიტობა აღიარაო...

 

 

აქვე, ჯავახიშვილი ამატებს, რომ ვახტანგ გორგასლსა და მიქაელს შორის დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე მოხდა.

მიქაელი ქალკედონობის დამცველი იყოვო, გორგასალი კი ტავისი სპით მონოფიზიტიო. სწორედ ეს გახდა დაპირისპირების მიზეზი და არა ვახტანგის მიერ მაზდეანობის მიღებაო...

ამ მიქაელს ტავისნაირად მოაზრვნე ეპისკოპოსთა ჯგუფიც ეყოლებოდაო, ამიტომ მოახდინა ვახტანგმა პეტრესთან ერთად კიდევ 12 ეპისკოპოსის კურთხევაო...

 

აგრეთვე, ქართლის პირველი კათოლიკოსი ხელდასმული იქნა ანტიოქიის პატრიარქის მიერ, ცნობილია, რო ამ დროს ანტიოქია მონოფიზიტობის ბუდე იყო.. შესაბამისად, ანტიოქიაში, მიქაელის საპირისპირო რწმენის, კათალიკოსი და 12 ეპისკოპოსი იქნა ხელდასმულიო...

 

აქე, 608 წელს მოხდა ქართველ-სომეხთაა საეკლესიო განხეთქილება.

განხეთქილება იმისია, რომ მანამდე ერთიანი იყო.

როგორც ვიცით სომხები მონოფიზიტები იყვნენ მონოფიზიტობის გაჩენიდანვე.

 

607 წლამდე შუშანიკის სახელობის სამარტვილეში წირვა ქართულ-სომხურ ენებზე ყოფილა.

 

ასურელი მამაბი საქართველოსი (ივ.ჯავახიშვილისა და ბროსეს აზრით) სწორედ მონოფიზიტობის წინააღმდეგ საბრძოლველად იყვნენ ჩამოსულები...

 

 

ცნობილი ქართველი, მაიუმის ეპისკოპოსი, ერისკაცობაში მურვანოსი, სასულიერო სახელი პეტრე იბერი, ფსევდონიმი დიონისე არიოპაგელი, მონოფიზიტი ყოფილა.

 

დანამდვილებით მტკიცდება, რომ მონოფიზიტები ქართველთა შორისაც ყოფილან, მეტის თქმაც შეიძლება, — ზოგს მათგანს ამ მოძღვრების გაძლიერებასა და განმტკიცებაში მხურვალე მონაწილეობაც კი მიუღია. ცნობილია, რომ მონოფიზიტობის ერთ ბურჯთაგანად და სახელგანთქმულ მოღვაწედ სწორედ პეტრე იბერი იყო, ქართველი უფლისწული, რომელიც 412 წ. დაიბადა და 488 წ. გარდაიცვალა, ორმოცდაათიანი წლებიდან, ვითარცა პალესტინის სამაგალითო მოღვაწე, ქ. მაჲუმის ეპისკოპოზად იქმნა დადგენილი. მისივე მოწაფის ზაქარია ქართველისავე მიერ ასურულად დაწერილი მისი ცხოვრება კარგად გვისურათებს იმ დიდ ავტორიტეტსა და განუსაზღვრელ პატივისცემას, რომელიც მას თვით მოწინააღმდეგეთა წრეებშიაც კი მოხვეჭილი ჰქონია.

 

 

ვახტანგ გორგასალი თურმე უბრალო ეპისკოპოზს მიქაელს კი არ ებრძოდა, არამედ ისეთ პირს, რომელიც ქალკიდონიანი მართლმადიდებლობის ბურჯი ყოფილა საქართველოში. ცხადია, ამავე მოძღვრების მიმდევარნი იქნებოდნენ მიქაელის თანამოაზრე ეპისკოპოზები, რომელთა მაგივრადაც ახლები უნდა ყოფილიყვნენ ხელდასხმულნი

 

 

რაკი მიქაელი და მისი თანამოაზრენი ქალკიდონიანნი ყოფილან, უნდა დავასკვნათ, რომ ვახტანგ გორგასალი და მისი "სპა" მონოფიზიტობის მიმდევარნი უნდა ყოფილიყვნენ. ეს დასკვნა აღმოსავლეთში მაშინდელ მდგომარეობასაც კარგად ეგუება, რადგან, როგორც ცნობილია, თავდაპირველად აღმოსავლეთი უფრო მონოფიზიტობას მიემხრო. ამასთანავე ეს საშუალებასაც გვაძლევს გავითვალისწინოთ, თუ როგორ მოხდა, რომ 506 წ. ქართული ეკლესიის 24 მღვდელმთავარმა მონოფიზიტობა ერთადერთ მართლმადიდებელ სარწმუნოებად აღიარა, ქალკიდონიანობა კი უარჰყო. ეს მიქაელ მთავარეპისკოპოზისაგან ვახტანგ გორგასალის წინააღმდეგ წამოყენებული გამაზდეიანების ბრალდების საფუძვლის გაგებასაც იმ მხრივ გვიადვილებს, რომ სპარსეთის მთავრობა მონოფიზიტობას მფარველობას უწევდა, ქალკიდონიანობისა კი წინააღმდეგი იყო. *XXIV

 

 

412 წ. დაბადებული და 488 წ. გარდაცვლილი ქართველი უფლისწული და ვახტანგ გორგასლის თანამოგვარე და ნათესავი, V ს. ორმოცდაათიან წლებიდან მოყოლებული, განთქმული საეკლესიო მოღვაწე და მაჲუმის ეპისკოპოზი პეტრე იბერი ანუ ქართველი, მონოფიზიტობის მომხრე და ერთი საუკეთესო ბურჯთაგანი იყო, რომ 506 წ. ქართულმა ეკლესიამ გაბრიელ კათალიკოსის მეთაურობით ალბანურ და სომხურ ეკლესიებთან ერთად გაერთიანებულ საეკლესიო კრებაზე მონოფიზიტობა ერთადერთ მართლმადიდებელ აღსარებად გამოაცხადა, მაშინ ჩვენთვის თითქმის უეჭველი შეიქმნება, რომ ბრძოლა, ალბათ, მონოფიზიტობისა და ქალკიდონიანობის გამო ყოფილიყო გაჩაღებული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gruzian_ka

 

წაკითხული რომ მაქვს იმიტომ არ გეთანხმები. :) ესაა და ეს. თან მინდა იცოდე რომ პოსტის დაწერით, არ ვიღლები, მითუმეტეს როცა ადმაიანი ისეთი რამის დამტკიცებას ცდილობ, რაშიც ვერ ერკვევი.

შენ მე კი არა მსოფლიო კრებებს არ ეთანხმები ჩემო კარგო... სახარებას არ ეთანხმები და წმ. მამათა გადმოცემებს... მე რა შუაში ვარ... სად ვერ გაერკვიე მითხარი და შევეცდები გაგარკვიო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველას გაქვთ ალბათ სახლში ივანე ჯავახიშვილის "ქართველი ერის ისტორია"

ხოდა, დღეს შემდეგი რამ ამოვიკითხე იქ.

რომ, 506 წელს დვინის საეკლესიო კრებაზე,24 ქართველმა ეპისკოპოსმა, კათოლიკოსიანად ხელი მოაწერა სომხეთის, ალბანეთისა და ქართლის ეკლესიების გაერთიანებას (იდეური) დაგმო ქალკედონიკობა და მართლმადიდებლობად მონოფიზიტობა აღიარაო...

 

 

შენი წერის სტილით თუ ვიმსჯელებთ, (კონტექსტიდან ამოვარდნილი ფრაზების წერა) ეჭვი მეპარება ამაში, თუმცა ასეც რომ ყოფილიყო, გადაწყვეტილება არის მცდარი, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა მს. საეკლესიო კრების ( მათ შორის ქალკედონისაც)დადგენილებები იწყება შემდეგი სიტყვებით ,,ვითარცა ურჩს(ნებავს) სულსა წმიდასა და არა ჩვენ"... ანუ წმ. მამები თვითნებურად არ იღებდნენ დადგენილებებს და თვოთნებურად დამახინჯება კრებების დადგენილებებისა იწვევს, სწორედ ერესების წარმოშობას...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველას გაქვთ ალბათ სახლში ივანე ჯავახიშვილის "ქართველი ერის ისტორია"

ხოდა, დღეს შემდეგი რამ ამოვიკითხე იქ.

რომ, 506 წელს დვინის საეკლესიო კრებაზე,24 ქართველმა ეპისკოპოსმა, კათოლიკოსიანად ხელი მოაწერა სომხეთის, ალბანეთისა და ქართლის ეკლესიების გაერთიანებას (იდეური) დაგმო ქალკედონიკობა და მართლმადიდებლობად მონოფიზიტობა აღიარაო...

 

 

აქვე, ჯავახიშვილი ამატებს, რომ ვახტანგ გორგასლსა და მიქაელს შორის დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე მოხდა.

მიქაელი ქალკედონობის დამცველი იყოვო, გორგასალი კი ტავისი სპით მონოფიზიტიო. სწორედ ეს გახდა დაპირისპირების მიზეზი და არა ვახტანგის მიერ მაზდეანობის მიღებაო...

ამ მიქაელს ტავისნაირად მოაზრვნე ეპისკოპოსთა ჯგუფიც ეყოლებოდაო, ამიტომ მოახდინა ვახტანგმა პეტრესთან ერთად კიდევ 12 ეპისკოპოსის კურთხევაო...

 

 

თუ ეს ივანე ჯავახიშვილს უწერია, ე. ი. ძალიან ცდებოდა, რაც ძალიან საწყენია ასეთი დიდი ისტორიკოსისგან (თუმაცა არ გამოვრიცხავ ესეც კონტექსტს არ იყოს მოწყვეტილი)... ეს უდიდესი ცილისწამებაა წმ. მეფის მიმართ... ვახტანგ გორგასალი მონოფიზიტი ვერ იქნებოდა და რატომ: იმიტომ, რომ მართლმადიდებელმა სამყარომ იცის მისი სიტყვები, რომლებიც სიკვდილის წინ თქვა, ,,ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილს"...

 

უფრო კონკრეტულად

 

მაშინ ვახტანგ მოუწოდა პეტრე კათალიკოსსა და რქუა: „უწყოდე, რამეთუ არა ხარკისა მიცემისათჳს გუბრძვანან, არამედ ქრისტეს დატეობისათჳს. აწ მე ესე განმიზრახავს, რამეთუ ცხოვრებასა ჩემსა სიკუდილი უმჯობეს არს სახელსა ზედა ქრისტესსა, რათა სასუფეველი გუაქუნდეს, აღთქმული მათ თანა, რომელთა ეტყჳს: რომელმან წარიწყმიდოს თავი თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი“.

 

და კიდევ,

 

ხოლო ვახტანგ შეიტყო სიკუდილი თავისა თჳსისა, და მოუწოდა კათალიკოსსა, და ცოლსა თჳსსა, და ძეთა და ყოველთა წარჩინებულთა, და თქუა: „მე ესე-რა წარვალ წინაშე ღმრთისა ჩემისა, და ვმადლობ სახელსა მისსა, რამეთუ არა დამაკლო გამორჩეულთა წმიდათა მისთა. აწ გამცნებ თქუენ, რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდგეთ და ეძიებდეთ ქრისტესთჳს სიკუდილსა სახელსა მისსა ზედა, რათა წარუვალი დიდება მოიგოთ“.

 

წყარო: ,,ცხოვრებაი ქართლისაი"

Edited by gruzian_ka
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...