Jump to content
Planeta.Ge

ფსევდომამა ბუასილის დროებითი დაკავება


Recommended Posts

Siknadmo

ვერ დამისახელებ ვერცერთ თეოკრატიულ მარტლმადიდებლურ სახელმწიფოს,

ბიზანტია? რუსეთის იმპერია? საქართველო?

ყველგან ხელისუფლების სათავეში იყო მეფე, საერო ხელისუფალი, სახელმწიფო დაყოფილი იყო სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებად, რომელსაც მართავდნენ საუკუნეების შესაბამისად აზნაურები, თავადები თუ საერო არისტოკრატიის სხვა წოდების მატარებლები,

პაპიზმს მარტლმადიდებლობასთან კავშირი არა აქვს,

მოდი ჯერ ცეზაროპაპიზმი გაიგე რა არის.. აგერ დაგეხმარები ლინკს მოგცემ:

Дагрон Ж. Восточный цезаропапизм. - http://www.gumer.info/bogoslov_Buks/Histor...n_VostCezar.php

 

გრიგოლ ხანძთელის სიტყვებით დავიწყოთ "ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირიცხების სადაც ქართულითა ენითა ლოცვაი შეიწირვის და ჟამნი აღესრულების"

1) გრიგოლ ხანძთელამდე ერთიანობა შედგა ორ სამეფოში ქართლისა და ეგრისის სამეფოში.

2) ქართული ენა იყო მთავარი მოტივაცია ერთიანობის და არა რელიგია

3) გრიგოლ ხანძთელი იდეოლოპგიზირებული ნაწარმოებია

დას. საქართველოს ქართიზაცია მოხდა მართლმადიდებლობის საფუძველზე, მეგრელებისთვის, აფხაზებისტვის და სვანებისთვის მართლმადიდებლობა გახდა ის იდელოგიური საფუძVელი რის გამოც მათ ყოველგვარი ძალადობის გარეშე ისურვეს ეთიან სახელმწიფოში ცხოვრება

რაღაც ისტორიულ ფაქტებს არ ემთხვევა. ქართიზაციას რას ეძახი?

V საუკუნის ოციანი წლებიდან ქართლის ეკლესია ანტიოქიის სამოციქულო კათედრის იურისდიქციაში შედიოდა. V საუკუნის 60-70-_იან წლებში მეფე ვახტანგ გორგასლის დროს და მისი თხოვნით, ბიზანტიის იმპერატორისა და კონსტანტინეპოლის პატრიარქის შუამდგომლობით, ანტიოქიის საპატრიარქომ ქართლის ეკლესიას თვითმართველობა (ავტოკეფალია) მიანიჭა, ხოლო მცხეთის ეპისკოპოსი აღყვანილ იქნა კათალიკოსის პატივში. დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) ეკლესია კონსტანტინეპოლის პატრიარქს ექვემდებარებოდა

მოდი აქაც მე რომ არ ვილაპარაკო ბევრი, მარტივადაა საქმე. აიღე ივ.ჯავახიშვილის "ქართველი ერის ისტორია" I ტომი წ 1960 თბილისი გვ 310, 316, 323, 330 - 330 განსაკუტრებულად.

საქართველოს გაერთიანება მოხდა ყოველგვარი ძალადობის გარეშე, იმიტომ რომ ერთიანი რელიგია განაპირობებდა აღმ. და დას. საქართველოს მოსახლეობის თანაცხოვრების მიზეზს

არაა სწორი.. თუმცა ეს ხვა თემაა და სიამოვნებით გესაუბნრები ისტორიის განყოფილებაში....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 119
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მოდი ჯერ ცეზაროპაპიზმი გაიგე რა არის.. აგერ დაგეხმარები ლინკს მოგცემ:

Дагрон Ж. Восточный цезаропапизм. - http://www.gumer.info/bogoslov_Buks/Histor...n_VostCezar.php

მითუმეტეს, მითუმეტეს ცეზაროპაპიზმის საფრთხე საქ. ნამდვილად არ ემუქრება

 

1) გრიგოლ ხანძთელამდე ერთიანობა შედგა ორ სამეფოში ქართლისა და ეგრისის სამეფოში.

2) ქართული ენა იყო მთავარი მოტივაცია ერთიანობის და არა რელიგია

3) გრიგოლ ხანძთელი იდეოლოპგიზირებული ნაწარმოებია

მე ვთქვი რომ გრიგოლ ხანძთელის სიტყვების შემდეგ მოხდა საქ. გაერთიანება? უბრალოდ მან აღნიშნა ფაქტი რომელიც უკვე მომხდარი იყო,

მგონი დამეთანხმები რომ იმ ეპოქაში ეკლესიას მნიშვნელოვანი როლი ეჭირა საზოგადოებრივ ცხოვრებაში,

ხალხი დადიოდა ეკლესიაში, პრაქტიკულად ყველა, იქ კი სამეგრელოს, აფხაზეთის თუ სვანეთის ტაძრებში მე11 საუკუნიდან სავალდებულო იყო წირვა ლოცვის ჩატარება ქართულ ენაზე,

წერა კითხვის სწავლებაც მიმდინარეობდა ეკლესიებში,

იმ პერიოდში აფხაზებიც, სვანებიც და მეგრელებიც მეტყველებდნენ თავიანთ ენაზე და ბუნებრივია არისტოკრატიამ იცოდა ქართულიც, მაგრამ უმთავრესი ის იყო რომ მათ ჰქონდათ ერთი აღმსარებლობა ქრისტიანობა რაც იყო უმთავრესად მათი ერთიანობის საფუძველი ქართულ ენასთან ერთად ბუნბრივია,

პრაქტიკულად ქართული ენის გავრცელება დას. საქ. მოხდა ეკლესიის საშუალებით, ხოლო ქართველების ერთიანობას და იდენტიფიკაციას ენაზე მეტად განაპირობებდა მართლმ. რელიგია,

თავად მეფე იყო მართლმადიდებელი და მისი ქვეშერვდომებიც, საქართველოს მიერ არ მომხდარა არც სამეგრელოს არც აფხაზეტის ოკუპაცია, შესაბამისად ამ ხალხისთვის ის იყო მეფე, ღთვით კურთხეული და სწორად ღვთით კურთხეულობა განაპირობებდა მისადმი მორჩილებას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მითუმეტეს, მითუმეტეს ცეზაროპაპიზმის საფრთხე საქ. ნამდვილად არ ემუქრება

საიდან ასკვნი ამას? მონარქიის აღდგენის თაობაზე ვინ განაცხადა? მართლმადიდებლური მონარქია, თუ ძლიერი იყო ყოველთვის ცეზაროპაპიზმის მატარებელი იყო. იგივე დავით აღმაშენებელის მიერ რუი-ურბნის მოწვევა იყო იმით განპირობებული რომ ის მარტო სერო ხელისუფალი კი არა იყო არამედ ზეცაროპაპი იყო, ამიტომ ჩაერია ეკლესიის ცხოვრებაში.

საფრთხე იმაში მდგომარეობას რომ მონარქიის უკან იმალება პაიკი მეფე რომელიც პატრიარქის ჭკუაზე დადის.. საბედნიეროდ ჯერ-ჯერობით ჩაიშალა მონარქიის გეგმა.

უბრალოდ მან აღნიშნა ფაქტი რომელიც უკვე მომხდარი იყო,

არა ეს ფაქტი კი არა ეს იყო კონცეფცია. ვერ მეტყვი რომ არაქრისტიანი ქართველი არ არსებობდა

მგონი დამეთანხმები რომ იმ ეპოქაში ეკლესიას მნიშვნელოვანი როლი ეჭირა საზოგადოებრივ ცხოვრებაში,

კი გეთანხმები

ხალხი დადიოდა ეკლესიაში, პრაქტიკულად ყველა, იქ კი სამეგრელოს, აფხაზეთის თუ სვანეთის ტაძრებში მე11 საუკუნიდან სავალდებულო იყო წირვა ლოცვის ჩატარება ქართულ ენაზე,

შენ ეხლა ისეთ საკითხში შეიჭერი რომელსაც უკვე ბევრი ათეული წელია ერთმანეთს ხოცავენ მეცნიერები.. თავიდან იყო საერთო ქართული ენა და მერე გაიყო ქართულ, მეგრულ და სვანურ ენებად თუ პირიქით...

იმ პერიოდში აფხაზებიც, სვანებიც და მეგრელებიც მეტყველებდნენ თავიანთ ენაზე და ბუნებრივია არისტოკრატიამ იცოდა ქართულიც,

მოდი რა ამ საკაითხს ესე რადიკალურად ნუ იტყვი... :DD ეს საკიტხები მახსენდება 1-2 კურსებზე და ვიცი რა ჩხუბიც მოყვება ხოლმე :DD

პრაქტიკულად ქართული ენის გავრცელება დას. საქ. მოხდა ეკლესიის საშუალებით

ეხლა რაღაც სასწაულს ნუ ამბობ :DD

ქართული ენის გავრცელება დას. საქ. მოხდა ეკლესიის საშუალებით

ესეც სასწაულია :DD

თავად მეფე იყო მართლმადიდებელი და მისი ქვეშერვდომებიც, საქართველოს მიერ არ მომხდარა არც სამეგრელოს არც აფხაზეტის ოკუპაცია, შესაბამისად ამ ხალხისთვის ის იყო მეფე, ღთვით კურთხეული და სწორად ღვთით კურთხეულობა განაპირობებდა მისადმი მორჩილებას

აუ ისტორიას არ იცნობ კარგად.. მაპატიე მაგრამ ესეა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უკაცრავად და, ბუასილთან ეს ყველაფერი რა კავშირშია?

თავშია თავში. გეტყვი რატომაც. ისტორია რომ არის მართლმადიდებლურ იდეოლოგიით დაბინძურებული და ამას ტენიან ახალგაზრდებს, ამიტომ არის ამდენი აგრესია რელიგიურ უმცირესობებისადმი და ყოველგვარ სხვა აზრის მქონე ადამიანების მიმართ..

 

ფუნდამენტალიზმის ყველაზე ძლიერი იდეოლოგიური დასაყრდენი არის იდეოლოგიზირებული ისტორია რომელიც როგორც ჭეშმარიტება ისე ისწავლება..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

შენ დაწერე ჭეშმარიტი ისტორია, რატომ ბრაზობ? :)

ბუასილი ტავში მართლა არ ვიცოდი

Edited by kisa
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

შენ დაწერე ჭეშმარიტი ისტორია, რატომ ბრაზობ? 011.gif

პრობლემა ის არის რომ იგივე ივ.ჯავახიშვილის ნაშრომები უგულებელყოფილია და მისი კვლევები უმრავლესობისთვის ცნობილი არ არის..

 

იგივე სკოლის წიგნებში, ისტორიაში უამრავი ხარვეზია.. ამ იდეოლოგიზირებულ სკოლის ისტორიის წიგნებით იზრდებიან ახალგაზრდობა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუ ისტორიას არ იცნობ კარგად.. მაპატიე მაგრამ ესეა..

იყო შიდაფეოდალური დაპირისპირებები, მაგრამ საქ. მიერ არ მომხდარა აფხაზეთის, სამეგრელოს თუ სვანთა ტომების ანექსია-ოკუპაცია, ამას ვამბობ მე, თორემ ფეოდალები კი ბრძოლობდნენ ერთმანეთში, მაშინაც კი როცა საქ. ერთიანი იყო

 

არა ეს ფაქტი კი არა ეს იყო კონცეფცია. ვერ მეტყვი რომ არაქრისტიანი ქართველი არ არსებობდა

არაქრისტიან ქართველებს, რაიმე ღირებული საქართველოსთვის არ შეუქმნიათ-ვგულისხმობ ქრისტიანობის შემდგომ საქართველოს,

 

ქრისტიანობა და ქართველობა იდენტური მცნებები იყო საუკუნეების განმავლობაში,

მიიღეს მესხებმა ისლამი გათურქდნენ, მიიღეს ქართველებმა გრეგორიანობა და ისინი ეწერებოდნენ სომხებად, კათოლიკები ფრანგებად მოხდა მათი გასომხება იყო ასე თუ არა? მითუმეტეს ისტორიკოსი ხარ და გეცოდინება,

მართლმადიდებლობის გარეშე ქართველი ჰკარგავს თავის ეთნიკურ კუთვნილებას,

ავიღოთ თუნდაც ლაზები ანდა ფერეიდანში 100 ათასობით გადასახლებულმა კახელებმა რამდენმა შეინარჩუნა ქართული ცნობიერება, თან საუბარი კახელ-ქართლელებზე, ქართული ეთნოსის ხერხემალზე,

ერთი ფერეიდნელი იყო ამას წინათ ჩამოსული და ეგრე თქო პირდაპირ ტელევიზორში ვუსმინო, სვა რჯულზე ვართ ჩვენ და ამიტომ ისე არ ვართ როგორც უნდა ვიყვეთო, ვერც იქნებიან

 

 

შენ დაწერე ჭეშმარიტი ისტორია, რატომ ბრაზობ? 011.gif

დაგიწერთ ნუკრიკო ჭეშმარიტ ისტორიას, ათეისტური საქართველოს 4 ათასწლიანი ისტორია და ბრძოლა მარტლმადიდებლობასთან :rolleyes:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბუასილი ტავში მართლა არ ვიცოდი

:DD

 

Siknadmo

იყო შიდაფეოდალური დაპირისპირებები, მაგრამ საქ. მიერ არ მომხდარა აფხაზეთის, სამეგრელოს თუ სვანთა ტომების ანექსია-ოკუპაცია, ამას ვამბობ მე, თორემ ფეოდალები კი ბრძოლობდნენ ერთმანეთში, მაშინაც კი როცა საქ. ერთიანი იყო

რა ტომები რის ტომები რეებს ლაპარაკობ? საქართველო ცნება ესეთი გაჩნდა ბაგრატ III დროს აქამდე საქართველო არ არსებობდა, იყო ორი სამეფო იბერიისა და ეგრისის.. შემდეგ სამეფო-სამთავროები.

 

გაერთიანება მოხდა სამეფო სალხებს შორის. დავითა აღმაშენებელი საქარტველოს მეფე კი არ იყო იყო სხვადასხვა სამეფოების გაერთიანებული მეფე. მისი ტიტულატურა ნახე..

 

არაქრისტიან ქართველებს, რაიმე ღირებული საქართველოსთვის არ შეუქმნიათ-ვგულისხმობ ქრისტიანობის შემდგომ საქართველოს,

სისულელეა.. იგივე ივ.ჯავახიშვილი ავიღოთ ათეისტი კაცი. ნიკო ბერძენიშვილი, როსტომ-ხანი რომელმაც დიდი აღმშენებლობა დაიწყო ქართლის სამეფოში და ესე განსაკუთრებულად არ მიძებნია იქნება კიდე სხვა მრავალი..

 

პრინციპში ქრისტიანობნამ ქართული წარმართული კულტურა გაანადგურა, ასე რომ ბევრი ვერაფერი შემორჩებოდა არაქრისტიანულისგან..

ქრისტიანობა და ქართველობა იდენტური მცნებები იყო საუკუნეების განმავლობაში,

დააკონკრეტე როდის მოხდა გაიგივება ამ ორი ცნების და სად არის ამის თეორიული დასაბუთება პირველად წყარო?

კათოლიკები ფრანგებად მოხდა მათი გასომხება იყო ასე თუ არა?

სომეხი ყოველთვის სომეხი იყო ქართველისთვის, ჩვენ ორ ეთნოს შორის ყოველთვის იყო გზაგამყოფი.

 

კათოლიკობას რაც შეეხება, კათოლიკებთან უნიაში საქართველო ძალიან დიდი ხანი იყო. გაყოფა რეალურად ოფიციალურად არც მომხდარა, რუსეთის შეერთების შემდეგ და შემდეგ ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ მივირეთ რუსული მემკვიდრეობა სადაც გაყოფილი იყო ჩვენი და კათოლიკური ეკლესია.

 

ფრანკს ეძახდნენ ევროპიდან მოსულ ჯვაროსანს, ყველა ადგილობრივი მცხოვრები. მნიშვნელობა არ ჰქონდა სადაური იყო..

მართლმადიდებლობის გარეშე ქართველი ჰკარგავს თავის ეთნიკურ კუთვნილებას,

მართლმადიდებლობა რელიგიაა და ეთნიკური კუთვნილება სულ სხვა რამეა. მაშინ შეკიტხვა აჭარელი მუსულმანი ქართველია?

ავიღოთ თუნდაც ლაზები ანდა ფერეიდანში 100 ათასობით გადასახლებულმა კახელებმა რამდენმა შეინარჩუნა ქართული ცნობიერება,

მათ შეინარჩუნეს თავიანთი ცნობნიერება, არ გადაშენებულან. მარა ჩვენგან განსხვავებულად განვიტარდნენ. ისინი არ გამქრალან. ქართულ ცნობერებას შენ თუ დღევანდელ საქართველოშI მყოფ ქართველების ცნობერებად აღოქვავ, მაშინ მიტხარი იქნებ ჩვენ არ შევინარცუნეთ ის ცნობიერეა და სწორედ ფერეიდნელებმა შენიარჩუნეს?

დაგიწერთ ნუკრიკო ჭეშმარიტ ისტორიას, ათეისტური საქართველოს 4 ათასწლიანი ისტორია და ბრძოლა მარტლმადიდებლობასთან 005.gif

მსგავსი რამე მე არ მიტქვამს, ცილისწამება. ამიტომ კანონის 104 მუხლით ცილისწამების მუხლით თქვენ დაპატიმრებული ბრძანდებით 4 წლით :DD

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

Siknadmo

 

 

რა ისტორიაში გადავარდით და დღეს რაც ხდება აღმაშენებელის ბრალია თუ როგორ არის თქვენი საქმე? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ისტორიაში გადავარდით და დღეს რაც ხდება აღმაშენებელის ბრალია თუ როგორ არის თქვენი საქმე?

ისტორიაც გააცოცხლეთ კაცო.მეც შემოგიერთდებით ....:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისტორიაც გააცოცხლეთ კაცო.

 

 

საიდან დავიწყოთ? :D ისე ოქროს საწმისი არგონავტებმა კოლხეთიდან წაიღეს არა? :D

 

დღეს ფორმაში არა ვარ და ეხლა ვფიქრობ,წავიდე ვიყიდო ერთი ბოთლი თუ ............... :D

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისტორიაც გააცოცხლეთ კაცო.მეც შემოგიერთდებით ....055.gif

რა ვიცი მე კი მინდა, რელიგიისა და ისტორიის განყოფილება რომ გაცოცხლდეს პოლიტიკაში მოვუკლებდი შემოსვლებს :D მარა არ ცოცხლდება და რა ვქნა............ :DD მაინც და მიანც პოლიტიკაში უნდებათ ისტორიის გაცოცხლება

lasha1997

რა ისტორიაში გადავარდით და დღეს რაც ხდება აღმაშენებელის ბრალია თუ როგორ არის თქვენი საქმე? 001.gif

არა ამაში დამნაშავე არის ფარნავაზი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ძაან ნუკრიკო, ერთი დაგვიწერე თავიდან საქართველოს ისტორია, წავიკითხოთ, თვალებში გამოვიხედოთ. სათაური დააწერე- ქართლის ცხოვრება 2, შესწორებული ვარიანტი ნუკრიკოსაგან. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...