Jump to content
Planeta.Ge

ხელისუფლების ახალი სტრატეგია


Recommended Posts

არჩევნები ახლოვდება, ხელისუფლების რეიტინგი დაბალია, განსაკუთრებით თბილისში და დიდ ქალაქებში.

 

ხოდა ჩვენმა ნაცმაცუნებმა ასეთი რამ მოიფიქრეს, რაც შეიძლება ბევრი ადამიანის აყვანა სახელმწიფო სამსახურებში. როგორც ცნობილია ქართული მიდგომის გამო, სახელმწიფო სამსახურში მყოფებს "ევალებათ" ხელისუფლებისადმი ლოიალობა.

 

ამას ემსახურება უგულაას ახალი ინიციატივა გამგებლის წარმომადგენლების შესახებ

 

ამავე მიზანში კარგად ჯდება შსს-ს უზომოდ გაბერილი კადრები და ა.შ.

 

რას იტყვით უზერებო, როგორ უნდა ებრძოლოს ოპოზიცია და საზოგადოება ასეთ მოვლენებს?!

იქნებ დროა, პატრონ-ყმულ მიდგომებს თავი დავანებოთ ყველამ?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

ცხადია ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს არჩევნების მოსაგებად. მათ შორის აკრძალულ ილეთებსაც მიმართავს (კარგი იქნება თუ საერთოდ თავზე არ იმას იზამს, რაც არანაირად არაა გამორიცხული). თბილისის 30 რაიონად დაყოფა ჯერ დასაწყისია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

თბილისის 30 რაიონად დაყოფა ჯერ დასაწყისია.

კი, დასაწყისია

 

ტოტალურ გაყალბებას თბილისში ვერ იზავს, იზავს და სასტიკად დაერხევა საზოგადოება+უცხოეთი.

 

ამიტომაც ყველაფერს მოიგონებენ. სავარაუდოდ:

 

საკრებულოში არჩევნები იქნება მაჟორიტარული, და 50+1 კი არ გაიმარჯვებს, არამედ ის ვინც უბრალო უმრავლესობას აიღებს.

 

მერის პირდაპირი არჩევნები თუ იქნა, მის უფლებამოსილებას მკვეთრად შეზღუდავენ და საკრებულოს გაუზრდიან, მერე იტყვიან ეგ დემოკრატიააო...

 

რით უნდა დაუპირისპირდეს ოპოზიცია?!

 

უნდა წარადგინონ ერთიანი კანდიდატები...არავიტარი პარალელული მონაწილეობა, ეს ავტომატურად მარცხს ნიშნავს, იმიტომ რომ ნაცები 30%+ ყოველთვის აიღებენ, ისევე როგორც ედიკა აიღებდა და იღებდა ამ რაოდენობის ხმებს.

 

მერის უფლებამოსილება ცენტრალურ ხელისუფლებას გადაეცემა, უნდა გააპროტოსტონ ყველა დონეზე, თუ საკრებულოს გადაეცემა, არა....არამედ ყველა რესურსი უნდა მიმართონ საკრებულოს მოსაგებადაც(იხილეთ ზევით), ეს თბილისია, არ დაგავიწყდეთ!!!!

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

უნდა წარადგინონ ერთიანი კანდიდატები...არავიტარი პარალელული მონაწილეობა, ეს ავტომატურად მარცხს ნიშნავს, იმიტომ რომ ნაცები 30%+ ყოველთვის აიღებენ, ისევე როგორც ედიკა აიღებდა და იღებდა ამ რაოდენობის ხმებს.

 

ერთიანი კანდიდატი მერობაზე მეტნაკლებად რეალურია. მაგრამ საკრებულოს არჩევნებში არა მარტო არარეალურია, არამედ არცაა საჭირო. როგორ შეიძლება მაგალითად რესპებს და ლეიბორისტებს საერთო კანდიდატი ყავდეთ, როცა აბსოლუტურად სხვადასხვა მიდგომები აქვთ, თუნდაც სოციალურ საკითხებზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

მაგრამ საკრებულოს არჩევნებში არა მარტო არარეალურია, არამედ არცაა საჭირო. როგორ შეიძლება მაგალითად რესპებს და ლეიბორისტებს საერთო კანდიდატი ყავდეთ, როცა აბსოლუტურად სხვადასხვა მიდგომები აქვთ, თუნდაც სოციალურ საკითხებზე.

შეთანხმდნენ კვოტებზე, ანუ ერთ ადგილას ლეიბორისტი იყრის კენჭს, მეორეზე რესპუბლიკელი, სხვა ვარიანტში არცერთი არ იქნება საკრებულოში

 

გაიგეთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ ნერვიოლობტთ.. ცინასწარ ყველაფერზე შეთანხმდებიან...

 

ლეიბორისტებიც იშოვიან ფულს ამ არჩევნებზე... მაგარი ბიზნესია...

 

ყველაფერი დალაგდება....

 

მერი კი, ოპოზიციონერი ვერ გახდება, მხოლოდ იმიტომ, რომ 9 კანდიდატი ეკოპება ოპოზიციას... აი ასე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

შეთანხმდნენ კვოტებზე, ანუ ერთ ადგილას ლეიბორისტი იყრის კენჭს, მეორეზე რესპუბლიკელი, სხვა ვარიანტში არცერთი არ იქნება საკრებულოში

 

შანსი არ არის. ყველას იმხელა ამბიციები აქვს( ზოგს რეალური, ზოგს კი აბსოლუტურად არარეალური), რომ არაფერი არ გამოვა.

არასაპარლამენტო ოპოზიცია კიდევაც რომ შეთანხდეს, საპარლამენტოს რას ვუშვებით. თარგამაძესთან და პადოშასთან და ჯონდისთან არა მგონია რამე გამოვიდეს.

ისე ადგილობრივ არჩევნებზე ჯერ კიდევ ბევრი რამეა გასარკვევი. ლეიბებმა გუშინ გამოაცხადეს რომ არ მიიღებენ მონაწილეობას, ფორუმის ბედი გაურკვეველია. კონსერვატორები ჩემთვის გაურკვეველ პრაიმერებს ებღაუჭებიან.

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

საპარლამენტოს რას ვუშვებით. თარგამაძესთან და პადოშასთან და ჯონდისთან არა მგონია რამე გამოვიდეს.

ეგენი ჰა-ჰა 3-5%-ს აიღებენ ნე სტრაშნა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

საპარლამენტოს რას ვუშვებით. თარგამაძესთან და პადოშასთან და ჯონდისთან არა მგონია რამე გამოვიდეს.

 

ეგენი ჰა-ჰა 3-5%-ს აიღებენ ნე სტრაშნა

 

პადოშა და ჯონდი ვერც ვერაფერს ვერ აიღებენ.თარგამაძეს კი მე არ ჩამოვწერდი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

შსს-ს უზომოდ გაბერილი კადრები

მტკნარი სიცრუეა ეს. არანაირი გაბერილი კადრები არაა შსს-ში. მაგალითად სამინისტროს რამდენიმე შენობას (ახალი შენობა კახეთის გზატკეცილზე, ორთაჭალაში ორი კორპუსი, მოდული, თბილისის მთავარი სამმართველო) IT საფორთის მაქსიმუმ 10 კაციანი ჯგუფი ემსახურება. შენ წარმოდგენა მაინც თუ გაქვს რამდენი კაცი მუშაობდა შსს-ში შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში და რამდენი მუშაობს ახლა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

IT საფორთის მაქსიმუმ 10 კაციანი ჯგუფი ემსახურება. შენ წარმოდგენა მაინც თუ გაქვს რამდენი კაცი მუშაობდა შსს-ში შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში და რამდენი მუშაობს ახლა?

შენ მითხარი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ზუსტ რიცხვებს ვერ გეტყვი, მაგრამ შემცირებულია შტატები.

კი, ედიკას დროს თუ იყო 70 000 ეხლა არის 50 000

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ედიკას დროს თუ იყო 70 000 ეხლა არის 50 000

კიდევ ვიმეორებ ზუსტი რიცხვები არ ვიცი, მაგრამ ისიც გაითვალისწინე რომ ადრე შსს და უშიშროება ცალ-ცალკე სტრუქტურები იყო, ახლა კი შსს-შია გაერთიანებული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

უკაცრავად და სად შეიძლება გავიგოთ ეს საჯარო ინფორმაცია არ არის?

სხვა თუ არაფერი ნალოგოპლატილშიკების ფული იხარჯება ამ სტრუქტურის რჩენაზე.

 

newstudio

მაპატიე, ტელევიზორს არ ვუყურებ საერთოდ და ეგებ მიმითითო სად ვნახო ეს ინფო - რა 30 რაიონი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...