lasha_alo Posted November 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 2, 2009 რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მფლობელი კომპანია “თემს სთილ ლიმიტედის” გენერალურმა დირექტორმა, ტომას ბლეიქმა საქართველოს პრეზიდენტს დახმარება დღეს კიდევ ერთხელ სთხოვა. იგი აცხადებს, რომ დახმარება არის მისთვის აუცილებელი, ვიდრე ყველაფერი საბოლოოდ არ დაიკარგა.როგორც ცნობილია, დღეს რუსთავის სააღსრულებო ბიუროში სს “ენერგია და ინდუსტრია კომპლექსის” მფლობელობაში მყოფი “ქართული ფოლადისა” და “თუჯი XXI”-ის გასხვისებასთან დაკავშირებით აუქციონი იმართებოდა, თუმცა აუქციონზე ქონების შეძენის მსურველი არ გამოჩნდა. 15 დღის განმავლობაში კრედიტორს, მოთხოვნის შემთხვევაში, ეს ქონება მას ნატურის სახით გადაეცემა.ოფიციალური ინფორმაციით, ერთ-ერთი კრედიტორი საგადასახადო ინსპექციაა და კომპანიას საგადასახადოს მიმართ, დაახლოებით, 380 ათასი ლარის დავალიანება აქვს.არსებობს კიდევ მეორე კრედიტორი, რომელსაც შესაძლოა, ქონება გადაეცეს, თუმცა აღმასრულებელი დავით ჯაჭვაძე კრედიტორის ვინაობას არ ასახელებს. ტომას ბლეიქი მიიჩნევს, რომ რაც საქართველოში ხდება, მათი ქონების ხელყოფის მცდელობაა.მისი განცხადებით, ზარალის კომპენსაციას მოითხოვს საერთაშორისო სასამართლოში, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ინვესტიციების დაცვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება.ამ წუთებში ტომას ბლეიქი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში შესვლას ცდილობს, თუმცა ქარხნის დაცვის თანამშრომლები მას შენობაში არ უშვებენ.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.