Jump to content
Planeta.Ge

ამისთანა ახალგაზრდებს ყოველთვის გვერდზე დავუდგები.


Recommended Posts

  • Replies 31
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

ხატია შიუკაშვილი

ხათუნა შიუკაშვილმა როდის გადაიპრანჭა სახელი? :D

თუმცა სრული უფლება და ტავისუფლება აქ ამის ისე როგორც ამდენი ძახილის ნიშნის დასმაც :D

 

ხო, მართლა აუდიტორიებში კედლებს აღარ ჯღაბნის, კითხეთ ერთი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ერთხელ უკვე გთხოვე კარდუს ნაირ პასუხებს ნუ მცემ მეთქი.ეს მეორე იქნება. მე საქართველოზე გეკითხები და არა ამერიკა სომხეთზე.

კარდუ არაფერ შუაშია არაა.შენს კითხვაზე მე გიპასუხე:

თავისუფლების სხვადასხვა ხარისხი არსებობს

შედარება თუ არ გინდა მაშინ არსებობს კვლევები, რომელსაც ყოველწლიურად ატარებენ სხვადასხვა ორგანიზაციები და ქულებითაა შეფასებული თავისუფლების ხარისხი. შეგიძლია იმათ გადახედო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შედარება თუ არ გინდა მაშინ არსებობს კვლევები, რომელსაც ყოველწლიურად ატარებენ სხვადასხვა ორგანიზაციები და ქულებითაა შეფასებული თავისუფლების ხარისხი. შეგიძლია იმათ გადახედო.

 

 

ეგრე,ბიზნსის წარმოების მხრივ მეთერთმეტე ადგილზე ვართ და რატომ გარბიან ბიზნესმენები ქვეყნიდან? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დამიჯერეთ რა, ეგეთი საკუთარი თავით განდიდებული ადამიანი საბოლოო ჯამში ისეთივე კომფორმისტად იქცევა როგორი კონფორმისტებიც თვითმართველობაშია...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

დამიჯერეთ რა, ეგეთი საკუთარი თავით განდიდებული ადამიანი საბოლოო ჯამში ისეთივე კომფორმისტად იქცევა როგორი კონფორმისტებიც თვითმართველობაშია...

:yes2:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დამიჯერეთ რა, ეგეთი საკუთარი თავით განდიდებული ადამიანი საბოლოო ჯამში ისეთივე კომფორმისტად იქცევა როგორი კონფორმისტებიც თვითმართველობაშია...

 

 

დღეს რასაც სწერს იმაზე გამოვხატე ჩემი აზრი.მომავალში ვინ გახდება,იმასაც შევამჩნევ. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს რასაც სწერს იმაზე გამოვხატე ჩემი აზრი.მომავალში ვინ გახდება,იმასაც შევამჩნევ. 001.gif

მერე ჩემზე დიდი ადამიანი ბრძანდები და არ აკვირდებოდი ესეთ ადამიანებს, რა მალე იცვლებოდნენ?

შენი გამოცდილება არ გეუბნება რომ ეს ახალგაზრდა არის ისეთი ტიპი მე როგორც დავწერე ზემოთ?

 

დამიჯერე რა ადამიანი როცა ამახვილებს ყურადღებას, თუ რა მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, თუ როგორ ებრძვიან მას, ის პიარს იკეთებს და მეტი არაფერს, პიარს კი გაიკეთებ ესე თავისუფლებისთვის მოწომეს იმიჯს თუ შეიქმნი. მას რომ ეთქვა და ყურადღება გაემახვილებინა, არა იმაზე როგორ ებრძვიან მას და როგორ აგონებს სსრკ-ს და ნაცისტურ გერმანიას ეს სისტემა და მხოლოდ ისაა რაღაც თავისუფლების სიმბოლო, არამედ ყურადღება გაემახვილებინა იდეაზე, რა იდეას ქადაგებს და ამ იდეაში თვითონ არ გამოჩენილიყო, მაშინ დაჯერება შეიძლებოდა, მარა დამიჯერე რა თუ ეს ადამიანი რამეს მიაღწევს, მალე ვიხილავთ მაგაქრ კომფორმისტად..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მერე ჩემზე დიდი ადამიანი ბრძანდები და არ აკვირდებოდი ესეთ ადამიანებს, რა მალე იცვლებოდნენ?

შენი გამოცდილება არ გეუბნება რომ ეს ახალგაზრდა არის ისეთი ტიპი მე როგორც დავწერე ზემოთ?

 

 

ბევრი ისეთიც ვიცი,რომლებიც ისევ ისეთები დარჩნენ.მოვლენებს ნუ გავუსწრებთ წინ,შეიძლება ხვალ ეს გოგონა არავის აღარ ახსოვდეს.ვნახოთ.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ბევრი ისეთიც ვიცი,რომლებიც ისევ ისეთები დარჩნენ.მოვლენებს ნუ გავუსწრებთ წინ,შეიძლება ხვალ ეს გოგონა არავის აღარ ახსოვდეს.ვნახოთ.
ხატია შიუკაშვილი

ამ ადამიანთან მქონია პირდაპირი შეხება, უშვალო ურთიერთობა არა მარა შეხების წერტილი მქონია.. :) პრეტენზიული-დეგენერატკა :DD

 

არჩევით საგანში იყო ჩვენთან, ტიპს არავინ უყურებდა კოლოქიუმზე მარა ისეთი პოზა მიიღო არ გადაგაწერინებთო :DD არა და არავის სშჭირდებოდა მისგან გადაწერა, მერა არც თუ ისე მაღალი ქულა მიიღო.. კაროჩე რა.. არ მევასება ესეთი ტიპები და მომკალი ეხლა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დედანი! :D დედანი ვიპოვე ხალხო, დაგლიჯა ამ ქალმა წინა თაობა ყველა KGB-იაო KGB შნიკი? ახალი გზით ვიაროთო, ვაფშემცრა, პათოსი როგორი უჭირამს :jump: სუ გამაძაგძაგა, არადა რა ქალია, სიამოვნებით, ტქვენტან უკაცრავად და, ეხ,ოხ და ახ!

 

 

თავისუფლება დეტალებშია!!!

 

 

 

 

ევროპაში ყოფნისას, მაშინ როდესაც დავწერე MY MANIFEST - "თავისუფლების შესახებ", და საქართველოში უკან დაბრუნებულმა, ჩემს მიერ დაწერილი მანიფესტები (ესები) გამოვაქვეყნე, და უძღვენი იმ ახალგაზრდების ხსოვნას, რომელთა სიცოცხლეც ხელყო "სამართალდამცველებმა". მე და ჩემმა მეგობრებმ...ა გადავწყვიტეთ აღნიშნული წიგნის პრეზენტაციის გაკეთება "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში", და გავაკარით უნივერსიტეტის ყველა კორპუსის სტენდებზე შესაბამისი აფიშები. ჩემთვის "მოულოდნელად", უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმართველობამ და მისმა ხელმძღვანელებმა, ჩემმა "მეგობრებმა":D ამ აფიშების ჩუმად ჩამოხევა დაიწყო., ჩამოხეულ აფიშების ადგილას სტენდებზე ახლ აფიშებს ვაკრავდი. პრეზენტაციამდე ერთი დღე იყო დარჩენილი და გვინდოდა ეს ინფორმაცია როგორმე მისულიყო სტუდენტებამდე. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, მათ მიერ წახალისებული და "ხელდასხმული" კომკავშირელების აქტიურობით, რომ ვერ დაკმაყოფილდა შ.ს.ს – დან გამოუძახა შესაბამის სამოქალაქო ფორმებში გადაცმულ პირებს რომლებიც 30–35 წლის ასაკის მამაკაცებს წარმოადგენდნენ. ისინი ხევდნენ აფიშებს და ჩვენს კითხვებზე თუ ვინ იყვნენ, და რატომ ხევდნენ აფიშებს, რა ესაქმებოდათ საერთოდ უნივერსიტეტის შენობაში იგნოამიტომ ჩვენ, რირებას უხეშად უწევდნენ. ამ დღეს, როდესაც სახლში დავბრუნდი, და დავრჩი საკუთარ თავთან მარტო, და გავაცნობიერე, თუ საიდან იყვნენ ეს ადამიანები "წარმოგზავნილები" და რა "მისიით" ძალიან შემეშინდა, შემეშინდა იმიტომ, რომ მივხვდი, არასასურველი ადამიანები "დაინტერესდნენ" ჩემით. მაგრამ იმავდროულად ვიგრძენი, რომ უფრო სწორად, დღეს დილით ჩემთვის ხმაურიან ფიქრებში, რომ ვიყავი ჩაძირული, სწორედ დღეს დილით მივხვდი, რომ მე ამ დღეს, სწორედ ამ დღეს დავიბადე პიროვნებად – ადამიანად, თავისუფალ ადამიანად! ვინაიდან, მიუხედავად იმ დღეს, და მას შემდეგ ჩემზე და ჩემს მეგობრებზე განხორციელებული ზეწოლისა, მე არ გავჩერდი და გავაგრძელე ბრძოლა, აზრის გამოხატვის და საერთო, საყოველთაო თავისუფლებისათვის! საყოველთაო თავისუფლებისთვის რადგან ის "თავისუფლება", რომელი თავისუფლებითაც ქვეყანაში მხოლოდ 10 კაცი – "ერთი გუნდი" სარგებლობს, თავისუფლება არ არის! რეალური თავისუფლება სწორედაც, რომ საყოველთაოა!... მე ვაგრძელებ ბრძოლას, მეტიც, სულ მალე გამოვცემ ახალ წიგნს; MEIN KAMPF FUER DIE FREIHEIT ანუ "ხმამაღალ ფიქრებს თავისუფლებაზე", რომელიც მერწმუნეთ, სულაც არ იქნება "სასურველი" , როგორც არსებული რეჟიმისთვის, ასევე ქვეყანაში არსებულ ნეოკონფორმისტულ ძალებისთვის და ფსევდო ლიბერალებისთვის, რომლებიც მხოლოდ და მოხოლოდ ემსახურებიან სწორედაც ლიბერალური და დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციას საქართველოში! მე იმ დღეს, ასევე მივხვდი, რომ სააკაშვილის რეჟიმს – ხელისუფლებას ისევე ეშინია პიროვნებების და თავისუფალი ადამიანების , როგორც "ფაშისტურ გერმანიას" და " ბოროტების მანქანას" USSR- ს ეშინოდა! ეს შავი, კუპრივით შავი ხვრელია, და ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიდეთ ამ სიბნელიდან, ახალგაზრდებმა ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ ამისთვის, უნდა განვახორციელოთ გადამწყვეტი ბრძოლა თავისუფლებისთვის! ჩვენ ყველანი ახლებად უნდა დავიბადოთ, საკუთარ თავში უნდა მოვახდინოთ ცვლილებები, გარდატეხა, ურთიერთპატივისცემის, კონსოლიდაციის და სოლიდარობის გზით უნდა მივაღწიოთ ახალ საქართველოს დაბადებას! სხვანაირად, ერთმანეთის კრიჭაში ჩამდგრები, ერთმანეთის ქილიკსა და დისკრედიტაციაში ამ ქაოსში, ვერაფერს შედეგს მივაღწევთ, ეს ნაკლი ჩვენი თაობის, რომეელიც წინა თაობისგან მემკვიდრეობად გვერგო, უნდა მოვიშოროთ! უნდა განვკურნოთ ამ სენისგან საკუთარი თავები! წინა თაობის შეცდომები გაკვეთილებად მივიღოთ, მოგიწოდებთ, ნუ გავყვებით მათ გზას! მათი სახე, ფასეულობაც და სიმბოლოც КГБ-ს ჯვარია! ამიტომ,ჩვენ ახალი გზით უნდა ვიაროთ, უფრო სამართლიან და სუფთა გზით, სუფთა გულებით, გადავახალისოთ გონებრივი ჰორიზონტი და მსოფხედველობა ჩვენი, და თუ საკუთარ თავთან ბრძოლაში გავიმარჯვებთ, მაშინ წინ ათასი გამარჯვებები გველოდება! დღეს ქართველი ხალხი არ ცხოვრობს, არის მცდელობები ხალხის მხრიდან რომ გამოვიდეს ქვეცნობიერიდან, და გაცნობიეროს თავისი რეალური ყოფა, რომელიც არ ყოფნას უფრო ჰგავს! მაგრამ ამ მცდელობებს რეჟიმი საფუძველშივე ახშობს, ახშობს ყველა მეთოდით და საშუალებით, ამ ქვეყანაში ადამიანებზე ძალადობას საზღვარი არ აქვს! ამას ათეულობითი სადისტურად მოკლული ჩვენი თანატოლების ახალგაზრდების ფაქტებიც მოწმობენ. მძიმეა და ძნელი ასეთ პირობებში სრულ სიბნელესა და სიცრუეში, დეზინფორმაციის ბატონობის ჟამს, დაწყო ფიქრი, დაიწყო ცხოვრება, დაიწყო რეალური ბრძოლა თავისუფლებისათვის, საკუთარი თავისუფლებისათვის, რომელიც სულაც არ გამორიცხავს სხვათა თავისუფლებისთვის ბრძოლას, ქვეყნის თავისუფლებისთივის ბრძოლას, მაგრამ ყველაფერს აქვს გამოსავალი და საყრდენი წერტილი, და თავისუფლების საყრდენი წერტილი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ერთიანობა და სოლიდარობა იქნება! არა ისეთი "ერთიანობა", რაც სააკაშვილის რეჟიმს ახასიათებს, სადაც ერთი კაცის გვერდით მონური ერთგულებით არიან შეკრულნი, ასეთი ერთიანობა ზემოთ ხსენებულ ფაშისტურ და კომუნისტურ მთავრობებსაც ახასიაებდათ; სააკაშვილის "ერთობა", რომელიც ხალხის, ადამიანების და ქვეყნის ბედზე ერთობა! ასე შეიძლება ფორმულირდეს; ერთობას – პლურალიზმი= ტოტალიტარიზმს! "გააერთიანე და იბატონე"! –"დაშალე და იბატონეს" მსგავსი და ხატი...მოკლეთ, მე ლექციებზე მაგვიანდება; იფიქრეთ, იფიქრეთ გაერთიანებაზე, სოლიდარობაზე, ერთმანეთში კონსტრუქციული და ჰარმონიული თანამშრომლობაზე, იფიქრეთ ცალ–ცალკე და თუ გნებავთ ერთად ,ერთად ვიფიქროთ, ჩვენი ერთიანობის მიღწევაზე, რომ შედეგზე გავიდეთ! შედეგი ვაჩვენოთ, ხალხს, და ჩვენს თავებს! ნუ დავემსგავსებით ზოპარკში გამოკეტილ ლომებს, რომლებიც ამაოდ ცდილობენ დაუბრუნდნენ თავისუფალ სამყაროს – ბუნებრივ მდგომარეობას!იმ ლომებისგან განსხვავებით ჩვენ ჩვენი ნებით გამოვკეტეთ ჩვენი თავები ამბიციების ტყვეობაში, ამას არავინ გვაიძულებდა, ამიტომ ჩვენვე შეგვიძლია დავახწიოთ თავი ამ ტყვეობას! ჭეშმარიტად თავისუფალი ადამიანები ამას შეძლებენ, საკუთარ თავთან ბრძოლას მოიგებენ, და იგივე თავისუფალი ადამიანები – პიროვნებები იბრძოლებენ მხოლოდ და მხოლოდ რეალურ თავისუფლებისთვის! ხსნა პიროვნებებშია, ხსნა თავისუფლებაშია! თავისუფლება კი დეტალებშია, რომელ დეტალებსაც ჩვენ ზედაპირულად ვეხებით, და ვფიქრობთ მათზე. ჭეშმარიტი! და არა ცრუპენტელა – ვარდისფერი თავისუფლება, ჭეშმარიტი თავისუფლება ერთ დღეში, ერთ წელში და.ა.შ არ მიიღწევა, თავისუფლება მუდმივი ძალისხმევას და მუდმივ მოძრაობას, მუდმივ ბრძოლას ითხოვს!... ადამიანი მხოლოდ თავისუფლებისთვის ბრძოლაშია თავისუფალი, აი ეს არის თავისუფლება! რა წამს შეაჩერებ ბრძოლას და მოძრაობას იმ წამს ხელებიდან გეცლება "ასე ნანატრი თავისუფლება"! დიახ, ხელებიდან გეცლება! ამიტომ არ დაიჯეროთ, თუ ერთ დღეს გამოგიცხადებენ, რომ დემოკრატიამ გაიმარჯვა, რომ ქვეყანაში 'დემოკრატია გაბრწყინდა", რადგან არ არსებობს არსად მსოფლიოში "გაბრწყინებული დმოკრატიები", არ ა რ ს ე ბ ო ბ ს! ისევე,როგორც არ არსებობს სააკაშვილი, როგორც "დემოკრატიის შუქურა" საქართველოში, ეს ფარსია, აბსურდის სპექტაკლი! ხალხის ტვინების გამორეცხვისთვის!

 

 

ხატია შიუკაშვილი

სტუდენტი–ახალგაზრდობის "დემოკრატიული ლიგის"

პრეზიდენტი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავისუფლება მუდმივი ძალისხმევას და მუდმივ მოძრაობას, მუდმივ ბრძოლას ითხოვს!... ადამიანი მხოლოდ თავისუფლებისთვის ბრძოლაშია თავისუფალი, აი ეს არის თავისუფლება! რა წამს შეაჩერებ ბრძოლას და მოძრაობას იმ წამს ხელებიდან გეცლება "ასე ნანატრი თავისუფლება"! დიახ, ხელებიდან გეცლება! ამიტომ არ დაიჯეროთ, თუ ერთ დღეს გამოგიცხადებენ, რომ დემოკრატიამ გაიმარჯვა, რომ ქვეყანაში 'დემოკრატია გაბრწყინდა", რადგან არ არსებობს არსად მსოფლიოში "გაბრწყინებული დმოკრატიები", არ ა რ ს ე ბ ო ბ ს!

ისე ნახე რას ამბობს, რაჭველივით მომივიდა, ბოლოს დავფიქრდი, :D არ არსებობსო დემოკრატიებიო, აბა რისთვის დაგვარბენინებენ ამდენი წელი? თუ არ არსებობს, აბა, ისე კაცი რომ დაფიქრდეს საით მოგვიწოდებს, არიქათო ქუდზე კაციო!რარას დავგლიჯინებთ წინ და უკან ? :D რისთვის იბრძოდნენ ჩვენი მამადა პაპანი ჰაა შე დალოცვილო ქალო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 8 months later...

ხატია შიუკაშვილი

08.01.10

კონფორმიზმის აპოგეა საქართველოში!

 

ყველა ჩვენთაგანისთვის მეტ–ნაკლებად ა ცნობილია ის ფაქტი, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, და არა მარტო, სხვა ქვეყნებშიც, ჯერ კიდევ "მოღვაწეობენ" კომუნისტები. ვფიქრობ ეს პოზიტიურია. აქ, ჩვენს „გაბრწყინებულ“ დემოკრატიულ საქართველოში, „შესაბამისად“, ყველა "დემოკრატობანას" თამაშობს:–) მაგრამ, ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველა „მოქმედი“ პარტია თვისობრივად დიდი დოზით ბოლშევიკურ და საბჭოთა კომუნისტურ ხასიათს და სულისკვეთებას ატარებს. ჩვენთან „სამწუხაროდ“ ოფიციალურად, არ არსებობენ; ანარქისტები, კომუნისტები, ფაშისტები, ნაცისტები, შოვინისტები, სოციალისტები, იმპერიალისტები, ტერორისტები. (აქედან ყველაზე „უწყინარი“, ანარქიზმი და სოციალიზმია.). არ არსებობენ, „ოფიციალურად“, რადგან მათ არც იციან რა „სახეობებს“ მიეკუთვნებიან , საკუთარი მოქმედებით, უმოქმედობით, შეგნებით თუ მენტალობით, სიტყვით თუ საქმით. ეს ფაქტი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჩვენს ქვეყანაში, არ არსებობს პოლიტიკური კულტურა, მეტიც საერთოდ არ არსებობს „კულტურა“, და რაც ყველაზე მთავარია, არ არსებობს ბალანსის პოლიტიკა. არ არსებობს რეალობის პრეზენტირების თუ თვითპრეზენტირების საშუალება. რაც აუცილებელია ქვეყნის სწორი და თანამიმდევრული განვითარებისათვის.

რამდენად სწორია მიდგომა,"ყველაფერი გამარჯვებულს", ავტომატურად კი დამარცხებული „კვდება“, ქრება ასპარეზიდან სამუდამოდ?. კვდება ლიდერი (ბელადი), და ავტომატურად კვდება პარტია. „მოკვდა“ შევარდნაძე და მოკვდა მოქკავშირი –„სმკ“ – საქართველოს მხიარულთა კავშირი. გარდაიცვალა გამსახურდია და მოკვდა „მრგვალი მაგიდა– თავისუფალი საქართველო“, ძლივს სუნთქავს ნოდარ ნათაძე, და სული აუდ–ჩაუდის „სახალხო ფრონტს“. ხომ, სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს?..

კომუნისტების ადვოკატად ნამდვილად ვერ ვივარგებ, მითუმეტეს შოვინისტების და ფაშისტების, აი ანარქისტებს და სოციალისტურ მოძრაობებს, ღმერთმანი, სოლიდარობას არ დავამადლიდი. ვფიქრობ, საჯარო „არსებობის უფლება“, როგორც პოზიტივს ისე ნეგატივს აქვს, როგორც ბოროტებას, ასევე სიკეთეს, ეს ხომ ბუნებრივია? არა მგონია ნეგატივზე "დაწოლა", ბოროტის მიჩქმალვა, „არ აღიარება“ ჩვენთვის კარგი შედეგის მომტანი იყოს...

ვიმეორებ, ჩვენს „საზოგადოებაში“, არსებობენ, ანარქისტებიც, ფაშისტებიც, იმპერიალისტებიც, ტერორისტებიც და შოვინისტებიც. და რაც არ უნდა გაგვიკვირდეს შოვინისტები განსაკუთრებით მრავლად გვყავს, არა პოლიტიკურ, არამედ კულტურულ "ელიტაში ". ამიტომაა, რომ ჩვენს „ხელოვანთა წრეში“, ზოგიერთებს, (მაგალითად ლელიკო ჯაფარიძეს) უჩდება სურვილი, რომ დააფუძნონ „ომის პარტია“.

ტერორისტებიც მრავლად გვყავს „ელიტებში“ . ეს ასეა, რადგან ტერორის ათასგვარი ფორმა და მეთოდი არსებობს. ტერორიზმი მხოლოდ ტერორისტულ აქტებს არ ნიშნავს და ტერორისტები მხოლოდ „კამიკაძეები“ არ არიან. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოში ტერორიზმი ზენიტშია. ჩვენ ბევრი ტერორისტი გვყავს ქვეყანაში, მაგრამ მათ არც კი იციან, რომ ტერორისტები და მოძალადეები არიან. განსაკუთრებით ფსიქოლოგიური ტერორის და ძალადობის მეთოდით შეიარაღებულნი. გვყავს კომუნისტებიც. გვყავს აგრესიულებიც და მშვიდებიც. გვყავს შიზოფრენიკებიც, და ეს უკანასკნელნი ჩვენს საზოგადოებაში უმრავლესობას წარმოადგენენ. უბრალოდ იმავე საზოგადოებამ "აკრძალა" მათი არსებობის "პრეზენტირება", რომელი საზოგადოებაც სავსეა ზემოთ ჩამოთვლილი სხვადასხვა "სახეობებით". ეს "დაწოლაა“ ნეგატივზე, ბოროტებაზე არა სწორია. ნეგატივს, ალბათ სხვა მიდგომები და კონტროლი სჭირდება.

მაგალითად, როგორ შეიძლება გავაკონტროლოთ ქართულ საზოგადოებაში თვალშისაცემი მოჭარბებული ა გ რ ე ს ი ა? რა მიმართულება და კალაპოტი შეიძლება მივცეთ ამ ნეგატიურ "ენერგიას"? – ვფიქრობ „კულტურული ელიტის“; მომღერლების, მუსიკოსების, მსახიობების, მწერლების და საერთოდ ხელოვანების "ვალია", დაცალონ ქართველი ხალხი აგრესიული „გამოხტომებისგან“; გაანთავისუფლონ ადამიანები მოჭარბებული აგრესიისგან. ისინი ამაზე მუდმივად უნდა „მუშაობდნენ“, რომ აღარ იყოს ჩვენს ქვეყანაში, მასიური ძალადობა, რომ აღარ დავჭამოთ ერთმანეთი; ოჯახში, სამსახურში, ქუჩაში და აქციებზე. რომ არ დავიწყოთ სამოქალაქო ომები, არ შევარდეთ ცხინვალში თუ სოხუმში; ავტომატებით, ტანკებით თუ გრადებით !..

ბოროტება, რომელიც მთელს სამყაროსა და წუთისოფელშია, ბოროტება, რომელიც ყველა დიდსა თუ პატარა ადამიანებში იყო და არის, როგორც სიკეთის ალტერნატივა, დღეს უკონტროლოა! ბოროტება კონტროლს უნდა დავუქვემდებაროთ! ბოროტება, ჩვენს „ნებაზე“ უნდა ვაცეკვოთ, ვამღეროთ და ვათამაშოთ, და არა მას ხელში ადამიანთა მკვლელი იარაღები; ავტომატები, ტანკები და გრადები მივცეთ, და ასე „ვანავარდოთ“ და ვაბატონოთ; ჩვენში, ჩვენს გარშემო და ჩვენზე !!!

– რა გზით?!!!

მაგალითად, როგორც ეს Rolling Stone–მა - Sympathy For The Devil-ის სახით “გაითამაშა; . იხ. http://www.youtube.com/watch?v=rBduGGK_76o&feature=related თუნდაც marilyn manson–ის მსგავსად -„sweet dreams“ ! იხ. http://www.youtube.com/watch?v=-mKlb8N6TqA . ან, როგორც გერმანელმა Rammstein –მა Buck Dich "–ში. იხ.

ხანდახან მგონია Rammstein „არტისტი“, რომ არ გამოსულიყო, მისგან ახალი ადოლფ ჰიტლერი „შეიქმნებოდა“. გერმანიას დღეს ბევრი „ფიურერი“ჰყავს , მაგრამ ისინი ერთგვარ „კონტროლს“ არიან დაქვემდებარებულნი. ისინი აკონტროლებენ საკუთარ „ვნებებს“ და აგრესიას – ბოროტებას, რომელიც ჩვენში უკონტროლოა!

რამშტეინის სიმღერა ფიურერზე; Hitler Hitler, Adolf Hitler, ეს გერმანიის „რექვიემია“... აქ რამშტეინ მისამღერში თითქოს ჰიტლერს „გლოვობს“, მისამღერი, მგლის ლეკვის ყმუილს ჰგავს:–). მთელი გერმანელი ერი, ჰიტლერით და ფაშიზმით დაკომპლექსებული, თითქოს რამშტეინის „ბაგებით“ სინქრონულად ყმუის. არა მგონია, ერთ დღეს, ამ კომპლექსებმა, თავი არ იჩინოს. უმიზეზოდ ხომ არაფერი ხდება. ყველაფერი მიზეზ–შედეგობრივი კავშირია, რომელიც შემთხვევითობაში ისახება.

ჰიტლერიც ხომ პირველი მსოფლიო ომის შედეგების ჭეშმარიტი „პირმშოა“?.

კომპლექსებიც, როგორც აგრესია, უნდა აკონტროლონ ერებმა და ადამიანებმა. არაფერს, ა რ ა ფ ე რ ს არ უნდა დავუხუჭოთ თვალები. პირიქით, ფართოდ გახელილი თვალებით უნდა შევხედოთ, მკაცრ რეალობას, რომელიც ჩვენშია, და რომლის გაკონტროლებაც ჩვენი უმთავრესი ამოცანაა.

იხ. რამშტეინის „ყმუილი“. http://www.youtube.com/watch?v=PeZPGhVKXqs&feature=related მე, პირადად

ვფიქრობ, რომ ისეთ სიმღერებს, როგორიცაა ეს; Rolling Stone–ს - Sympathy For The Devil, marilyn manson – ის „sweet dreams“, Rammstein–ის „Buck Dich“ აქტიურად უნდა ვუსმენდეთ. მეტიც ასეთ შოუებს უნდა ვმართავდეთ საქართველოშიც, ამ შინაარსის და პათოსისი ლექსებს და სიმღერებს თავად უნდა ვქმნიდეთ! როგორც ეს მე გავაკეთე; წიგნის; back in the USSR ანუ black poems” სახით . – თუმცა არ მაპატიეს; „წმინდანი ილია“, როგორ შეურაცხჰყვეო“, ვერ გაიგეს, რისი თქმა მინდოდა?! მე ის ვიცი, რომ ყველა ადამიანი „ცოდვის შვილია“ მოკვდავია, და შესაბამისად ილიაც ცოდვილი მოკვდავი იყო. ადამ და ევას შთამომავლები ყველანი მოკვდავები ვართ, ამას გვეუბნება ბიბლია, თუ ვცდები? ! მათ შორის დავით აღმაშენებელიც, თამარიც , ვახტანგ მეფეც, გორგასალად წოდებულიც, რომელიც 2 მეტრაა და 40 სანტიმეტრი ყოფილა ( ე.ი მახინჯი იყო? ხ.შ), და რომელიც მემატიანის თქმით; ბრძოლის წინ ცხენზე, რომ ადიოდა 120 კილო იყო, ხოლო, ბრძოლის შემდგომ, როდესაც ცხენიდან ჩამოდიოდა, ადამიანთა სისხლით დამძიმებული ლამის 240 კილო;–))))...

– და, ვახტანგ გორგასალი „წმინდანია“?...

წმინდანი ჩემთვის მხოლოდ ქრისტეა... და მე ქრისტიანი ვარ! ქრისტეზე გამახსენდა; ექვს იანვარს, შობა ღამეს, ყველას ვერ მოგბაძეთ, საყოველთაო სინქრონს ამჯერადაც ავცდი;), და სარკმელთან ისევ არ დავანთე სანთელი, როგორც ბევრმა თქვენთაგანმა. პირიქით, სანთელი დავანთე შუა ჩემს ბნელ ოთახში, სადაც ქუჩის ფარნების და მთვარის სინათლეც კი ვერ აღწევდა. და მე არ ველოდებოდი ქრისტეს, რომ მოსულიყო ჩემთან! იმიტომ, რომ ჩემში იყო ქრისტე ...

მე არ ვიცი და არც მახსოვს, როდის მოვიდა ქრისტე ჩემთან, მაგრამ ფაქტია, როცა მოვიდა ჩემში დარჩა! როგორც ჯონ ლენონი. მე+ ქრისტე+ლენონი = თავისუფლებას! ჩვენი „ტროიკა“, თუ „სამება, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ერთად მშვენივრად ვუსმენთ; marilyn manson–ის -„sweet dreams“;) ! ..

მაგრამ, აქ ჩვენს ქვეყანაში, marilyn manson–ის, Rolling Stone–ის და Rammstein–ის „შოუებზე“, მშობლები შვილებს ალბათ, არ გაუშვებენ, განსაკუთრებით გოგონებს. ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენ, ქართველი ქალები განსაკუთრებულად „სათნოები“ და „პატიოსნები“ ვართ. (ჩვენ არ „დავძვრებით“ თურქეთში:–) ) ამიტომ; ქართველი ქალის კლდემამოსილება და ს ა ხ ე არ უნდა შეურაცხჰყოთ, ისე, როგორც ეს გააკეთეს მაგ; „სუხიშვილებმა“, მათ ხომ ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრით, მთლიანად შეურაწჰყვეს „სტატუეტკა“ უმოძრაო ქართველი ქალის სახე და ღირსება, ახალ– თანამედროვე ცეკვებით, თამამი და სექსუალური „მოძრაობებით“;–) მართლაც, რომ სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს!

მე პირადად, არც ის მესმის, რატომ უყვართ ქართველებს ასე გამორჩეულად „უმოძრაობა“.? განსაკუთრებით ქართველ მამაკაცებს, საწოლში უმოძრაო დედაკაცები ? – რა უმოძრაო ქალი პატიოსნების და სათნოების განსახიერებაა? – და თუ ქალის ხელები თუ სხეული გამოთქვამს „თავისუფალ აზრს“ საწოლში, ან იატაკზე, რა ვიცი, სად, როდის და როგორ, ე.ი .....? ... მე მართლა არ მესმის, ისეთი, რა მიმზიდველი იდუმალება იმალება ლოგინში გაშეშებული ქალის, ამ „მისტიურ“ გახევება – „გამყინვარებაში“, არ მესმის..

. ხო, ჩვენში, ყველანი სინქრონულად აღიარებენ და იკვეხნიან, რომ ჩვენ, ქართველები კაცთმოყვარე და ნიჭიერი ერი ვართ. რომ ჭკუა–გონება თავიდან გადმოგვდის მდინარეებად, ზღვებად და ოკეაანებად. ეკრანებზე „გასხივოსნებული“ ადამიანების „ელიტის“ ამგვარი ლაყბობის დროს, ყოველთვის ლუარსაბ თათქარიძე მახსენდება, – რატომ? იმიტომ, რომ თათქარიძეც სწორედ ასე ფიქრობდა. გახსოვთ ალბათ, თუ ნაწარმოები არა, ფილმი მაინც „კაცია ადამიანი“. თათქარიძეს ამაოდ გახარჯული „სიცოცხლის“ ბოლოს, მიქელ გაბრიელმა, რომ მიაკითხა, და ოთარ მეღვინეთუხუცესის ხმით „დასასრული“ აუწყა, იგი ლუარსაბს ჩაეძიაა: „ვინა ხარ შენ“?! თათქარიძემ ამაყად, ისე როგორც ქართველებს გვჩვევია, უპასუხა:– კაცი ვარრრრრ ადამიანი!!!, „ქუდიც მახურავს“! და აგრძელებს: „ჭკუა –გონებას, ხომ ვერ წამართმევ“!? აი, „მომენტ“! , აქ, აი, სწორედ ეს სიტყვებია, ძალიან საინტერესოა და არსებითი, რატომ?! იმიტომ, რომ ეს მთელი საქართველოა; „ჭკუა–გონებას ხომ ვერ წამართმევთ“!!! რა, დღესაც , როცა საქმე–საქმეზე მიდგება, ამას არ „ვიქადნით“ქართველები?!

ბავშობაში მეჩვენებოდაა, რომ საქართველო თათქარიძის გოგრა თავს ჰგავდა, რომელიც ბოლო ხანს ზედმეტად დაემსგავსა თათქარიძის უშველებელ და აყროლებულ ღიპს, რომელიც მსოფლიოს აივანზე ურცხვადაა გადმოკიდებული, თავისი მარადიული, ისტორიული პრობლემებით.

საქართველო დღემდე კონფორმიზმმა მოიყვანა. სწორედ წინა თობების კონფორმისტულ სულისკვეთებას, შემგუებლობას, მონურ მორჩილებას, ფარისევლობას, უნდა უმადლოდეთ ჩვენს გადაარჩენას, „საქართველოს გადარჩენას“, ჩვენ ისტორიულად სულ პურიმის დღესასწაულს ვზეიმობდით. ოღონდ არა ღირსეულ, არამედ სამარცხვინო გადარჩენის დღესასწაულს, ყოველგვარი პრინციპების და ფასეულობების ხარჯზე !

მაგ; რომაელები საკუთარ ლეგიონებთან ერთად მწყობრი მარშით სამარეში ჩავიდნენ, იმიტომ, რომ დედამიწაზე – სამყაროში მათ ფასეულობებს, წესებს, კანონებს, ადათებს, რელიგიას არსებობის საშუალება არ მისცეს. სწორედ ამიტომ რომაელების ეს ქმედება ერთიანი, მწყობრი მარშით – სიკვდილთან ზავის დადებას, მე პირადად მათ დიდ გამარჯვებად აღვიქვამ! ჩვენს „გადარჩენას“ კი მუდმივ მარცხად! რადგან მე, პრინციპული ერი და ადამიანები მჭირდება, რომლებიც აღიარებენ და ბოლომდე იცავენ გარკვეულ ფასეულობებს, და არა ისეთი ერი და ადამიანები, რომლებიც მოჩვენებითი სიცოცხლის და „გადარჩენის“ გამო იმ ფასეულობებს და პრინციპებს, რომელსაც აღიარებდა იგი, დ ა ს თ მ ო ბ ს! მე ასეთ „გადარჩენას“ და „ყოფნას“, პირდაპირი მნიშვნელობით არ ყოფნა მიჯობს!

ასე მგონია, ჩვენ, როგორც „ერს“, არასოდეს, ა რ ა ს ო დ ე ს გვიცხოვრია...

ჩვენ ქართველები ახლიდან უნდა დავიბადოთ. ალბათ, თავიდან უნდა ვისწავლოთ სიყვარული, სიცოცხლის სიყვარულიც. სხვანაირად, თუ ასე გაგრძელდა, ჩვენი ხალხი ჩემთვის ნაძრახ „ გადარჩენასაც“ ვეღარ მოახერხებს, და მე ეს შესაძლო ბნელი „მომავალი“, ძალიან მ ტ კ ი ვ ა!..

– დაინახეთ, თქვენი მსგავსება თათქარიძესთან?!

ლუარსაბ თათქარიძეც დარწმუნებული იყო, რომ ის უშველებელი გოგრა სავსე ჰქონდა „ჭკუა–გონებით“ და არა ნეხვით!...

ჩვენ დღესაც გვგონია, რომ ფრანგებზე, ბერძნებზე, ინგლისელებზე, ამერიკელებზე და გერმანელებზე ბევრად აღმატებული და განსაკუთრებული ერი ვართ. რომ ვართ „ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა“, და ვერას დაგვაკლებს “ვერა მტერი“, რადგან ღმერთის მზერა, არა ერაყისაკენ, არა პალესტინისაკენ, არა ჰაიტისაკენ, არა ცხინვალისაკენ, არა აფხაზეთისაკენ არამედ პირდაპირ ჩვენსკენაა მომართული, და მისი ყურადღების ეპიცენტრი თბილისის თავისუფლების მოედანია. თუმცა ჩვენ ჯერ ის ვერ გაგვირკვევია ეს თავისუფლების მოედანია, თუ სიცრუით და სიბრიყვით გაჟღენთილი ოდდა!

ხო, სომხები, აზერბაიჯანელები, თურქები, ინდოელები, ეგვიპტელები, ჩინელები, მონღოლები ხომ, ჩვენი ყურადღების ღირსნიც არ არიან. სწორედ ამიტომ, ჩვენი თათქარიძისული – ქ ა თ მ ი ს ე ბ უ რ ი გამომეტყველების მზერა, მიმართულია ამერიკისაკენ! უფრო სწორედ, არა ამერიკისკენ, როგორც ასეთი, არამედ იქითკენ, საიდანაც მოისმის გამარჯვებულის ყიჟინა.

ისტორიულად სწორედ გამარჯვებულს „ვეხუტებოდით“ , ვეჩოქებოდით და ვემონებოდით, და ეს ჩვენი ერთადერთი ურყევი, უძველესი, უცვლელი ისტორიული ტრადიციაა – და ეს კონფორმიზმია!!!

ასე იყო მუდამ, წინა ეპოქებში და საუკუნეებშიც; სპარსელების, ბიზანტიელების, მონღოლების, ოსმალების თუ რუსების „უძლეველობის ჟამს“, და ასეა დღესაც...

რატომ?! არ ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი თავი ჩვენად არასოდეს „გვეყუდნოდა“! რადგან; „თუ შენი თავი შენ გახლავს“ მონად არ მოიხსენიები! ჩვენ კი მუდმივად მონები ვიყავით. ასე არ არის?

კარგით, მაშინ შეგახსენებთ საქართველოს ისტორიის რამდენიმე სამარცხვინო ფურცელს; შეგახსენებთ იბრაჰიმ ფეჩევისა და მუსტაფა ნაიმას ცნობას იმის შესახებ, რომ `საქართველოს მეფე ქალმა დედისიმედმა, რომელიც XVI ს-ის II ნახევრის სამცხე-საათაბაგოს აქტიური პოლიტიკური მოღვაწე იყო, 1578 წელს ოსმალების და ყიზილბაშების ურთიერთ დაპირისპირების დროს, თავისი შვილი მანუჩარი ექვსათასიანი ქართველთა ჯარით და „ძღვენით“, გაგზავნა აღნიშნული ომის შორიდან საყურებლად;) და უბრძანა – „რომელი მხარეც გამარჯვებული გამოვა, იმ მხარეს გადაეცით ძღვენი, სამცხე – საათაბაგოს ციხე–კოშკების გასაღებები, დაეჩოქეთ და მორჩილება აღუთქვითო.. 1578 წელს, 9 აგვისტოს, როცა ოსმალებმა სასტიკად დაამარცხეს ყიზილბაშები დედისიმედმა ოსმალო სარდალს ლალა ფაშას მანუჩარის ხელით სამცხის ციხეთა გასაღებები გადასცა. ფაშამ პასუხად სახასო მფლობელობაში ქვრივს საქართველოს სამი სოფელი მისცა, ერთ–ერთი, როგორც მახსოვს „ოქროსციხე“ იყო, სადაც ბრძოლის შემდეგ ლალა ფაშამ კარგად მოილხინა და „ მოისვენა“.

– არ კმარა? მაშინ კახეთის მეფის თეიმურაზ პირველის წერილის ნაწყვეტს მოგიტანთ, რომელიც 1649 წელს; რუსეთის მეფეს ალექსის მისწერა; – „უწყებულ იყავ დღეგრძელო მეფეო, თავი ჩემი, შვილიშვილი ჩემი ( ლუარსაბ დავითის ძეს გულისხმობს ხ.შ), და მ თ ე ლ ი ქვეყანა ჩემი შენია“!!! და აგრძელებს; „საკმარისია შენი ოციათასი მეომარი გამომიგზავნო, რომ ყველა აქაურ მიწებს დაეპატრონები“, და მშვიდად ა თ ა ვ ე ბ ს ;–) „ გამომიგზავნე შენი დროშა და ეუფლე ქვეყანას. დასვი დაი შენი დედოფლად ამ მხარეში და ეუფლე მას, ისევე, როგორც თერგის მიწებს ფლობ (ილიას თერგი, ღმერთო ჩემო), აქაური მიწების მფლობელიც გახდები და აქედანაც მიიღბ ხარკს“. აქ ვაშა , როგორ შემიძლია ვიყვირო?, ალბათ „ურაააააა“! უფრო მოუხდება! არ კმარა? მააშინ გადახედეთ ერეკლე მეორეს მიერ მიწერილი წერილები, რუსეთის იმპერატორ ეკატერინე მეორესადმი. გადახედეთ 1783 წლის „გეორგიევსკის ტრაქტატს“, რომელი ტრაქტატის 200 წლის სამარცხვინო იუბილე საქართველოში სულ ახლახან გადაიხადეს და მასში შეტანილ სეპარატისტულ 5 არტიკულარს, რომელსაც „საგანგებო“ ბურუსში ახვევენ ჩვენი რუსოფილი ისტორიკოსები, ჩვენი ლექტორები. იმ 5 არტიკულარს, რისი „მეოხებითაც“ ერეკლემ დათმო საქართველოს საგარეო პოლიტიკის „განკარგვა“, და შემდეგ გაეცანით; საქართველოს უკანასკნელი მეფის; „ვაციჭამია“, მაგრამ რატომღაც „ჭლექიანი“ – „წმინდა“ გიორგი მეთორმეტეს (ყოველთვის მიკვირდა; ეს ჭლექიანი მეფე, როგორ სჭამდა, რამდენიმე ვაცს? რა პარადოქსია? თუ ხედავთ მის მსგავსებას თათქარიძესთან! ? ხ.შ) მიწერილ წერილს რუსეთის იმპერატორ პავლე პირველისადმი სადაც ის წერს, რომ „დაიღალა სახელმწიფოს მართვით“, და სთავაზობს „ერთმორწმუნე რუსეთს“, განკარგოს საქართველოს საშინაო პოლიტიკაც. მან ხომ საქართველოს „საშინაო პოლიტიკა“ 700 თუმანსა და პეტერბურგში სულ რაღაც 3 ჰექტარ მიწაზე გაცვალა..

ყოველი სახელმწიფო ორ მყარ სვეტზე დგას, 1. საშინაო და 2. საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლად განკარგვაზე! ჩვენ ორივე ჩვენის ნებით დავთმეთ. ნათქვამია; „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“...

ასე, რომ საქართველო მუდმივად, ზოგადად გამარჯვებულის მხარეს იდგა და ოდითგანვე მორჩილი და „ქვეშევდომი“, თუ ქ ვ ე – შ ე მ ძ რ ო მ ი იყო, და ამ ისტორიული კონფორმიზმის და სიბნელის აპოგეას, ისე ამაყად მიხსნიან ჩემი ლექტორები, რომ ფიზიკურად გულისრევაა მეწყება ხოლმე! და გულისრევაა ჩემი ეპატაჟი!

ჩვენ არასოდეს, ა რ ა ს ო დ ე ს გვეკუთნოდა ჩვენი თავი, სწორედ ამიტომ ჩვენი პრობლემების გადაწყვეტას ისტორიულად და ყოველთვის სხვებს , „გარე ძალებს“ ვთხოვდით. დღესაც ჩვენ გვინდა, რომ ოსებთან და აფხაზებთან შექმნილი პრობლემები, არც მეტი არც ნაკლები მეგასახელმწიფომ ამერიკამ გადაწყვიტოს. სწორედ ამიტომ იყო, რომ საქართველოში მზე ხან აღმოსავლეთიდან, ხან ჩრდილოეთიდან, ხან დასავლეთიდან ამოდიოდა. ჩვენმა მზემ, საქართველოს მზემ კი, ალბათ ჩვენს მოჭარბებულ კონფორმიზმს ვეღარ გაუძლო და პროტესტის ნიშნად საკუთარი სხივებით ჩამოიხრჩო თავი...

მზემ ჩამოიხრჩო სხივებით თავი, ღირსება არ დაკარგა მზემ... ჩვენ კი არც ვიცით,და არც გვინდა გავიგოთ, როდის და სად დავკაგეთ ღირსება!? იქნებ, 1801 წელს, როდესაც ქართული სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა რუსეთს მივართვით „ბლუდით“, როგორც საფირმო კერძი?

იქნებ 1921 წელს, როდესაც ქართული ინტელიგენციის დიდ ნაწილი, ფილიპე მახარაძის წითლების ბელადისადმი მიწერილ წერილს თუ დავესესხებით „თანაუგრძნობდა ბოლშევიკურ რეჟიმს და არ უწყობდა“ საბოტაჟს “? კოლაბორაციონიზმი წითლებთან? თუ, მაშინ როდესაც საქართველოში ჩამობრძანებულ ნიკიტა ხრუშჩოვს ქართველი ერი, მილიონი ყვავილით და ზარ–ზეიმით, რომ დახვდა? ღმერთო ჩემო ის ხალხი ხომ არ დგას დღესაც აქციებზე?! სწორედ ხრუშჩოვის, ბრძანებით იმ პერიოდში 1956 წლის 9 მარტს ასეულობითი ადამიანი, მათ შორის 14–15 წლის ბავშვები ამოხოცეს?

როდის დავკარგეთ ღირსება? მე–20 საუკუნის 90–იან წლებში ხომ არ? როდესაც ვანდალებივით სისხლისგან დავცალეთ ერთმანეთი და საქართველო?!

ვინ იცის, როდის და სად დავკარგეთ ჩვეენი თავი, სახე და ღირსება..

იქნებ ამიტომაა, ბოლო 20 წელია აქციებზე მუდმივად აფრიალებული და „ გაკიდული“ ჩემთვის დღემდე გაურკვეველი, უცნაური სლოგანი; „დავიბრუნოთ ღირსება“! ე.ი აღიარებთ, რომ ღირსების არ მქონენი ვართ? ე.ი უღირსნი?.. და ტქვენ ფიქრობთ, რომ უღირსებს შეუძლიათ ბრძოლა ისეთი ფასეულობებისთვის როგორიცა; სამართლიანობა, თანასწორობა, სოლიდარობა, ერთობა?

საკვირველია, ისტორიულად და “ტრადიციულად“ ყველა გზა რომისკენ მიდიოდა, ჩვენ კი ქართველები მუდმივად და ყოველთვის და კერძოდ „კანოსაში„ მივდიოდით, დღესაც, დღესაც ისევ კანოსას გზას ვადგავართ....

ხო, ჩვენ მაინც და მაინც გვინდა „ტერიტორიული პრობლემა“ არც მეტი, არც ნაკლები ამერიკამ გადაგვიწყვიტოს, და არა სხვა რომელიმე ქვეყანამ. და რა გამოდის, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებაა, თუ ის, თუ ვინ გადაგვიწყვეტავს ამ პრობლემას?. ერთი ადგილი მინდა მოგიყვეთ ისტორიიდან. მაშინ, როდესაც რუსეთმა ქართლ–კახეთის სამეფო–სამთავროები გააუქმა. საქართველოში დაიწყო უკმაყოფილება, ახალი რუსული კოლონიალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. იმ პერიოდში ქართველებს „უფროსებად“ – „შტაბს – კაპიტნები“ ჩაუყენეს. და ხალხში დიდი უკმაყოფილება მათმა დაბალმა ჩინმა გამოიწვია, და არა ოკუპაციამ, დაპყრობამ. რუსებმა გამოგზავნეს კოლონიალისტები, ჩვენი კულტურის, ტრადიციების და მენტალობის შესასწავლად, რათა გაადვილებოდათ ჩვენი „მართვა – დაკმაყოფილება“. კოლონიალისტები „გამოკვლევის“ ჩატარების შემდეგ , რუსეთის ხელისუფლებას და იმპერატორს სწერდნენ; ქართველები ძალიან პატივმოყვარე ხალხია, მაგალითად მათ, როდესაც აქვთ რაიმე პრობლემა გადასაწყვეტი, და ამ პრობლემის გადაწყვეტა შეუძლია სოფლის მოსამართლეს, ისინი ამას უკადრისობენ, რადგან მათ სურთ პრობლემა არც მეტი და არც ნაკლები მეფემ გადაუწყვიტოსო“,“ სწორედ ამიტომ არიან განაწყენებული „შტაბსკაპიტნებით“. მათ უფრო მაღალი რანგის სამხედრო მოხელეები სჭირდებათ“ და.ა. შ, ანუ ქართველი ხალხისთვის იმ პერიოდშიც, პრობლემის გადაწყვეტაზე მეტად მნიშვნელოვანი იყო, ის თუ ვინ გადაუწყვეტავდა ამ პრობლემას. დღესაც ასე არაა?

მაგალითად ევროპის ქვეყნები მხოლოდ უბრალო – ბანალური ურთიერთობებისთვის გვჭირდება. კავკასიურ ქვეყნებთან ჩვენს ტერიტორიულ პრობლემებს არც განვიხილავთ, უშუალოდ აფხაზებს და ოსებს არც არაფერს ვეკითხებით. არა, აუცილებლად გავწერ ახალ ისტორიას საქართველოზე, ყველა სიმახინჯეს წინ დაგიდებთ. და თუ კვლავ, სიმართლეს თვალს დაუხუჭავთ, და არ შეეგუები მას, მე დავტოვებ საქართველოს, (ღმერთო, როგორ მტკივა მკერდი...), დავტოვებ საქართველოს და თვითფრინავიდან ბომბებივით დაგაყრით ჩემს ნაფიქრს და ნააზრევს, ჩემს წიგნებს, ჩემს ხმამაღალ ფიქრებს თავისუფლებაზე!..

არანაირი ოქროს ხანა! არანაირი „ქართული რენესანსი“, „ევროპის რენესანსამდე“! ( და მე ამას მალე გავწერ! ) მართლაც, ასეთი მკვიდრი და მყარი, რომ ყოფილიყო ოდესმე, ქართული სახელმწიფო, ასე ადვილად რა შეარყევდა? მაგრამ ყოველთვის უსაძირკვლოდ, ქვიშაზე იყო აშენებული, და ოდნავი ქარის ამოქროლებისთანავე მომაკვდავივით განერთხმეოდა ხოლმე მიწას! „ქვიშაზე აშენებული სახლი, ქარის ერთი ამოქროლებისთანავე დაიშლებაო“. ეს ჩინური ანდაზაა! და სულაც არ არიან ჩინელები უჭკუო ხალხი, როგორც ეს ზოგიერთ ქართველს წარმოუდგენია, ყველა წვრილ თვალებიანი მოიდიოტო „ტიპი“, რომ ჰგონია, და საკუთარი თავი კი ჭკუა–გონებისგან გაბრწყინებული, როგორც თათქარიძეს!..

 

ქეთევან ბაგრატიონ მუხრანბატონი და ხატია შიუკაშვილი (ვატიკანში)

 

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მოშლა თუ „ჩამოშლა“, „არ ახალია, ძველია“, და ეს არ არის მხოლოდ; გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილების ბრალი! ეს ჩვენი ისტორიული ტრადიციის – კონფორმიზმის ბრალია, თითოეული ჩვენგანის ბრალია, ჩვენში მოჭარბებული უმეცრების, უპრინციპობის და წაუკითხაობის ბრალია! ნუთუ სააკაშვილის ბრალია ისიც, რომ დღეს სტუდენტები, ინტელიგენცია, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო სექტორი და თითოეული მოქალაქე „ამა ქვეყნისა“ არ აწყობს არანაირ აქციას, არ აწყობს „საბოტაჟს“ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ?! ნუთუ აუცილებელია წლიდან– წლამდე, ველოდოთ, 7 აგვისტოს, ფიზიკურად „საბჭოთა კავშირში“ დაბრუნების იუბილეს?! ფიზიკურად რადგან მენტალურად ჩვენ ისედაც იქ ვიყავით! წელიწადში ერთხელ, იუბილეზე უნდა გაგვახსენდეს მხოლოდ, რომ ოკუპაციის ქვეშ გმინავენ ჩვენი იქ ჩარჩენილი თანამემამულეები და ქვეყანა? წელიწადში ერთხელ უნდა გაგვახსენდეს, რომ ყველა ჩვენთაგანი დღეს მონაა?!!

და კიდევ ერთი; სანამ ჩვენ მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნებაზე ვიფიქრებთ და facebook-ზე ვასიკო მაღლაფერიძესავით გავხსნით; ამ შინაარსის გვერდებს ; „მე ვფიქრობ აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე“, ე.ი ტერიტორიებზე და არა ადამიანებზე, და არა აფხაზებზე და ოსებზე, მათ უფლებებზე და თავისუფლებებზე! ვიდრე მხოლოდ ტერიტორიებზე ვიფიქრებთ, მანამ მოგვიწევს 1 კი არა, 10–20–50 წლის „იუბილების“ აღნიშვნა. ვასიკო მაღლაფერიძესაც ლუარსაბ თათქარიძესავით ჰგონია, რომ თავად ჭკუა–გონებით სავსეა, „აფხაზები კი პატარა ბავშვები, რომელთაც ჭკუას არ ეკითხებიან“, სწორედ ასეთი პასუხი მომწერა „ facebook–ზე“ მისმა უდიდებულესობამ, ორჯერ ნაპარლამენტარმა ბატონმა ვასიკომ...

ისევ ამერიკა, მე პირადად, იმის წინააღმდეგი არ ვარ, რომ ვიმეგობროთ ამერიკასთან, პირიქით. თუნდაც იმიტომ, რომ ამერიკის დამფუძნებელმა მამებმა, თომას ჯეფერსონმა, ჯორჯ ვაშინგტონმა, ჯონ ჰენკოკმა, ამ უკანასკნელს ჰენკოკს, ჩვენში იშვიათად მოიხსენიებენ, არადა მან პირველმა გარისკა და მოაწერა ხელი, დიდი ასოებით ამერიკის შეეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციას და დასძინა: „მეფე ჯორჯს სათვალე არ დასჭირდება ჩემი „ავტოგრაფის“, წაიკითხვისთვისო“, და ეს სიკვდილთან გაშინაურების ტოლფასი იყო, ეს გმირობა იყო! ხო, ამერიკელმა მამებმა დეკლარაციაში შეიტანეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზა; ადამიანის „ბედნიერებისაკენ სწრაფვის უფლება“! ეს ფრაზა არც ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციაშია შეტანილი, არ ჰელსინკის და გაეროს კონვენციებში, არც ევროკავშირის და არც საქართველოს კონსტიტუციაში. არადა მართლაც ადამიანი მაშინ იბადება, როცა ბედნიერია. ამიტომ მისი ფუნდამენტური, ბუნებრივი უფლებაა; „ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება“! მიუხედავად ამისა, და მიუხედავად ყველაფრისა, ყოველთვის მიკვირდა და მიკვირს, რატომ არ შეგვიძლია ვიმეზობლოთ ან ყურადღების ღირსნი მაინც გავხადოთ, კავკასიური ქვეყნები? – რატომ და რატომ?! რატომ, არ არის ეს ქვეყნები ჩვენი ინტერესის, ან „კავკასიური თემა“ ეს უაღრესად მნიშვნელოვანი თემა, ჩვენში განხილვის საგანიც კი ?! „ძაღლი, შინ არ ვარგოდაო სანადიროდ გარბოდაო“ , სწორედ ჩვენზეა ნათქვამი...

ვითომ, მეგობრობა ვიცით? ვითომ ამერიკის გულწრფელი მეგობრები და მოკავშირები ვართ, უმცროსი ძმები;–)?.. ან უფროსი და უმცროსი ძმა, სიდიდით „განიზომება“ თუ ასაკით? თუ ესეც კონფორმიზმის ერთ–ერთი მაგალითია?

მე პირადად, ჩვენი ისტორიული, დიდი „გამოცდილება“ მაძლევს საბაბს ვთქვა, რომ; დარწმუნებული ვარ ამერიკა ხვალ, რომ დააჩოქონ, პირველი ვინც მას ქვას ესვრის, ეს საქართველო იქნება!

რადგან, საქართველო მაშინვე „დამჩოქებლის“ ანუ გამარჯვებულის მხარეს აღმოჩნდება, მას მიეახლება, დაეჩოქება და მორჩილებას აღუთქვავს! სწორედ ახალ გამარჯვებულს გამოაცხადებს თავის „უფროს ძმად“ და მოკავშირედ!

– რატომ? – იმიტომ, რომ პრინციპები, პრინციპები და კიდევ პრინციპები არ გაგვაჩნია!..

რუსეთზე? და საერთოდ რუსულ ლიტერატურაზე და ხელოვნებაზე, ხომ ჩვენში დღეს ლაპარაკიც კი იკრძალება. ერთგან წავიკითხე „მოწოდება“, რომ არ ვისწავლოთ რუსული ენა და მის მაგივრად ორი უცხო ენა ვისწავლოთ, მე არ მესმის რატომ „მკარნახობენ ეს ადამიანები რომელი ენა უნდა ვისწავლო და რომელი არა. მე პირადად ინგლისურს და ფრანგულს შევისწავლი და ამ „განწყობების“ გამო, სურვილი გამიჩნდა ამ ენების დაუფლების შემდეგ რუსული ვისწავლო. აკრძალული ხილი ჩემთვის ყოველთვის უფრო გემრიელი იყო . ხანდახან მგონია როზანოვის, ბერდიაევის, დასტოევსკის, ტალსტოის, პუშკინის, ბულგაკოვის და გოგოლის კითხვის გამო, ან დიმიტრი შოსტაკოვიჩის ვალსის, ამ შედევრის მოსმენის გამო ( იხ. http://www.youtube.com/watch?v=FlNkVGBCL8o ), ოფიციალურად სამშობლოს მტრად, „ხალხის მტრად“ გამომაცხადებენ . არადა შოსტაკოვიჩიც და დოსტოევსკიც ჩემია! და არა მხოლოდ რუსეთის, ისევე როგორც ROLLING STONE და ELVIS PRESLEY–ა ჩემი, რომლის დაბადების დღეეც სულ ახლახანს 8 იანვარს იყო.

(იხ. http://www.youtube.com/watch?v=rhMbFXJHU8M&feature=related ).

არ შეიძლება ისტორიიდან ამოყარო ყველაფერი ნეგატიური და აქცენტები მხოლოდ პოზიტიურზე გააკეთო, არ შეიძლება დაამახინჯო და დაასახიჩრო ისტორია!.

ჩვენში, როგორც ვიცით, რეკომენდირებული არ არის და აღარ ასწავლიან; ლენინს, მარქსს, ენგელსს. – არ მესმის, რატომ? ეს ხომ ისტორიააა? რა თუ „წითლებს“, სასწავლო წიგნებიდან ამოვიღებთ, ამით მოვსპობთ „კომუნიზმს“ და ბოლშევიზმს“ და სხვა ათას „იზმს“? რომლებიც მოჭარბებულია ამ ქვეყანაში? რატომ ვიგდებთ თავს ძალით „იზმენებში“? არ შეიძლება, მარტივად; ვიკითხოთ თეთრიც და შავიც, და არჩევანი ისე გავაკეთოთ? იქნებ სწორედ ასეთი მიდგომების ბრალია, რომ ჩვენში ვერ აღმოიფხვრა; „კომუნიზმი“, „ბოლშევიზმი“, „ფაშიზმი“, „კონფორმიზმი“ და „შოვინიზმი“? რომელთა მშობელი დედაც უმეცრებაა ანუ უვიციზმი!? თუმცა, დამავიწყდა ჩვენ ყველანი ხომ „დემოკრატებივართ“;–)?. მე ის ვიცი, რომ „ცხვრის ქურქში გახვეული მგელი, ბევრად საშიშია“...

საკვირველი ამ ქვეყანაში კიდევ, ის არის, რომ მუდმივად სამშობლოს და პრეზიდენტს უმღერიან, ისევ ენაზე, მამულზე და სარწმუნოებაზე წერენ, და დროშასავით დააფრიალებენ ამ „სამებას“. სულ სხვა საკითხია, რამდენად გააზრებული აქვთ აღნიშნული ფასეულობები. ან რამდენად გააზრებული აქვთ, ილიას, ვაჟას ან იაკობის შემოქმედება? ფაქტია, ზოგს გოგებაშვილი მარტო „დედა ენა“ ჰგონია. არადა გოგებაშვილი ბევრად მრავლის მომცველია, ვიდრე ერთი „დედა ენა“, გოგებაშვილი კარგი პუბლიცისტიცაა, და იურისტიც...

ხო, ილია და ვაჟა თავისუფლებაზე წერდნენ, ისევე, როგორც ფრანგი მამები; ვოლტერი, ჟან ჟაკ რუსო, შარლ ლუი დე სეკონდა ბარონ დე მონტესკიე; „კანონთა გონის“ გამწერი და სხვები. მაგრამ ჩვენ ქართველებმა, ილიას ნაფიქრ–ნააზრევიდან მაინც და მაინც; ქათმებივით, როგორ ვგავართ ამ უკანასკნელს? „სამება“ „ენა, მამული, სარწმუნოება“ , ამოვკენკეთ, და თავისუფლებას კი, რომელსაც ილია და ვაჟა უმაღლეს ფასეულობად აღიარებდა, ხო, სწორედ თავისუფლებას ზურგი მკაცრად ვაქციეთ!!!

არადა, თავისუფლების „ქვეტექსტებია“, თუნდაც ქვეპუნქტები: „ენა, მამული, სარწმუნოება“, და თავისუფლების გარეშე შეუძლებელია ამ „სამების“, ამ ღირებულებათა დაცვა!.. ჩვენი „სამება“ ადამიანის უფლებებში და თავისუფლებებში იგულისხმება. ადამიანის ბუნებრივ და ფუნდამენტურ უფლებებში შედის. ლიბერალური–დემოკრატიაც სწორედ ამას იზიარებს.

პირადად ჩემთვის: სამშობლო – კერძო საკუთრებააა! ქ ო ნ ე ბ ა, რომელიც გარკვეულ ხალხს და ერს ეკუთვნის. და სამშობლოს უნდა გაუფრთხილდეთ და დავიცვათ, როგორც კერძო საკუთრების უფლება! საკუთრების უფლება, რომელიც ადამიანის, და არა მარტო; ერის, ხალხების და სახელმწიფოების ავტონომიურობის და თავისუფლების გარანტია!

მაგრამ, ა რ ა ფ რ ი თ არ შეიძლება, და ყოვლად გაუმართლებელია, კერძო საკუთრება – სამშობლო, დააყენო ადამიანზე და მათი სიცოცხლის უფლებაზე მაღლა, ეს უღმერთობაა, და ჩვენი ხალხი უღმერთობისგანაა შეპყრობილი.

ამაზრზენი და გულისამრევია ადამიანის ასეთი დაკნინება! საკუთრების გამო, ადამიანებით მანიპულირება, ეს „ტრეფიქინგია“, ასევე საშინელებაა, ტერიტორიების დაბრუნებაზე ფიქრობდე და არა ადამიანების. ასევე დანაშაულია ადამიანებს იბრუნებდე არა მოლაპარაკებით, დიალოგით და „სამშვიდობო გზით“, არამედ ძალადობით, ასეთი „დაბრუნებული„ ადამიანები და ერები მომენტს ნახავენ თუ არა „გამოგეყოფიან“.

ძალადობა?

როდესაც ნაპოლეონ ბონაპარტემ ესპანეთი დაიპყრო, უდიდესმა დიპლომატმა შარლ მორის დე ტალეირანმა გაბედა და უთხრა, დიქტატორს: „მოწყალეო ხელმწიფევ, ხიშტების მეშვეობით შეიძლება ყველაფერს მიაღწიო, ერთი რამის გარდა, მათზე ვერ ჩამოჯდებიო“. ამიტომ იყო, რომ ნაპოლეონ ბონაპარტიმ ერთი დღეც ვერ „იმეფა“ ესპანეთში, რადგან ესპანელი ხალხი მასში მოძალადე „ძალას“, ხედავდა მხოლოდ!

ქართველებო, ძალადობა ის ტოტი არ არის, რომელზედაც ბეღურასავით მშვიდად ჩამოჯდებით.

ხო, ვიმეორებ, სიცოცხლე, ასე მარტივად არ უნდა ეწირებოდეს საკუთრების დაცვას – სამშობლოს დაცვას, ამაზე დიდი ცოდვა არ არსებობს! და ამით, სულაც არ ვაკნინებ სამშობლოს ან პატრიოტიზმის ცნებას, მაგრამ ვერასოდეს დავაყენებ მათ ადამიანებზე მაღლა, ვერ დავაყენებ ადამიანთა მოხმარების საგნებს, ჭეშმარიტებაზე მაღლა! რადგან ჩემთვის ისევე, როგორც მამარდაშვილისთვის; „ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას!“

ისე მძულს, ადამიანის მიერ ადამიანის კვლა, რომ, რომ მეხელმწიფებოდეს, ალბათ მსოფლიოს დავტოვებდი სამხედროების და იარაღის გარეშე! . .

 

ამას წინათ დავწერე, რომ ილია ჭავჭავაძე = ლუარსაბ თათქარიძეს! ეს „გმირი“ ილიამ საკუთარ თავში აღმოაჩინა, საკუთარ თავში ებრძოლა მას დაამარცხა, გადააბრუნა და მოკლა თათქარიძე! ილიამ საკუთარ თავთან მოიგო ომი, და ამიტომ გახდა პიროვნება, დიდი ადამიანი! მაგრამ ქართველობამ, ილიასგან განსხვავებით საკუთარ თავში, მენტალობაში იგივე ლუარსაბ თათქარიძე, მისი გონებრივი და ფიზიკური სზარმაცე, მუცლისმოყვარეობა, როგორც ჩანს დღემდე ვერ დაამარცხა, ვერ მოკლა! ჩვენ დღეს, როგორც არასდროს ლუარსაბ თათქარიძესავით მკვეხარა, „ჭკუა–გონებით“ სავსე ვაჟკაცი „თავტაფიანელები“ ვართ! ამიტომ დღეს ჩვენში გამეფებულ უსაზღვრო „ძეგლომანიას“, და „ძეგლთმებრძოლეობას“ სჯობს თავი დავანებოთ, და თუ არ ვცდები; პარიზში მოღვაწე მწერლის პაატა ქურდაძის თქმის არ იყოს, რომელ ქურდაძესაც მარკიზ დე კიუსტინივით მწარე ენა აქვს, მაგრამ მისი უაღრესად რთული, მტკივნეული, მხურვალე და ვნებიანი ესეები, ის ჯანსაღი ხედვებია, რომელიც მხოლოდ წამალივით მოუხდება, ჩვენს ავად–მყოფ საზოგადოებას. (მაპატიეთ, რომ ქურდაძის სიტყვების ზუსტ ციტირებას ვერ მოვახდენ, დროის სიმცირის გამოც, და იმ მიზეზითაც; ძებნა, რომ დავიწყო ინტერნეტში მისი წერილების, გავცივდები და წერას სულ გადავიფიქრებ, შევწყვეტ, ან სულ, სულ სხვა რამეს დავწერ! და იმას, რასაც ახლა ვწერ აღარ დავწერ, და მით უმეტეს, მაინც და მაინც თუ გავაგრძელე წერა აღარ გამოქვეყნებ! და საერთოდაც, მთლიანად წავშლი,! როგორც ეს მჩვევია! დიახ, ხშირად ვშლი ჩემს ნაწერებს იმიტომ რომ ჩემი დაკვირვებით ყველაზე მეტად, რასაც ქართველი ხალხი ვერ ჰგუობს ეს ს ი მ ა რ თ ლ ე ა! ახლა კი ვიდრე ცხელი ვარ! დავწერ იმას, რასაც ვფიქრობ, დავწერ სიმართლეს! და არას ვნაღლობ, თუ გამკიცხავენ ამ სიმართლისათვის; რამეთუ მახსოვს ერთი ფრაზა, თუ ორი ფრაზა; „ნეტარნი არიან დევნილნი სიმართლისათვისო“, და „ნეტარ იყვნენ მშიერნი და მწყურვალნი სიმართლისათვის“!.) ხო, ლამის დამავიწყდა, მგონი ქურდაძის იდეაა, რომ; თავისუფლების მოედანზე, დავდგათ, ერთი თათქარიძის ძეგლი, წმინდა გიორგის ძეგლის ადგილას“ , და ვაღიაროთ ჩვენი ისტორიული სახე და რეალობა.

მერწმუნეთ, დღეს ამის აღიარება, ჩვენს შეცდომებზე ამაღლების ტოლფასი იქნებაა, და ეს ბევრად უფრო დაგვეხმარება განვითარებასა და წინსვლაში, ვიდრე მითოლოგიური ძეგლების აგება – გაპიარება!

თათქარიძის ძეგლის დადგმით, საკუთარ თავს ზედ წავასწრებდით, სიბრიყვეში ვამხელდით, რომელი სიბრიყვეც მიზეზია ჩვენი ისტორიულად და მუდმივად „კომაში“ – ჩიხში ყოფნისა! დამიჯერეთ, ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე „წ ა ს წ რ ე ბ ა“, საკუთარი მანკიერების და სიმახინჯეების მხილებაა! ეს „ქმედება“ თუ არ „გაგვაბრწყინებს“ დაგვეხმარება მაინც! – ბოლო–ბოლო თითოეული ჩვენგანი მივალთ ამ მართლაც საინტერესო კითხვვებამდე – თუ „როგორ მოვხვდით 21 საუკუნეში“? შევძლებთ თუ არა 31 საუკუნეში მოხვედრას იგივე მეთოდებით? ისევ მხოლოდ „გადარჩენისთვის“ უნდა ვიბრძოლოთ, თუ განვითარებისთვისაც, პროგრესისთვისაც არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა? ისევ ერთ კაცს, პრეზიდენტს, თუ მეფეს უნდა შევაწმინდოთ ბრძოლებში „დამარცხება“, ან გამარჯვება, ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვა, მოშლა თუ დაშლა, თუ ყველა ჩვენგანმა, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გადავინაწილოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობები?

ან, სრულიად მარტივი, მარტივი კითხვა, რატომ გავასუქეთ ქართველებმა საახალწლო ღორივით, საკუთარი ბიუჯეტით ქალბატონი ნოვოდვორსკაია? ან, როგორ ხდება, რომ ამ ქვეყანაში 4 მილიონი ქართველი „რუსეთის აგენტია“, და იგივე „სუპერ“ დემაგოგი ნოვოდვორსკაია საქართველოს პატრიოტი?! ან, რა უნდოდა ქართულ უშიშროების „ ზონდერ ჯგუფს“ უკრაინაში?!

ან, იქნებ იმაშიც გავერკვეთ, ისევ „ილიას გზით“, „ერეკლე მეორეს გზით“, „წინ დავით აღმაშენებლის“ გზით, ანუ ა რ ა ს გ ზ ი თ! უნდა ვიაროთ, თუ საკუთარი გზით თითოეულმა ჩვენგანმა?!

ხშირად მესმის ხოლმე ახალგაზრდების „დატერორება“ საყვედურნარევი „შეკივლებებით“; მასწავლებელთა, ლექტორთა და უბრალო მოქალაქეთა მხრიდან; „მერე შენ ილია ჭავჭავაძე ხარ“!?, „მერე შენ ვაჟაა ფშაველა ხარ!?“.

„ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს“– ვაჟასა, ილიას, დავითსა,“ – მამასა“!.. ეს ასეც უნდა იყოს, ახალმა თაობამ ისიც იცის, რაც ილიამ, ვაჟამ, დავითმა და თამარმა იცოდა! და რატომ არ შეიძლება დაიბადოს 21 საუკუნეში, ილიაზე, ვაჟაზე დავითზე და თამარზე დიდი? რატომ ვ ა კ ო მ პ ლ ე ქ ს ე ბ თ ახალ თაობას? რატომ ვზღუდავთ ახალი თაობის თავისუფლებას, აზროვნებას და მოქმედებას!?

თუ ხედავთ, როგორ მომრავლდნენ, ჩვენში გმირები და პატრიოტები?!

ლადო ასათიანის ლექსი მახსენდება; „დავიღლებით საქართველოს სიყვარულში“, და ჩვენ მართლაც, რომ დავიღალეთ საქართველოს სიყვარულში, დავიღალეთ ერთმანეთის სიყვარულში. მაშინ, როდესაც დამარცხებულია მანძილის ტირანია დროში, როდესაც ერები და ადამიანები ფიზიკურად დაუახლოვდნენ, გაუცხოვების კედლები „ბერლინის კედლები“ წარმოიშვნენ ჩვენში, თითოეულ ჩვენთაგანშია დრეს დასანგრევი „ბერლინის კედელი და არა ენგურტან და ერგნეთთან. .. ჩვენში ადამიანებმა და ერებმა ერთმანეთის პატივისცემა დაკარგეს, თავისუფლების წყურვილი დაკარგეს, და სამშობლოს სიყვარულის გრძნობაც... ან, რომელი სამშობლო უყვართ „პატრიოტებს“?!, – რომელსაც თითოეული მათგანი ნაკუწ–ნაკუწ, ყოველდღიურად დეტალებში ჰყიდიან?

დღევანდელი საქართველო დაცლილია ყოველგვარი ღირებულებებისგან; კაცთმოყვარეობისგან, სათნოებისგან, ერთგულებისგან, სიყვარულისგან, მეგობრობისგან. აქ ადამიანები მუხლებზე დაჩოქილს, ფეხზე კი არ წამოაყენებენ, არამედ, ხელს ჰკრავენ, რომ ბოლომდე წაიქცეს, წაქცეულს კი ზედაც არ უყურებენ!

– რა ასე არ არის?! გაიხედეთ თქვენს გარშემო, რამდენი მთხოვარი ბავშვი, ქალი და კაცია დავარდნილი ქუჩებში, ვინმე, რომელიმე ჩვენგანი ზედ უყურებს მათ ?! ყველას სადღაც მიგვეჩქარება, ან თავის ატკივება არ გვინდა „ბომჟების“ გამო. – რატომ? ისინი ადამიანები არ არიან?..

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ძალიან დამღალა; ჩვენში ფესვმოკიდებულმა ფსევდოკაცთმოყვარეობამ, განსაკუთრებით დამღალა ჩვენში გამეფებულმა პროვინციულმა პატრიოტიზმმა, რომელსაც რეალურ პატრიოტიზმთან არაფერი, ა რ ა ფ ე რ ი აქვს საერთო! ასევე პროვინციულმა სნობიზმმა, ინტელექტუალმა „ბღენძებმა“, რომლებმაც შექმნეს საკუთარი შ.პ.ს „ელიტ კავშირები“, „პოეტური გაერთიანებები“, ეს უმეცრების მეორე ს ა ხ ე ო ბ ა ს, მეორე უკიდურესობას წარმოადგენენ, და უფრო მეტად დამანგრევლად მოქმედებენ ჩვენს ისედაც დანგრეულ და ბნელ საზოგადოებაზე, ძალიან დავიღალე!

 

ისევ პატრიოტიზმი? – სიმართლე გითხრათ, მე მიწები, ტერიტორიები, სახელმწიფოები და საზღვრები, ნაკლებად მაღელვებს, მე უფრო მეტად ადამიანები მტკივა...

– და, ვინ არიან დღეს, რეალურად პატრიოტები?!

– ალბათ პერევში, ხო პერევში,, ახალგორში, შიდა ქართლში, გალში და კოდორში გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი იქ “ ჩარჩენილი“ ჩვენი თანამემამულეები, რომლებმაც ოკუპანტებს არ დაუთმეს საკუთარ სახლი – სამშობლო. მე მათ ვერ ვხედავ, მაგრამ ვ გ რ ძ ნ ო ბ, და ვ ა მ ა ყ ო ბ მათით...

და ბოლოს, ისევ , Marilyn Manson-Sweet Dreams! იხ.

მოისმინეთ, ნეგატიური განწყობის –აგრესიის მშვიდობიანი „გაფანტვისთვის“;–). იგი, ხომ ბევრად „უმტკივნეულოა“, ;–) ,ავტომატებიდან, ტანკებიდან, გრადებიდან და თვითფრინავიდან ნასროლ კასეტურ ბომბებზე და ტყვიებზე? ბევრად უმტკივნეულოა „აგვისტოს ომზე“, რომელიც ჩემში დღემდე, ჯერ კიდევ დაუსრულებელ ტკივილებს, შიშს და ღამის კოშმარებს იწვევს...

post-5900-073232100 1279128365_thumb.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...