Nukriko Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 "რუსი ადამიანი ყოველთვის გარედან, რაღაც კოსმიურ თუ მეტაფიზიკურ ძალისგან ელის შველას" "ეს ნიშნავს ყოველგვარ იმედების დამყარებას იმაზე, რომ რაღაც გარეშე ძალა დანეხმარება, მიშველის, იმის მაგივრად, რომ ჩემს სიცოცხლეს სივრცე და დრო შევავსო ჩემი ძალისხმევით და შევქმნა ჩემს თავში ისეთი რა, რის გამოც მე შემიძლია ჩემს თავს პატივი ვცე" "ეს კი, ამბობს იგი, მკრეხელობაა. თუ ნამდვილი ქრისტიანი ხარ, შენი თავი შენ არ გეკუთვნის; რაკი ღმერთის ხატად ხარ შექმნილი, პატივი უნდა სცე ამ ხატს შენს თავში. ჩვენი გლეხობის უმეტესი ნაწილი, განაგრძობს რზანოვი, არ არის მიჩვეული შრომას, არც უყვარს შრომა. ამასთან გლეხობა მთლიანობაში გამსჭვალულუია იმ იდეით, რომ მიწა არავისია, ე.ი. ყველასია და ჩემიცაა. ხოლო რაკი არავისია, ღმერთისაა, ამიტომ თავადებსა და აზნაურებს მათივე მიწა უნდა წავართვათ იმის მაგივრად, რომ ჩვენი საკუთარი მიწა დავამუშაოთ. ჰოდა, როზანოვი ეუბნება გლეხებს: თქვენ ამბობთ, რომ მიწა ღმერთისაა; კი ბატონო აგრამ ეს ხო იმასაც გულისხმობს, რომ ამ მიწაზე ადამიანიც ღმერთის უნდა იყოს, ე.ი. ადამინმა თავისი შრომით, თავისი მიწისადმი სიყვარულით თავის თაცვში უნდა აღმოაჩინოს ის მარცვალი, რომელსაც "ღმერთის ხატი" ჰქვია, და ამით საკუთარი თავის პატივისცემა მოიპოვოს."მ. მამარდაშვილი ამ რუსში ქართველი ამოვიკითხე მე პირადად, თქვენ რას ფიქრობთ ესე თუ არა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 Nukriko მამარდაშვილი რუსეთში მოღვაწეობდა და შესაბამისათ დაკვირვების ობიექტი რუსი სუბიექტი იყო.აქ რო ყოფილიყო მერწმუნე იდენტური ან ბევრათ უფრო მძიმე დასკვნა იქნებოდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 (edited) Nukriko მამარდაშვილი რუსეთში მოღვაწეობდა და შესაბამისათ დაკვირვების ობიექტი რუსი სუბიექტი იყო.აქ რო ყოფილიყო მერწმუნე იდენტური ან ბევრათ უფრო მძიმე დასკვნა იქნებოდა.უკაცრავად ძალიან მეცნობა თქვენს ავატარაზე გამოსახული პიროვნება და მამათქვენია? Edited October 29, 2009 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 Siknadmo არა ბებიათქვენი ქალიშვილობაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted October 29, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 maliari მამარდაშვილი რუსეთში მოღვაწეობდა და შესაბამისათ დაკვირვების ობიექტი რუსი სუბიექტი იყო.არა მარტო.. დაკვირვების ობიექტი ქართველიც იყო.. საინტერესო ის არის რომ ჩვენმა საზოგადოებამ ეს ადამიანი მოღალატედ გამოაცხადა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 Nukriko საინტერესო ის არის რომ ჩვენმა საზოგადოებამ ეს ადამიანი მოღალატედ გამოაცხადა...ხო გეზე მქონდა დაკადაკა მაგაზე.იზმები დამღუპველია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 30, 2009 Siknadmo maliari კორექტულად!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted October 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 30, 2009 newstudio დამეზარა ჭიჭყინი მიხედეთტქო- ჩემი სიგნაჩის მიხედვით ვუპასუხე( მაქსიმალურად ლაითათ)-თუ გინდა დაგვსაჯე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
paolo Posted October 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 30, 2009 მერაბ მამარდაშვილის ენა, ისევე როგორც ყველა ნამდვილი ფილოსოფოსის, რთული და არაკომუნიკაბელურია. ამიტომ უფრო ადვილია მისი პირდაპირ მოღალატედ ან სულელად გამოცხადება, ვიდრე მისი ფილოსოფიის ნამდვილ არსში წვდომა.აქ მამარდაშვილს როზანოვის ციტატა მოყავს რუს ადამიანზე და არა თავისი (თუმცა მას ეთანხმება და ყველა დროის უძლიერეს რუს მოაზროვნედ თვლის). ამიტომ ვერ დავეთანხმები იმას, რომ მისი დაკვირვების ობიექტი მხოლოდ რუსი იყო. მას ქართველებზეც უწერია ბევრი რამ.რაც შეეხება ამ რუსში ქართველის ამოკითხვას... რავიცი, შეიძლება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted October 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 30, 2009 მე ვარ...სახლშიც კი რუსულად ვლაპარაკობ.. რამე პრობლემაა?? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted October 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 30, 2009 ისე ზვიადისტებისგამო მოკვდაო და მართალია? machkatela ჩემი ცოლი და სიდედრიც რუსულათ ბაზრობენ და რა პრობლემაა ვერ გავიგე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted October 30, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 30, 2009 მე ვარ...სახლშიც კი რუსულად ვლაპარაკობ.. რამე პრობლემაა??ჩემი ცოლი და სიდედრიც რუსულათ ბაზრობენ და რა პრობლემაა ვერ გავიგე?რა ენაზე საუბრობ ეს სხვა რამეა, ამას არანაირი მნიშველობა არ აქვს. მთავარია როგორი მენტალიტეტი გაქვს..მასის-მენტალიტეტი საზოგადოების მენტალიტეტი რუსულს არ უნდა ჰგავდეს, პირიქით რადიკალურად საპირისპირო უნდა იყოს, რომ ნორმალური დემოკრატიული ქვეყანა ვაშენოთ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted October 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 30, 2009 "რუსი ადამიანი ყოველთვის გარედან, რაღაც კოსმიურ თუ მეტაფიზიკურ ძალისგან ელის შველას" "ეს ნიშნავს ყოველგვარ იმედების დამყარებას იმაზე, რომ რაღაც გარეშე ძალა დანეხმარება, მიშველის, იმის მაგივრად, რომ ჩემს სიცოცხლეს სივრცე და დრო შევავსო ჩემი ძალისხმევით და შევქმნა ჩემს თავში ისეთი რა, რის გამოც მე შემიძლია ჩემს თავს პატივი ვცე" "ეს კი, ამბობს იგი, მკრეხელობაა. თუ ნამდვილი ქრისტიანი ხარ, შენი თავი შენ არ გეკუთვნის; რაკი ღმერთის ხატად ხარ შექმნილი, პატივი უნდა სცე ამ ხატს შენს თავში. ჩვენი გლეხობის უმეტესი ნაწილი, განაგრძობს რზანოვი, არ არის მიჩვეული შრომას, არც უყვარს შრომა. ამასთან გლეხობა მთლიანობაში გამსჭვალულუია იმ იდეით, რომ მიწა არავისია, ე.ი. ყველასია და ჩემიცაა. ხოლო რაკი არავისია, ღმერთისაა, ამიტომ თავადებსა და აზნაურებს მათივე მიწა უნდა წავართვათ იმის მაგივრად, რომ ჩვენი საკუთარი მიწა დავამუშაოთ. ჰოდა, როზანოვი ეუბნება გლეხებს: თქვენ ამბობთ, რომ მიწა ღმერთისაა; კი ბატონო აგრამ ეს ხო იმასაც გულისხმობს, რომ ამ მიწაზე ადამიანიც ღმერთის უნდა იყოს, ე.ი. ადამინმა თავისი შრომით, თავისი მიწისადმი სიყვარულით თავის თაცვში უნდა აღმოაჩინოს ის მარცვალი, რომელსაც "ღმერთის ხატი" ჰქვია, და ამით საკუთარი თავის პატივისცემა მოიპოვოს."მ. მამარდაშვილი ამ რუსში ქართველი ამოვიკითხე მე პირადად, თქვენ რას ფიქრობთ ესე თუ არა? სწორად ამოიკითხე. როგორც ვიცი, მეინსტრიმ კულტუროლოგიაში ქართველები და რუსები, ისევე როგორც სხვა მართლმადიდებელი ხალხები, ერთ "სასტავში" ვართ გასულები, და ფუნდამენტურად განვსხვავდებით "დასავლელი" ადამიანისგან. მე ვფიქრობ, ნუ, უფრო სწორი იქნებოდა რომ მეთქვა - ვიმედოვნებ, მთლად ასე არ უნდა იყოს საქმე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted October 30, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 30, 2009 სწორად ამოიკითხე. როგორც ვიცი, მეინსტრიმ კულტუროლოგიაში ქართველები და რუსები, ისევე როგორც სხვა მართლმადიდებელი ხალხები, ერთ "სასტავში" ვართ გასულები, და ფუნდამენტურად განვსხვავდებით "დასავლელი" ადამიანისგან.საერთო მართლმადიდებლური ცივილიზაციის არსებობის არ მჯერა. განსხვავება არის სლავურ-მართლმადიდებლურსა და იგივე ბერძნებსა და ქართველებს შორის..მე არა იმდენად მართლმადიდებლურ ცივილიზაციას ვუკავშირებს ამ მსგავსებებს, არამედ საბჭოთა წარსულს.. და თვითმიზანი რატომ არის "დასავლელი" ადამიანი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted October 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 30, 2009 Nukriko საერთო მართლმადიდებლური ცივილიზაციის არსებობის არ მჯერა. განსხვავება არის სლავურ-მართლმადიდებლურსა და იგივე ბერძნებსა და ქართველებს შორის..მე არა იმდენად მართლმადიდებლურ ცივილიზაციას ვუკავშირებს ამ მსგავსებებს, არამედ საბჭოთა წარსულს.. ნუ, მეცნიერებს სჯერათ, და გარკვეული არგუმენტებიც აქვთ. პირადად მე ამ ამბებში ისე არ ვერკვევი, რომ ახლა ბევრი ვა##კო. ისე, მამარდაშვილი ამბობდა, რომ რუსები იმიტომ არიან "სხვანაირები" დასავლელებთან შედარებით, რომ ამ ქვეყანაში ვერ შედგა განმანათლებლობა. კულტუროლოგიის მამა - ტოინბი - წერდა, რომ აღმოსავლეთის ქრისტიანულ ქვეყნებს, ანუ მართლმადიდებლებს, არ გაუვლიათ განვითარების ბევრი ის ეტაპი, რაც გაიარა "დასავლელმა" ადამიანმა - მაგ. რეფორმაცია, რენესანსი, იგივე განმანათლებლობა და ა.შ. და თვითმიზანი რატომ არის "დასავლელი" ადამიანი? ვაა, აბა ევროპა გვინდაო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.