T_A_T Posted October 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 27, 2009 lasha1997 უმრავლესობამ თუ გადაწყვიტა უმცირესობაში აღმოჩნდი და ეგ არის კაკრაზ დემოკრატია.კაი რას დამცინი რა ბინის გაყიდვას ვფიქრობ უკვე..არადა ვერ ვიპოვე ადგილი სადაც ეკლესია არ იდგება...ეგ არავითარ შემთხვევაში ირანიზაციას არ გამოიწვეს.-ეგ გზაა მაქეთკენ-ტუ გაბედეს და გაუვიდათ სხვა კონფესიების მოჩმორება მერე სახელმწიფოსაც მიაჩმორებენაი ეს საშიში მოვლენაა უკვე.ძალიან! სკოლებში..ვიცოდი ბაღებში ტუ ესე იყო მოდებული არ ემგონა-და პასუხი?-ბავშვმა ხომ უნდა იცოდესო პული ჩვენი არსობისა ვისგან აქვსო..მეტქი 3 წლისამ? დიახო უმანკო სულს უფრო ეპატრონებაო ეშმაკი...მოკლედ მე კი მაგრად გავერთე ამ სასტავთAნ ბაასიტ..მარა რეზუმირებული მაქვს ეს ყველაფერი ძაან შავ ფერებში იტოგში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted October 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 27, 2009 არ მინდა ძმაო თეოკრატიულ რესპუბლიკაში ცხოვრება-შენ?რატომ არ გინდა კანონში ეწეროს ვინც დილის ლოცვებს არ წაიკითხავს ადგილზე დაიხვრიტებაო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 27, 2009 (edited) არ დაუჯეროირანი არა, იხვი. რა უნდა დავუჯერო? ქვეყანა ახლობელი მყავს თითქმის თბილისის ყველა უბანში და ვიცი როგორც აზროვნებენ.ირანი არა შვანცკი. აი წაიკითხეთ.პოლით ფორუმიდან „მოვიპარე“ : თავისუფლება დეტალებშია! ევროპაში ყოფნისას, მაშინ როდესაც დავწერე ჩემი მანიფესტები "თავისუფლების შესახებ", და საქართველოში უკან დაბრუნებულმა, ჩემს მიერ დაწერილი მანიფესტები (ესები) გამოვაქვეყნე და უძღვენი იმ ახალგაზრდების ხსოვნას, რომელთა სიცოცხლეც ხელყო "სამართალდამცველებმა". მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ აღნიშნული წიგნის პრეზენტაციის გაკეთება "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში", და გავაკარით უნივერსიტეტის ყველა კორპუსის სტენდებზე შესაბამისი აფიშები, ჩემთვის "მოულოდნელად", უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმართველობამ და მისმა ხელმძღვანელებმა, ჩემმა "მეგობრებმა" ამ აფიშების ჩუმად ჩამოხევა დაიწყეს, ჩამოხეულ აფიშების ადგილას სტენდებზე ახლ აფიშებს ვაკრავდით, პრეზენტაციამდე ერთი დღე იყო დარჩენილი და გვინდოდა ეს ინფორმაცია როგორმე მისულიყო სტუდენტებამდე. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, მათი ხელდასხმული კომკავშირელების აქტიურობით, რომ ვერ დაკმაყოფილდა შ.ს.ს – დან გამოუძახა შესაბამის სამოქალაქო ფორმებში გადაცმულ პირებს რომლებიც 30–35 წლის ასაკის მამაკაცებს წარმოადგენდნენ, ისინი ხევდნენ აფიშებს და ჩვენს კითხვებზე თუ ვინ იყვნენ, და რატომ ხევდნენ აფიშებს, რა ესაქმებოდათ უნივერსიტეტის შენობაში იგნორირებას უხეშად უწევდნენ. ამ დღეს, როდესაც სახლში დავბრუნდი და დავრჩი საკუთარ თავთან მარტო, მე გავაცნობიერე თუ საიდან იყვნენ ეს ადამიანები "წარმოგზავნილები" და რა "მისიით". სიმართლე გითხრათ ძალიან შემეშინდა, შემეშინდა იმიტომ, რომ მივხვდი, არასასურველი ადამიანები "დაინტერესდნენ" ჩემით. მაგრამ იმავდროულად ვიგრძენი, რომ უფრო სწორად, დღეს დილით ჩემთვის ხმაურიან ფიქრებში, რომ ვიყავი ჩაძირული, სწორედ დღეს დილით მივხვდი, რომ მე ამ დღეს სწორედ ამ დღეს დავიბადე პიროვნებად – ადამიანად, თავისუფალ ადამიანად, ვინაიდან მიუხედავად იმ დღეს და მას შემდეგ ჩემზე განხორციელებული ზეწოლისა, მე არ გავჩერდი და გავაგრძელე ბრძოლა, აზრის გამოხატვის და საერთო, საყოველთაო თავისუფლებისათვის! საყოველთაო ტავისუფლებისთვის რადგან ის "თავისუფლება", რომლითაც ქვეყანაში მხოლოდ 10 კაცი, "ერთი გუნდი" სარგებლობს, თავისუფლება არ არის, რეალური თავისუფლება სწორედაც, რომ საყოველთაოა! უკვე გითხარით, რომ მე ვაგრძელებ ბრძოლას, მეტიც, სულ მალე გამოვცემ ახალ წიგნს; "ხმამაღალ ფიქრებს თავისუფლებაზე", რომელიც მერწმუნეთ, სულაც არ იქნება "სასურველი" არსებული რეჟიმისთვის!ხო. მე იმ დღეს მივხვდი, რომ ამ ხელისუფლებას ისევე ეშინია პიროვნებების, ისევე ეშინია თავისუფალი ადამიანების როგორც "ფაშისტურ გერმანიას" და ბოროტების მანქანას საბჭოთა კავშირს ეშინოდა! ეს შავი, კუპრივით შავი ხვრელია, და ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, ახალგაზრდებმა ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ ამისთვის, და უნდა განვახორციელოთ გადამწყვეტი ბრძოლა თავისუფლებისთვის, ჩვენ ყველანი ახლებად უნდა დავიბადოთ, საკუთარ თავში უნდა მოვახდინოთ ცვლილებები, გარდატეხა, ურთიერთპატივისცემის, კონსოლიდაციის და სოლიდარობის გზით უნდა მივაღწიოთ ახალ საქართველოს დაბადებას!სხვანაირად ერთმანეთის კრიჭაში ჩამდგრები, ერთმანეთის ქილიკსა და დისკრედიტაციაში ამ ქაოსში ვერაფერს შედეგს მივაღწევთ, ეს ნაკლი ჩვენი თაობის რომეელიც წინა თაობისგან მემკვიდრეობად გვერგო, უნდა მოვიშოროთ ეს სენი, უნდა განვკურნოთ ამ სენისგან საკუთარი თავები! წინა თაობის შეცდომები გაკვეთილებად მივიღოთ, ნუ გავყვებით მათ გზას! ახალი გზით ვიაროთ, უფრო სამართლიან სუფთა გზით, სუფთა გულებით, გადავახალისოთ გონებრივი ჰორიზონტი და მსოფხედველობა ჩვენი, და თუ საკუთარ თავთან ბრძოლაში გავიმარჯვებთ, მაშინ წინ ათასი გამარჯვებები გველოდება! დღეს ქართველი ხალხი არ ცხოვრობს, არის მცდელობები ხალხის მხრიდან რომ გამოვიდეს ქვეცნობიერიდან, და გაცნობიეროს თავისი რეალური ყოფა, რომელიც არ ყოფნას უფრო ჰგავს! მაგრამ ამ მცდელობებს რეჟიმი საფუძველშივე ახშობს, ახშობს ყველა მეთოდით და საშუალებით, ამ ქვეყანაში ადამიანებზე ძალადობას საზღვარი არ აქვს! ამას ათეულობითი სადისტურად მოკლული ახალგაზრდების ფაქტებიც მოწმობენ. ძნელია ასეთ პირობებში სრულ სიბნელესა და სიცრუეში, დეზინფორმაციის ბატონობის ჟამს, დაწყო ფიქრი, დაიწყო ცხოვრება, დაიწყო რეალური ბრძოლა თავისუფლებისათვის, საკუთარი თავისუფლებისათვის რომელიც სულაც არ გამორიცხავს სხვათა თავისუფლებისთვის ბრძოლას! მაგრამ ყველაფერს აქვს გამოსავალი და საყრდენი წერტილი, და თავისუფლების საყრდენი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ერთიანობა და სოლიდარობა იქნება! არა ისეთი "ერთიანობა", რაც სააკაშვილის რეჟიმს ახასიათებს, სადაც ერთი კაცის გვერდით მონური ერთგულებით არიან შეკრულნი, ასეთი ერთიანობა ზემოთ ხსენებულ ფაშისტურ და კომუნისტურ მთავრობებსაც ახასიაებდათ; სააკაშვილის "ერთობა", რომელიც ხალხის, ადამიანების და ქვეყნის ბედზე ერთობა! ასე შეიძლება ფორმულირდეს; ერთობას – პლურალიზმი= ტოტალიტარიზმს! "გააერთიანე და იბატონე"!– –"დაშალე და იბატონეს" მსგავსი და ხატი... მოკლეთ, მე ლექციებზე მაგვიანდება; იფიქრეთ, იფიქრეთ გაერთიანებაზე, სოლიდარობაზე, ერთმანეთში კონსტრუქციული და ჰარმონიული თანამშრომლობაზე, იფიქრეთ ცალ–ცალკე და თუ გნებავთ ერთად ,ერთად ვიფიქროთ, ჩვენი ერთიანობის მიღწევაზე, რომ შედეგზე გავიდეთ! შედეგი ვაჩვენოთ, ხალხს, და ჩვენს თავებს! ნუ დავემსგავსებით ზოპარკში გამოკეტილ ლომებს, რომლებიც ამაოდ ცდილობენ დაუბრუნდნენ თავისუფალ სამყაროს – ბუნებრივ მდგომარეობას! იმ ლომებისგან განსხვავებით ჩვენ ჩვენი ნებით გამოვკეტეთ ჩვენი თავები ამბიციების ტყვეობაში, ამას არავინ გვაიძულებდა, ამიტომ ჩვენვე შეგვიძლია დავახწიოთ თავი ამ ტყვეობას! ჭეშმარიტად თავისუფალი ადამიანები ამას შეძლებენ, საკუთარ თავთან ბრძოლას მოიგებენ, და იგივე თავისუფალი ადამიანები – პიროვნებები იბრძოლებენ მხოლოდ და მხოლოდ რეალურ თავისუფლებისთვის! ხსნა პიროვნებებშია, ხსნა თავისუფლებაშია!თავისუფლება კი დეტალებშია, რომელ დეტალებსაც ჩვენ ზედაპირულად ვეხებით, და ვფიქრობთ მათზე. ჭეშმარიტი! და არა ცრუპენტელა – ვარდისფერი თავისუფლება, ჭეშმარიტი თავისუფლება ერთ დღეში, ერთ წელში და.ა.შ არ მიიღწევა, თავისუფლება მუდმივი ძალისხმევას და მუდმივ მოძრაობას, მუდმივ ბრძოლას ითხოვს!... ადამიანი მხოლოდ თავისუფლებისთვის ბრძოლაშია თავისუფალი, აი ეს არის თავისუფლება! რა წამს შეაჩერებ ბრძოლას და მოძრაობას იმ წამს ხელებიდან გეცლება "ასე ნანატრი თავისუფლება"! დიახ, ხელებიდან გეცლება! ამიტომ არ დაიჯეროთ, თუ ერთ დღეს გამოგიცხადებენ, რომ დემოკრატიამ გაიმარჯვა, რომ ქვეყანაში 'დემოკრატია გაბრწყინდა", რადგან არ არსებობს არსად მსოფლიოში "გაბრწყინებული დმოკრატიები", არ ა რ ს ე ბ ო ბ ს! ისევე ,როგორც არ არსებობს სააკაშვილი, როგორც "დემოკრატიის შუქურა" საქართველოში, ეს ფარსია, აბსურდის სპექტაკლი! ხალხის ტვინების გამორეცხვისთვის. იფიქრეთ, იფიქრეთ, რადგან ფიქრია ცხოვრება, ცხოვრება კი ბრძოლა!... ხატია შიუკაშვილი თბილისი 8 სთ. 24 ოქტომბერი. 2009წ. http://www.democratsleague.ge/w/index.php?...03_articleid=14 Edited October 27, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted October 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 27, 2009 lasha1997 არ დაუჯეროირანი არა, იხვი. ირანი არა, კვატი ამაზე მეტ საფრთხეს თუ ვერ ხედავთ ქვეყანაში, კარგად ყოფილა საქმე... ისე, ეს გაბეყილი მამოები მეც მშლიან ნერვებზე, მაგრამ ის არ გაგიგიათ - Свобода Это Рай?! ამერიკაში გიცხოვრიათ ვინმეს? აი, იქ უნდა ნახო რელიგიური აღტკინება. ნუ, უფრო ცივილურია, მაგრამ არანაკლებ აღტკინებული. განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 27, 2009 (edited) ამერიკაში გიცხოვრიათ ვინმეს? აი, იქ უნდა ნახო რელიგიური აღტკინება. ნუ, უფრო ცივილურია, მაგრამ არანაკლებ აღტკინებული. განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში. გადახურული სტადიონების ხელა ეკლესიები ივსება ყოველ შაბათს და ერთი უნდა ნახო რა მიბნედილი სახეებით ლოცულობენ. საქართველოში მორწმუნე, ეკლესიაში თვეში ერთხელ რომ შეირბენენ ის ჰგონიათ და ირანიო კაცო? არავითარი ირანი.ეს არის ამ დედა ადუღებული ხელისუფლების პოლიტიკა,რომელიც მიმართულია საპატრიარქოს წინააღმდეგ და ბატ.მოდერი ლიცის თემასაც ამ ასპექტში გაიგებენ იქითა ფორუმზე.დაიწყეს ილიას ვიდეოების დადება უკვე. ლიც,მე შენ არ გადანაშაულებ,მაგრამ იქით მაგ კუთხით წაიყვანენ თემას.უკვე წაიყვანეს. Edited October 27, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 27, 2009 პ.ს. არ მინდა ძმაო თეოკრატიულ რესპუბლიკაში ცხოვრება-შენ?გააჩერეთ ფორუმი, უნდა ჩავიდე! :შენ თუკი 14 საათი (დანარჩენი ძილი) დღეში ფორუმში ყოფნას ცხოვრებას ეძახი? : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 27, 2009 შენ თუკი 14 საათი (დანარჩენი ძილი) დღეში ფორუმში ყოფნას ცხოვრებას ეძახი? ურააა დავამთავრე სამსახურში ყოფნა და კოპზე კაკუნიც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 27, 2009 (edited) აუ, ჩემი, რას ატრაკებს ზოგიერთი ვერ ვხვდები რა, რა თეოკრატია, სად ძუძუ-ბაყვ-წამალ-ღვინის მოყვარულუი გრუზინი თანაც მომპარავ-კრიმინალური მენტალიტეტისდა სად თეოკრატია, რეებს უბერავენ პანიკიორშები, ლიიციიიიიიიიიიიიიი, ნუ გეშინია, მშვიდად შეგიძლია გააგრძელო შენი სიცოცხლით სავსე ცხოვრებააა და მოღვაწეობააა :violino: Edited October 27, 2009 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 27, 2009 lasha1997 დავამთავრე სამსახურში ყოფნა და კოპზე კაკუნიცკომპიუტერშიკი ხარ? Siknadmo სად ძუძუ-ბაყვ-წამალ-ღვინის მოყვარულუი გრუზინი თანაც მომპარავ-კრიმინალური მენტალიტეტისდა სად თეოკრატიაეგ ყველაფერი (ღვინის გამოკლებით, იქ მაგას ჩილიმი ცვლის) ირანშიც უყვართ სხვათაშორის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 27, 2009 (edited) lasha1997 კომპიუტერშიკი ხარ? Siknadmo ეგ ყველაფერი (ღვინის გამოკლებით, იქ მაგას ჩილიმი ცვლის) ირანშიც უყვართ სხვათაშორის იქ მრავალცოლიანობაა ნებადართული, გარდა ამისა, ირანში შესაძლებელია რომ ერთი დღით მოიყვანო ცოლი, გააფორმო ხელშეკრულება ასე ვთქვათ, ირანში აკრძალულია საროსკიპოები,აკრძალვა ნამდვილი აკრძალვაა, სერიოზული დასჯებით, სასტიკი დასჯებით,თავისუფალი სექსის ყოველგვარი გამოვლინება,გინდა სექსი-ცოლებში,რაც შეეხება ჩელიმ-მელიმ ეგ არაფერი არააა, არანაირი კაეფი, ნარკოტიკების მოხმარებისთვის სიკვდილით დასჯაა,ღროებისთვის, მუსიკის ხმამაღლა ჩართვისთვის და ას. შ.იტოგში გრუზინები მაგას იმენნა ვერ გაქაჩავენ, იდეური როჟები არიან ირანელებიჩვენ კი ქართველი მამაკაცები ვართ ჰედონისტები, გარდა ამისა მართლმადიდებლურ სამყაროში თეოკრატიული სახელმწიფოს ნიმუში არც არსებობდა,ბიზანტიაშიც და რუსეთშიც ეკლესია სახელმწიფოს დაქვემდებარების ქვეშ იყო და არა პირიქით,ასე რომ პრეცენდენტიც კი არააა,ერთადერთი, საბერძნეთის ტერიტორიაზე თუქრეთის მმართველობისას, თურქების ინიციატივით და მოთხოვნით მოხდა ბერძენი სასულიერო პირებისთვის ადმინისტრაციული მმართველობის გადაცემა,ხოლო მას შემდეგ რაც საბერძნეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა მართლმ. ეკლესიამ ნებაყოფლობით მოიხსნა ადმინისტრაციული უფლებები Edited October 27, 2009 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 27, 2009 (edited) კომპიუტერშიკი ხარ? ხო კომპიუტერშიკი ვარ და შენ გეკითხები ხოლმე რაღაცეებს არა? უსაქმოთ როცა ვარ ჩემი კოპი მაქვს იქ წაღებული სამსახურში და ვერთობი.ეხლა წვიმს თორემ წავიდოდი კალათბურთის ან ტენისის სათამაშოთ.ზატო კარგ ღვინოს ვწრუპამ ეხლა და შენ გიწერ პოსტს. ისე მაგარი ტეხავს კოპთან ჯდომა მთელი დღე. Edited October 27, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 28, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2009 (edited) შენ თუკი 14 საათი (დანარჩენი ძილი) დღეში ფორუმში ყოფნას ცხოვრებას ეძახი?ლიიციიიიიიიიიიიიიი, ნუ გეშინია, მშვიდად შეგიძლია გააგრძელო შენი სიცოცხლით სავსე ცხოვრებააა და მოღვაწეობააარეებს უბერავენ პანიკიორშები,Siknadmo არ გეჩვენებათ რომ უმოტივაციოდ აგრესიული ხართ? და + მეც მომცემთ ნებას "შენ"-ით მოგმართოთ? მოკლედ, სიტყვიერი გაფრთხილება Edited October 28, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted October 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2009 თეოკრატიის საშიშროება ნაკლებია. აი გია ჭანტურია რომ ყოფილიყო ცოცხალი და ხელისუფლებაში, მაშინ შანსები იყო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2009 ძუკუ თეოკრატიის საშიშროება ნაკლებია.რაის თეოკრატია))) ეს ყველაფერი გამოწვეულია ხელისუფლებისადმი უდიდესი უკმაყოფილებით...ამჟამად ოპო-ცენტრი საპატრიარქოა, მანამდე ოპო-პარტიები იყვნენ ვნახოთ რა იქნება...ფაქტია ომი დაიწყო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 28, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2009 ვნახოთ რა იქნება...ფაქტია ომი დაიწყოnewstudio მეც მანდ ვარ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.