ჯოყოლა Posted November 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2009 Pompiero შეურაცხყოფა არის ის, მის ოჯახზე რო ამბობენ როცა უნდათ მკვლელია და როცა არ უნდათ არარიო,არადა ეს ხალხი 16 წელია ამას ამტკიცებს,ნახეთ ინტერვიუები,მე ყოველთვის კონკრეტულ ფაქტებს ვეყრდნობი უმრავლესობას საკუთარი თვალით ნანახს და აქაური ზოგიერთი ნიკს ამოფარებული კურდღელივით არ ვიქცევი, თემიდან თემაზე და ფორუმიდან ფორუმზე დარბიან ჩირქის მოსაცხებად და გესლის სანთხევად ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ რახან ზვიადის მომხრე იყო ესეიგი ყველაფერი უნდა შერჩეს ამ ძუნძგლიან 4 კლასდამთავრებულ პურის მანქანის მძღოლს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ჯოყოლა Posted November 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2009 თქვენ ხართ გათახსირებული ხალხი. შენი ნიკი ერთ ადგილზე შეგიძლია რა. უბრალოდ რომ იმის ვაჟკაცობაც არ გყოფნთ სახელი სთქვათ. აქ ნიკზე არაა საქმე, არამედ იმაზე რომ იმ მიცვალებულის სახელით თამაშობთ.ვინაა ქობალია არ მაინტერსებს, ვინ იყო კი ეს ძალიან კარგად ვიცი.შენისთანები რომ ერთ ხვრელში ძვრებოდნენ მაშინ საქართველოსათვის იბრძოდა.ძალიან სამწუხაროა ის ვინაა ეხლა. მაგრამ მისი განკიცხვის უფლება მაქვს მე და არ შენ ვისაც ამ ცხოვრებაში ჯიბის ბილიარდის მეტი არაფერი გინახია.შენ ვინ ხარ ამას რო იძახი? ერთი გაფანატებული ადამიანი, ან ქობალიასავით გამყიდველი, მე იქ ვიყავი სადაც საჭირო იყო და ჭუბერზე ლტოლვილების გამოშვებაში,შარტავას ღალატში,ზვიადის ღალატში წვლილი არ მიმიძღვის,არც ხობსა და სენაკში აფხაზების გადმოყვანაში და ენას კბილი დააჭირე სანამ პროტეზი დაგჭირვებია შე უზრდელო რაც შეეხება სახელს მე გითხარი თუ რამე პრეტენზია გაქ პირადში მომწერე თქო და არ გეყო კაცობა, აქ გინდა სანახაობის მოწყობა და მაგას ბოზობა ქვია! პოლიციის სამმართველოს წინ ხო არ მინიშნავ სტრელს ჰა? მერე პასტას ვერ გაგაგდებინებენ ხელიდან მიცვალებულის სახელით თამაშობთ. შენ მოსალოცად გქონია საქმე.... სად ნახე თამაში? პირადად ვიცნობდი და არცერთ ნაბიჭვარს არ მივცემ უფლებას არასწორად მოიხსენიოს მისი სახელი თავისი გნიდა გამყიდველი (მათ შორის თვითონ ზვიადის გამყიდველის) გასათეთრებლად, რაო,დაგავალათ დაღლილი ვირის კანტორამ? რამდენი გერიცხებათ ნოღაიდელის "ბაზისბანკში"???? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted November 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2009 მოდერატორები დაიკარგნენ ამ თემაში???? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted November 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2009 (edited) შეურაცხყოფა არის ის, მის ოჯახზე რო ამბობენ როცა უნდათ მკვლელია და როცა არ უნდათ არარიო,არადა ეს ხალხი 16 წელია ამას ამტკიცებს,ნახეთ ინტერვიუები,მე ყოველთვის კონკრეტულ ფაქტებს ვეყრდნობი უმრავლესობას საკუთარი თვალით ნანახს და აქაური ზოგიერთი ნიკს ამოფარებული კურდღელივით არ ვიქცევი, თემიდან თემაზე და ფორუმიდან ფორუმზე დარბიან ჩირქის მოსაცხებად და გესლის სანთხევად ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ რახან ზვიადის მომხრე იყო ესეიგი ყველაფერი უნდა შერჩეს ამ ძუნძგლიან 4 კლასდამთავრებულ პურის მანქანის მძღოლსშენ იქ სადაც შეურაცჰყოფა არ არის შეურაცჰყოფას ხედავა. რასც გაგიხარდება იმას ფაქტებს ეძახი. აი უკვე მერამდენედ გიწერ და შენგან ფაქტებზე დაყრდნობილ პასუხს ვერ ვხედავ.შევეშვათ მომენტ ლოთი ქობალიას საქმეს.1. თუ ეს ჩაიდინა, საკმარისად მოიხადა სასჯელი.2. იმ პერიოდის გამოძიება, რომელიც ადამიანების წამებით მოპოვებულ ფაქტებზე იყო დაყრდნობილი რამდენად არის სამართლიანი ისიც გასარკვევია.3.შენზე მეტი იმფორმირებული ვარ ამ საკითხსი და ჩემი აზრით ოჯახმაც იცის ვინ მოკლა, მაგრამ აქ ლოთის ტყავი უნდათ იმიტომ რომ მაშინ სარდალი იყო.4. სამწუხაროა ყოველი ადამიანის სიკვდილი, მაგრამ ვერ ვხედავ რომ ამავე დროს თქვენ ასე მაგრა გადარდებდეთ ის სხვა მკვლელობები, როგორიც იყო ვთქვათ მხატვარ ნოდიაზე ცოცხლად ხელის მოჭრა. ეხლა მთავარი.ლოთის დღევანდელი პრობლემები სულ არ მადარდებს, რაც ეხლა გააკეთა, როდესაც ამ ხელისუფლებას შეეტენა ჩემთვის მიუღებელია. ამით გვარდიას და იმ დაღუპულ ბიჭებს მიაყენა შეურაცჰყოფა, მაგრამ რა უფლებით აყენებ სხვა მებრძოლებს შეურაცჰყოფას შენ?ვინ მოგცა უფლება ასეთი ჩათლახურ რამის მტკიცებისა, რომ თურმე გვარდიას საბუთები გადაქონდა საზღვარზე და რუსები ამაში 100 დოლარს უხდიდნენ თითო ქართველის საბუთზე. თან ამტკიცებთ რომ 300 ასეთი საბუთით დაუკავებით გვარდიელები.ასეთი ცილისწამება შევარდნაძეს და მის ბანდას არ უკადრები ჩვენზზე. გვაბრალებდნენ ათას რამეს მაგრამ ეს?უკვე არაფერს ვიძახი რომ ლოგიკაც არ აქვს ამ ამბეს. ვის რა ჩემ ფეხებად უნდა ვიღაც მიცვალებული საბუთი და თან ამაში 100 დოლარს იხდის. 100 დოლარად მაშინ კალაშნიკოვს იყიდიდა კაცი. თუ ხარ აზრზე რამხელა სისულეელს როშავ? ადამიანი რომელიც ამას კადრულობ შენზე სხვა რამ დაიჯერება?ამაზე იფიქრე გირჩევნია. Edited November 15, 2009 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2009 შენ ვინ ხარ ამას რო იძახი? ერთი გაფანატებული ადამიანი, ან ქობალიასავით გამყიდველი, მე იქ ვიყავი სადაც საჭირო იყო და ჭუბერზე ლტოლვილების გამოშვებაში,შარტავას ღალატში,ზვიადის ღალატში წვლილი არ მიმიძღვის,არც ხობსა და სენაკში აფხაზების გადმოყვანაში და ენას კბილი დააჭირე სანამ პროტეზი დაგჭირვებია შე უზრდელო რაც შეეხება სახელს მე გითხარი თუ რამე პრეტენზია გაქ პირადში მომწერე თქო და არ გეყო კაცობა, აქ გინდა სანახაობის მოწყობა და მაგას ბოზობა ქვია! პოლიციის სამმართველოს წინ ხო არ მინიშნავ სტრელს ჰა? მერე პასტას ვერ გაგაგდებინებენ ხელიდან თუ მოღალატეა ქობალია რატომ დადის თავისუფლად დღეს გარეთ და რატომ არ ითხოვ ამ ხელისუფლებისგან სამართალს? მეც ორი ძმაკაცი მყავს დაკარგული მაგ ომში,თან სამტრედიაში ორივე და ვის მოვთხოვო პასუხი? სამოქალაქო ომი იყო და ვხოცავდით ერთმანეთს. ლექსიკა რომ შეარჩიო კარგი იქნებოდა.არავინ არ იცის ვინ გააგდებს პასტას ხელიდან და ვინ არა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ჯოყოლა Posted November 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2009 (edited) 1. თუ ეს ჩაიდინა, საკმარისად მოიხადა სასჯელი.2. იმ პერიოდის გამოძიება, რომელიც ადამიანების წამებით მოპოვებულ ფაქტებზე იყო დაყრდნობილი რამდენად არის სამართლიანი ისიც გასარკვევია.3.შენზე მეტი იმფორმირებული ვარ ამ საკითხსი და ჩემი აზრით ოჯახმაც იცის ვინ მოკლა, მაგრამ აქ ლოთის ტყავი უნდათ იმიტომ რომ მაშინ სარდალი იყო.4. სამწუხაროა ყოველი ადამიანის სიკვდილი, მაგრამ ვერ ვხედავ რომ ამავე დროს თქვენ ასე მაგრა გადარდებდეთ ის სხვა მკვლელობები, როგორიც იყო ვთქვათ მხატვარ ნოდიაზე ცოცხლად ხელის მოჭრა. 1. ორივე მხარეზე ერთი და იგივე ნაბიჭვარია ჩემთვის ვინც უდანაშაულო მოკლა! საკმარისად კიარა დასახვრეტია ეგ ახვარი!2. არაა გასარკვევი, სანამ სასამართლო გაარკვევდა ყველამ ხუთიანზე იცოდა ვინ მოკლა, ეს მკვლელობა საჩვენებლად მოაწყვეს ხობის მოედანზე შუადღის 3 საათზე! 3. ჩემზე მეტი კიარა ოდნავაც რო გაგებაში იყო რა ხდებოდა და ქობალია ახვარი ვინ არი ამას არ დაწერდი თუ დავალება არ გაქ!4. ნახალკას ნუ მტენი, გოჩა ჯიქიაზე ვინმემ რო თქვას ღირსი იყოო თავს წავაწყვიტავ, ისევე,როგორც დათო ბოლქვაძეზე ცუდის მთქმელს დედას მოუტყნავ ყველას!! ლექსიკა რომ შეარჩიო კარგი იქნებოდა.არავინ არ იცის ვინ გააგდებს პასტას ხელიდან და ვინ არა. მოდი აქ ნუ იბლატავებ შენ შემოგევლე რა... ვინმეს რამის ტრაკი ქონდეს პიემში გამცემდნენ პასუხს ეს კურდღლები და იმათ მაგივრად ნუ იკაჩავებ თავი არ გაიფუჭო.... Edited November 15, 2009 by ჯოყოლა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ჯოყოლა Posted November 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2009 (edited) ქობალია ახვარის დამცველთა საყურადღებოდ!!! თავისივე ინტერვიუ ნახეთ სადაც ამბობს 1 ბატალიონი მყავდაო აფხაზების და ჩეჩნების ხობსა და სენაკში თბილისზე რო მოდიოდნენ!! ცივზე 2 ბეტეერი იდგა მაგათი!!! თუ ეგეთივე ნაბიჭვრები არ არიან რატო იცავენ?? მებრძოლი? იმდენი მაგის დედიას...... Edited November 15, 2009 by ჯოყოლა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ჯოყოლა Posted November 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2009 კონკრეტულ ფაქტებს რო უდებ და მერე ამითი "უდებ" ამათ, მერე შეურაცხყოფაზე გადმოდიან... კონკრეტული დადოს ვინმემ ქობალია ნაბიჭვარის გასამართლებელი და არა ზოგადი გესლი და ბოღმა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted November 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2009 1. ორივე მხარეზე ერთი და იგივე ნაბიჭვარია ჩემთვის ვინც უდანაშაულო მოკლა! საკმარისად კიარა დასახვრეტია ეგ ახვარი!2. არაა გასარკვევი, სანამ სასამართლო გაარკვევდა ყველამ ხუთიანზე იცოდა ვინ მოკლა, ეს მკვლელობა საჩვენებლად მოაწყვეს ხობის მოედანზე შუადღის 3 საათზე! 3. ჩემზე მეტი კიარა ოდნავაც რო გაგებაში იყო რა ხდებოდა და ქობალია ახვარი ვინ არი ამას არ დაწერდი თუ დავალება არ გაქ!4. ნახალკას ნუ მტენი, გოჩა ჯიქიაზე ვინმემ რო თქვას ღირსი იყოო თავს წავაწყვიტავ, ისევე,როგორც დათო ბოლქვაძეზე ცუდის მთქმელს დედას მოუტყნავ ყველას!!მოდი აქ ნუ იბლატავებ შენ შემოგევლე რა... ვინმეს რამის ტრაკი ქონდეს პიემში გამცემდნენ პასუხს ეს კურდღლები და იმათ მაგივრად ნუ იკაჩავებ თავი არ გაიფუჭო.... ამაზე მისახედია. ბევრს უზრდელობს და სანამ დედა დავახურე და გინება წავა ........................... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 საინტერესო სტატიაა http://s51.radikal.ru/i133/1002/a6/d90eb90cfba1.jpg დავით ბოლქვაძის მკვლელობის საქმის ახალი დეტალები ვახტანგ (ლოთი) ქობალიას პოლიტიკურმა რეინკარნაციამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. ყოფილი პატიმარი ლოთი ქობალია 1996 წელს, 11-თვიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, დამნაშავედ სამშობლოს ღალატის, სახელმწიფო ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვისთვის და WTN-ის ჟურნალისტ დავით ბოლქვაძის მკვლელობისთვის სცნეს. მას თავიდან სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. თუმცა, რამდენიმე თვეში საქართველოს კანონმდებლობით სიკვდილით დასჯა აიკრძალა, განსასჯელს კი განაჩენი 20-წლიანი პატიმრობით შეეცვალა. 2004 წლის 9 მაისს მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულების საფუძველზე ლოთი ქობალია გაათავისუფლეს. ქობალია დღეს აცხადებს, რომ მას ჟურნალისტი არ მოუკლავს და არც საქართველოსთვის უღალატია ... ბოლქვაძის საქმე ბოლქვაძის ოჯახის განცხადებით, ლოთი ქობალია ჟურნალისტის მკვლელობის ფაქტის ჩაფარცხვას აპირებს და ამიტომაც სურს საქმის ხელახალი გამოძიება. 1996 წლის 19 ნოემბერს უზენაესი სასამართლოს მიერ ვახტანგ ქობალიასთვის გამოტანილ განაჩენში ვკითხულობთ: - "1993 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით 11 საათზე, ხობში ქობალიას ბანდებმა დააკავეს სამთავრობო ჯარების ვიცე-პოლკოვნიკი ლევან ცქიტიშვილი, მებრძოლები: დიმიტრი ბალალიშვილი და რამაზ დავითაშვილი, რომლებიც ხობში, სენაკი-ზუგდიდის საავტომობილო ტრასაზე გასტრონომის შენობასთან მიუყვანეს ვახტანგ (ლოთი) ქობალიას, რადგან ისინი სამთავრობო ჯარების შემადგენლობაში იბრძოდნენ ქობალიას ბანდების წინააღმდეგ. ამით განაწყენებულმა ქობალიამ უკვე განიარაღებული, დანებებული და ნაცემი ტყვეები მშვიდობიანი მოსახლეობის თვალწინ დახვრიტა. ქობალიას ბანდებმა ხობში დაატყვევეს საქტელერადიოკორპორაციის ჟურნალისტი დავით ბოლქვაძე და სამთავრობო ჯარების მებრძოლი: გოგიტა ონანაშვილი და პაატა გოგოლაშვილი. ბანდის წევრებმა უიარაღო ტყვეები ხობში მდინარე ხობისწყლის მარჯვენა სანაპიროზე, ზუგდიდი-სენაკის საავტომობილო მაგისტრალის ხიდის მახლობლად წარუდგინეს ლოთი ქობალიას. მან უიარაღო და ნაცემი ტყვეები მშვიდობიანი მოსახლეობის თვალწინ, ისე რომ არ შეისმინა დავით ბოლქვაძის თხოვნა, რომ იგი ჟურნალისტი იყო და არ მოეკლა, ტყვეებს ჯერ სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა, შემდეგ კი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით დახვრიტა დავით ბოლქვაძე, ონანაშვილი და გოგოლაშვილი” (სტილი დაცულია) - ეს განაჩენი მაშინ ქობალიამ და მისმა მომხრეებმა გააპროტესტეს და თქვეს, რომ შევარდნაძის სასამართლომ განაჩენი პოლიტიკური ნიშნით და არაობიექტურად გამოიტანა. თუმცა დავით ბოლქვაძის და, ასევე ჟურნალისტი თამარ ბოლქვაძე ჩვენთან საუბარში საქმის დეტალებს იხსენებს: ”დათო 1993 წლის 28 ოქტომბერს ხობში დახვრიტეს. 9 ნოემბერს, დათოს დასაფლავების შემდეგ, მამაჩემი და ჩემი 4 ბიძა ხობში ჩავიდნენ. სადაც დათო დახვრიტეს, იმ მოედანზე მათ ხალხს ჰკითხეს - ხომ არ იცით, ვინ მომიკლა შვილიო? იქ შეკრებილმა 50-ზე მეტმა ადამიანმა მათ უპასუხა - ეს ლოთი ქობალია იყოო... დღეს ქობალიას მიზანია ხელახლა დაიწყოს გამოძიება, რადგან მოწმეების უმეტესობა უკვე გარდაცვლილია და სურს თავი გაიმართლოს, მაგრამ ამას ჩვენი ოჯახი არ დაუშვებს. ქობალია ლაჩარია და გამბედაობა არ ჰყოფნის, რომ დათოს მკვლელობა აღიაროს." თამარ ბოლქვაძე ამის შემდეგ, მხატვარ, ვახტანგ ნოდიას სახელის საკუთარ ძმასთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს. ზვიად გამსახურდიას ხატის შექმნის გამო ნოდიას მხედრიონმა ხელები 1993 წლის 26 ოქტომბერს მოაჭრა - "ქობალიას მომხრეები ამბობენ, რომ სწორედ ეს გადაიღო დათომ და ამიტომაც მოკლეს. არადა, ნოდიას ხელი 26 ოქტომბერს მოაჭრეს, დათო კი დასავლეთში მხოლოდ 28 ოქტომბერს ჩავიდა. თავისთავად ეს არის მათი მოგონილი ისტორია ქობალიას გასამართლებლად. თუ ქობალია მკვლელი არ არის, რატომ მოიგონეს ეს ლეგენდა? ან ლოთი ქობალიას შენაერთები აკონტროლებდნენ მთელ დასავლეთს და ვინმე მის დაუკითხავად გაბედავდა ჟურნალისტის დახვრეტას? ეს იყო საჩვენებელი დახვრეტა. დახვრეტის შემდეგ ქობალიას უთქვამს, ღორებმა შეჭამონ, არავინ გაბედოს მათი დამარხვა, თორემ მათაც ზედ დავაკლავო. თუმცა, ჩემი ძმა ღამის სამ საათზე მოიპარეს ვიღაც ოქრომჭედელმა და ხობის საავადმყოფოს მედდამ და მალულად დამარხეს." თამარ ბოლქვაძე საკუთარი ძმის მკვლელობის მიზეზს ამგვარად ხსნის: - "დათომ გადაიღო ის, რაც ლოთის არ აწყობდა. ამ მასალის გამომზეურება ქობალიას გაშიფრავდა და ამიტომაც მოკლა. ხობში დათო, ამერიკელი ჟურნალისტი გლებ ბლიანსკი და მსოფლიო ახალი ამბების კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელი ნიკი კვიშინაძე წავიდნენ. როცა მკვლელობა მოხდა, ნიკი და ბლიანსკი მასალის გასაგზავნად იყვნენ წასულები. დათო კი დარჩა მოედანზე. შემდეგ სასამართლო პროცესზე, როცა გლებ ბლიანსკი ჩამოვიდა და ჩვენება მისცა, თქვა, რომ მოედანზე ლოთი ქობალიას გვერდით იდგნენ ტანკები ”აფსნის” წარწერით, იქვე იყვნენ ჩეჩნები და კაზაკები. სწორედ ეს მასალა ჰქონდა დათოს გადაღებული და ამიტომაც მოკლეს ჩემი ძმა.” 1993 წლის 28 ოქტომბერს, ხობის გახმაურებული დახვრეტის დროს, შემთხვევით გადარჩა ვიცე-პოლკოვნიკი ლევან ცქიტიშვილი, ის ხობელებმა მალულად ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცქიტიშვილმა გამჯანმრთელების შემდეგ საავადმყოფოდან ახლობლებს წერილი გაუგზავნა, სადაც წერდა: ”მიშველეთ, აქედან გამიყვანეთ, ქობალიამ რომ გაიგოს გადავრჩი, არ მაცოცხლებსო.” წერილის გაგზავნიდან მეორე დილით ცქიტიშვილი საავადმყოფოს პალატაში ყელგამოჭრილი იპოვეს. თამარ ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ ქობალიამ გადარჩენილი ცქიტიშვილი იმიტომ მოაკვლევინა, რომ მას ცოცხალი მოწმე არ სჭირდებოდა. დავით ბოლქვაძისა და სამთავრობო ჯარების შენაერთების დახვრეტას მოწმეებიც ჰყავს. იმ პერიოდში გადაცემა ”საღამო მშვიდობისათვის” მიცემულ ინტერვიუში ხობელი პედაგოგი, ეთერ ბიწაძე ყვება: - ”მოიყვანეს სამი დატყვევებული ახალგაზრდა და კედელთან მიაყენეს. მალე გამოჩნდა თეთრი გრძელი უცხოური მანქანა. იქიდან გადმოვიდა წვეროსანი. კოჭლობდა, ხელში ეჭირა იარაღი. მე იგი ტელევიზორში ბევრჯერ მენახა, ეს იყო ლოთი ქობალია. იგი მიუახლოვდა ტყვეებს. პირველად დათო ბოლქვაძეს დაუყვირა. ბოლქვაძემ რაღაც მოწმობა აჩვენა, მაგრამ ლოთიმ ესროლა, ვგონებ სამჯერ ესროლა. გულმა არ მომითმინა და დახვრეტის ადგილას მივვარდი. რა დავინახე: ეს მშვენიერი ახალგაზრდები სისხლის გუბეში იწვნენ...” უზენაესი სასამართლოს ორტომიან განაჩენში, საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა იმ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ ლოთი ქობალიამ დავით ბოლქვაძე და მასთან მყოფი ორი პირი სახალხოდ დახვრიტა. ამონაწერი მოწმე კუტალიას ჩვენებიდან: ”1993 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით 14 საათზე, ხობისწყლის ხიდთან, ჩემს სახლთან, ქობალიას რაზმელებმა სამი უიარაღო პირი მოიყვანეს. ერთ-ერთ მათგანს, როგორც შემდგომ გაირკვა ჟურნალისტ ბოლქვაძეს, ხელში ეჭირა გადამღები და იქ მისულ ქობალიას აჩვენა საბუთი. ამის მიუხედავად ქობალიამ ესროლა მას, შემდეგ კი დანარჩენ ორს და თან უყვირა თავის თანამებრძოლებს, რომ მათაც ესროლათ. როცა ისინი წაიქცნენ, ქობალიამ ბრძანა, მათთვის ხელი არ მოეკიდათ, ღორებმა შეჭამონო, ჩაჯდა მანქანაში და სენაკისკენ წავიდა.” თამარ ბოლქვაძე სასამართლო პროცესს და იმ დღეს იხსენებს, როცა ლოთი ქობალიას გვარდიელმა, გელა ქარდავამ თქვა: ”ლოთი, ხომ გეუბნებოდი, არ მოკლა, ჟურნალისტია-თქო?! ქარდავას ეს სიტყვები ლოთისთვის დახვრეტამდე უთქვამს, ქობალიას კი მისთვის დასაშინებლად უსვრია და დაუყვირია, შენც ღორივით გამოგჭრი ყელსო.” ლოთი ქობალია, ბოლქვაძის მკვლელობას არ აღიარებს. თუმცა, ციხეში ყოფნის დროს ის მკვლელად აწგარდაცვლილ ბადრი ზარანდიას ასახელებდა. თამარ ბოლქვაძე კითხვას სვამს – ”კი მაგრამ, როდის არის ლოთი მართალი, მაშინ, როცა ბადრის აბრალებს დათოს მკვლელობას, თუ ახლა, როცა აცხადებს, მკვლელი საერთოდ სხვა ვიღაც არის და დავასახელებო.?” თამარ ბოლქვაძე ლოთი ქობალიას მომხრეებისგან მოწმეების დაშინებასაც იხსენებს _ ”ლოთი ქობალიას დის, შუმას, ბრძანებით გააუპატიურეს, მერე კი სცემეს და ტვინის შერყევა მიაღებინეს ლოთის მედდას, ნატო შენგელიას, რომელიც მათ წინააღმდეგ აძლევდა ჩვენებას. შენგელიას პროცესზე ”მუნჯი მოწმე” შეარქვეს, რადგან ქალი შიშით ვერ ლაპარაკობდა, შემდეგ კი მოსამართლეს ფურცლის ნაგლეჯზე დაუწერა - ”ვინც მე ეს ამბავი დამმართა, დარბაზში ზის და მეშინიაო.” წარმოიდგინეთ, რა დაშინებული ჰყავდათ მოწმეები. კიდევ ერთი მოწმე, გელა ქაცარავა, ვინც უშუალოდ თვითმხილველი იყო, თბილისში ჩამოვიდა ჩვენების მისაცემად, ქობალიას მომხრეებმა ის დააშინეს და ქაცარავა იძულებული გახდა სვანეთში გაქცეულიყო და იქ შეეფარებინა თავი. შემდეგ კი დედამისმა, ლუიზა ქაცარავამ, ახსნა-განმარტება გამოუგზავნა სასამართლოს, თუ როგორ აშინებდნენ მის შვილს.” რას ამბობდა მაშინ ქობალია? ლოთი ქობალიას სასამართლო პროცესზე მკვლელობა არ უღიარებია. თუმცა, გამოძიებისათვის მიცემულ პირველ ჩვენებაში ქობალია გამოძიებას მომხდარს ასე აღწერს –”ზუგდიდის მხრიდან ხობის ხიდთან მოვდიოდი, სადაც დავინახე, რომ მარჯვენა მხარეს, მაღაზიასთან მოჰყავდათ სამი პიროვნება, რომელთა ვინაობაც არ ვიცოდი. მებრძოლებმა მითხრეს, რომ ესენი მარადიორები არიანო. ამით მწყობრიდან გამოსულმა ვიყვირე, რამდენჯერ უნდა გაგიშვათ, რამდენჯერ უნდა გაპატიოთ უდანაშაულო ხალხის აწიოკება-მეთქი და ჩემს ხელთ არსებული პატარა ზომის ”აკს-უ”:, ე.ი. მოკლე ავტომატური იარაღიდან, იმ სამი პიროვნების მიმართულებით მოვახდინე გასროლები. რამდენიმეჯერ გავისროლე, არ მახსოვს ისე ვიყავი მწყობრიდან გამოსული. შემდეგ გავიგე, რომ ერთ-ერთი ამ სამი პირიდან თითქოს ვიღაც ჟურნალისტი უნდა ყოფილიყო.” (ამონარიდი ჩვენებიდან) შემდგომ დაკითხვებში კი ქობალიამ ჟურნალისტის დახვრეტის ფაქტი უარყო. თამარ ბოლქვაძემ ორიოდე კვირის წინ გაიგო, რომ ”გაეროს შტაბ-ბინაში ინახება კასეტა, სადაც აღბეჭდილია ჟურნალისტ დათო ბოლქვაძის დახვრეტა, თამარ ბოლქვაძე ამბობს, რომ კასეტის გამოთხოვა მხოლოდ სასამართლოს გზით შეიძლება _ `ეს კასეტა ნათელს მოჰფენს ყველაფერს. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ კასეტაზე უშუალოდ დახვრეტის მომენტია აღბეჭდილი, არ ვიცით, ვინ გადაიღო, ან გაეროში როგორ მოხვდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს თავიდან ბოლომდე გაშიფრავს ქობალიას. ჩვენ გვაქვს სხვა კასეტებიც, მათ შორის ერთზე ფიქსირდება, რომ ქობალიას თანამებრძოლებს ფეხზე აცვიათ დათოს ბათინკები, რომელიც მას WTN-მა გამოუგზავნა და მეორე ისეთი საქართველოში არავის ექნებოდა. ჩემს ძმას გაცივება არ აცალეს, ისე გაძარცვეს ქობალიას ბანდიტებმა. დათოს კამერა რომ ვერ წაართვეს, მყესები ჩაუჭრეს და ისე გამოგლიჯეს ამ სადისტებმა.” თამარ ბოლქვაძე სასამართლო პროცესის მიმდინარეობიდან იხსენებს, რომ ქობალიამ მოსამართლის კითხვაზე - "რატომ გაიტაცე ფოთის ბანკიდან 30 მილიონიო, უპასუხა: კი მაგრამ, ჯარს ჩაცმა და დახურვა არ უნდაო? მას არც უარყვია, რომ სახელმწიფოს 30 მილიონი მოპარა. თუ ვინმე საქართველოს მტერი ჰყოლია, ლოთი ქობალია ყველასთან შეკრული იყო და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ზურაბ ნოღაიდელს." ლოთი ლოთიზე ”თავისუფალი სიტყვა” ლოთი ქობალიას ესაუბრა. ის შევარდნაძის სასამართლოს უნდობლობას უცხადებს და ხელახალ გამოძიებას ითხოვს: "ჩატარდეს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიება; მეორე - გამოიძიონ, რატომ გაასხვისეს საქართველოს ტერიტორიები, მაშინ და ახლა; მესამე რასაც ვითხოვ, არის, გამოძიებულ იქნას დათო ბოლქვაძის მკვლელობა და მეოთხე - მაინტერესებს, რატომ არ გვაქვს ჩვენ ჩვენი სტატუსი და რატომ გვქვია მოხალისეები." ლოთი ქობალია დავით ბოლქვაძის მკვლელობას უარყოფს და ამბობს, რომ მკვლელი ვინც არის, იცის, ოღონდ მხოლოდ გამოძიებას გაანდობს - ”მაინტერესებს, რატომ არ სურს ბოლქვაძის ოჯახს ხელახალი გამოძიება, მე არც ხელისუფლებაში ვარ, რომ თქვან სასამართლო მიკერძოებული იქნებაო. ყველაფერი გამოვიძიოთ. მათ ეს იმიტომ არ სურთ, რომ იციან, მკლელი მე არ ვარ. თუ სასამართლო მე დამადანაშაულებს, ხელახლა ავიღებ პასუხისმგებლობას, ვითომ საერთოდ არ ვმჯდარვარ ციხეში. რა მიზეზი უნდა ჰქონდეთ მათ, რომ გამოძიება არ ჩატარდეს? მხოლოდ ერთი - არ სურთ გამოაშკარავდეს, თუ ვინ იყო მათი ძმა. არ მინდოდა ამაზე მესაუბრა, მაგრამ თქვენთან ვსაუბრობ პირველად _ დათო ბოლქვაძე მოკლეს ყაჩაღობის დროს. არსებობენ ამის მოწმეებიც და სწორედ ამისთვის ვითხოვ ხელახალ გამოძიებას. როგორც მოწმეებმა მითრეს, ბოლქვაძემ ერთ-ერთი ოჯახი გაძარცვა, ოჯახის უფროსი სთხოვდა, ერთადერთი ეს მანქანა გვყავს და არ წაიყვანოთო, ბოლქვაძეს კი ასე დაუბარებია - მანქანას კი არა, სახლს ბორბლები რომ ჰქონდეს, მაგასაც წავიყვანდიო” - ამბობს ლოთი ქობალია. ჩვენს კითხვაზე, ხომ არ იცის, თუ ვინ არის ბოლქვაძის მკვლელი, ლოთი ქობალია გვპასუხობს - ”მე მოწმეებისგან ვიცი მკვლელი ვინც არის და თუ გამოძიება ითანამშრომლებს ჩემთან, ვიტყვი ყველაფერს. ისიც ვიცი, ბოლქვაძე რა დროს, სად და რისთვის მოკლეს, მაგრამ მე რომ ვიცი, არ კმარა, საჭიროა გამოძიება ჩატარდეს და საბოლოოდ დადგინდეს ყველაფერი.” ჩვენ ქობალიას მის მიერ ციხეში ყოფნის დროს დასახელებული მკვლელი შევახსენეთ, ბადრი ზარანდია, მაგრამ ლოთი უკვე ასე საუბრობს: - ”ბადრი მიცვალებულია და მაგაზე საუბარი არ მინდა, მაგრამ მასთან ერთად სხვებიც არიან, ვინც დღეს ცოცხალია." ამის შემდეგ ქობალია ჩვენს კითხვაზე, რომ ეს მკვლელობა მოხდა 28 ოქტომბერს ხობის ცენტრში ზარანდიას და მისი ხალხის მიერ?, გვპასუხობს: - ”არა, იმ დღეს არ მომხდარა. მკვლელობა მოხდა მაშინ, როცა ჩვენ მდინარე ”ცივზე” ვიბრძოდით. ჩვენ სენაკის განთავისუფლება გვინდოდა, ამ დროს სახლიდან ვიღაც კივილით გამოდიოდა და მისდევდა ყაჩაღებს, იქ ყოფილა ბოლქვაძეც და სწორედ ამ დროს მოუკლავთ." ლოთი ქობალიას ჩვენთან საუბარში არ უარყვია, რომ იმ დღეს მასთან ერთად 2 აფხაზური ”ბეტეერი” მართლაც იდგა ხობში. ისიც დასძინა, რომ მას აფხაზების ერთი ბატალიონი ჰყავდა - ”თუმცა ისინი ის აფხაზები იყვნენ, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის იბრძოდნენ” - აღნიშნა ქობალიამ. ჩვენ ლოთი ქობალიას მისი მომხრეების მხრიდან მოწმეების დაშინებისა და მოწმე ნატო შენგელიას გაუპატიურების შესახებაც ვკითხეთ, რაზეც ასეთი პასუხი მივიღეთ _ "მაგ ნატო შენგელია ჩემთან ციხეში მოვიდა და პატიება მთხოვა. მაგი გამოძიებას იმასაც ეტყვის, ვინც დააწერინა ჩვენება. ის პროცესზე ვერაფერს ამბობდა და ამიტომაც "მუნჯი მოწმე"უწოდეს." ამის შემდეგ ქობალიას 1993 წელს პირველ დაკითხვაზე მის მიერ მიცემული ბოლქვაძის მკლელობის აღიარებითი ჩვენება შევახსენეთ, რაზეც ყოფილმა სარდალმა გვიპასუხა - ”მე, იცით, როგორი ჩვენება მივეცი? ჩვენ ხობში რომ შევედით, ვიღაცებმა სახლიდან გვესროლეს და ჩვენც საპასუხოდ ვესროლეთ და შეიძლება იქ ჟურნალისტი იყო-მეთქი, მაგრამ მერე გამოვიკვლიე და იქ ჟურნალისტი არ ყოფილა." მუნჯი მოწმე ალაპარაკდა დათო ბოლქვაძის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ნატო შენგელია ხობის რაიონის სოფელ თორსის მკვიდრია. ის აფხაზეთის ომში 24-ე ბრიგადაში იბრძოდა, ომის დასრულების შემდეგ კი ლოთი ქობალიას შენაერთებში ირიცხებოდა. ის, ამჟამად, ერთ-ერთ დედათა მონასტერში მსახურობს და მონაზვნად აღკვეცას ელოდება. ”თავისუფალი სიტყვა” ნატო შენგელიას ტელეფონით დაუკავშირდა. შენგელია ამბობს, რომ ლოთი ქობალიას საწინააღმდეგოდ ჩვენება მხედრიონმა ძალის გამოყენებით მიაცემინა - ”მე არაფერი დამიწერია, ჩემთან მოვიდნენ წამიყვანეს და ტყვეთაგაცვლის კომისიის ხელმძღვანელმა, ყოფილმა მხედრიონელმა ალიბაბა ჩადუნელმა მის მიერ დაწერილ განცხადებაზე ხელი დაშინებით მომაწერინა. პროკურატურაში მითხრეს, უნდა თქვა, რომ ბოლქვაძე ლოთი ქობალიამ მოკლაო, თუ არადა, ყველას ამოგიწყვეტთო. მე ერთი სოფლელი გოგო ვიყავი, ქართული წესიერად არც ვიცოდი და ჩვენებაზე ხელი მომაწერინეს." ნატო შენგელია ამბობს, რომ ბოლქვაძის მკვლელობას არ შესწრებია, თუმცა ერთ ფაქტს იხსენებს - ”ბოლქვაძე ერთხელ ნანახი მყავდა, მე ის მდინარე ხობისწყლიდან ამოვიყვანე, სადაც დამალული იყო და მასალას იღებდა. რახან ნანახი მყავდა, მაიძულეს ხელი მომეწერა, რომ მკვლელობასაც შევესწარი და ვითომ ვნახე თუ როგორ მოკლა ლოთიმ დათო ბოლქვაძეო. თუმცა მე, ეს მკვლელობა არ მინახავს და ამდენად ვერ ვიტყვი მოკლა თუ არა ლოთიმ ბოლქვაძე. ასეთი საშინელი ცოდვა ჩამადენინეს. ადამიანს ხელი დავადე, არადა, არ ვიცოდი ამ საქმეში რა ხდებოდა საერთოდ. ამიტომაც დამსაჯა ღმერთმა და განსაცდელი შვილის სიკვდილით მომივლინა, რის შემდეგაც მე ლოთისთან ციხეში მივედი და მონანიება ვთხოვე. ახლაც ვინანიებ, ამიტომაც ვარ მონასტერში და მსურს ჩემი დარჩენილი ცხოვრება სინანულში გავატარო." ნატო შენგელია გაუპატიურების ფაქტს უარყოფს: - ”ბოლქვაძის მშობლებმა ჩემზე თქვეს ლოთის ხალხმა გააუპატიურა, დააშინა და მაგიტომ ვერ იღებს ხმასო. ვინც არ უნდა ყოფილიყო, გაუპატიურებას არავის ვაპატიებდი. სიმართლე თუ გინდათ, მხედრიონელები მაშინებდნენ სულ, არ წამოგცდეს, რომ ჩვენება ჩვენ დაგაწერინეთ, თორემ ჩაგაძაღლებთო. ბოლქვაძის პროცესი რომ მიმდინარეობდა, იმ დღეებში ზუგდიდში, ქაფათის სასაფლაოზე ამიყვანეს, მოკვლით დამემუქრნენ: თუ რამეს იტყვი, შენს ცხედარს აქ იპოვნიანო." ნატო შენგელია ამბობს, რომ მას პროკურატურაში ჩვენებაზე ხელის მოწერის სანაცვლოდ ქრთამი შესთავაზეს - "პროკურატურაში, რომ შემიყვანეს, პროკურორმა ანზორ ბალუაშვილმა მითხრა, როგორც კი ხელს მოაწერ ამ ჩვენებას 30 ათასი დოლარი გერგებაო. მაგრამ რისთვის ამეღო ფული, ტყუილისა და ცილისწამებისთვის?" ალიბაბა ჩადუნლი და ანზორ ბალუაშვილის კომენტარები შენგელიას მიერ დასახელებული ალიბაბა ჩადუნელი ჩვენს მიერ ნატო შენგელიასთან დაკავშირებული კითხვის დასმისას და ზოგადად მის ხსენებაზე გაბრაზდა: - "ნატომ თავის საქმეს მიხედოს, ურჩევნია ეკლესიაში სანთელი დაანთოს და ილოცოს. ძალიან კარგად ვიცი, ნატო შენგელია ვინც არის და რასაც წარმოადგენს. ალიბაბა ჩადუნელს თავი დაანებოს და კბილები გამოირეცხოს ჩემს სახელს როცა ახსენებს. ნატო შენგელია რასაც ამბობს, სრული სიცრუეა, ახლა მაინც არ რცხვენია ტყუილის თქმის?" ჩვენ პროკურორ, ანზორ ბალუაშვილსაც დავუკავშირდით, რომელიც ნატო შენგელიას თქმით, ჩვენებაზე ხელის მოწერის სანაცვლოდ, 30 ათას დოლარს სთავაზობდა. ბალუაშვილი შენგელიას ბრალდებას უარყოფს -”რაღაც სისულელეს ბოდავს ეგ შენგელია. ეგ ქალი, საერთოდ არ მინახავს და როგორ შევთავაზებდი ან როგორ ვაიძულებდი? - აბსურდია. ამ საქმეზე უშიშროების სამინისტრო მუშაობდა, მე რა შუაში ვარ? ან ფული მისთვის რატომ უნდა მიეცათ რაში სჭირდებოდათ? რა მოწმე ეგ იყო? მაგის ჩვენების გარდა ათეულობით მოწმის ჩვენება არსებობდა, რომ ლოთი ქობალიამ დათო ბოლქვაძე მოკლა. რასაც ეგ ქალი ამბობს. სრული სიცრუე და სიბინძურეა” P.S. ვაშინგტონში ჰილარი კლინტონმა მსოფლიოს ცხელ წერტილებში სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპულ ჟურნალისტებს ობელისკი დაუდგა. პოსტ-საბჭოთა სივრციდან ობელისკზე მხოლოდ დავით ბოლქვაძის სახელია ამოტვიფრული. გაზეთი ”თავისუფალი სიტყვა” Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ჯოყოლა Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 (edited) საინტერესო სტატიაა დათო ბრიტანული WTN-ის ჟურნალისტი იყო,15 წუთით დატოვეს გლენ ბრიანსკიმ და ჟერარ ლანგრონიმ,მასალის გასაგზავნად გადავიდნენ სენაკში. ერთად იყვნენ ისინი და ინგლისელებს მაინც ვერ დააბრალებთ ედიკას და "წვერებიანების" მხარდაჭერას! გაინტერესებთ ქობალიას ოჯახმა და მომხრეებმა მოწმეებს რა უქნეს? რატო გადამალეს მისი ერთერთი გვარდიელი სვანეთში? "ხო გთხოვდი არ მოკლაო" სასამართლოზე უთხრა ამ ახვარმა საათი მოიძრო,ესროლა და მეგრულად უთხრა "შენც ეგრე ღორივით გამოგჭრიან ყელსო"დათოს 4 კაცი ეჭიდავა WTN-ის ჯავშანჟილეტის გასახდელად, კამერა რო ვერ გააშვებინეს თითები ჩაუჭრეს შტიკ ნოჟით.. ქობალიამ პირველი დათოს ესროლა, მერე დანარჩენებს თითო თითო და მერე ყველამ ერთად ესროლა.. დათოსთან ერთად მყოფი რამაზ დავითაშვილი დაიჭრა, მკვდარი ეგონათ და "კანტროლკა" აღარ ესროლეს, ადგილობრივებმა გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც პალატაში გვერდზე მყოფს მოუყვა ყფელაფერი, მეორე დღეს რამაზი ყელგამოჭრილი და სიგარეტებჩამწვარი ნახეს იგივე პალატაში... ხაინდრავა, იოსელიანი, დოდო გუგეშაშვილი და ა.შ. რატომ იცავდნენ ქობალიას ბოლო სასამართლოზე? ჩემი თვალით ნანახს ვამბობ და არა სადღაც ტუალეტის გაზეთში წაკითხულს დათოს "ბეტაკამის" კამერა წარწერით WTN ამერიკელებმა აფხაზებს რო უნახეს ერთ-ერთი ქართულ აფხაზური მოლაპარაკების დროს ეგეც ედიკას პროკურატურაა? "ტრაფეიაო" რო უთხრეს? ქობალიამ გვაჩუქაო? რაც შეეხება ნატო შენგელიას, ქობალიას დის მითითებით ხობის სასაფლაოზე გაიტაცეს, მაგრად გალახეს და გააუპატიურეს, რისთვისაც 2 კაცი სასჯელს იხდიდა! აი მერე მართლა შეცვალა ჩვენება,ხოლო ახლა ამ თემაზე მითუმეტეს ვერ ამოიღებს ხმას,ვინაიდან ქობალია გარეთაა! • თამარ ბოლქვაძე - “კატეგორიულად მოვითხოვ, ლოთი ქობალიამ შეწყვიტოს ჩემი ძმის სახელის ხსენება და მის მიერ მოკლული ჟურნალისტის სული დაასვენოს საფლავში...” თამარ ბოლქვაძე - “კატეგორიულად მოვითხოვ, ლოთი ქობალიამ შეწყვიტოს ჩემი ძმის სახელის ხსენება და მის მიერ მოკლული ჟურნალისტის სული დაასვენოს საფლავში...” “დედა იმ ტყვიებს ეფერებოდა, რომლებითაც დათო დახვრიტეს. ამბობდა, ამ ცივ ტყვიებს დათოს სითბო აქვს, მათ ჩემი შვილის სხეულში გაიარესო... მამა ლოთი ქობალიას შეწყალებას გადაჰყვა. ახლა დედას ჯერი დადგა? უნდა მთელი ოჯახი გადაიყოლოს? ამას ვერ ეღირსება. ჩვენ არაფერი გვაქვს გასარკვევი და დასამტკიცებელი. არსებობს სასამართლოს ოქმები და უამრავი თვითმხილველი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჩემი ძმა ლოთი ქობალიამ დახვრიტა”, - აცხადებს 1993 წლის 28 ოქტომბერს ხობში მოკლული 24 წლის ჟურნალისტისა და ოპერატორის, დათო ბოლქვაძის და, ჟურნალისტი თამარ ბოლქვაძე გაზეთ “ყველა სიახლისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ლოთი ქობალია მკვლელის სახელს ვერ ჩამოირეცხავს”.“საქართველოს უახლეს ისტორიას სამარცხვინო ლაქად დარჩება ჟურნალისტ დათო ბოლქვაძის დახვრეტა. ლოთი ქობალიას ორმა სასამართლომ დაუმტკიცა დათოს მკვლელობა. უზენაესმა სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობაში დამამძიმებელ გარემოებაში. 1996 წელს უზენაესმა სასამართლომ მას სამშობლოს ღალატის, ბანდიტიზმისა და მკვლელობისთვის დახვრეტა მიუსაჯა, მოგვიანებით განაჩენი 20-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს, ხოლო გურამ აბსანძესთან ერთად ციხიდან გაქცევის მცდელობისთვის 6 წელი დაუმატეს. ყველამ იცის, რომ ქობალია მკვლელია. ვიდრე ლოთი ქობალიას უკრაინაში დაიჭერდნენ, ჩამოიყვანდნენ და გაასამართლებდნენ, ვიცოდით, რომ დათო მან დახვრიტა - ჩვენმა ოჯახმა დამოუკიდებელი გამოძიება აწარმოა და მკვლელობიდან ერთ კვირაში ყველაფერი ნათელი გახდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თამარ ბოლქვაძე.“დათო ბოლქვაძის ოჯახი იცნობს ერთადერთ მკვლელს და ეს არის ლოთი ქობალია. პრესკონფერენციაზე მკვლელობა სხვას გადააბრალა. ჩემი მისამართით კი ბრძანა, ალბათ, არ იცის, ვინ იყო და რისი ჩამდენი მისი ძმა, თორემ ამდენს არ ილაპარაკებდაო. კაცმა, რომელმაც ჯერ განაცხადა, დათო თვალით არ მინახავსო, ხუთი წუთის შემდეგ თქვა, რომ ჩემზე უკეთ იცნობდა ჩემს ძმას... დათო სახელმწიფო ტელევიზიის მეორე არხზე საინფორმაციო გადაცემის რეჟისორი იყო. შემდეგ ამერიკის მსოფლიო ახალი ამბების სააგენტო “დაბლიუ ტიენმა” მიიწვია. აიყვანეს ორ საშტატო ერთეულზე, როგორც ოპერატორი და როგორც რეჟისორი და პირველი დავალების შესასრულებლად გაუშვეს დასავლეთ საქართველოში - სამოქალაქო ომი უნდა გაეშუქებინა. დათო ადგილზე ჩაიყვანეს სააგენტოს ამიერკავკასიის ბიუროს შეფმა ნიკა კვიჟინაძემ და “დაბლიუ ტიენის” კალიფორნიელმა ჟურნალისტმა გლენ ბრიანსკიმ. ხობის ხიდთან დათო ტყვედ აიყვანეს სამთავრობო ჯარის ორ სამხედროსთან - ონანაშვილსა და გოგილაშვილთან ერთად. ლოთი ქობალიამ ისინი ხობის მოედანზე დახვრიტა. ამ ამბავს უამრავი მოწმე ჰყავს”, - დასძენს თამარ ბოლქვაძე.“როგორც ჩანს, დათოს ვიდეოფირზე ჰქონდა აღბეჭდილი ქობალიას მამხილებელი სერიოზული დოკუმენტური მასალა. გლებ ბრიანსკი კალიფორნიიდან ჩამოვიდა და სასამართლოს ჩვენება მისცა, სადაც თქვა, რომ ქობალიას გვერდით ედგა ტანკები წარწერით - “აფსნი”, ასევე გვერდით ჰყავდა აფხაზები, ჩეჩნები და კაზაკები. ქობალიას პოლიტიკაში დაბრუნების მცდელობა ამორალურობაა. ღმერთმა დაიფაროს ჩვენი საზოგადოება, რომ ასეთი კაცი პოლიტიკაში მოვიდეს. თუ დასჭირდა, ყველაფერზე მოაწერს ხელს. ზურაბ ნოღაიდელი მკვლელს რომ აბრუნებს პოლიტიკაში, ამით სერიოზულ პრობლემას იქმნის. კატეგორიულად მოვითხოვ, ლოთი ქობალიამ შეწყვიტოს ჩემი ძმის სახელის ხსენება და მის მიერ მოკლული ჟურნალისტის სული დაასვენოს საფლავში...” - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.“დათოს პირველი ტყვია ლოთიმ ესროლა ლოყაში. დათომ მას სისხლი შეაფურთხა სახეში, რის შემდეგაც მისი ბანდის წევრებმა 11 ტყვია დაახალეს. ომში აფხაზის ტყვიას გადაურჩა და რას წარმოვიდგენდი, თუ ქართველი გაიმეტებდა. ქობალიამ სასამართლოზე თქვა, იმიტომ მოვკალი ორი სამხედრო ტყვე და ერთი ჟურნალისტი, რომ დეზერტირები მეგონაო. დათოს ხელში კამერა და მოწმობა ეჭირა და გაჰყვიროდა, ჟურნალისტი ვარ, არ მესროლოთო. ეს მამაჩემს ხობელმა მოწმეებმა უამბეს, თან ეხვეწებოდნენ, არ გაგვამხილოთო. მათ შორის იყო პედაგოგი ეთერ ბიწაძე, რომელიც ჰყვებოდა, როგორ დახვრიტა ქობალიამ ბიჭები და როგორ ცურავდნენ ისინი სისხლში. ლოთის უბრძანებია, არ გაბედოთ მათი დამარხვა, ღორებმა უნდა შეჭამონ, ვინც ამას ეცდება, მათაც ღორებივით დავაკლავ ზედო”, - აცხადებს თამარ ბოლქვაძე და შეკითხვას - “ბრძანეთ, ამ საქმეზე ახალი დეტალები გვაქვსო. რას გულისხმობდით?” - პასუხობს:“ამაზე თავის დროზე ვილაპარაკებ. ჯერ იხტუნაოს ქობალიამ, მეტი იცრუოს, შეცდომები დაუშვას და მერე მიიღებს პასუხს. მე ჭორებს არ ვეყრდნობი, ჩემი ყოველი სიტყვის უკან ფაქტები დგას. პარტიას, რომელშიც ქობალია შევიდა, ბევრი ფული აქვს, ალბათ, მოწმეთა უმეტესობა მოისყიდეს, ზოგიც - დააშინეს და ცდილობენ, გამოგონილი პერსონაჟებით საქმე ხელახლა შეთითხნონ და... მაგრამ ლოთი ქობალია მკვლელის სახელს ვერ ჩამოირეცხავს”. გაზეთი "ყველა სიახლე" ესეც საინტერესო სტატიაა... და ესეც: რაც კვალიფიკაციებში საეჭვო იყო, ის მოვუხსენით. რაც შეეხება მკვლელობას, ეს არის დოკუმენტურად დადასტურებული და მის მიერვე აღიარებული. ქობალიას ბრალად ედებოდა 6 პირის მკვლელობა. ეს ფაქტი ხობში მოხდა და ორ ეპიზოდად იყო დაყოფილი. ცალკე ეპიზოდად არის ჟურნალისტ დათო ბოლქვაძის დაჭერა, რომელიც ვიდეოკამერით იყო და ორი გვარდიელი ახლდა. ქობალიამ ბოლქვაძე თავისი ხელით დახვრიტა. იმავე დღეს კიდევ სამი გვარდიელი დახვრიტა ქობალიამ თავისი ხელით. როცა მან გაიგო, რომ დათო ბოლქვაძე ჟურნალისტი იყო, შეეშინდა და უარყო. მეორე ჩვენებაში განაცხადა, მე არავინ მომიკლავსო, მაგრამ რაც შეეხება სამი გვარდიელის დახვრეტის ფაქტს, გამოძიების დასრულებამდე სულ ადასტურებდა, მერე სასამართლოზე თქვა, მაიძულეს, მეღიარებინაო, ამბობდა, მაიძულეს, ჩემს თავზე ამეღო ის, რაც არ ჩამიდენია, არც ჟურნალისტი ბოლქვაძე მომიკლავს და არც სამი გვარდიელიო. ვკითხე: თუკი ბოლქვაძისა და მასთან მყოფი ორი პირის მკვლელობა უარყავი, ამ სამი პირის მკვლელობა რატომ არ უარყავი, თუკი არ ჩაგიდენია-მეთქი. ამ ჩვენებებიდან თვითონ ქობალია ჩავარდა წინააღმდეგობაში. ასეც რომ არ იყოს, ეს ფაქტი დადასტურებულია უამრავი მოწმის ჩვენებით. - ითქვა, თითქოს ბოლქვაძის საქმეში ახალი დეტალები გაჩნდა. რა შეგიძლიათ თქვათ ბოლქვაძის მკვლელობასთან დაკავშირებით? - 1993 წლის 28 ოქტომბერს ქობალიას ბანდის წევრებმა ხობში დაატყვევეს ჟურნალისტი დავით ბოლქვაძე და სამთავრობო ჯარების მებრძოლები გოგიტა ონანაშვილი და პაატა გოგილაშვილი. ქობალიას ისინი ნაცემები წარუდგინეს მშვიდობიანი მოსახლეობის თვალწინ. მან არ შეისმინა ბოლქვაძის თხოვნა, რომ ჟურნალისტი იყო და არ მოეკლა იგი. საქმეში ასეა, ქობალიამ ჯერ ტყვეებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ავტომატური იარაღიდან მრავალი გასროლით განზრახ მოკლა - დახვრიტა დავით ბოლქვაძე და ის ორი პირი. ქობალიას პროცესზე წამოსცდა, იმიტომ დავხვრიტე ესენი, რომ ყაჩაღები იყვნენო. - რამდენჯერმე შეცვალა ქობალიამ ბოლქვაძესთან დაკავშირებით ჩვენება? - ისიც თქვა, მაროდიორები იყვნენო. წამოსცდებოდა უცებ ხან რა, ხან რა. ეს ყველაფერი საქმეში დაფიქსირებულიაროცა მოსამართლე ამხელა სასჯელს მიუსჯი, ინკვიზიტორი ჰგონიხარ, აბა, რა. აბა, დაზარალებულს ჰკითხეთ, თუ ვარ ინკვიზიტორი. რა დაკვეთა იყო, ექვსი კაცი მოკლა ქობალიამ, შვიდი კაცი დაჭრა ავტომატით. ჩეჩნები და ჩრდილოკავკასიელები შემოიყვანა ქვეყნის ტერიტორიაზე და ქართველებს დაუპირისპირა. თითქოს ის არ იყო საკმარისი, ქართველი ქართველს რომ კლავდა, მათაც ახოცვინა ქართველები. არ ვიცი, ქართველები ან ზომაზე მეტად მიმტევებლები ვართ, ან გულმავიწყები. ქობალია ამბობს, აფხაზებს ვებრძოდიო. თუ ებრძოდა, მათი ტეროტორიიდან როგორ გავიდა, ეს ვერ გავიგე, ამიხსენით. ალექსანდრე ალადაშვილი "ახალი თაობა" და ესეც საინტერესოა: ჟურნალისტის ბიძამ სოსო ბოლქვაძემ კი ჟურნალისტებს ის დეტალები გააცნო, რაც თვითმხილველებისგან თავად მოისმინა და აღნიშნა, რომ ქობალიამ ბოლქვაძე შეგნებულად თავისი ხელით დახვრიტა. "დათოს დასაფლავებიდან მესამე დღეს ხობში შემთხვევის ადგილას ჩავედით, თვითმხილველები ჯერ თავს იკავებდნენ, რადგან შეშინებულები იყვნენ, მაგრამ მერე მითხრეს, რომ დახვრეტამდე დათოს ჟურნალისტის მოწმობა წარუდგენია ქობალიასთვის, შემდეგ ერთი ქალი ჩავარდნია ფეხებში არ მოკლაო, მაგრამ ის ქალი გვერდზე გაუყვანიათ და მაინც დაუხვრეტიათ. ბრძანება ყოფილა გაცემული, რომ გარდაცვლილთათვის ხელი არავის ეხლო და ღორების საჯიჯგნად დაეტოვებიათ, მაგრამ ღამით ერთ ოქრომჭედელსა და მედდას გვამები მოუპარიათ, შეძლებისდაგვარად გაუპატიოსნებიათ და საავადმყოფოს ეზოში დაუკრძალავთ, ამ ყველაფრს სამოცამდე ადამიანი ადასტურებს", - განმარტა სოსო ბოლქვაძემ. გაზეთი "პირველი ნიუს" Edited March 29, 2010 by ჯოყოლა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.