Jump to content
Planeta.Ge

სამედიცინო გზამკვლევი


Recommended Posts

აქ განათავსეთ მედიცინასთან, ზოგადად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ონლაინ ლიტერატურა, საგანმანათლებლო, საინფორმაციო და უბრალოდ საყურადღებო რესურსები.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამედიცინო წიგნები შეგიძლიათ ამ საიტებიდან უფასოდ ჩამოტვირთოთ

http://www.bestmedbook.com/

http://libopen.ru/

http://formedik.narod.ru/

ესეც საინტერესო ბიბლიოთეკა

http://allbest.ru/medlit.htm

 

ესეც ინგლისური რესურსები

http://www.freebooks4doctors.com/

http://www.medicalbooks.com/

http://www.freebookcentre.net/medical_text...oks_online.html

 

საერთოდ გუგლი ჩვენი მეგობარია :D

 

მთავარია მონდომება და ბევრ რამეს იპოვი :D

Edited by utilizatori
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

აგერ საინტერესო ქართული ლინკი

 

http://www.med.interes.ge/index.php

 

გამოგადგებათ დროდადრო :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 6 months later...

ეს პოსტი აქ უნდა იყოს

 

ეხლა დავაკოპირებ და ვთარგმნი

http://www.thefreedi...ical+specialist

 

anaesthetist, anesthesiologist, anesthetist - ანესთეზიოლოგი - სპეციალისტი რომელიც ოპერაციებზე აძინებს, ადგილობრივ გაუტიკივარებეს აკეთებს და ასე შემდეგ, მემგონი გასაგებია

 

baby doctor, paediatrician, pediatrician, pediatrist - პედიატრი - ბავშვთა ექიმი (ცალკე შეიძლება იყოს, ბავთა ქირურგი, ანესთეზიოლოგი და ა.შ) გარკვეული სპეციფიკაა ბავშვებში დაწყებული ანატომიიდან დამთავრებული მედიკამენტების დოზირებაში, ზოგჯერ კილოგრამ წონაზე მეტია საჭირო, ზოგჯერ ნაკლები და გააჩნია რამდენი თვის და წლის არის ბავშვი, ზუსტად არ მახსოვს მგონი 12 თუ 14 წლიდან ითვლება როგორც მოზრდილის დოზები

 

cardiologist, heart specialist, heart surgeon - კარდიოლოგი - გულ-სისხლძარღვთა სისტემის სპეციალისტი, ცალკეა კარდიოქირურგი

 

chiropodist, foot doctor, podiatrist - ტერფოლოგი - ეს ნახევრად ხუმრობით ტერფის ექიმი, სხვათაშორის მინახავს ეგეთი ოღონდ არაქართველი, საქართველოში ასეთი სპეციალისტი ჯერჯერობით არ მინახავს

 

dermatologist, skin doctor - დერმატოლოგი - კანის დაავადებების სპეციალისტი, გამონაყარი და ა.შ.

 

diagnostician, pathologist - დიაგნოსტი - საქართველოში ასეთი სპეციალისტიც არ შემხვედრია (House M.D. ) როგორც წესი ყველა სპეციალისტი თვითონ სვავს ჩვენთან დიაგნოზს და თვითონ არის დიაგნოსტი, ან თერაპევტები შეიძლება გავუშვათ ამ კატეგორიაში, ანუ ზოგადი პროფილის ექიმები, წესით უნდა იცოდეს ყველაფერი საზღვარგარეთ როგორც ჩანს ასეთი სახელით (თერაპევტი) ცალკე არ ყავთ სპეციალისტი (ამ სიაში არ იყო ყოველ შემთხვევაში).

 

diplomate - დიპლომატი - ეს საერთოდ მეც ვერ გავიგე სპეციალისტი რომელსაც სერტიფიცირებას პროფესიონალტა გარკვეული ჯგუფი ანიჭებსო (ვერაფერი ვერ გავიგე )

 

doc, doctor, physician, Dr., MD, medico - მედიცინის დოქტორი - როგორც ინგლისური განმარტებიდან ჩანს დაახლოებით თერაპევტია, ან დოქტორი იგულისხმება. სპეციალისტი რომელსაც გარკვეული ნაშრომები გააჩნია და შემდეგ სადოქტორო თემას აკეთებს და იცავს (უფრო წოდებაა ვიდრე პროფესია, დოქტორი შეიძლება ნებისმიერ სპეციალობაში გახდე, ქირურგია, ონკოლოგია და ა.შ.)

 

ear doctor, ear specialist, otologist - ყურის ექიმი - ჩვენთან ცალკე არ გამიგია, ოტო-რინო-ლარინგოლოგები გვყავს საქართველოში, ყელ-ყურ-ცხვირის ექიმები

 

embryologist - ემბრიოლოგი - არც ასეთი სპეციალისტი გამიგია საქართველოში, იდეა ემბრიონის ანუ ნაყოფის სპეციალისტი ბავშვის (ემბრიონის) მუცლად ყოფნის პერიოდში

 

endocrinologist - ენდოკრინოლოგი - ენდოკრინული პათოლოგიების სპეციალისტი, მათ შორის დიაბეტი, სასქესო ჰორმონალური დარღვევები, ფარისებრი ჯირკვალი და ა.შ.

 

ear-nose-and-throat doctor, ENT man, otolaryngologist, otorhinolaryngologist, rhinolaryngologist - ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი - სახელიდანაც გასაგებია, ეხება ყელის, ცხვირის და ყურის პათოლოგიები

 

geriatrician, gerontologist - გერონტოლოგი - დაბერების (სიბერის) პროცესის სპეციალისტი

 

gynaecologist, gynecologist, woman's doctor - გინეკოლოგი - მემგონი გასაგებია მაგრამ მაინც ვიტყვი რომ ცალკეა მეანი რომელიც ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს ეხმარება მშობიარეს, ცალკეა გინეკოლოგი როგორც ქირურგი რომელიც საკეისროებს აკეთებს (პათოლოგიური ორსულობებისას), საშვილოსნოს ამოკვეთებს (ექსტირპაციებს) და ა.შ.

 

haematologist, hematologist - ჰემატოლოგი - ჰემატოლოგიური დარღვევების სპეციალისტი, სისხლწარმოქმნის პროცესების დარრვევები, შედეების პროცესების დარღვევები, ანემიები (სისხლნაკლებობა) და ა.შ.

 

hygienist - ჰიგიენსიტსი - პირადი ჰიგიენა სხვათაშორის ჩვენთან ყველაზე ცუდად სასქესო ორგანოების მოვლის და ჰიგიენის პრობლემაა, როგორც ბიჭებში ისე გოგოებში, დაიბანეთ ხოლმე ხშირია სასქესო ორგანოების სოკოვანი დაავადებები (ახალგაზრდა გოგოებშიც) ასევე ტერფის სოკო (ეს უფრო ბიჭებში)...

 

internist - შინაგან სნეულებათ სპეციალისტი - ეს მთლად ვერც გავიგე თერაპევტი ისევ ჩვენი გაგებით

 

brain doctor, neurologist - ნევროლოგი - ნერვული პათოლოგიების მკურნალობა, ცალკეა ნეიროქირურგი (ტვინზე და ხერხემალზე ოპერაციები).

 

accoucheur, obstetrician - აქ იგულისხმება გინეკოლოგი , ქირურგიული სპეციალობის ექიმი რომელიც ორსულობის და მშობიარობის დროს ეხმაარება პაციენტს

 

oncologist - ონკოლოგი - სიმსივნეების (კიბო) სპეციალისტი, როგორც წესი ონკოლოგები ქირურგებიც არიან

 

eye doctor, ophthalmologist, oculist - ოკულისტი, ოფთალმოლოგი - თვალის პათოლოგიების ექიმი

 

orthopaedist, orthopedist - ორთოპედი - საყრდენ მამოძრავებელი სისტემის (ძვლების და სახსრების) პათოლოგიების (დეფორმაციების) სპეციალისტი. განსაკუთრებით ბავშვებში რაქიტი და ა.შ. ასევე ცალკეა ტრავმატოლოგი - მოტეხილობები ამოვარდნილობები და ასე შემდეგ.

 

orthoptist - ორთოფტიკი ? - ქართული ან რუსული შესატყვისი ვერ ვნახე, მხედველობის დარღვევების ექიმი, სათვალის შერჩევა და ა.შ.

 

proctologist - პროქტოლოგი - სწორი ნაწლავის და ანუსის პათოლოგიების სპეციალისტი, ბუასილი, პარაპროქტიტი და ა.შ.

 

head-shrinker, psychiatrist, shrink - ფსიქიატრი - გიჟების ექიმი ფსიქიკური დარღვევბის სპეციალისტი შიზოფრენია და ა.შ. ფსიქოლოგი სხვა არის ის ფსიქოლოგიურ დარღვევებს შველის დეპრესია და ა.შ.

 

radiographer - რადიოგრაფერი ალბათ - სპეციალისტი რომელიც ონკოლოგიურ პაციენტებს კურნავს დასხივებით (რადიოქატიური სხივებით)

 

radiologist, radiotherapist - რადიოლოგი - აქ ცოტა მეც დავიბენი თითქმის იგივე წერია რაც წინაზე ამ დროს რადიოლოგი უფრო ისეთი სპეციალისტია ვინც გამოკვლევებს ატარებს რენტგენის სხივებით, რენტგენი (რენტგენოლოგი), CT - კომპიუტერული ტომოგრაფია და ასე შემდეგ. MRI მაგნიტრუ ბირთვული რეზონანსი, თუმცა MRI რენტგენი არ არის, მაგნიტია და ორსულებისთვის საშიშიც არ არის. მთავარია რკინა არ იყოს სადმე (ლითონის პროთეზი და ა.შ)

 

rheumatologist - რევმატოლოგი - რევმატოიდული პათოლოგიების სპეციალისტი, რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი და ა.შ. გასაგები რომ იყოს სახსრების ანთებითი პათოლოგიები...

 

urologist - უროლოგი - შარდ-სასქესო ორგანოების პათოლოგიები, ანუ როგორც საშარდე ასევე სასქესო ორგანოების. თირკმელების პათოლოგიები, პროსტატის ანთება (წინამდებარე ჯირკვალი) და ა.შ. ასევე მათ ეხებათ უროლოგიური ოპერაციები.

 

მეორე საიტიც ვნახე ეხლა მაზარება თარგმან აქ ცოტა სხვანაირად წერია სპეციალისტები იმასაც ვთარგმნი მერე

http://www.webmd.com...cal-specialists

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 year later...

წამლების საძიებო საიტი არის რაღაც ვერ ვიხსენებ ვერაფერით..

 

წამალს ვეძებ და რამოდენიმე აფთიაქში ვიკითხე არ იყო..ავერსის საიტზეც ვნახე არ იყო და ..ეგებ და მიშველოს ვინმემ.. :((

 

http://www.mis.ge/

 

aha iyos aq

Edited by camomle
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 year later...
http://babyinfo.ge/ - ახალი ქართული საიტი ორსულებისთვის, დაორსულების მსურველთათვის და მშობლებისთვის - ვისაც 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...