Jump to content
Planeta.Ge

რატომ ჰკლავთ სამშობლოსადმი თავდადების წყურვილს?


Recommended Posts

როგორ გინდათ მომავალში ქართველ ჯარისკაცს თავდადება მოსთხოვოთ?

არ დაფიქრდება ეს დალოცვილი, რომ შეიძლება მასაც ასეთი ლანძღვა.გინება ელოდება?

 

2008 წლის აგვისტოს საომარი მოვლენების დროს პრეზიდენტი სააკაშვილი ტელევიზით ასეთ რამეს იძახის; "მაშინდელმა ჯარმა მხოლოდ 3 რუსული თვითმფრიავის ჩამოგდება შესძლო, ჩვენ კი აგერ უკვე 10 ჩამოვაგდეთ".

 

ხო და ამის შემდეგ რით განსხვავდება აქ ზოგიერთი სააკაშვილისგან?

 

იმის მაგივრად საქმე ეკეთებინა ტელევიზიით ტრაბახობდა კიდევ და იმ ხალხს ვინც საძირკველი შეუქმნა ქართულ ჯარს დასცინოდა.

ის კი არ უთქვამს გაქანებულ პრეზიდენტას, რომ მაშინ ის 3 თვითმფრინავი "ლაგატკებით" ჩამოაგდეს და რუსებს ნახევრად ტიტველმა, შეუიარაღებელმა ბიჭებმა სადღაც 3 წელი წინაარმდეგობა გაუწიეს.

ის კი არ უთქვამს პრეზიდენტს, რომ 1993 წელს ერთი მხვრივ ადმირალ ბალტინის შავი ზღვის უკრაინულ რუსული არმია და მეორე მხვრივ შევარდნაძის ბანდებს 3 თვე წინააღმდეგობა გავუწიეთ. არ დაგვაკლეს არც დაბომბვები და არც მხეცობა.

 

"აუ ეს ლოთი როგორ დანიშნა ვინმემ სარდლად!"

 

დანიშნა?

 

ეს ეხლა ნიშნავენ და რამდენი იქნება თქვენი აზრით დღეს მინისტრის ან გვარდიის სარდლი კანდიდატურის მსურველი?

ალბათ საქართველოს მოსახლეობის 40%-ი

 

მაშინ სახვეწნი იყო. ლოთი ერთი კვირა უარზე იყო. კიტოვანთან მივიდა და უთხრა, რომ შერიგებულიყო და არ გაეხლიჩა გვარდია. მოკლედ მაშინდელ მეთაურთა თანამდებობებზე ხალხი სანთლით იყო საძებნი. სიკვდილი არ უნდოდა არავის.

მეთაურები მარტო კაბინტეში არ იჯდნენ, არამე თვითონაც მონაწილეობდნე საომარ მოქმედებებში.

 

აქ დიპმიტა ხშირად მიხსენებს ზვიად ძიძიგურს.

იცის დიმპიტა საერთოდ ვინ არის ზვიად ძიზიგური?

იცის ის რომ არა მარტო დეპუტატი იყო, არამე მებრძოლიც? რამდენი გყავთ პარლამენტში ან მის გარეთ ასეთი ხალხი?

დიმპიტა და სვხები ხედავენ იმ ძიძიგურს, რომელიც მიტინგზე და ადარებენ მერე იმათ ვიც გორში დახოხავს თვითმფრინავის ხმაზე და შარვალში იფსამს.

ძიძიგური ის პოლიტიკოსია, რომელსაც თავისი სიცოცხლის შეწირვა შეუძლია საქართველოსათვის. ამაზე არ ფიქრობთ თქვენ.

ასეთი იყო მაშინდელი ჯარიც. ნახევარი მჭიდით მიდიოდნენ ბრძოლაში.

 

ქუთაისიდნ სენაკის აეროპორტში რუსების სამხედრო კოლონა მიდიაოდა და ერთ-ერთ მოსახვევში ბოლო ბეტეერი ტ-80 დაკარგა. უბრალოდ შეახტა რამოდენიმე მებრძოლი და გასკვანჩეს რუსები. კოლონა რომ ჩავიდა სენაკში ერთი ბეტეერი აკლდა.

სამტრედიის ცენტრში რუსების ტ-74 ტანკზე ბძოლისას აძვრა ერთი მებრძოლი და ჩაცხრილა ეკიპაჟი. ტანკი აფეთქდა.

 

ასეთი ხერხებით ვომობით და ვშოულობდით შეიარაღებას. ხშირ შემთხვევაში საკუთარი სახსრებით ვყიდულობდით.

რამდენი იცით დღეს ამის გამკეთებელი და მსურველი?

ხო და ამ ჯარს აგინებთ თქვენ?

 

რაც შეეხება აფხაზეთის ამბეს.

1993 წელს ედვარდმა რუსებს მოელაპარაკა ჯარის გაყვანაზე. ჩვენ წინააღმდეგნი ვიყავით გასვლისა. ლოთმა შესთავაზა ედოს ნუ გახვალთო და თუ მაინც ამ გასვლას აპირებთ ზუგდიდში დაბანაკდითო. აფხაზებზე და რუსებზე არ დაიჯერებაო.

 

ედომ უარი სთქვა. მაშინ ასეთი ბრძანება გაიცა. ვინც აფხაზეთის დატოვებას გადაწყვეტს იარაღი უნდა ჩააბაროს. თქვენ არ გინდათ ბრძოლა, მაშინ ჩვენ ვიბრძოლებთ.

ედომ რუსების დახმარები შავი ზღვით ბათუმში გაიყვან ჯარი. ვინც ჩერეზ ჩვენი აპირებდა გაქცევას კი ვართმევდით იარაღს, მაგრამ 90% იქედან გაიქცა.

შემდგომ ეს არ აკმარეს და მოსახლეობა გადაგვამტერეს.

ხალხი მოდიოდა და "ედვარდამო მშვიდობას მოაწერა ხელიო და თქვენი გულისათვის რუსები და აფხაზები დაგვცხებენო". მოკლედ იძულებული ვიყავით ჩვენც გამოვსულიყავთ იქედან.

 

1993 წელს როდესაც ედოს და მის ბანდას ერთი კვირა არსებობა რჩებოდა, როდესაც უკვე ქუთაისში შევდიოდით და ედოს ჯარი მხედრიონით თავქუდმოგლეჯილი გარბოდა აფხაზებმა შეტევა დაიწყეს.

სამხედრო თვალსაზრისით სიულელე იყო. იმიტომ რომ აფხაზებისათვის უფრო მომგებიანი იქნებოდა შეტევის დაწყება როდესაც ჩვენ თბილისთან ვიქნებოდით.

რატომ?

იმიტომ რომ ისევ ედოს უშველა რუსებმა.

შეტევა ადრე დაიწყეს.

დანარჩენს არ მოვყვები.

ეს ფილმები შარტავს სატელეფონო საუბრით ედოს ჰოლივუდფილმების შექმნილია ისე როგორც ამას ეხლა მიშა აკეთებს.

 

 

ეხლა მითხართი ხალხო. ვინ დაუფასა ამ ბიჭებს ეს თავდადება?

დაფასებაო?

დღე და ღამე აგინებთ თქვენ და ეს მთავრობაც.

 

ხო და როგორ გინდათ მოსთხოვოთ მომავლ ქართველ ჯარისკაც თავი რომ დასდოს სამშობლოსათვის?

 

დაუფასებთ?

თუ იმასაც აგინებთ.

 

დღევანდელი გადასახედიდან რომ ვუყურებ 100%ი ვარ დარწმუნებული რომ აგინებთ.

 

 

ეხლა ამ ტექსტს სამხედრო ტერმინოლოგიით დავამთავრებ:

ვისაც მაშინდელი ჩვენი ჯარი არ მოსწონს დ აგინებს იმას გავარტყი ეს ჩემი პროტეზი ერთ ადგილზე და თან ისე ღრმად რომ უკან ვერ ამოიღოს. ეს საქართველო თქვენისთანა ჩათლახებისატვის არ დაგვიცვია, ასე რომ სულ ერთ ადგილზე მკიდია თქვენი დამოკიდებულება.

 

პ.ს. მოგონება არდავიწყება ყველა იმ ვაჟკაც მებრძოლს ვინც მაშინ საქართველოს გულისათვის თავი გასწირა.

ბევრი იყო ასეთი არა მარტო ჩვენსკენ, მხედველობაში მაქვცს საქართველოს კანონიერი გვარდია, არამედ კიტოვანის მხარეზეც და მხედრიონშიც.

ბევრი მებრძოლი იყო უბრალო ხალხისგან, რომელთაც არც წოდება ჰქონდა, არც ფული, არც ტანსაცმელი და შიშველი ხელებით იბრძოდნენ საქართველოს სიყვარულის გულისთვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმის მაგივრად საქმე ეკეთებინა ტელევიზიით ტრაბახობდა კიდევ და იმ ხალხს ვინც საძირკველი შეუქმნა ქართულ ჯარს დასცინოდა.

არასდროს არ გამიგია, ქართველ ჯარს დასცინოდეს ვინმე, ყველას გული გვაქ დახეტქილი, როგორ გეკადრებათ ცემო ბატონო? დასცინოდნენ და დასცინიან სააკასვილს და პრეტენზია აქვს ყველას მხოლოდ მასთან და მის უგვან გარემოცვასთან, ვინც ეს ახალგაზრდები მოუფიქრებლად და უსინდისოდ გაწირა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

murTazi

გეთანხმები-მუხროვანში ამ ნაგიჟარმა მიშამ რაც ჩაუტარა ჯარს-ეს იყო ყველასთვის საშინელება-არავის არ აუბია მხარი და პირიქით სულ ეგ იწერებოდა ასეთი ლანძრვის მერე ამათ , დამცირებულებს მოვთხოვოთ სამშობლოს დაცვაო!

თუ ახლანდელს გულისხმობს ბაბუა გიორგი...90-იანებში ვერ ვიტყვი რა ხდებოდა, არ მახსოვს.ერთს კი ვიტყვი რომ იგივე მხედრიონზეც ესე ხელაღებით რომ ილანძღებიან-2 ჩემი უახლოესი ადამიანი იყო მანდ-ერთმა ქონება ზიდა იყაჩაღა-მოკლეთ საფლავშია და არმინდა დეტალები. მეორე იბრძოდა ოჩამჩირეში, ტყვეთ ჩავარდა-რასტრელზე გაიყვანეს და გარშემო ესროდნენ...სახლშია ეხლა შიმშილობს ოჯახი და შიზოფრენია აქვს...არადა გმირია:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...