ლ ი ც ი Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 (edited) ”ПЕРВЫЙ КАВКАЗСКИЙ КАНАЛ” ტელეკომპანია ”ალანიას” ბაზაზე შეიქმნება”Первый Кавказский Канал” ტელეკომპანია ”ალანიას” ბაზაზე შეიქმნება. ტელეკომპანია ერთგვარად იდეოლიგიური არხი იქნება, რომელიც კავკასიის რეგიონის ქვეყნებისა და ხალხების აქტუალური პრობლემატიკის გაშუქებით დაკავდება. როგორც პოლიტიკურ კულუარებში აღინიშნება, ”იგი კავკასიელი ხალხის დაახლოებას, ერთმანეთის კულტურის უკეთ გაცნობას, წარმოჩენას და ყველა სხვა აქტუალური თემის გაშუქებას მოემსახურება”.კავკასიური არხი მაუწყებლობას მომავალი წლის იანვრიდან დაიწყებს და მთელ კავკასიის რეგიონს დაფარავს. ამ ინფორმაციას არაოფიციალურად საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც ადასტურებენ, თუმცა ღიად კომენტარისგან თავს იკავებენ. ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინ უხელმძღვანელებს არხს და როგორ დაკომპლექტდება შემოქმედებითი ჯგუფი. ამ ეტაპზე, ცნობილია ახალი არხის ორი ტელესახის ვინაობა. ერთ-ერთი რუსი ჟურნალისტი, ”ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრის” დირექტორი ოლეგ პანფილოვია, მეორე კი ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის ქვრივი ალა დუდაევა, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება. http://presa.ge/index.php?text=news&i=10502 ლიცემერი: ვიცი რომ ეს ნაბიჯი ძლიერ გააღიზიანებს ღორებს, მაგრამ ბრძოლა ბრძოლაა და აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, სწორი გზით მივდივართ ... ასეა ეს-საქმე ის კი არაა, წამოიწყო და უკან დაიხიო, არამედ "საქმეა" როცა ბრძოლაში ჩაებმები, გაიმარჯვებ, დამარცხდები, მოიგებ, დაკარგავ, დაეცემი, ადგები, როცა მთელ ძალას მოიკრებ და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოლებ. ასე რომ, სანამ პროცესი მიმდინარეობს, ვინმეს წარმატებაზე ან წარუმატებლობაზე ლაპარაკი ზედმეტია. მაშ-ს ასე,-"ვინც ეძებს, ის პოულობს. ვინც იპოვა, ის არ ეძებს. ვინც არ ეძებს, ის ვერ პოულობს" @ ანონიმი ავტორი უზერებო, მოგწონთ იდეა? Edited October 29, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 ლ ი ც ი თუ მიშისტურ იდეოლოგიას არ მოემსახურება, მაშინ შეიძლება ივარგოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 29, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 ლ ი ც ი თუ მიშისტურ იდეოლოგიას არ მოემსახურება,ძუკუ როგორ და რანაირად? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 (edited) ლ ი ც ი იდეა კარგია თუ მიშისტურ იდეოლოგიას არ მოემსახურება, მაშინ შეიძლება ივარგოს. და კიდევ ერთი, ალანიას სიხშირეს საქმე მთლად სუფთად არაა, ჯერ ეს მოეგვარებიათ?! თუ ნაცები ბოლშევიკებივით ფიქრობენ, ვიქნებით და ვიქნებითო?! Edited October 29, 2009 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 იუზერებო, გინდათ იხილოთ დაბომბილი ტიფლისი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 29, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 და კიდევ ერთი, ალანიას სიხშირეს საქმე მთლად სუფთად არაა, ჯერ ეს მოეგვარებიათ?!newstudio რამდენადაც ვიცი უახლოეს ხანში მოგვარდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 მაგარი იდეაა . იმედია მართლა განხორციელდება . ძალიან კარგი იქნება ახმედ ზაკაევის ოფიციალურად თბილისში მოწვევა და მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება თუ მოხდება და ამ არხის მთავარი იდეოლოგი ის იქნება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 ხო, რუსეთი ამას საუკეთესო ვარიანტში ჩაახშობს, უარეს ვარიანტში... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 29, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 ძალიან კარგი იქნება ახმედ ზაკაევის ოფიციალურად თბილისში მოწვევადა მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება თუ მოხდება და ამ არხის მთავარი იდეოლოგი ის იქნებად ა გ ლ ი ჯ ა ვ ს ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 უზერებო, მოგწონთ იდეა?რატომაც არა, რატომაც არა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 თუ არ გაამიშისტეს ეს არხი იდეა კარგია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 ლ ი ც ი ლ ი ც ი თუ მიშისტურ იდეოლოგიას არ მოემსახურება, ძუკუ როგორ და რანაირად? ისე როგორც დღეს ალანია.და მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება თუ მოხდება და ამ არხის მთავარი იდეოლოგი ის იქნება დ ა გ ლ ი ჯ ა ვ ს ! სწორედ მაგი შარი გვაკლია რუსებთან. ბრიტანელებთან ერთი ამბავი აქვთ მის გადმოცემაზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 ამ არხის ფინანსისტი იქნება ბერეზოვსკი, ვფიქრობ რომ ეს ახალი მიზეზი იქნება პროვოკაციის რასაც რუსეთი გეგმავს საქ. წინააღმდეგ, რაც უფრო დიდ კონფრონტაციაში ვიქნებით რუსეთთAნ, მით უფრო ახლოს იდგება რუსის ჯარი თბილისთან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
akkai Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 სიუჟეტი ამ თემაზე http://itv.ge/?p=31844 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 30, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 30, 2009 გია ჭანტურია: “რეგიონული რუსულენოვანი არხის გახსნას აუცილებლად ვაპირებთ” “საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი გია ჭანტურია აცხადებს, რომ პირველი არხის ბაზაზე რუსულენოვანი კავკასიური ტელეკომპანიის ჩამოსაყალიბებლად სამუშაოები მიმდინარეობს და სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის არხის კონცეფცია მზად იქნება. როგორც პოლიტიკურ კულუარებში აღინიშნება, არხი “კავკასიელი ხალხის დაახლოებას, ერთმანეთის უკეთ გაცნობას, წარმოჩენას და ყველა სხვა აქტუალური თემის გაშუქებას მოემსახურება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ჭანტურია: ახალი კავკასიური არხი საზოგადოებრივის ბაზაზე იქმნება.“არსებული ინფორმაციით, კავკასიური არხი მაუწყებლობას მომავალი წლის იანვრიდან დაიწყებს და მთელ კავკასიის რეგიონს დაფარავს. ამ ინფორმაციას არაოფიციალურად საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც ადასტურებენ. თუმცა ღია კომენტარისგან თავს იკავებენ. ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინ უხელმძღვანელებს არხს და როგორ დაკომპლექტდება შემოქმედებითი ჯგუფი, თუმცა ამ ეტაპზე ცნობილია ორი ტელესახის ვინაობა - ერთ-ერთი რუსი ჟურნალისტი, “ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრის” დირექტორი ოლეგ პანფილოვია, მეორე კი ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის ქვრივი ალა დუდაევა, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება”, - აღნიშნავს გამოცემა.“რუსულენოვანი არხის გაკეთების იდეა არსებობს, მაგრამ “ალანიას” ბაზაზე მისი განთავსება არ იგეგმება. “ალანია” დამოუკიდებელი ტელეარხია, რომელიც მუშაობას განაგრძობს. ჩვენ გვაქვს იდეა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე იყოს მესამე არხი, რომელიც რუსულენოვანი იქნება და რომელიც ეროვნულ უმცირესობებზე იქნება გათვლილი და რეგიონსაც მოიცავს. ჩვენ ვსწავლობთ სიტუაციას და გარკვეულ საკითხებს, წლის ბოლომდე ალბათ ვერ მოხერხდება არხის მაუწყებლობის დაწყება. ხოლო რაც შეეხება კადრებს, ვაპირებთ ოლეგ პანფილოვის მოწვევას, რომელიც მაღალი დონის ჟურნალისტია და ასევე ძალიან ბევრი ადამიანისას. სხვა კონკრეტულს ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა არხის გახსნას აუცილებლად ვაპირებთ და თავისუფლად შესაძლებელია ამ იდეს განხორციელება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ჭანტურია. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/114825.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.