lasha1997 Posted October 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2009 (edited) ეს პოსტი და საიტი პოლიტფორუმიდან „მოვიპარე“. შემდეგ ლიცის „თეორიკრატიულ“ თემაში დაგიდეთ,მაგრამ რატომღაც ყველამ გაატარეთ.ჩემი თხოვნა იქნება არ დაიზაროთ და გულდასმით წაიკითხოთ ამ გოგონას აზრები. მე ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და მომეცა პატარა მედი,რომ სულ გადაგვარებულები არა ვყოფილვართ. თავისუფლება დეტალებშია! ევროპაში ყოფნისას, მაშინ როდესაც დავწერე ჩემი მანიფესტები "თავისუფლების შესახებ", და საქართველოში უკან დაბრუნებულმა, ჩემს მიერ დაწერილი მანიფესტები (ესები) გამოვაქვეყნე და უძღვენი იმ ახალგაზრდების ხსოვნას, რომელთა სიცოცხლეც ხელყო "სამართალდამცველებმა". მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ აღნიშნული წიგნის პრეზენტაციის გაკეთება "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში", და გავაკარით უნივერსიტეტის ყველა კორპუსის სტენდებზე შესაბამისი აფიშები, ჩემთვის "მოულოდნელად", უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმართველობამ და მისმა ხელმძღვანელებმა, ჩემმა "მეგობრებმა" ამ აფიშების ჩუმად ჩამოხევა დაიწყეს, ჩამოხეულ აფიშების ადგილას სტენდებზე ახლ აფიშებს ვაკრავდით, პრეზენტაციამდე ერთი დღე იყო დარჩენილი და გვინდოდა ეს ინფორმაცია როგორმე მისულიყო სტუდენტებამდე. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, მათი ხელდასხმული კომკავშირელების აქტიურობით, რომ ვერ დაკმაყოფილდა შ.ს.ს – დან გამოუძახა შესაბამის სამოქალაქო ფორმებში გადაცმულ პირებს რომლებიც 30–35 წლის ასაკის მამაკაცებს წარმოადგენდნენ, ისინი ხევდნენ აფიშებს და ჩვენს კითხვებზე თუ ვინ იყვნენ, და რატომ ხევდნენ აფიშებს, რა ესაქმებოდათ უნივერსიტეტის შენობაში იგნორირებას უხეშად უწევდნენ. ამ დღეს, როდესაც სახლში დავბრუნდი და დავრჩი საკუთარ თავთან მარტო, მე გავაცნობიერე თუ საიდან იყვნენ ეს ადამიანები "წარმოგზავნილები" და რა "მისიით". სიმართლე გითხრათ ძალიან შემეშინდა, შემეშინდა იმიტომ, რომ მივხვდი, არასასურველი ადამიანები "დაინტერესდნენ" ჩემით. მაგრამ იმავდროულად ვიგრძენი, რომ უფრო სწორად, დღეს დილით ჩემთვის ხმაურიან ფიქრებში, რომ ვიყავი ჩაძირული, სწორედ დღეს დილით მივხვდი, რომ მე ამ დღეს სწორედ ამ დღეს დავიბადე პიროვნებად – ადამიანად, თავისუფალ ადამიანად, ვინაიდან მიუხედავად იმ დღეს და მას შემდეგ ჩემზე განხორციელებული ზეწოლისა, მე არ გავჩერდი და გავაგრძელე ბრძოლა, აზრის გამოხატვის და საერთო, საყოველთაო თავისუფლებისათვის! საყოველთაო ტავისუფლებისთვის რადგან ის "თავისუფლება", რომლითაც ქვეყანაში მხოლოდ 10 კაცი, "ერთი გუნდი" სარგებლობს, თავისუფლება არ არის, რეალური თავისუფლება სწორედაც, რომ საყოველთაოა! უკვე გითხარით, რომ მე ვაგრძელებ ბრძოლას, მეტიც, სულ მალე გამოვცემ ახალ წიგნს; "ხმამაღალ ფიქრებს თავისუფლებაზე", რომელიც მერწმუნეთ, სულაც არ იქნება "სასურველი" არსებული რეჟიმისთვის!ხო. მე იმ დღეს მივხვდი, რომ ამ ხელისუფლებას ისევე ეშინია პიროვნებების, ისევე ეშინია თავისუფალი ადამიანების როგორც "ფაშისტურ გერმანიას" და ბოროტების მანქანას საბჭოთა კავშირს ეშინოდა! ეს შავი, კუპრივით შავი ხვრელია, და ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, ახალგაზრდებმა ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ ამისთვის, და უნდა განვახორციელოთ გადამწყვეტი ბრძოლა თავისუფლებისთვის, ჩვენ ყველანი ახლებად უნდა დავიბადოთ, საკუთარ თავში უნდა მოვახდინოთ ცვლილებები, გარდატეხა, ურთიერთპატივისცემის, კონსოლიდაციის და სოლიდარობის გზით უნდა მივაღწიოთ ახალ საქართველოს დაბადებას!სხვანაირად ერთმანეთის კრიჭაში ჩამდგრები, ერთმანეთის ქილიკსა და დისკრედიტაციაში ამ ქაოსში ვერაფერს შედეგს მივაღწევთ, ეს ნაკლი ჩვენი თაობის რომეელიც წინა თაობისგან მემკვიდრეობად გვერგო, უნდა მოვიშოროთ ეს სენი, უნდა განვკურნოთ ამ სენისგან საკუთარი თავები! წინა თაობის შეცდომები გაკვეთილებად მივიღოთ, ნუ გავყვებით მათ გზას! ახალი გზით ვიაროთ, უფრო სამართლიან სუფთა გზით, სუფთა გულებით, გადავახალისოთ გონებრივი ჰორიზონტი და მსოფხედველობა ჩვენი, და თუ საკუთარ თავთან ბრძოლაში გავიმარჯვებთ, მაშინ წინ ათასი გამარჯვებები გველოდება! დღეს ქართველი ხალხი არ ცხოვრობს, არის მცდელობები ხალხის მხრიდან რომ გამოვიდეს ქვეცნობიერიდან, და გაცნობიეროს თავისი რეალური ყოფა, რომელიც არ ყოფნას უფრო ჰგავს! მაგრამ ამ მცდელობებს რეჟიმი საფუძველშივე ახშობს, ახშობს ყველა მეთოდით და საშუალებით, ამ ქვეყანაში ადამიანებზე ძალადობას საზღვარი არ აქვს! ამას ათეულობითი სადისტურად მოკლული ახალგაზრდების ფაქტებიც მოწმობენ. ძნელია ასეთ პირობებში სრულ სიბნელესა და სიცრუეში, დეზინფორმაციის ბატონობის ჟამს, დაწყო ფიქრი, დაიწყო ცხოვრება, დაიწყო რეალური ბრძოლა თავისუფლებისათვის, საკუთარი თავისუფლებისათვის რომელიც სულაც არ გამორიცხავს სხვათა თავისუფლებისთვის ბრძოლას! მაგრამ ყველაფერს აქვს გამოსავალი და საყრდენი წერტილი, და თავისუფლების საყრდენი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ერთიანობა და სოლიდარობა იქნება! არა ისეთი "ერთიანობა", რაც სააკაშვილის რეჟიმს ახასიათებს, სადაც ერთი კაცის გვერდით მონური ერთგულებით არიან შეკრულნი, ასეთი ერთიანობა ზემოთ ხსენებულ ფაშისტურ და კომუნისტურ მთავრობებსაც ახასიაებდათ; სააკაშვილის "ერთობა", რომელიც ხალხის, ადამიანების და ქვეყნის ბედზე ერთობა! ასე შეიძლება ფორმულირდეს; ერთობას – პლურალიზმი= ტოტალიტარიზმს! "გააერთიანე და იბატონე"!– –"დაშალე და იბატონეს" მსგავსი და ხატი...მოკლეთ, მე ლექციებზე მაგვიანდება; იფიქრეთ, იფიქრეთ გაერთიანებაზე, სოლიდარობაზე, ერთმანეთში კონსტრუქციული და ჰარმონიული თანამშრომლობაზე, იფიქრეთ ცალ–ცალკე და თუ გნებავთ ერთად ,ერთად ვიფიქროთ, ჩვენი ერთიანობის მიღწევაზე, რომ შედეგზე გავიდეთ! შედეგი ვაჩვენოთ, ხალხს, და ჩვენს თავებს! ნუ დავემსგავსებით ზოპარკში გამოკეტილ ლომებს, რომლებიც ამაოდ ცდილობენ დაუბრუნდნენ თავისუფალ სამყაროს – ბუნებრივ მდგომარეობას!იმ ლომებისგან განსხვავებით ჩვენ ჩვენი ნებით გამოვკეტეთ ჩვენი თავები ამბიციების ტყვეობაში, ამას არავინ გვაიძულებდა, ამიტომ ჩვენვე შეგვიძლია დავახწიოთ თავი ამ ტყვეობას!ჭეშმარიტად თავისუფალი ადამიანები ამას შეძლებენ, საკუთარ თავთან ბრძოლას მოიგებენ, და იგივე თავისუფალი ადამიანები – პიროვნებები იბრძოლებენ მხოლოდ და მხოლოდ რეალურ თავისუფლებისთვის!ხსნა პიროვნებებშია, ხსნა თავისუფლებაშია!თავისუფლება კი დეტალებშია, რომელ დეტალებსაც ჩვენ ზედაპირულად ვეხებით, და ვფიქრობთ მათზე. ჭეშმარიტი! და არა ცრუპენტელა – ვარდისფერი თავისუფლება, ჭეშმარიტი თავისუფლება ერთ დღეში, ერთ წელში და.ა.შ არ მიიღწევა, თავისუფლება მუდმივი ძალისხმევას და მუდმივ მოძრაობას, მუდმივ ბრძოლას ითხოვს!... ადამიანი მხოლოდ თავისუფლებისთვის ბრძოლაშია თავისუფალი, აი ეს არის თავისუფლება! რა წამს შეაჩერებ ბრძოლას და მოძრაობას იმ წამს ხელებიდან გეცლება "ასე ნანატრი თავისუფლება"! დიახ, ხელებიდან გეცლება! ამიტომ არ დაიჯეროთ, თუ ერთ დღეს გამოგიცხადებენ, რომ დემოკრატიამ გაიმარჯვა, რომ ქვეყანაში 'დემოკრატია გაბრწყინდა", რადგან არ არსებობს არსად მსოფლიოში "გაბრწყინებული დმოკრატიები", არ ა რ ს ე ბ ო ბ ს! ისევე ,როგორც არ არსებობს სააკაშვილი, როგორც "დემოკრატიის შუქურა" საქართველოში, ეს ფარსია, აბსურდის სპექტაკლი! ხალხის ტვინების გამორეცხვისთვის. იფიქრეთ, იფიქრეთ, რადგან ფიქრია ცხოვრება, ცხოვრება კი ბრძოლა!... ხატია შიუკაშვილითბილისი8 სთ. 24 ოქტომბერი. 2009წ. http://www.democratsleague.ge/w/index.php?...03_articleid=14 Edited October 28, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2009 იფიქრეთ, იფიქრეთ, რადგან ფიქრია ცხოვრება, ცხოვრება კი ბრძოლა!...სულ ამას ჩაგჩიჩინებთ, ჩემი არ გჯერათ და ამ ხატია შიუკაშვილს დაუჯერეთ ხო? ეეე შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 28, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2009 სულ ამას ჩაგჩიჩინებთ, ჩემი არ გჯერათ და ამ ხატია შიუკაშვილს დაუჯერეთ ხო? ეეე შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო რა შენ ეგრე არ ფიქრობ,თორემ დაგიჯერებდი. მეტი ვერაფერი ნახე მაგის მეტი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 lasha1997 შენ ეგრე არ ფიქრობარა და ეგრე ვფიქრობ მეტი ვერაფერი ნახე მაგის მეტი?სტატიის დედააზრი ეგაა ანუ ადამიანს თავი იმისთვის აქვს რომ იფიქროს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 უი ხათუნა შიუკაშვილი გაიჩითა ........... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 J&B ხათუნა შიუკაშვილი გაიჩითააბა ხატიაო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 Saturn აბა ხატიაო?ახალგაზრდობის ხატია( და ჩვენიც) თორე ისე ხათუჩააბაბუამისი შელკუნჩიკი იყო ალბათ და ბებიმისი ლენონი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 29, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 lasha1997 არა და ეგრე ვფიქრობ სტატიის დედააზრი ეგაა ანუ ადამიანს თავი იმისთვის აქვს რომ იფიქროს. სატურნ,თავისუფლებას რას ეძახი და ხარ თუ არა დღეს თავისუფალი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 lasha1997 სატურნ,თავისუფლებას რას ეძახი და ხარ თუ არა დღეს თავისუფალი?სიტყვის თავისუფლებას ვგულისხმობდი. ვარ რა თქმა უნდა, რასაც ვფიქრობ იმას ვწერ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 29, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 (edited) სიტყვის თავისუფლებას ვგულისხმობდი. ვარ რა თქმა უნდა, რასაც ვფიქრობ იმას ვწერ. რა გინდა სთქვა,რომ საქართველოში ადამიანი თავისუფალია და ყველაფრის უფლება აქვს, რაც კანონით არის გათვალისწინებული? მხოლოდ სიტყვის თავისუფლება,თავისუფლებას არ ნიშნავს. Edited October 29, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 lasha1997 საქართველოში ადამიანი თავისუფალია და ყველაფრის უფლება აქვს, რაც კანონით არის გათვალისწინებული?თავისუფლების სხვადასხვა ხარისხი არსებობს. საქართველოში ადამიანი უფრო თავისუფალია ვიდრე ვთქვათ რუსეთში ან სომხეთში და ნაკლებად თავისუფალია ვიდრე აშშ-ში ან გერმანიაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maka Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 საქართველოში ადამიანი უფრო თავისუფალიატყუილი, ტყუილი პაპიროსი პირში........ :rolleyes: :hello: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 მაკა ვააა დარეგისტრირდი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მაციხვიტია Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 lasha1997 ბარევ სძეს, ბარევ სძეს დიტორიუს, ვონცეს ცავად-ტანემ ? :hm: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 29, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 (edited) თავისუფლების სხვადასხვა ხარისხი არსებობს. საქართველოში ადამიანი უფრო თავისუფალია ვიდრე ვთქვათ რუსეთში ან სომხეთში და ნაკლებად თავისუფალია ვიდრე აშშ-ში ან გერმანიაში. ერთხელ უკვე გთხოვე კარდუს ნაირ პასუხებს ნუ მცემ მეთქი.ეს მეორე იქნება. მე საქართველოზე გეკითხები და არა ამერიკა სომხეთზე.ბარევ სძეს, ბარევ სძეს დიტორიუს, ვონცეს ცავად-ტანემ კამაც კამაც რომაჯან. Edited October 29, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.