აზრი Posted December 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2010 მარტო ევოლუცია არ უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, ალტერნატიული თეორიებიც უნდა ისწავლებოდეს. მაგალითად ის რომ ბავშვები კომბოსტოში ჩნდებიან და მერე წეროებს მოჰყავთ მშობლებთან დემაგოგიაა ეს რასაც აქ ნუკრიკუკუნა წერს. არ მოიძებნება თეისტი, ვინც მასეთ სისულელეს იტყვის. ამ ნუკრიკომ ხო უნდა თქვას თავისებურად (დემაგოგიურად) როგორც ყოველთვის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted December 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2010 http://i012.radikal.ru/1012/84/f2b3e743640e.jpg :givi: :givi: :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2010 ბუნებაში მრავალი კანონზომიერაბაა,და საეთოდ თვითონ ეს მექანიზმიც უზუსტესად მუშაობს.ბუნებაში მომხდარ ნებისმიერ მოვლენას თვისი აზრი და დანიშნულება აქვს.მაშინ რა დანიშნულება აქვს ევოლუციის მოვლენას?ამ კითხვაზე პასუხის მრავალგავარი ინტერპრეტაციაა შესაძლებენი,მაგრამ მე მოვიყვან ერთ კონკრეტულს,რომელიც მოყავთ მაგალითად დარვინიზმის მიმდევრებს.მთავარი პრობლემაა საკვები.სახეობის ის ნაწილი,რომელიც გამოეყო მათი სახეობის საცხოვრებელ არეალს,განაწილების ზონას გაუძნდა საკვების პრობლემა.ასეთ შემთხვევაში ეს ~ტომი~ ან მალევე განადგურდება ან ცოტა მოგვიანებით(კანიბალიზმზე მაქ საუბარი,ეს ცალკე თემაა.ის ინსტინქტებში შედის).მაგრამ გადის დრო და ეს ~ტომი~ არ წყდება-საინტერესოა(მხედველობაში ვიღებთ,რომ ეს დაკვირვებები რამოდენიმე ასეული წელი მიდის).მაგრამ ახლა გამოვიკვლიოთ ან ორგანიზმების ანატომიური მხარე.შევამჩნევთ,რომ მათ პირვანდელ ვარიანტთან შედარებით,ცხიმოვანი შრე აქვთ დათხელებული,კუჭის ზომა აქვთ შემცირებული,ჩონჩხის ძვლებიც აქვთ დაპატარავებული.ეს ყველაფერი არამარტო გარეგანია არამედ გენეტიკურიც.მაშ ასე ევლუციის შედეგად იცვლება ორგანიზმის გენეტიკური ინფორმაცია და შემდგომ თობებს უვითარდებად გარემოსთნ შეგუებული,ადაპტირებული ნიშან თვისებები.-ყველაფერი აქ რაც წერია ეს არის ჭეშმარიტება რომელიც ჩანს დარვინის თეორიის გადმოსახედიდან ნებისმიერ ორგანიზმს,რომელსაც გააჩნია გენეტიკური ინფორმაცია(ანუ ყველა) ახასიათებს გენის რეგომბინაცია,ანუ დნმ-ის დაზიანებული უბნის აღდგენა.დაზიანებული შეგვიძლია ვუწოდოთ დნმ-ს,რომლის ნუკლეოტიდური შემადგენლობა თუნდაც უმნიშვნელოდ შეიცვალა.ევოლუციის შემთხვევაში ადგილი აქვს გენების მასობრივ შეცვლას,რაც იმას ნიშნავს,რომ უჯრედის ფუნქცია დაირღვა,ის ვეღარ ახერხებს თავისი ფუნქციის კეთებას-აღკვეთოს ასეთი შემთხვევა.დაზიანებული უჯრედი კი კვდება.ბიოლოგები აღიარებენ ადაპტაციის შემთხვევას,რომელიც ვლინდება ორგანიზმის ტვინზე ან მხოლოდ მცირეოდენ ზეგავლენას ახდენს მის გარეგნობაზე(მის გენეტიკური ინფორმაციის საზღვრებში)მაგალითად თუ კურდღელს მოვათვსებს თოვლიან გარემოში,რამოდენიმე კვირაში მისი ბეწვი თეთრი გახედება და ასე შემდეგ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2010 კრეაციონისტები ვერ თვლიან იმას რომ სანამ ყველაფერს შეისწავლი ჯერ უნდა მიხვიდე იმ მოვლენის სრულად შესწავლამდე რაც ჯერ არ იცი, როცა შეისწავლი ამ მოვლენას მერე შეგიძლია კიდე უფრო შორს წახვიდე. "ბიგ ბენის" თეორია ანუ "დიდი აფეთქების" თეორია არის მაგალითად X. სამყაროს ისტორია თავიდან ბოლომდე არის Y. თუ შენ X-მდე ვერ მიხვედი, მითუმეტეს ვერ მიხვალ Y-ამდე. ამიტომ სანამ Y-ს გაეცემა პასუხი, ჯერ X უნდა გეცეს პასუხი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted December 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2010 მარტო ევოლუცია არ უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, ალტერნატიული თეორიებიც უნდა ისწავლებოდეს. მაგალითად ის რომ ბავშვები კომბოსტოში ჩნდებიან და მერე წეროებს მოჰყავთ მშობლებთანეგ ბაღში ისწავლება, შენ არ გივლია ეტყობა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2010 Saturn ეგ ბაღში ისწავლება, შენ არ გივლია ეტყობა დაახლოებით ესეთ ზღაპრებს დიდებსაც ასწავლიან, ზოგ-ზოგიერთი რელიგიური მიმდინარეობა პ.ს ფლუდი არ არის ამ თემაში ათეიზმზე საუბარი, როცა ათეიზმს არ ეხება ეს თემა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2010 ტაშიიhttp://planeta.ge/index.php?showtopic=12833&view=findpost&p=130528 აქ 6 ვიდეოა, ზონა.გე-ზე იყო ეს ფილმი, ეხლა აღარ არის სამწუხაროდ. ერთი სიტყვით დავა მიდის, თუ რამდენად სწორია ევოლუციის თეორია და მეცნიერების არგუმენტებიც არის, მათ შორის კრიტიკულიც. საინტერესოა მოგეწონება.. Saturn რა ვიცი, თვითმიზანი არ უნდა იყოს თემის დაფლუდვა და ერთი პოსტი დაპოსტა მეტი ხო არა? კარგი, წავშლი მოგვიანებით ოფტოპებს და თემას დავუბრუნდეთ. ძალიან კარგი... თორე თემის რელსები გადადის ჩემს "დემაგოგიაზე" (არგუმენტი როცა არ აქვთ, ერთადერთი თავის დაღწევის საშვალება, ბრალდებაა) და "რა საშინელებაა ათეიზმი" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2010 ყველამ წაიკითხეთ ეს აუცლებლათ (კრეაციონისტებს ნაკლებად ეხება) ნასას მეცნიერები, გამოაქვეყნებენ ახალ, დიდ აღმოჩენას ამ ხუთშაბათს, რომელმაც შესაძლოა გაზარდოს უცხოპლანეტური სიცოცხლის შანსები სხვა პლანეტებზე. ექსპერტები ფიქრობენ, რომ მათ იპოვეს სრულიად ახალი სიცოცხლის ფორმა, რომელიც აქამდე აღმოჩენილებს - არაფრით გავს. ნასამ,რომელმაც მოიწვია სრულფასოვანი პრესკონფერენცია ხვალ, სცადა თავისი აღმოჩენა დროებით საიდუმლოდ შეენახა, თუმცა შესაბამისი სამეცნიერო დოკუმენტაცია გადაეცა ჟურნალისტებს, ემბარგოს ქვეშ. სკაიმანიას ჯერ არ უნახავს ეს დოკუმენტაცი და დაგვჭირდა ცოტაოდენი გამოძიება, რათა გაგვერკვია რას გამოაცხადებენ. მიუხედავად გამძაფრებული სპეკულაციისა ინტერნეტში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უცხოპლანეტური სიცოცხლის შესახებ გამოაცხადონ, იმ მიზეზებისდა-გამო, რომელიც კარგად ჩამოაყალიბა სტუარტ ატკინსონმა Cumbrian Sky -ში (თარგმნა არ ღირს, ისე აგერ: http://cumbriansky.wordpress.com/2010/11/3...ess-conference/ ) მაგრამ ჩვენი გამოძიება ამბობს, რომ ეს იქნება გარღვევა, აღმოაჩინეს მიკრობები, სასიკვდილოდ მომწამვლელ ტბაში, ექსპერტები ამბობენ, რომ მას სულ სხვა წარმოშობის წყარო უნდა ჰქონდეს, ვიდრე ჩვენს პლანეტაზე არსებულ სხვა სიცოცხლის ფორმებს, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მათი სიცოცხლე, მინიმუმ ორჯერ დაიწყო დედამიწაზე. მთავარი მეცნიერი, ნასას წარმომდგენი, იქნება დოქტორი ფელისა ვოლფე-საიმონი, რომელიც ორი წელია ტბა მონოს იკვლევს, კალიფორნიის ეროვნულ პარკში, ტბა გამდინარეა და უამრავი წლის მანძილზე მასში გროვდებოდა დარიშხანის (As) ის დიდი კონცენტრაცია. ხოლო, გეობიოლოგისტი, ვოლფე-საიმონი ცდილობდა აღმოეჩინა, განვითარდებოდნენ თუ არა მიკრობები, ჩვეულებრივი, დედამიწური, ნახშირბადულისგან განსხვავებული ფორმირებით. ამაზე საინტერესო სტატიაც იყო ( http://www.astrobio.net/index.php?option=c...=detail&id=3259 ) ნასას აღმოჩენის მნიშვნელობა, მიებმება დოქტორის აღმოჩენას, ხოლო მისი მნიშვნელობა უცხოპლანეტური სიცოცხლეების ძებნასთან დაკავშირებით, დემონსტრირებული იქნება იმ ფაქტით, რომ ხვალ კიდევ ორი ექსპერტი იქნება მოწვეული, მზის სისტემის ორ ადგილთან სიცოცხლის შესაძლო განვითრების შესახებ. ესენია: პამელა კონრადი, რომელიც სიცოცხლეს მარსზე ეძებს და სტივენ ბინერი, რომელიც სატურნის ყველაზე დიდ მზეს - ტიტანს განიხილავს, რომელსაც საკმაოდ მკვრივი ატმოსფერო აქვს, როგორც დედამიწას, მაგრამ თხევადი მეთანის ტბები, ნაცვლად წყლისა. ასევე კონფერენციას დაესწრება ეკოლოგისტი ჯეიმს ელსერი, რომელიც ჩართულია ნასას მიერ დაფინანსებულ, უცხოპლანეტური სიცოცხლის ძებნის პროექტში. ყველა აქამდე აღმოჩენილი სიცოცხლე, არსით ერთიდაიგივენაირია, რადგან ყველა ეყრდნობა ფოსფორს, როგორც "სამშენებლო მასალას". ხოლო ახლად აღმოჩენილი მიკრობები დარიშხანს იყენებენ. ასტრობიოლოგი დოქტორი ლიუის დერთნელი, ლონდონის ცენტრიდან აცხადებს: -"მონას ტბას ძალიან დიდი დარიშხანის კონცენტრაცია აქვს, რომელიც როგორც წესი მომწამვლელია და ამიტომ დიდი სიცოცხლეც არ არის" "90% ით დარწმუნებული ვარ, ფელისამ რაღაც იპოვა ტბა მონაში და როგორღაც შეძლეს ეჩვენებინათ, რომ ის დარიშხანს იყენებს მეტაბოლიზმისთვის, იმის მაგივრად რომ მოიწამლოს." "ფოსფორი მთავარია და აუცილებელი სიცოცხლისთვის, ის ფორმირებას უკეთებს დნმ-ს, რაც კი დედამიწაზე სიცოცხლის ფორმა ვიცით, ყველა ფოსფორზეა დამოკიდებული, ისევე როგორც ATP ტიპის მოლეკულა, ანუ ბიოლოგიური ელემენტი" "ამაღელვებელია ასეთ პირობებში სიცოცხლის პოვნა, თუ ეს ორგანიზმები დარიშხანს იყენებენ მეტაბოლიზმისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს სხვა ფორმებიც, გარდა იმისა რაც უკვე ვიცით" "არ არსებობს არცერთი მიზეზი, რატომაც უნდა ვიფიქროთ, რომ სიცოცხლე დედამიწაზე ერთხელ გაჩნდა, ასე იმიტომ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ერთი სახის სიცოცხლეს ვეძებდით, თორემ შესაძლოა სხვადასხვა სახით გაჩენილიყო" "თუ დავიწყებთ ისეთი ექსტრემალური პირობების დათვალიერებას, როგორიცაა მონას ტბა, სადაც ჩვენი ტიპის სიცოცხლე ვერ გადარჩება, აი აქ იპოვი ფუნდამენტურად განსხვავებულ სიცოცხლის ფორმას, რომელსაც სხვა წარმოშობა აქვს, ისინი უცხოები არიან, მაგრამ ჩვენსავე სახლში ცხოვრობენ" თავად დოქტორმა საიმონმა, თავის სიტყვაში ადრე თქვა "შესაძლოა ამან დაამტკიცოს, რომ არსებობს სხვა შესაძლებლობებიც, ჩვენი წარმოსახვის მიღმა, ეს აღებს კარს იმ აზრისკენ, რომ ვიფიქროთ ბიოლოგიაზე ისე, როგორც არასდროს აქამდე" "ჩვენ ვეძებთ სხვა პლანეტებზე სიცოცხლეს, თან ისეთ სიცოცხლეს, რომელიც ჩვენთვის ცნობილია, ეს კი დაგვეხმარება ისეთი სიცოცხლეც ვეძებოთ, რომელიც აქამდე არც კი გვინახავს" ცოტა ხნის წინად, ნასამ დაადასტურა მეთანის არსებობა მარსზე და შესაძლოა მარსზე სიცოცხლეც არსებობდეს ბრიტანელმა კოლინ პილინგერმა, რომელმაც სიცოცხლე მიუძღვნა მარსზე სიცოცხლის ძიებას, დაამატა:"თუ მათ რაიმე ისეთი იპოვეს, რაც შეიძლება დაუკავშირდეს დარიშხანში წარმოქმნილ სიცოცხლეს, მაშინ ეს ძალიან საინტერესოა და ცხადია ითვალისწინებს იმას, რომ სხვა პლანეტებზე, შესაძლოა არსებობდეს დედამიწაზე არსებული სიცოცხლის ფორმისგან განსხვავებული სიცოცხლის ფორმები" P.S. ღმერთი და ტალახისგან გამოძერწვა არსად არ წერია და მორწმუნეებს არ გაგიტყდეთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2010 დედამიწა აღარ არის განსაკუთრებული ადგილი – ირწმუნება ჟურნალი “Cosmos” ხუთ წლიანი ასტრონომიული კვლევების შედეგად უხეშად რომ ვთქვათ, ყოველი ოთხი მზის მსგავსი ვარსკვლავის ირგვლივ გარშემოექცევა ერთი დედამიწის მსგავსი პლანეტა. კვლევები გამოქვეყნდა ჟურნალ “Science”-ში. რომელიც ემყარება ჰავაიზე მდებარე ტყუპი ტელესკოპების მეშვეობით გამოკლვეულ მონაცემებს. გამოკვლეული იქნა 166 ვარსკვლავი 80 სინათლის წლის რადიუსში (დაახლ. 757 ტრილიონი კილომეტრი) “დაახლოებით ყოველ 100 ტიპიურ მზის მაგვარ ვარსკვლავს ყავს ერთი ან ორი იუპიტერის ზომის პლანეტა, უხეშად რომ ვთქვათ 6 ნეპტუნის ზომის 12 სუპერ დედამიწის ხოლო 10 დედამიწის ზომის პლანეტა. – ამბობს ასტრონომი წინამდებარე კვლევების ხელმძღვანელი ენდრიუ ჰოვარდი. “თუ ჩვენ მოვახდენთ ექსტრაპოლაციას დედამიწის ზომის პლანეტებისა, ერთ ნახევარი ან ორჯერ დიდი ზომის პლანეტებს შორის, ჩვენ შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ რომ საშუალოდ თქვენ ყოველ 100 ვარსკვლავთან აღმოაჩენთ 23 დედამიწის ზომის პლანეტას” სამწუხაროდ დედამიწაზე მცირე პლანეტების აღმოჩენა თანამედროვე ტექნოლოგიებით თითქმის შეუძლებელია. ის პლანეტებიც კი რომელიბიც დედამიწას სამჯერ აღემატებიან ზომაში ძნელად აღმოსაჩენი არიან, დაახლოებით ასეთი პლანეტაა Gliese 581 g რომელიც ჩვენგან 20 სინათლის წლის მანძილზე იმყოფება. ის არის ჯერ ჯერობით ყველაზე დამსახურებული კანდიდატი, იმისა რომ ვუწოდოთ დედამიწის მსგავსი. ის სასიცოცხლო ზონაში იმყოფებდა და შეიძლება მის ზედაპირზე ოკეანეები და მდინარეებიც კია. თუ ჰოვარდი და მისი კოლეგები მართლები არიან, ამ მოდელის მიხედვით გაცილებით მეტი დედამიწის მსგავსი პლანეტა ელის ჩვენგან აღმოჩენას, ვიდრე იუპიტერის მსგავსი “ეს ძალიან კარგი ამბავია – ამბობს ჰოვარდი – ნასა ანვითარებს ახალ ტექნოლოგიებს რათა მომდევნო ათწლეულში აღმოაჩინოს ნამდვილი დედამიწის მსგავსი პლანეტები, ეს ყველაფერი აღარაა ძალიან შორეული მომავალში.” ასტრონომი ჯონ გრინჰილი ეთანხმება ამ მოსაზრებას და ამბობს რომ ჩვენს სამყაროში დედამიწის მასის მქონე პლანეტები უმრავლესობას წარმოადგენენ. “რომელიმე მათგანზე აუცილებლად აღმოჩნდება წყალი და სიცოცხლე” ამბობს ჰოვარდი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2010 http://www.youtube.com/watch?v=CvrmZLGWfFs&feature=related Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted December 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2010 ზოგი ევოლუციონისტი ამბობს ხოლმე ევოლუციას მილიონი წლები დასჭირდაო, ზოგი აკონკრეტებს და ამბობს 5 მილიონიო და ამ ვიდეოში კი დე ამბობთ: Evolution In 5 Minutes Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2010 (edited) მე გამიკვირდა ქართულ ინტერნეტ-სივრცეში ევოლუციის თეორიაზე დისკუსი.. ვისაც გინდათ რომ ქართულად მოუსმინოთ, მინი-ლექციას ნახეთ ეს ვიდეო http://www.azrebi.ge/index.php?m=2&newsid=19 Edited December 1, 2010 by Nukriko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2010 (edited) აქ ეს ადამიანი ევოლუციის სასარგებლო მტკიცებულებებს დებს თავის ვიდეოში (სამწუხაროდ ინგლისურის ელემენტარულად გაგების გარეშე, ვიდეოს ვერ გაიგებთ) თან სახალისო არგუმენტები მოჰყავს (რაღაცაზე ხუმრობს კიდეც) http://www.youtube.com/watch?v=9GEh1u5fF4M Edited December 1, 2010 by Nukriko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 2, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2010 ძვირფასო კრეაციონისტებო მადლობას გიხდით, თქვენი საქციელით ჩვენ არგუმენტებს ამტკიცებთ ვიდეო ეძღვნება ძვირფას კრეაციონისტებს.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 3, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2010 (edited) კვლავ დავუბრუნდეთ ბაქტერიას, რომელიც ნასამ აღმოაჩინა http://scienceblogs.com/webeasties/2010/12/nasa_press_conference_-_quick.php ეს მემგონი დიდი აღმოჩენაა რადგან იგი იძლევა იმის საფუძველს რომ არსებობენ სიცოცხლის სხვა ფორმებიც ვიდრე ეს არის გავრცელებული დედამიწაზე.ასტრობიოლოგებმა აღმოაჩინეს მიკრობები რომლებიც უძლებდნენ მაღალი კონცენტრაციის დარიშხანის გარემოში ყოფნას. შემდგომში კი ამ მიკრობების დნმ-ში მოხდა ფოსფორის ჩანაცვლება დარიშხანით. აქამდე მეცნიერები უშვებდნენ რომ სიცოცხლისათვის აუცილებელი კომპონენტი იყო ფოსფორი. ახლა კი ნახეს მიკრობები სადაც ფოსფორი ჩანაცვლებულია სიცოცხლისათვის ძლიერ მომწამვლელი ნივთიერებით დარიშხანით.მეცნიერებმა უკვე დაიწყეს ფიქრი იმაზე თუ კიდევ რა უცნობმა ნივთიერებებმა შეიძლება ჩაანაცვლონ ფოსფორი. http://www.guardian.co.uk/science/2010/dec/02/nasa-life-form-bacteria-arsenic Edited December 3, 2010 by Nukriko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.