Jump to content
Planeta.Ge

პრეცედენტულად ქცეული უპრეცედენტო


Recommended Posts

ელისუფლება უპრეცედენტო ამნისტიას აცხადებს.

შესაბამისი განცხადება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გაკეთდა.

როგორც სხდომაზე დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ამნისტია ნარკოტიკების მოხმარებისთვის მსჯავრდებულებს შეეხებათ. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ამნისტია ნარკოტიკების გამსაღებლებს არ შეეხებათ. ამნისტიის შესახებ მთავრობისა ინციატივა პარლამენტში დღეს შევიდა.

 

 

მერამდენე უპრეცედენტო ამნისტიაა . პს საარჩევნო კორუფციის ნაწილია მსჯავრდადებულებით ხმების შეგროვება .

მე არაერთ ფაქტს გადავაწყდი და იმედი მაქვს ამ საკითხს მედია მაინც მიაქცევს ყურადღებას.

თუ გაგვიკეთილშობიდნენ ხელისუფალნი და ვცდები?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრეცედენტულად ქცეული უპრეცედენტო, ამნისტიები

 

 

შავი გაგების ხალხის ხმები უნდათ არა? :D ისე რასთან დაკავშირებით აკეთებენ ამნისტიას,ახალი წელი რომ მოდის? :D

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ელისუფლება უპრეცედენტო ამნისტიას აცხადებს.

შესაბამისი განცხადება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გაკეთდა.

როგორც სხდომაზე დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ამნისტია ნარკოტიკების მოხმარებისთვის მსჯავრდებულებს შეეხებათ. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ამნისტია ნარკოტიკების გამსაღებლებს არ შეეხებათ. ამნისტიის შესახებ მთავრობისა ინციატივა პარლამენტში დღეს შევიდა.

მერამდენე უპრეცედენტო ამნისტიაა . პს საარჩევნო კორუფციის ნაწილია მსჯავრდადებულებით ხმების შეგროვება .

მე არაერთ ფაქტს გადავაწყდი და იმედი მაქვს ამ საკითხს მედია მაინც მიაქცევს ყურადღებას.

თუ გაგვიკეთილშობიდნენ ხელისუფალნი და ვცდები?!

 

 

ჩანტლაძეს თეატრი მახსენდება. მალე ალბათ ის სცენა "ცხრაჯერ დაგაპატიმრებ" რეალობათ იქცევა. :rolleyes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

შავი გაგების ხალხის ხმები უნდათ არა?

შავი გაგების ხალხი ამ ხელისუფლებას მისცემს ხმას? გამორიცხულია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შავი გაგების ხალხი ამ ხელისუფლებას მისცემს ხმას? გამორიცხულია

 

 

სვაბოდაზე თუ გამოუშვეს მარტო ეგენი კი არა მთელი ოჯახი მისცემს ხმას.წინა არჩევნებზე იქით პმ–ი მომწერა (ნიკს არ ვიტყვი) ძმის გამოსაშვებათ რაღაც რაოდენობის ხმებს სთხოვდნენ და დღეს რა გასაკვირია ესე რომ მოხდეს? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ძმის გამოსაშვებათ რაღაც რაოდენობის ხმებს სთხოვდნენ

ეგ ცხრაჯერ მაქვს გარჩეული, მაგრამ მექანიზმი თუ როგორ უნდა გაეკონტროლებინა ხელისუფლებას თუ ვის მისცა გათავისუფლებული პატიმრის ოჯახმა ხმა, ვერ დავადგინე. შენ თუ იცი დაწერე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მოვერიდები კონკრეტულ ფაქტებს,მაგრამ ძალიან,ძალიან ბევრი მაგალითია ,როცა ხმები იყიდებოდა პატიმრის თავისუფლებაზე.მე არ ვიცი ამ ოპერაციას ვინ აწარმოებდა.ერთი მარტივი მაგალითი-დაკავებული შევარდნაძის ყოფილი მოხელე (რიგითი) თხოვს მეგობრებს ამდენდაამდენ ხმას და "ოჯახის ახლობელი" შუამავლობს.

ყველაზე ცუდი ისაა,რომ დაკავებული სააკაშვილის აპოლოგეტია დღეს (ღიად ) და სუფრაზე კი თუ ძალიან დათვრა იხსენებს წარსულს :)

 

მექანიზმი თუ როგორ უნდა გაეკონტროლებინა

გაერკვია. თუ მე ვიცი . მათ ყურამდეც მივიდოდა წესით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ ცხრაჯერ მაქვს გარჩეული, მაგრამ მექანიზმი თუ როგორ უნდა გაეკონტროლებინა ხელისუფლებას თუ ვის მისცა გათავისუფლებული პატიმრის ოჯახმა ხმა, ვერ დავადგინე. შენ თუ იცი დაწერე.

 

 

ეგრე მეც არ ვიცი,მაგრამ რაღაც მექანიზმი რომ იქნება ეგ უეჭველია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

რაღაც მექანიზმი რომ იქნება ეგ უეჭველია

უეჭველი არაა, სანამ ამ მექანიზმს არ აღწერ, მანამდე ვარაუდია :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უეჭველი არაა, სანამ ამ მექანიზმს არ აღწერ, მანამდე ვარაუდია

 

 

კარგი ვთქვათ არ ვიცი და ერთი ამიხსენი რასთან დაკავშირებით მზადდება ეს ამნისტია,რამე დიდი დღესასწაული მოდის საქართველოში? :)

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გაერკვია. თუ მე ვიცი . მათ ყურამდეც მივიდოდა წესით.

 

 

თუ იცი დაწერე აბა რა მექანიზმით სარგებლობენ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

კარგი ვთქვათ არ ვიცი და ერთი ამიხსენი რასთან დაკავშირებით მზადდება ეს ამნისტია,რამე დიდი დღესასწაული მოდის საქართველოში?

არ ვიცი. მე არ ვარ მასობრივი ამნისტიის მომხრე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ვიცი. მე არ ვარ მასობრივი ამნისტიის მომხრე.

არც მე ,თან არჩევნების წინ.

თუ იცი დაწერე აბა რა მექანიზმით სარგებლობენ?

მე ვიცი რამდენიმე მაგალითი.გასაგები მიზეზების გამო ვერ ვიჭორავებ,რადგანაც ეს კერძო პირის ურთიერთობებიდანაა. :)

მარტივი გათვლაა რა ხმის აგროვება ამნისტიის საფასურად. ვინ , როგორ ,რატომ ეს არ ვიცი .ფაქტია რომ ხდებოდა და მოხდება თუ არა ძნელი სათქმელია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამნისტია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე მუხლებით მსჯავრდებულ პირებს შეეხებათ.

პარლამენტში დღეს შესული “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტით, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი გაუნახევრდებათ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგიის ან პრეკურსორის უკანონო შეძენა, შენახვა ან გადაზიდვა.

ამასთან, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი გაუნახევრდებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით – პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება - მსჯავრდებულ პირებს.

სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი ითვალისწინებს სასჯელს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნის ან გასაღებისთვის, რაც ითვალისწინებს სასჯელს თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტ წლამდე.

რაც შეეხება 273 ე მუხლს, ეს მუხლი ითვალისწინებს სასჯელს პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის.

დანაშაული, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

კანონპროექტი, სავარაუდოდ, ორ კვირაში დამტკიცდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...