maliari Posted October 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 30, 2009 ლ ი ც ი მარაზმია ბლიადსექსი გვინდა სექსიიიიიი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 30, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 30, 2009 ამ გვერდზეც დავდებ ამ ინფოსცოტნე გამსახურდიას მხარდასაჭერად სახალხო დამცველის ოფისთან კლარა შუკვანი შიმშილობას იწყებსhttp://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლ ი ც ი ციტატა(licemer @ 30th October 2009 - 01:17 PM) მარაზმია ბლიად სექსი გვინდა სექსიიიიიი!ეჰ, ჩემო maliari , არ უშველის მკვდარსა კლიზმა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted November 2, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 2, 2009 “ყველას გასაგონად ვაცხადებ, ჩემი შვილი ცოტნე გამსახურდიამ მოკლა” “29 ოქტომბერს პოლიციამ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია დააკავა. გამსახურდია ინტერპოლის წითელი ცირკულარით გასული წლის ნოემბრიდან იძებნებოდა და ბრალად უმძიმესი დანაშაულები - ჯაშუშობა და კონსტიტუციური წყობილების დასამხობად შეთქმულებაში მონაწილეობა ედებოდა. ბრალდება ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. მას 1999 წელს მოქალაქე მაღლაკელიძის დაჭრაც გაუხსენეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. ცოტნე გამსახურდიას კრიმინალური თავგადასავლები საზოგადოებისთვის აქამდეც იყო ცნობილი. მას ხან ვიღაცის დაჭრაში, ხანაც კი მკვლელობაში ადანაშაულებდნენ. დავით ბაჯელიძის დაჭრის შემდეგ კი სკანდალური განცხადება გააკეთა ოზურგეთელმა გივი ბაჯელიძემ. გივი ბაჯელიძემ ცოტნე გამსახურდია ვაჟის, კახა ბაჯელიძის მკვლელობაში დაადანაშაულა”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში სათაურით “ყველას გასაგონად ვაცხადებ, რომ ჩემი შვილი ცოტნე გამსახურდიამ გამოასალმა სიცოცხლეს” / გივი ბაჯელიძე: “მადლობის ნაცვლად ლოგინში მძინარე შვილი დამიკლა” / “როგორ აწყობს აქციებს ცოტნე გამსახურდიას დედა და თავისი გარეწარი შვილის გათავისუფლებას ითხოვს”.“კახა ბაჯელიძე ოზურგეთის რაიონის სოფელ ბოხვაურშია დაკრძალული. ოზურგეთში ყოფნისას ჩემი ყურადღება მისმა მდიდრულმა საფლავმა მიიქცია და რატომღაც დავინტერესდი, რით დაიღუპა ახალგაზრდა. როგორც მითხრეს, კახა ბაჯელიძე ცოტნე გამსახურდიამ მოკლა. ამის დასაზუსტებლად ბაჯელიძეების ოჯახს იმავე დღეს მივაკითხე. ინფორმაცია დამიდასტურეს, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ამ ამბის გახმაურებისაგან ოჯახმა თავი შეიკავა. ბაჯელიძეების ოჯახის წევრების თქმით, ბულგარეთში კახა ბაჯელიძის ნაქირავებ ბინაში ცოტნე გამსახურდიასა და კახა ბაჯელიძის გარდა, კიდევ სამი პირი ცხოვრობდა. დილით ბაჯელიძის მეგობრები სატელეფონო ზარმა გააღვიძა. ცოტნე რეკავდა, ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე, მანდ გდია ლოგინში მკვდარი და მიდით, უპატრონეთო. როცა ოთახში შევიდნენ, კახა თურმე სისხლში ცურავდა, მაგრამ ცოცხალი იყო და ამბობდა, ხელ-ფეხს ვერ ვამოძრავებო. ცოტნე გამსახურდიას ღამითვე დაეტოვებინა ბინა და თან თავისი ნივთებიც წაეღო. დაჭრილი ბულგარეთში საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დამნაშავის ვინაობა არ გაამხილეს და ბულგარელ სამართალდამცველებს ჩვენება მისცეს, თითქოს ბიჭებს მეძავები ჰყავდათ აყვანილი, რომლებმაც გაძარცვეს და კახაც დაჭრეს”, - წერს სტატიის ავტორი.”დიახ, ყველას გასაგონად ვაცხადებ, რომ ჩემი შვილი კახა ბაჯელიძე ცოტნე გამსახურდიამ გამოასალმა სიცოცხლეს. ცოტნე გამსახურდიასთან კახა მეგობრობდა. ჩემი შვილი პატრონობდა ცოტნეს. 2001 წელს კახა ბულგარეთში წავიდა. ცოტნე ამ დროს მოსკოვში იყო. კახამ ფული გაუგზავნა და ცოტნე ბულგარეთში ჩაიყვანა... ჩემი შვილის მოთხოვნით, ორი თვის განმავლობაში მიმალავდნენ ამ ამბავს. ბოლოს, როგორც იქნა, შემატყობინეს. სასწრაფოდ ბულგარეთში ჩავედი. ავადმყოფობის ისტორია და შესაბამისი მონაცემები გერმანიის წამყვან კლინიკებში გავაგზავნეთ, მაგრამ იმედი არავინ მოგვცა. კისრის არეში მიყენებული ჭრილობა სასიკვდილო იყო. ბულგარელმა ექიმებმა თავიდანვე უთხრეს კახას მეგობრებს, რომ ასეთი ჭრილობის მიყენება მხოლოდ კარგად გაწვრთნილ პროფესიონალს თუ შეეძლო. რადგან ჩემს შვილს სასიცოცხლო პირი აღარ ჰქონდა, თვითმფრინავი დავიქირავეთ და თბილისში გადმოვიყვანეთ. კახა კვირა-ნახევარში დაიღუპა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გივი ბაჯელიძე.“ცოტნეს ეგონა, რომ ჩემი შვილი მოკლა, მაგრამ მან კიდევ ორთვე-ნახევარი იცოცხლა. თავად მითხრა, რომ დანა ცოტნე გამსახურდიამ ჩაარტყა. ამას გარდა, იმ ბინაში კიდევ სამი კაცი იყო. ეტყობა, ჩემი შვილი ფიქრობდა, გადავრჩებიო. მთხოვა, არ გინდა ჩივილი, ფეხზე დავდგები და თვითონ მოვთხოვ პასუხსო. სწორედ ამიტომ არ მივმართე პოლიციას. შვილის გარდაცვალების შემდეგ მისი ექსპერტიზაზე გაყვანა მომთხოვეს, რაზეც არ დავთანხმდი. ამის გამო სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა”, - დასძენს გივი ბაჯელიძე და შეკითხვას - “ თქვენ იცნობდით ცოტნე გამსახურდიას? მიზეზი რა იყო?” - პასუხობს:“სამ თვეს ჩემს ოჯახში ცხოვრობდა. ჩემი მეუღლე დედასავით პატრონობდა. მადლობის ნაცვლად კი ლოგინში მძინარე შვილი დამიკლა. რა ვიცი, შვილო. არ უნდა იყოს მთლად ნორმალური ეს კაცი. აბა, რა მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ შენი კეთილისმყოფელი და ახლო მეგობარი სასიკვდილოდ გაიმეტო? ჩემი შვილი მოკლა, ახლა ეს ბიჭი დაჭრა. კიდევ რამდენ ოჯახს გააუბედურებს ეგ მონსტრი, ვინ იცის! რატომ აფარებენ ხელს ამ გარეწარს? დავით ბაჯელიძეს არ ვიცნობთ. მხოლოდ მოგვარეები აღმოვჩნდით. გაოგნებული ვარ, როგორ აწყობს აქციებს ცოტნე გამსახურდიას დედა და თავისი გარეწარი შვილის გათავისუფლებას ითხოვს. ჩემს შვილს რომ ასეთი რამ ჩაედინა, თავს არ ვიცოცხლებდი. არ რცხვენია?” Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted November 11, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2009 (edited) ადვოკატი ცოტნე გამსახურდიას მიმართ სამედიცინო ექსპერტიზის სასწრაფოდ ჩატარებას ითხოვსსიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში 11 / 11, 2009 12:00 ადვოკატი ქეთი ბექაური ცოტნე გამსახურდიას მიმართ სამედიცინო ექსპერტიზის სასწრაფოდ ჩატარებას ითხოვს.როგორც "ინტერპრესნიუსს" ბექაურმა განუცხადა, გამოძიებამ ათი დღის წინ დაუკმაყოფილა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შუამდგომლობა, თუმცა საპყრობილეში ექსპერტიზის ჩასატარებლად ამ დრომდე არ შესულან."გამსახურდიას მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ის საპყრობილეში ქალა-ტვინის ტრამვით და ტვინის შერყევით შეიყვანეს. ხუთი ნაკერი ჰქონდა, რის გამოც ექსპერტიზა მოვითხოვეთ. ახლა მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა. ტრამვებს დაემატა შიმშილობა. იგი მე-14 დღეა, შიმშილობს~,- განაცხადა ბექაურმა. მანვე აღნიშნა, რომ გამოძიებისგან პასუხი არ მიუღია შუამდგომლობაზე დაზარალებულ დავით ბაჯელიძის და დამოუკიდებელი კრიმინალისტი ექსპერტის დაკითხვის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებას შუამდგომლობაზე პასუხის 72-საათიანი ვადა დღეს ეწურება.ბექაურმა გამოძიებას დამოუკიდებელი საექსპერტო კრიმინალისტიკური ბიუროს მიერ გაცემული წერილობითი მოსაზრება წარუდგინა, სადაც შეფასებულია ოფიციალური გამოძიების მიერ ჩატარებულ ქიმიური და ბალისტიკური ექსპერტიზა. ბექაურის თქმით, დამოუკიდებელმა საექსპერტო კრიმინალისტიკურმა ბიურომ შეფასებაში აღნიშნა, რომ ქიმიური ექსპერტიზა კანონდარღვევით არის ჩატარებული. კერძოდ, 9 ანაწმენდის ნაცვლად 4-ის აღება მოხდა, რაც დასკვნის ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს. ბექაური, ახალი მტკიცებულების საფუძველზე, დამოუკიდებელი საექსპერტო კრიმინალისტიკური ბიუროს ექსპერტის დაკითხვას და გამოძიების ექსპერტიზების ბათილად ცნობას ითხოვს. როგორც ცნობილია, გამოძიების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის მიხედვით, ცოტნე გამსახურდიას ხელზე დენთის კვალი აღმოაჩნდა, რაც გამსახურდიასთვის ბრალის წარდგენის ერთ-ერთი მტკიცებულება გახდა. გამსახურდია განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებაშია ბრალდებული. მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. გამსახურდია 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Edited November 11, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted November 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2009 რა უცნაური ხალხი ვართ შვილი მოუკლეს და ხმას არ იღებენ, ცოტნე სულ რაღაც უცნაურ ამბებში ეხვევა და კბილებით იცავს დედამისი - სამართალი იქნება ოდესმე ამ ქვეყანაში? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted November 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2009 ერთადერტი ჯგუფური აბორტის(თუნდაც წლების მერე )მომხრე და მნატვრელი როცა ვარ.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted November 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2009 ლიცემერი: უზერებო, რა ჭირს ოდესღაც: პატივცემულ, პატივმოყვარე, ლაღ და სტუმართმოყვარე...ახლა კი: დაკნინებულ, ლანდივით მთრთოლვარე და ძველი დიდების ლანდად ქცეულ ოჯახს?მიზეზი მარტივი მეჩვენება, დიდების მატარებელთან ერთად დიდებაც მიდის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.