Jump to content
Planeta.Ge

ფსევდომამა ბუასილის დროებითი დაკავება


Recommended Posts

თან აბსოლუტურად შეგნებულად, არ არის გამორიცხული, რომ ტავიდანვე ეს ჰქონდა ჩაფიქრებული

ესაა შეგნებული ინექცია .გეთანხმები. ოპტიმიზმია მათი მთავარი მტერი. მიშას ტაქტიკა არ მგონია იყოს ეკლესიის გამსარჩლება ...უფრო პირიქით .....დანარჩენზე ვიფიქროთ.

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 119
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ირანის სახელმწიფო ეყრდნობა ისლამს..

 

საპატრიარქოს განცხაება გაგახსენო?

 

ქრისტიანობა წარმოადგენს ქართული სახელმწიფოსათვის იდეოლოგიურ საფუძვლებს. ეს განცხადება გააკეთა საპატრიარქომ

 

ესეგი თუ კი ქართული სახელმწიფოს იდეოლოგიური საფუძვლები არის მართლმადიდებლობა, ესეგი ჩვენ ვართ მართლმადიდებლური სახელმწიფო.. მაშ რა გიკვირს, საპატრიარქოს ამტკიცებს აამს და შენ რატომ ჯინიანდები?

ნუკუშ, ნაღდად ვერ ვხვდები რას ამბობ რა, არ მინდა დავიჯერო,

შენ ეს განცხადება მიგაჩნია იმის დამადასტურებლად რომ დღეს ჩვენ ვაშენებთ მართლმადიდებლურ სახელმწიფოს? :) ან ვცხოვრობთ მართლმადიდებლურ სახელმწიფოში, ან საპატრიარქო ცდილობს შექმნას თეოკრატიული სახელმწიფო?

მეგობარო, მართლმადიდებლური სახლმწიფო როგორც ასეთი არასდროს არ არსებულა,

არასდროს პატრიარქებს არ უმართავთ ქვეყანა,

რაც შეეხება მართლმადიდებლურ საფუძვლებს, მართლაც პირველი ერთიანი ქართული სახელმწიფო მართლმადიდებლობის საფუძველზე შეიქმნა,

მართლმადიდებლობა და ქართველობა კავკასიაში იდენტური მცნება იყო, სწორად მის საფუძველზე გაერთიანდა ქართული ტომები, მართლმადიდებლობა იყო ის იდეოლოგია რის ირგვლივაც შეკავშირდა ჩვენი ხალხი,

ეს უბრალოდ ისტორიული ფაქტია,

მართლმადიდებლობა როგორც ერის შემაკავშირებელი და სახელმწიფო მართლმადიდებლური ფასეულობების მატარებელი არ ნიშნავს თეოკრატიულ სახელმწიფოს,

საქართველოში ყოველთვის ძალაუფლება დავით აღმაშენებლის თუ გორგასლის დროს როდესაც ეკლესიის მიერ კურთხეული მეფეები მართავდნენ სახელმწიფოს, მაშინაც კი საქრთველო არ ყოფილა თეოკრატიული, საქართველოში ყოველტვის საერო ხელისუფლება იყო ქვეყნის სათავეში, ხოლო საზოგადოების ცნობიერება დამყარებული იყო მართლმადიდებლურ ფასეულობებზე

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ობ,მაგრამ ჯვრებზე მაქვს მე ყურადღება გადატანილი.

შვედეთსაც ჯვარი აქვს გამოსახული დროშაზე მაგრამ მისი მოსახლეობის 80% მეტი ათეისტია, რა მერე, ამაზე პრობლემა არ მაქვს

 

გამოდის ისე,რომ ხელისუფლებაც იგივეს ქადაგებს რასაც პატრიარქი

მეც მაგასვ ვამბობ მაგრამ დროშის გამო არა, სხვა რაღაცეების გამო მგონია..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეც მაგასვ ვამბობ მაგრამ დროშის გამო არა, სხვა რაღაცეების გამო მგონია..

 

 

აგაშენა ღმერთმა და რატომ ამ ხელისუფლებას არ აბრალებთ ირანიზაციის პრცესს? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუკუშ, ნაღდად ვერ ვხვდები რას ამბობ რა, არ მინდა დავიჯერო,

ნუკუში არ ვარ.. ვერ ხვდები და ნუ ხვდები, ეს არაა ჩემი პრობლემა..

შენ ეს განცხადება მიგაჩნია იმის დამადასტურებლად რომ დღეს ჩვენ ვაშენებთ მართლმადიდებლურ სახელმწიფოს?

მე მიმაჩნია რომ საფუძვლები კეთდება იმისთვის რომ აშენდეს მართლმადიდებლური სახელმწიფოები. ამ საფუძვლებს მე პირადად მიმაჩნია რომ ვალდებული ვარ დავუპირისიპირდე, როგორც შემეძLება ისე, იმიტომ რომ მე ამ ქვეყანაში ვაპირებ ცხოვრებას და არ ვაპირებ თეოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრებას.

მეგობარო, მართლმადიდებლური სახლმწიფო როგორც ასეთი არასდროს არ არსებულა,

არ გცოდნია ისტორია.. ელემენტარული ცეზაროპაპიზმი ცნება გაგიგია? სახელმწიფოსა და ეკლესიის "სინფონიის" ცნება გაგიგია? მართლმადიდებლურ სამყაროს დამახასიათებელი მოვლენებია ისე.

რაც შეეხება მართლმადიდებლურ საფუძვლებს, მართლაც პირველი ერთიანი ქართული სახელმწიფო მართლმადიდებლობის საფუძველზე შეიქმნა

მოიტანე წყაროები აბა..

მართლმადიდებლობა და ქართველობა კავკასიაში იდენტური მცნება იყო,

საუკუნეები მითხარი?

სწორად მის საფუძველზე გაერთიანდა ქართული ტომები, მართლმადიდებლობა იყო ის იდეოლოგია რის ირგვლივაც შეკავშირდა ჩვენი ხალხი,

ესეგი ვაფშე დავიკიდეთ წარმართული წარსული, იბერიის სამეფო საერთოდ არ არსებობდა თურმე...

ეს უბრალოდ ისტორიული ფაქტია,

ეს ისტორიული ფაქტი კი არა ესაა ზღაპრარი

სახელმწიფო მართლმადიდებლური ფასეულობების მატარებელი

ეს ცნება განიმარტე?

გორგასლის

ვახტანგ გორგასალი მართლმადიდებელი არ ყოფილა, ყველა წყარო ამაზე მიუთითებს, ვახტანგი იყო მონოფიზიტი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

აგაშენა ღმერთმა და რატომ ამ ხელისუფლებას არ აბრალებთ ირანიზაციის პრცესს? 001.gif

ხო და მეც მაგას გეუბნები რომ ამბობ ხელისუფლებას გულისხმობ საპატრიარქოს და პირიქით.. ეს ორი ერთად ქმნის სახელმწიფოსა და ეკლესიის "სიმფონიას" რომელიც ერთად სიმფონიურად მართავენ ქვეყანას..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო და მეც მაგას გეუბნები რომ ამბობ ხელისუფლებას გულისხმობ საპატრიარქოს და პირიქით.. ეს ორი ერთად ქმნის სახელმწიფოსა და ეკლესიის "სიმფონიას" რომელიც ერთად სიმფონიურად მართავენ ქვეყანას..

 

 

ეგრე რომ ამბობდნენ კარგი იქნებოდა,მაგრამ ყველაფერს საპატრიარქოს რომ აბრალებენ ეგ არის პრობლემა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგრე რომ ამბობდნენ კარგი იქნებოდა,მაგრამ ყველაფერს საპატრიარქოს რომ აბრალებენ ეგ არის პრობლემა.

მთავარი ის არის ამ თამაშით საპატრიარქ-სახელმწიფოს შედეგი რა არის

 

დაშინებული ტიპები, ანუ ვეღარაფერს გააკეთებ ინტერნეტშიც კი ეკლესიას თუ არ მოეწონა

 

და რეალურად გვაჩვენა რომ ყველას კონტროლი შეუძლია ინტერნეტშიც კი..

 

დაფიქრდი ამაზე.. ეს იყო ჩემი აზრით მთავარი აზრი ამ თამაშის დაწებისა.

 

ეს იყო მესიჯი ასევე ფორუმელებზეც... ჩვენ ისინი ვნახეთ ესეგი თქვენი ნახვაც არ გაგვიჭირდება..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაშინებული ტიპები, ანუ ვეღარაფერს გააკეთებ ინტერნეტშიც კი ეკლესიას თუ არ მოეწონა

 

 

საპატრიარქოზე არ არის აქ პრობლემა.პრობლემა არის დიქტატურა ქვეყანაში,რისკენაც ეს ხელისუფლება მიისწრაფვის.ყველაფერი ამათ ხელშია და ეკლესიასაც ეჩალიჩებიან დამატებით.აი ეს არის პრობლემა და არა ირანიზაცია საპატრიარქოს დადანაშაულებით. :)

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

საპატრიარქოზე არ არის აქ პრობლემა

კი დემოკრატიულ ქვეყანაში თავის ადგილს მიუჩენდნენ საპატრიარქოს..

რისკენაც ეს ხელისუფლება მიისწრაფვის.ყველაფერი ამათ ხელშია და ეკლესიასაც ეჩალიჩებიან დამატებით.აი ეს არის პრობლემა და არა ირანიზაცია სარწმუნოების დადანაშაულებით. 001.gif

არაა ესე, ეს ურთიერთობა ორმხრივია. ერთმანეთს ავსებს დიქტატორი და საპატრიარქო. ერთმანეთთან თანამშრომლობით იმყარებენ ძალაუფლებას.. ესაა და ეს.. რაც საბოლოო ჯამში იეს პროცესი ადვილად შეიზლება გადავიდეს ირანიზაციისკენ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ გცოდნია ისტორია.. ელემენტარული ცეზაროპაპიზმი ცნება გაგიგია? სახელმწიფოსა და ეკლესიის "სინფონიის" ცნება გაგიგია? მართლმადიდებლურ სამყაროს დამახასიათებელი მოვლენებია ისე.

ვერ დამისახელებ ვერცერთ თეოკრატიულ მარტლმადიდებლურ სახელმწიფოს,

ბიზანტია? რუსეთის იმპერია? საქართველო?

ყველგან ხელისუფლების სათავეში იყო მეფე, საერო ხელისუფალი, სახელმწიფო დაყოფილი იყო სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებად, რომელსაც მართავდნენ საუკუნეების შესაბამისად აზნაურები, თავადები თუ საერო არისტოკრატიის სხვა წოდების მატარებლები,

პაპიზმს მარტლმადიდებლობასთან კავშირი არა აქვს,

 

მოიტანე წყაროები აბა..

გრიგოლ ხანძთელის სიტყვებით დავიწყოთ "ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირიცხების სადაც ქართულითა ენითა ლოცვაი შეიწირვის და ჟამნი აღესრულების"

8-10 საუკუნეებში დას. საქართველოს ქართიზაცია მოხდა მართლმადიდებლობის საფუძველზე, მეგრელებისთვის, აფხაზებისტვის და სვანებისთვის მართლმადიდებლობა გახდა ის იდელოგიური საფუძVელი რის გამოც მათ ყოველგვარი ძალადობის გარეშე ისურვეს ეთიან სახელმწიფოში ცხოვრება

IV საუკუნის ოციანი წლებიდან ქართლის ეკლესია ანტიოქიის სამოციქულო კათედრის იურისდიქციაში შედიოდა. V საუკუნის 60-70-_იან წლებში მეფე ვახტანგ გორგასლის დროს და მისი თხოვნით, ბიზანტიის იმპერატორისა და კონსტანტინეპოლის პატრიარქის შუამდგომლობით, ანტიოქიის საპატრიარქომ ქართლის ეკლესიას თვითმართველობა (ავტოკეფალია) მიანიჭა, ხოლო მცხეთის ეპისკოპოსი აღყვანილ იქნა კათალიკოსის პატივში. დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) ეკლესია კონსტანტინეპოლის პატრიარქს ექვემდებარებოდა. IX საუკუნეში აქაც საკათალიკოსო მმართველობა იქნა შემოღებული. XI საუკუნის დასაწყისში საქართველოს ერთიანი მონარქიის შექმნის პროცესში მცხეთის (ქართლის) კათოლიკოსი აღყვანილ იქნა პატრიარქის ხარისხში. ამ დროიდან მოყოლებული საქართველოს ეკლესიის უმაღლესი იერარქი ატარებდა მცხეთისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულს. დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის ან ბიჭვინთის)კათოლიკოსი ყოველთვის აღიარებდა მცხეთელი პატრიარქის პრიმატს,

 

საქართველოს გაერთიანება მოხდა ყოველგვარი ძალადობის გარეშე, იმიტომ რომ ერთიანი რელიგია განაპირობებდა აღმ. და დას. საქართველოს მოსახლეობის თანაცხოვრების მიზეზს

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის შეურაცხმყოფელი და უხამსი ვიდეორგოლების დამზადებისა და ინტერნეტით გავრცელების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასწარი გამოძიება დაიწყო.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, ორი პირი, რომლებმაც ვიდეორგოლების დამზადებასა და განთავსებაში მიიღო მონაწილეობა. გამოძიება ამ პირების ვინაობას არ ასახელებს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ერთი მათგანი თბილისის საშუალო სკოლის მოსწავლეა, მეორე კი სტუდენტი.

ამოღებულია ფაქტობრივი მტკიცებულებები - ვიდეოფაილები და კომპიუტერები. ამ საქმესთან დაკავშირებით დამატებითი გარემოებების დასადგენად დაიკითხა თეა თუთბერიძეც. ამ ეტაპზე გამოძიება სხვა დეტალებს არ ახმაურებს.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პ.ს, ძალიან შეეშინდათ....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი დემოკრატიულ ქვეყანაში თავის ადგილს მიუჩენდნენ საპატრიარქოს..

 

 

აქ ერთხელ ბრუკლინის მუზეუმში გამოფინეს ნეხვისგან გაკეთებული „ხვთის მშობლის“ ქანდაკება თუ ტილოზე იყო ნეხვით გაკეთებული(არ მახსოვს ზუსტად) ეკლესიამ პროტესტი გამოსთქვა და აიძულეს მოეხსნათ მუზეუმიდან ეს „შედევრი“ არის ამერიკაში დემოკრატია?

 

 

ჩვენ განსხვავება არ ვიცით მეთქი რა არის სიტყვის თავისუფლებასა და უზრდელობას შორის. :)

 

დაწყნარდით,ირანაიზაცია არ ემუქრება საქართველოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nუკრკიკო

კი დემოკრატიულ ქვეყანაში თავის ადგილს მიუჩენდნენ საპატრიარქოს..

ნუ, ბარემ დაგებოლოვებინაა რაა :yes2:

სადაა საპატრიარქოს ადგილი,

მე წარმომიდგენია ისე იმ ქვეყანაში რომელსაც შენ დემოკარტიულს დაარქმევ როგორი სიამტკბილობა ელით რელიგიურ მოსახლეობას

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მთელ საზოგადოებაში ისე გამალებით მიდის მსჯელობა რელიგიურ თემებზე რომ.///// აშკარაა, რაღაც ხდება დიიიდი არარელიგიური,..... ეს არის შემოგდებული თემა....ყველაზე მნიშვნელოვანიდან ყურადღების გადასატანად....
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...