Jump to content
Planeta.Ge

რელიგიურ ეიფორიაში ვართ


Recommended Posts

სახალხო დამცველმა, წელს ხალხი რელიგიურად უფრო შეუწყნარებელი გახდაო....

 

განსაკუთრებით იეჰოველები გვეჩაგრებიანო...

 

არადა, ეს ყველაფერი ტყუილად არ ხდება..

 

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, გასულ წლებთან შედარებით, წელს რელიგიის თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით ვითარება მკვეთრად გაუარესდა.

როგორც სახალხო დამცველის მიერ პარლამენტში წარდგენილ 2009 წლის პირველი ნახევრის ანგარიშშია ნათქვამი, საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველისთვის რელიგიური თავისუფლების შელახვისა და შეუწყნარებლობლობის 21 შემთხვევების შესახებ გახდა ცნობილი.

ამ ფაქტებიდან 20, იეჰოვას მოწმეების რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებთანაა დაკავშირებული, ხოლო ერთი შემთხვევა რელიგიური გაერთიანება “სიცოცხლის სიტყვის” სამლოცველო სახლის ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებას ეხება.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2009 წლის პირველ ნახევარში უცვლელი დარჩა საზოგადოების მხრიდან რელიგიურ უმცირესობათა მიმართ შეუწყნარებლობის ფაქტები. კერძოდ, ხშირია რელიგიური ნიშნით პირების დევნის, რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობებზე თავდასხმის შეთხვევები და სამართლადმაცავი ორგანოების მიერ მათზე არაადკვატური რეაგირების ფაქტები.

“იეჰოვას მოწეები ქადაგებენ ქუჩაში და საცხოვრებელ ადგილებშიც აკითხავენ მოქალაქეებს. ეს უფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული. ამგვარი სამისიონერო პრაქტიკის გამო, ხშირ შემთხვევაში, მათი წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს, რეაქციული ხასიათი აქვს. გასული სამი წლის განმავლობაში რეგლიგიური ძალადობის უმეტესი შემთხვევა სწორედ რეაქციას წარმოადგენდა, მაგრამ საანგარიშო პერიოდში მოიმატა შემთხვევებმა, როდესაც მათ წინააღმდეგ განხორციელებულმა ქმედებებმა, აქტიური ხასიათი შეიძინა”, – ნათქვამია 2009 წლის პირველი ნახევრის ანგარიშში.

ანგარიშში ასევე მოყვანილია ფაქტი, როდესაც პოლიციის თანამშრობლები შეესწრნენ იეჰოვას მოწმეების ფიზიკურ შეურაცხყოფას და არაფერი იღონეს მის აღმოსაფხვრელად და სამართალდამრღვევთა დასაკავებლად.

“საანგარიშო პერიოდში მხოლოდ ორ შემთხვევაში იქნენ უფლებადამრღვევები მიცემული პასუხისგებაში. ერთ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებით ისინი 100 ლარით დაჯარიმდნენ და ხელწერილით იქნენ გაფრთხილებულები”, – ნათქვამია ანგარიშში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ რელიგიის თავისუფლების შელახვასთან დაკავშირებული საქმეების უმრავლესობა სამართალდამცავების მიერ ან შეწყეტილია ან ძიება მეტისმეტად გაჭიანურებულია.

ამ მხრივ ანგარიშში მოყვანილია სტატისტიკური მონაცემებიც და ნათქვამია, რომ 2008-2009 წლის პირველი ნახევრის მონაცემებისა და 2005-2007 წლის მონაცემების შედარებით ირკვევა, რომ სამართალდამცველების მხრიდან რეაგირების ხარისხმა მკვეთრი რეგრესი განიცადა, რაც შეიძლება რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაულის რაოდენობის და ხარისხობრივი ზრდის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება იქნეს მიჩნეული.

“რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილ ქმედებებში დამნაშავეთა დაუსჯელობა, სამომავლოდ კიდევ უფრო გაზრდის და სახიფათო ტენდენციის სახეს შესძენს რელიგიურ დევნას და დისკრიმინაციას”, – მიაჩნიათ სახალხო დამცველის აპარატში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რელიგიურ ეიფორიაში

რელიგიურ ეიფორიაში კი არა რელიგიურ სიბნელეში ვართ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა, მართლა საკვირველია რააა... 17 საუკუნოვანი ქრისტიანული ტრადიციის ქვეყანა ისე იქცეოდეს, თითქოს ეს, გლობალიზაციის მიერ მოტანილი რაღაც ახალი ტრენდია.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

17 საუკუნოვანი ქრისტიანული ტრადიციის ქვეყანა ისე იქცეოდეს,

17 საუკუნე საიდან აბა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

17 საუკუნე საიდან აბა?

მეოთხე საუკუნეში გამოცხადდა ქრისტიანობა ოფიციალურ რელიაგიდ. ახლა ოცდამეერთე საუკუნეა.

გავიდა დაახალოებით ჩვიდმეტი საუკუნე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა საკვირველი იყო ალბათ, რომ მეოთხე საუკუნეში ათასწლოვანი წარმართული ტრადიციების მქონე ქვეყანა ისე მოიქცა, თითქოს ის საბერძნეთიდან მოტანილი ტრენდი იყო. :D:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

17 საუკუნე საიდან აბა?

მეოთხე საუკუნეში გამოცხადდა ქრისტიანობა ოფიციალურ რელიაგიდ. ახლა ოცდამეერთე საუკუნეა.

გავიდა დაახალოებით ჩვიდმეტი საუკუნე.

 

17 საუკუნე საიდან აბა?

მეოთხე საუკუნეში გამოცხადდა ქრისტიანობა ოფიციალურ რელიაგიდ. ახლა ოცდამეერთე საუკუნეა.

გავიდა დაახალოებით ჩვიდმეტი საუკუნე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რავი, გეტყვით რაშიცაა საქმე რეალურად და თუკი მიხვდებით აქ ძაან ანტიმართლმადიდებლურად განწყობილები იმედი არ მაქვს..

რა ხდება,

ხალხია გამწარებული სოციალური პრობლემების გამო,

არ იცის ეს აგრესია საით მიმართოს,

იაღოველები არიან ადამიანები რომლებსაც რელიგია უკრძალავს ჩხუბს, ხელის გარტყმას, უნდა მოითმინო,

შესაბამისად ეს ხალხი ადვილი ლუკმაა აგრესიული ადამიანებისთვის,

ძირითადად რა უბნებში დატანტალებენ იაღოველები? გლდანში, თემქაზე, ალბათ სანზონაში, იტოგში გაჭირვებულ უბნებში,

იქ სადაც ხალხს მართლაც შია,

ხოდა ეხლა ზის ტიპი, მშიერი, გაბრაზებული, გამწარებული და ამ დროს იაღოველი კარებზე,

ხოდაა, აი ლუკმაც გაიჩითა ესაა და ეს,

მაძღარ საზოგადოებაში ეს არ მოხდება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შხარა

მეოთხე საუკუნეში გამოცხადდა ქრისტიანობა ოფიციალურ რელიაგიდ. ახლა ოცდამეერთე საუკუნეა.

მერე ოფიციალური რელიგიის გამოცხადება თუ მეფის მიერ აღიარებულ რელიგიად ითვკლბა, მაშინ წყვეტილად იყო ქრისტიანობის საქმე..

მათ შორის 70 წელი კომინიზმისა...

ისლამი როცა ოფიციალურად იყო აღიარებული სამეფო კარის მიერ.

მონოფიზიტობა, მანიქევლობა როცა იყო ოფიციალურად აღიარებული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიეცით ქართველებს სტაბილური შემოსავალი და არცერთი იაღოველი არ იცემება :papa:

 

მოთხოვეთ ეხლა მარგინალებს ტოლერატნულობა რაა :D:

 

თქვენ იყოთ მშივრები კვირეების მანძილზე და მერე ვნახავთ როგორ იაზროვნებთ :D

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე კი მგონია რომ ეს რელიგიური თემა ყურით არის მოთრეული :D

საერთოდ მიმაჩნია რწმენა ძალიან პირად საქმედ და არ არის საჭირო ამის არც აფიშირება და არც ძალით წამოწევა.

ვიღაც მართლმადიდებელია, ვიღაც მუსილმანი თუ სხვა - რა მნიშვნელობა აქ ამას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთხელ ჩემი თვალით ვუყური, გლდანში

იაღოველებს შემოეხვივნენ ბიჭბუჭები გინებებით და ყვირილ-დაცინვით,

მერე გაიჩითა ერთი წვროსანი პრავოსლავნი, პატარა ბაცაკო ჰყავდა ხელში აყვანილი, მრევლი იყო, გამომეტყველება წყნარი და ძალიან მშვიდად დააშოშმინა ბიჭები და იაღოველებსაც ეკამათა, ბიჭები გაკიცხა ნუ იგინებითო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიეცით ქართველებს სტაბილური შემოსავალი და არცერთი იაღოველი არ იცემება :papa:

 

მოთხოვეთ ეხლა მარგინალებს ტოლერატნულობა რაა :):

 

თქვენ იყოთ მშივრები კვირეების მანძილზე და მერე ვნახავთ როგორ იაზროვნებთ :)

 

რას ამბობ.... ამ ხალხს სტაბილური შემოსავალი რომ მისცე.....ვერ აზროვნება მერე ნახეეეე...... გამძღარი ერი ვერ აზროვნებს... ქრისტიანობაც მშივრების და დაჩაგრულების რელიგიაა....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მასობრივი ფსიქოზი

 

ყველა მხრიდან

 

ულტრა ლიბერალებიდან ულტრა მორწმუნებაამდე!!!

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რას ამბობ.... ამ ხალხს სტაბილური შემოსავალი რომ მისცე.....ვერ აზროვნება მერე ნახეეეე...... გამძღარი ერი ვერ აზროვნებს... ქრისტიანობაც მშივრების და დაჩაგრულების რელიგიაა....

მე ქრისტიანი ვარ, არ მშია და არც დაჩაგრულად ვგრძობ თავს :( ,

დავით აღმაშენებელიც არ იყო მაინცდმაინც დაჩაგრული, თუ იტყუებოდა, რავი ჩამოვთვალო ქართველი მეფეები, ტავადები, ან ბერძენი იმპერატორები?

სიღატაკე ადამიანს თრგუნავს და ღირსებას უკარგავს-ეს პატრიარქის სიტყვებია,

ნუ შეეგუებით სიღატაკეს, რადგან დაკარგავთ ღირსებას და სიღატაკესთან შეგუება ყველაზე უფრო მეტად ამცირებს ადამიანებს,

 

ისე კი გადავხედოთ როგორ საშინელ მდგომარეობაში არიან ქრისტიანობის აღმსარებელი ქვეყნები :)

და როგორ გაფურ ხოშიანად ცხოვრობს ხალხი ისლამურ ქვეყნებში ან როგორი კეთილდღეობა იყო ათეისტური სსსრ :)

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...