Jump to content
Planeta.Ge

სამშობლო უნდა იცნობდეს თავის გმირებს


Recommended Posts

უბრალოდ რამოდენიმე მაგალითი მომყავს...

 

 

 

 

 

ბაიანდურიანი არმენაკი სერგოს ძე

 

შრომითი საქმიანობა:

12/1974 – 09/1989 – თბილისის ს.გ. შაუმიანის სახელობის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრი, მსახიობი.

09/1989 – 12/1989 – თეატრი "ავლაბარი–89", ხელმძღვანელი.

 

12/1989 – 01/1993 – ერევნის თეატრი–სტუდია "ავლაბარი", დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

 

02/1993 – 06/2008 – თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრი, მსახიობი, სამხატვრო ხელმძღვანელი, მმართველი.

 

06/2008 – საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტის წევრი.

 

დამატებითი ინფო: მიღებული აქვს ჯილდო "ოქროს ნიღაბი" (1998) და "ბაბკენ ნერსესიანის" პრემია (2007).

 

არის სომხეთის რესპუბლიკის "მოვსეს ხორენცის" მედლისა (1999) და საქართველოს რესპუბლიკის ღირსების ორდენის კავალერი (1998).

 

 

 

 

ხერხეულიძე ეკატერინე ავთანდილის ასული

 

შრომითი საქმიანობა:

04/1989 – 10/1990 სინთეზურ ნაკეთობათა ფაბრიკა, სტაჟიორი, დეტალების დამკომპლექტებელი.

07/2004 –06/2008 – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი.

 

06/2008 – საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტის წევრი.

 

 

1990-2007 წლებში რა ქნა ისეთი ჯერ უმაღლეს საბჭოში და მერე პარლამენტში რო შეაღწია დეტალების დამკომპლექტებელმა ?

 

 

 

 

გელაშვილი ზაზა ანზორის ძე

 

 

05/1998 – 05/1999 საქართველოს შეიარაღებული ძალების დაზვერვის მთავარი სამმართველო, სერჟანტი.

 

11/1999 – 06/2006 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, დაზვერვის მთ. სამმართველო, ჯგუფის მეთაური.

 

06/2000 – 05/2002 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, "კომანდოს" ბატალიონის მეთაურის მოადგილე.

05/2002 – 03/2004 საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სამსახურის უფროსი.

 

03/2004 – 04/2006 საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, კახეთის რეგიონის სამმართველოს უფროსი.

 

04/2006 – 01/2007 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, აჭარის კონტრდაზვერვის მთ. სამმართველოს უფროსი.

 

01/2007 – 06/2008 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი.

 

06/2008 - საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტის წევრი.

 

 

 

აი დავიჯერო ეხლა ეს კაცი პარლამენტში უფრო მეტს აკეთებს ვიდრე თავდაცვის სამინისტროში შეუძლია რომ გააკეთოს ?

 

 

 

 

 

გოგატიშვილი მამუკა ოთარის ძე

 

 

შრომითი საქმიანობა:

10/1989 – 07/1990 – ს/გ "ჭიათურმანგანუმი", მუშა.

 

09/1994 – 04/1996 – ჭიათურის სასწავლო–სამეცნიერო ცენტრი, ჰუმანიტარულ–ეკონომიკური ინსტიტუტი, პედაგოგი.

 

11/1995 – 05/1999 – ჭიათურის მერია, მერის მრჩეველი, მერიის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი.

 

05/1999 – 12/2000 – ჭიათურის რაიონის გამგეობა, გამგებლის პირველი მოადგილე.

 

04/2000 – 09/2004 – ჭიათურის საგადასახადო ინსპექცია, ინსპექციის უფროსი.

 

09/2004 – 10/2004 – ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია, გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს ჭიათურის განყოფილება, უფროსი.

 

12/2006 – 04/2008 – ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, გამგებელი.

06/2008 – საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტის წევრი.

 

 

 

????????????

 

 

 

ხუხუნაიშვილი ვანო რევაზის ძე

 

 

 

 

შრომითი საქმიანობა:

10/1980 – 09/1981 – N2 ტრესტის N69 მოძრავ-მექანიზებული კოლონა. ქ. თერჯოლა

 

07/1981 – 07/1986 – თსუ ბიოლოგიის ფაკულტეტი, სტუდენტი

 

12/1986 – 10/1988 – სახაგრომრეწვის თერჯოლის ღვინის კომბინატი.

 

10/1992 – 11/1995 – საქართველოს პარლამენტის წევრი.

 

11/1995 – 11/1999 – საქართველოს პარლამენტის წევრი.

 

11/1999 – 04/2004 – სახალხო პარტიის გენერალური მდივანი.

 

04/2004 – 06/2008 საქართველოს მე–6 მოწვევის პარლამენტის წევრი.

 

06/2008 - საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტის წევრი.

 

 

 

ეს კაცი ისე ისტორიაა მაინც ...........

 

 

 

 

 

 

მინდელი ლაშა მამუკას ძე

 

 

შრომითი საქმიანობა:

09/1984 – 10/1989 - რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ოსტატის თანაშემწე, ოსტატი,უფროსი ინჟინერი, კომკავშირის კომიტეტის მდივანი.

 

10/1989 – 11/1994 - მცირე საწარმო "ბულატის" ტექნიკური დირექტორი.

 

10/1995 – 11/1995 - პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქვემო ქართლის მხარეში.

 

11/1995 – 09/1999 - საქართველოს პარლამენტის წევრი , ადამიანთა უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტის

ეროვნულ უმცირესობათა საქმეების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე.

09/1999 – 06/2001 - ქ. რუსთავის მერი.

06/2001 – 04/2002 - რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე.

 

04/2004 – 06/2008 - საქართველოს პარლამენტის წევრი.

06/2008 – საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტის წევრი.

 

 

 

 

 

ხურციძე ბეჟანი ვლადიმერის ძე

 

 

შრომითი საქმიანობა:

09/1969 – 04/1974 – კიროვის რაიონის დასუფთავების ტრესტი, მექანიკოსი.

 

05/1974 – 02/1976 – საქარხნო რაიონის სარემონტო-სამშენებლო უბანი, მეხუთე თანრიგის ბრიგადირი.

 

09/1979 – 10/1983 – სოფლის მეურნეობის პროდუქტების დამზადების სამინისტრო, ქ. თბილისის პურპროდუქტების კომბინატი, ელევატორის უფროსის მოადგილე.

 

09/1983 – 07/1986 – ლილოს ხილბოსტნეულის კომბინატი, დირექტორის მოადგილე.

08/1986 – 05/1988 – ნავთლუღის დამფასოებელი და სავაჭრო ბაზა, დირექტორის მოადგილე წარმოების დარგში.

 

05/1988 – 10/1992 – თბილისის ჩაის საწონი ფაბრიკა, მომარაგება-გასაღების განყოფილების უფროსი.

 

06/1991 – 10/1992 – თბილისის ჩაის საწონი ფაბრიკა, დირექტორი.

 

11/1992 – 11/1995 – საქართველოს პარლამენტის წევრი, პარლამენტის სპორტისა და ტურიზმის კომისიის თავმჯდომარე.

11/1999 - 04/2004 - საქართველოს პარლამენტის წევრი.

 

04/2004 – 06/2008 – საქართველოს მე–6 მოწვევის პარლამენტის წევრი.

 

06/2008 – საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტის წევრი.

 

 

 

 

 

 

 

 

http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=2

 

 

 

 

აი ეს ისე უბრალოდ რამდენიმე მაგალითი... აი ვის მისცა ხალხმა ხმა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

J&B

04/1989 – 10/1990 სინთეზურ ნაკეთობათა ფაბრიკა, სტაჟიორი, დეტალების დამკომპლექტებელი

მერე რა? პირველ წელს ვერ ჩავაბარე ინსტიტუტში და მეც ვმუშაობდი ფიზიკურად, სტუდენტობის დროსაც ვმუშაობდი რომ ცოტა ფული მეშოვა და ოჯახის კისერზე არ ვმჯდარიყავი. ფაბრიკაში და საამქროში მუშაობა არ ტეხავს, მთავარია ხარისხიანად გააკეთო რასაც აკეთებ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

შენ არც უმაღლესი საბჭოს წევრი არ ყოფილხარ და არც პარლამენტის წევრი არ ხარ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

J&B

შენ არც უმაღლესი საბჭოს წევრი არ ყოფილხარ და არც პარლამენტის წევრი არ ხარ.

ხოდა მაგას გეუბნები ზუსტად, რომ ვიყო პარლამენტის წევრი, ის რომ ოდესღაც ფიზიკურად მიმუშავია, სრულიადაც არ ნიშნავს არაფერ ცუდს.

 

ისე გამუქებულები რა პრინციპით გაქვს ვერ მივხვდი :)

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

J&B

 

ხოდა მაგას გეუბნები ზუსტად, რომ ვიყო პარლამენტის წევრი, ის რომ ოდესღაც ფიზიკურად მიმუშავია, სრულიადაც არ ნიშნავს არაფერ ცუდს.

 

ისე გამუქებულები რა პრინციპით გაქვს ვერ მივხვდი :(

თუკი ზემომდებარე წინადადების წყობას გავითვალისწინებთ-ნამდვილად აქვს მნიშვნელობა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

J&B

 

კარგი გამოწვევაააააა

:buchti: :buchti:

 

აბა მითხარი, რას ერჩი ბაიანდურიან არმენაკს.. სრული სერიოზულობით გეკითხები.....

 

კაი, ხერხეულიძეზე არაფერს ვამბობ, არც მე "მევასება", მაგრამ არ მაქვს იმის ამბიცია ვიფიქრო, რომ მასზე ღირსეული ვარ...

 

ან ზაზა გელაშვილთან რა გინდა???

 

პრობლემა ინსტიტუციაშია მეგობარო, და არა დეპუტატებში....

 

და პიროვნული შეურაცხყოფები რომ არ ამართლებს??? ამით ქვეყანას არ ეშველება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არანაირი სახის პატიოსანი შრომა არ არის წამოსაძახებელი. მეც მიმუშავია მშენებლობაზე...... კი ვსაჩკაობდი მაგრამ მაინც :):

 

 

 

საყურადღეობოა ნახტომები. იყო ფერმის დირეხტორი ერთ წელს და მეორე წელს გახდა პარლამენტარი. ამავე დროს, განათლება მინიმალური. ასეთები ძალიან ბევრია და ამ მხრივ, მესმის რასაც ლაპარაკოს თემის ავტორი.

Edited by შხარა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საყურადღეობოა ნახტომები. იყო ფერმის დირეხტორი ერთ წელს და მეორე წელს გახდა პარლამენტარი. ამავე დროს, განათლება მინიმალური. ასეთები ძალიან ბევრია და ამ მხრივ, მესმის რასაც ლაპარაკოს თემის ავტორი.

 

 

კი გეთანხმები და ამათზე საინტერესო პროფესიის ადამიანების ბიოგრაფიები შეიძლება იპოვნო პარლამენში.

 

 

ქურდი და ბოზი პარლამენტარები არ გახსოვთ? :)

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე იმას კი არ ვიძახი რომ მუშა ცუდია და დასაცინია.. უბრალოდ დაუკვირდით ნახტომს.. ადამიანი მუშობიდან უცებ ქარხნის დირექტორის მოადგილეობას აღწევდა..

 

 

 

 

რაც შეეხება

 

ბაიანდურიანი არმენაკი სერგოს ძე

 

გელაშვილი ზაზა ანზორის ძე

 

 

ვერავინ ვერ დამიმტკიცებს რომ ეს ადამიანები პარლამენტში უფრო მეტს აკეთებენ ვიდრე ერთი თეატრში და მეორე თავდაცვაში გააკეთებდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

J&B

ერავინ ვერ დამიმტკიცებს რომ ეს ადამიანები პარლამენტში უფრო მეტს აკეთებენ ვიდრე ერთი თეატრში და მეორე თავდაცვაში გააკეთებდა

როინიშვილი დაგავიწყდა)))

 

პ.ს. მარა თემა რაზეა, მაინც ვერ მივხვდი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

რა გჭირს კაცო შენ... აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ მუშად ან რამე მსგავსად მუშაობა ტეხს, არამედ იმაზე, რომ თუ ცხოვრებაში არაფერი გაგიკეთებია იმის გარდა, რომ სტაჯიორი იყავი სინთეზურ ნაკეთობათა ფაბრიკაში და დეტალებს აკომპლექტებდი, ეს ნამდვილად არ უნდა ჩაითვალოს საკმარისად, რომ ჯერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, მერე კი საქართველოს პარლამენტის წევრი გახდე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

04/1989 – 10/1990 სინთეზურ ნაკეთობათა ფაბრიკა, სტაჟიორი, დეტალების დამკომპლექტებელი.

 

აუუფ, ხერხეულიძის დაკომპლექტებული ნაკეთობა ხომ არ გაქვთ ვინმეს? :crazy:

 

 

იმ ისტორიებს, რაც დაიდო, სოციოლოგიაში ვერტიკალურ მიბილურობას უწოდებენ. ითვლება, რომ რაც მეტია მობილურობის თეორიული შესაძლებლობები, მით უფრო სიცოცხლისუნარიანია საზოგადოება. მაგ. აშშ-ში მაღალია ეს მაჩვენებელი.

 

საერთოდ მობილურობის სტიმული უნდა იყოს ინდივიდის პიროვნული შესაძლებლობები - მაგ. ინტელექტი, შრომისმოყვარეობა, ფიზიკური მომხიბლაობა და ა.შ.

 

ზემოთმოყვანილ შემთხვევებში კი მთავარი ფაქტორი ერთადერთია - პარტიული ხაზის მონური მორჩილება, რაც, ალბათ დამეთანხმებით, სხვა რამაა.

 

ნუ, ხერხეულიძეს არ ვგულისხმობ - აქ მომხიბლაობა გადამწყვეტია, ჩემი აზრით. :fio:

Edited by Grig
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Goddess

თუ ცხოვრებაში არაფერი გაგიკეთებია იმის გარდა, რომ სტაჯიორი იყავი სინთეზურ ნაკეთობათა ფაბრიკაში და დეტალებს აკომპლექტებდი, ეს ნამდვილად არ უნდა ჩაითვალოს საკმარისად, რომ ჯერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, მერე კი საქართველოს პარლამენტის წევრი გახდე

ნუ მიცემდნენ მერე ხმას. სხვათაშორის იტალიის პარლამენტის წევრი პორნო-ვარსკვლავი ჩიჩოლინა იყო :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...