Nukriko Posted November 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2009 ნუთუ ჩამოჰკრა ზარმა? დასავლეთ საქართველოში და აფხაზეთში განვითარებულმა მოვლენებმა კატასტროფულ ვითარებაში ჩააყენა ქართული სახელმწიფო. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას: საქართველო იღუპება და, რაც ყველაზე მეტად შემაძრწუნებელია თითოეული პატიოსანი ქართველისათვის, იღუპება არა მარტო სახელმწიფო, როგორც ერის განსხეულებული ტაძარი, როგორც მისი ზედნაშენი (ისტორიას ახსოვს შემთხვევები, როდესაც ერი კარგავდა სახელმწიფოებრიობას, მაგრამ აგრძელებდა არსებობას დროში და სივრცეში), არამედ იკარგება ქართველი ერი, როგორც ისტორიის სუბიექტი - იშლება მისი ეროვნული სხეული და ათასწლოვანი სულიერი ერთობა. ამ შემზარავი რეალობის წინაშე მყოფს, ხელი არ გემორჩილება, პოლიტიკური ანალიზი გააკეთო, რადგან შიში გიპყრობს: ხომ არ ჩამოჰკრა ზარმა, ხომ არ განგვირისხდა უზენაესი მსაჯული და ხომ არ იწერება სწორედ ახლა, სწორედ ამ წუთებში - XX საუკუნის ბოლოს, არსთა გამრიგეს მიერ, ჩვენი ბედკრული სამშობლოს მატიანეს უკანასკნელი ფურცელი? ის, რაც აფხაზეთში, სოხუმსა და ოჩამჩირის რაიონში მოხდა, მოულოდნელი ნამდვილად არ იქნება მათთვის, ვინც ყურადღებით ადევნებდა თვალს, როგორ ვითარდება პოლიტიკური პროცესი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. დღეს უკვე სრული დარწმუნებით, დაუფარავად შეიძლება ითქვას: ელცინის გუნდი, რომელშიც ჩვენი უბედობითა და რუსეთის ბედით უბრწყინვალესმა პოლიტიკოსებმა მოიყარეს თავი, ატარებს რა უაღრესად ჭკვიანურ, შორსმჭვრეტელურ, რაფინირებულ პოლიტიკას, - ახერხებს, დიახ, უკვე შეიძლება ითქვას მტკიცედ - ახერხებს იმპერიის მეორედ მოდერნიზაციის სტრატეგიული გეგმის აღსრულებას. სანამ კონკრეტულ სიტუაციას განვიხილავდეთ, კიდევ ერთ მძიმე კითხვას დავსვამთ: ხომ არ შეცდა მთელი კაცობრიობა, როდესაც მიიჩნია რა რუსეთი უკანასკნელ იმპერიად, - მას უეჭველად დაშლა უწინასწარმეტყველა? ხომ არ შევცდით ყველანი, როდესაც ეს დიდი სახელმწიფო ჩვენთვის, მოკვდავთათვის მისაღები კრიტერიუმებით შევაფასეთ? ამ კრიტერიუმებით, იგი მართლაც უნდა დამორჩილებოდა ისტორიის კანონებს, დაშლილიყო რამდენიმე დამოუკიდებელ ქვეყნად ისევე, როგორც დაიშალა საფრანგეთისა და ბრიტანეთის დიდი იმპერიები როცა ისტორიის უმოწყალო ბორბალი დატრიალდა მათ თავზე. მაგრამ რუსეთის იმპერია კვლავ არსებობს! არსებობს ისტორიისა და პოლიტიკის ყველა კანონის საპირისპიროდ! მისი ძალმოსილების წინაშე ჩვენს თვალწინ იმსხვრევა თვით ყველაზე დახელოვნებული პოლიტიკოსების მიერ ოსტატურად გამოძერწილი სქემები და ყველა, ვინც ამ სივრცეზე სახლობს, განურჩევლად სოციალური და პოლიტიკური ცენზისა, განურჩევლად იმისა, მხედართმთავარია იგი თუ რიგითი მებრძოლი, დისიდენტი თუ სახელმწიფო მოღვაწე, იმ მარიონეტად მოჩანს, რომელსაც უხილავი ხელი საცოდავად აწვალებს, ზოგჯერ კი სასაცილოდ ახტუნავებს მის მიერვე შექმნილ პოლიტიკურ სცენაზე. ამ უხილავი ძალის წინაშე უკლებლივ ყველა პოლიტიკოსი მართლაც უბადრუკად გამოიყურება. ოღონდ ეგ არის - ზოგიერთი მათგანი გუმანით გრძნობს იმპერიის სუნთქვას, აცნობიერებს მის იდუმალ სურვილს და თავის მოღვაწეობას სწორედ ამ სურვილთა გათვალისწინებით წარმართავს ანუ ყოველთვის დინების მიმართულებით მიცურავს. იმათ კი, ვინც «აღმა» გაბედავს სწრაფვას, იმპერია უსასტიკესად სჯის. მათგან გამორჩეულთათვის მას ყველაზე მკაცრი, ჯოჯოხეთური სასჯელი აქვს შემონახული: განა რა შეიძლება იყოს იმაზე სასტიკი გვემა, რომ ქვეყნის ღალატი დაგაბრალოს საკუთარმა სისხლმა და ხორცმა მაშინ, როდესაც გულწრფელად გსურს, მას რაიმე უშველო; რომ სწორედ მაშინ, როდესაც ქვეყნის გადარჩენისათვის ყველაზე აუცილებელი მშვიდობა და სტაბილურობაა, ზურგში მახვილი ჩაგცეს შენმავე თანამოძმემ, რომელსაც ვერაფრით შემოირიგებ, ვერაფრით დაარწმუნებ შენს ერთგულებაში და ვერ გადაათქმევინებ მტრობას. ბრმა უნდა იყო კაცი, ვერ დაინახო კავშირი აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებსა და სამეგრელო-გურია-იმერეთის რეგიონში შექმნილ მდგომარეობას შორის. არ მიმაჩნია ვახტანგ ქობალია კრემლის აგენტად, მაგრამ ამ კაცმა ვერაფრით გაიგო: იმპერიის არსი ის კი არ არის, ძალა დაგატანოს, რათა ქვეყნის საზიანო რამ გაკეთებინოს, არამედ ის, რომ რწმენით, მხურვალე გზნებითა და შემართებით გიმსახუროს თავისი ინტერესების განსახორციელებლად, შენ კი ამ დროს გეგონოს - სამშობლოსათვის ვიბრძვიო. აი მაშინ და სწორედ მაშინაა იმპერია თავისი ძალმოსილების მწვერვალზე. მისი ძალა ხომ ჩვენს სულიერ მონობაში მდგომარეობს. შესაძლოა გაუკვირდეს ვახტანგ ქობალიას, მაგრამ ყოველი მისი ნაბიჯი, საკუთარი ნებისა და განზრახვის მიუხედავად, სწორედ კრემლშია დაგეგმილი და წინასწარ განჭვრეტილი. იმ პოლიტიკოსის მაგალითად კი, რომელმაც შეძლო ჩასწვდომოდა იმპერიული პოლიტიკის არსს, რომელმაც მკაცრად აუწყო ფეხი უძლეველ პროცესს, ვლადისლავ არძინბას დავასახელებდი. კვლავ და კვლავ, ჩვენი ბედკრული სამშობლოს საუბედუროდ, აფხაზური სეპარატიზმის ლიდერი არა მარტო განსაკუთრებული, მე ვიტყოდი, მძვინვარე ფანატიზმით, არამედ საოცარი გონებამახვილობითა და მზაკვრობით გამოირჩევა. იგი მიხვდა, რომ შეძლებდა თავისი მიზნების განხორციელებას, თუ ფეხს აუწყობდა კრემლის ტაქტიკას და «აფხაზურ პრობლემას» საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო ომის კატალიზატორად აქცევდა. არაერთგზის მითქვამს: რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში «მოგლეჯდა» აფხაზეთს საქართველოს, თუკი დარწმუნდებოდა, რომ ეს გამოიწვევდა არა ეროვნულ კონსოლიდაციას (კრემლის წინააღმდეგ), არამედ პირიქით - გათიშულობისა და ურთიერთსიძულვილის კიდევ უფრო გაღვივებას. სწორედ ეს უმთავრესი ტენდენცია შეამჩნია არძინბამ და მხოლოდ მაშინ დაარტყა საქართველოს, როდესაც კრემლის მიერ პროვოცირებულ სამოქალაქო ომში ჩართულ ორივე მხარეს აღარაფერი ახსოვდა - ურთიერთსიძულვილის გარდა. საერთო-სახელმწიფოებრივ საქმეში განცდილი ნებისმიერი მარცხი ბრმა სიძულვილის კიდევ უფრო გაღრმავების მიზეზი ხდება და არა შერიგების ან ურთიერთმიტევებისა. საქართველოსთან მიმართებაში იმპერიის პოლიტიკას ორი ძირითადი შრე აქვს. პირველი კონკრეტულად აფხაზეთის კონფლიქტს მოიცავს და საქართველოს მიმართ კრემლის ტაქტიკას განსაზღვრავს. მეორე კი -ველიკორუსული სახელმწიფოს სტრატეგიის სფეროს განეკუთვნება. ტაქტიკური თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლებამ სოჭის ხელშეკრულების გაფორმებისას დაუშვა უმძიმესი შეცდომა, რომელიც დღეს მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების უმთავრესი მიზეზი გახდა. გავიხსენოთ: ამ შეთანხმებით ჩვენ ვაღიარეთ რუსეთის, როგორც ზესახელმწიფოს პრიორიტეტული როლი პრობლემის გადაწყვეტისას, მაგრამ ამავე დროს, არ დავაკმაყოფილეთ მისი უმთავრესი მოთხოვნა და მტკიცე უარი ვუთხარით კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალის სახით სწორედ რუსეთის ჯარის შემოყვანაზე. შემდეგ კიდევ უფრო შორს წავედით - ჩამოვიყვანეთ კონფლიქტის ზონაში უამრავი დასავლელი სამხედრო პირი (რომელთაგან ნახევარი, გარწმუნებთ, თავიანთი არმიების სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელია), რამაც საშინლად გააღიზიანა იმპერია და ჩვენი უსასტიკესი დასჯა გადააწყვეტინა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა პოლიტიკის ასეთი «გაორება». პატარა სახელმწიფო ვალდებულია «კონცენტრირებულ პოლიტიკას» ატარებდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის უეჭველად დაიღუპება. საქართველო ან მკვეთრად უნდა დაპირისპირებოდა რუსეთს აფხაზეთის საკითხში და პირიქით, დაუფარავად მიემართა დასავლეთისათვის, ან (თუ ეს შეუძლებელი იყო), ასევე პირდაპირ განეცხადებინა, რომ მზადაა დააკმაყოფილოს რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესი ამ რეგიონში, ანუ დათანხმებულიყო სწორედ რუსეთის (სხვა შეიარაღებულ ძალას იქ, მრავალგზის მითქვამს, რუსეთი არაფრის დიდებით არ დაუშვებდა – ავტ.) ჯარის შეყვანაზე კონფლიქტის ზონაში. ესე იგი ჩვენ უნდა მოვქცეულიყავით ზუსტად ისე, როგორც მოვიქეცით სამაჩაბლოში. განსაკუთრებით საკვირველი (და უკვე აღმაშფოთებელიც კი) ის არის, რომ არანაირი დასკვნა არ იქნა გამოტანილი გაგრის მწარე გაკვეთილიდან. მეორე შეცდომა კი სტრატეგიის სფეროში იქნა დაშვებული. საქმე ის გახლავთ, რომ რუსეთს არ აძლევს ხელს საქართველოსთან ორმხრივი ხელშეკრულების დადება მანამ, სანამ არ დაფიქსირდება ჩვენი ქვეყნის ყოფნა მის გეოპოლიტიკურ სივრცეში. ეს სივრცე კი სნგ-ს სახითაა გაფორმებული. ბოლოს და ბოლოს, მიმოვიხედოთ რა ხდება ირგვლივ - რამდენიმე თვის წინ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ელჩიბეიმ გააფორმა «დიდი ხელშეკრულება» რუსეთთან. იმ ხელშეკრულების თანახმად (რომელიც დღეს, რა თქმა უნდა, ფარატინა ქაღალდად იქცა) რუსეთი აღიარებდა აზერბაიჯანის სრულ დამოუკიდებლობას და გამოჰყავდა ამ ქვეყნის ტერიტორიიდან ჯარები. თუ როგორ განვითარდა მოვლენები შემდეგ - ყველასათვის თვალნათელია. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, დღევანდელ ვითარებაში საქართველოს აღარ ძალუძს იბრძოლოს თავისი დამოუკიდებლობისათვის. უპირველესი საზრუნავი სხვა არის - როგორმე შევინარჩუნოთ ქართველთა ტრადიციული განსახლების არეალი, რათა ქართველი მოსახლეობა არ გამოაძევონ თავისივე სამშობლოს ისტორიული პროვინციებიდან. თუ ეს არეალი შევინარჩუნეთ, ჩნდება შანსი ქართველი ერის ეროვნული სხეულის დაშლის შეჩერებისა. «ივერია-ექსპრესი», 22 სექტემბერი, 1993წ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
murTazi Posted November 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2009 უფ, ნუ დამიმძიმე კაცო გული. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted November 1, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2009 უფ, ნუ დამიმძიმე კაცო გული.ვა ესე ფიქრობდნენ 1993 წელს 22 სექტემბერს და არ გავიხსენოთ რა კატასტროაფაში და ნიჰილიზმში ვიყავით ჩავარდნილები უნდა გავიხსენოთ რომ მომავალი გვქონდეს, არ უნდა დავივიწყოთ და აღარ უნდა დავუშვათ იგივე შეცდომა.. მაგრამ სამწუხაროდ, 2008 წლის აგვისტოში ისევ დავუშვით იგივე შეცდომა.. ამიტომ მივიჩნევ რომ ისტორიისგან რომ არ ვსწავლობთ არაფერს, ამიტომ უმჯობესია თუ არ ვსწავლობთ, ქე მაინც არ დავივიწყოთ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted November 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2009 Nukriko მაგრამ სამწუხაროდ, 2008 წლის აგვისტოში ისევ დავუშვით იგივე შეცდომა.. ამიტომ მივიჩნევ რომ ისტორიისგან რომ არ ვსწავლობთ არაფერს, ამიტომ უმჯობესია თუ არ ვსწავლობთ, ქე მაინც არ დავივიწყოთ... მართალია, მაგრამ ყვარყვარეს რა უნდა მოჰკითხო, როცა ამერიკელებმა იგივე ყულფში გაჰყვეს თავი, სადაც მანამდე რუსები, ინგლისელები, სპარსელები და კიდევ ბევრი სხვა გაიჩხირა - ავღანეთს ვგულისხმობ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nikusha_marx Posted November 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 2, 2009 ჰეგელს აქვს კარგი რამ ადამიანები ისტიორიიდან არაფერს სწავლობენ და ყველა მისი რეალობიდან გამომდინარე აპელირებს და ამიტომაც ხდება ის რაც ხდება ხოლმე(პერეფრაზირებაა ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.