აზრი Posted October 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 20, 2011 (edited) სული არის სასიცოცხლო ძალა, როგორც ადამიანში ასევე ცხოველში. ,,რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია -- ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული უდგას, კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა. ყოველივე ერთ ადგილს მივა; ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა'' (ეკლესიასტე 3: 19-20). http://mytemple.ucoz.ru/ikas გეთანხმები. Edited October 20, 2011 by აზრი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted October 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2011 http://mytemple.ucoz.ru/ikas ეგ ვებსაიტი (ბლოგი) ვის ეკუთვნის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
donadoni Posted August 5, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 5, 2012 როგორ ფიქრობთ ცხოველებს აქვთ სული? ადამიანივით ცოცხალი არსებები კი არიან მაგრამ ბევრი იძახის რომ სული არ გააჩნიათ ცხოველებს მე თქვენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით არა არ აქვს ეგრეთ წოდებული სული რომელიც სამოთხეში მიდის. არც ადამიანს. ბიბლიში ვკითხულობთ "როგორც კვდება ერთი(ადამიანი) ისე კვდება მეორეც (ცხოველი)". ანუ მოკლედ გიტხარით,ამათზე მიდის საუბარი. სული აქვს ცოცხალ ადამიანს,ეს არის ძალა რომელიც გვაცოცხლებს. მაგალითად როდესაც რამე უნდა ჩააქრო მაგალითად სანთლები,რას ეუბნებიან ადამიანს? შეუბერე სულიო ხო? დაუკვირდით და მიხვდებით სიმართლეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
BEST_GEORGIA Posted August 5, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 5, 2012 ერთი რამ მინდა ვიკითხო თუმცა ეს კიდევ სხვა თემაა. ვინმემ იცით რა ამოძრავებს გულს? გული ხომ არის კუნთი რომელიც ტუმბავს სისხლს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
CPUG Posted August 5, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 5, 2012 აუ პოსტები რო გადავიკითხე კაროჩე ერთმა ადამიანსაც არააქვს სულიო მეორემ მემგონი აქვსო აუ ჩემი ძაან ცუდი სიტუაციაა ბრაცი.. ადამიანს სული როგორ არ უნდა ქონდეს ხალხო რა დაგემართათ ? სამაელ - ის ბრალია მემგონი ყველაფერი სატანისტობებს რო გასწავლით და უკვე სული აქვს თუ არა ადამიანს მაგაშიც ეჭვი რო გეპარებათ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted August 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2012 ცხოველს აქვს სული? ადამიანს რომ აქვს დავადგინეთ ხომ უკვე? :chegesto: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
BEST_GEORGIA Posted August 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2012 ,,რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია -- ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული უდგას, კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა. ყოველივე ერთ ადგილს მივა; ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა'' ეს მუხლი არგუმენტად იმისთვის რომ ამტკიცო სულის უკვდავების სიცრუე არ გამოგადგებათ. ეკლესიასტე მთელ მესამე მუხლში ლაპარაკობს ამქვეყნიურობაზე ანუ დროზე რაც ადამიანს სიკვდილამდე აქვს და არა იმაზე რაც ადამიანს სიკვდილის მერე ელოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ რომ ბიბლია თავის თავში წინააღმდეგობაშია. იმიტომ რომ ადამიანის და პირუტყვის ხვედრი ერთი მართლა არ არის. არსად არ წერია მკვდარი ძაღლი ან ვირთხა აღდგება და განიკითხებაო. თუ გაინტერესებთ სულის უკვდავებაზე რას ამბობს ბიბლია ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი არის ის რომ მოსე და ელია მოკვდა მაგრამ ქრისტეს გამოეცხადა და მისმა მოწაფეებმაც იხილეს. ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted August 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2012 (edited) ...გააჩნია რა იგულისხმება სულში... რაც ცოცხლობს ყველაფერი სულიერიაო, გამიგია..ხოლო თუ ლაპარაკია ე.წ. უკვდავ სულზე.., ჯერ ადამიანის სულის უვდავება ხომ არ გაგვერკვია, და მერე გადავსულიყავით ცხოველზე... რას იტყვით?.. Edited August 6, 2012 by Shaten Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted August 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2012 ადამიანი და ცხოველს ანსხვავებს მხოლოთ, აზროვნება და დანარჩენი იგივეა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted August 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2012 (edited) ადამიანი და ცხოველს ანსხვავებს მხოლოთ, აზროვნება და დანარჩენი იგივეა! .. აზროვნება, ანუ გონება - გონი... და ეს ე.წ. გონი, თქვენ მხოლოდ მიგაჩნიათ? იქნებ მართლაც ასეა, ვინ იცის.. ანუ ორფეხა ცხოველი, არა..? Edited August 6, 2012 by Shaten Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted August 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2012 აზროვნება, ანუ გონება - გონი... და ეს ე.წ. გონი, თქვენ მხოლოდ მიგაჩნიათ? იქნებ მართლაც ასეა, ვინ იცის.. ანუ ორფეხა ცხოველი, არა..? ცხოველია, ოღონდ გონიერი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ikas Posted August 11, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2012 ცხოველებიც და ადამიანიც ორივე სულდგმული არსებაა. სხვა საკითხია რას გულისხმობთ სიტყვა ''სულში''. ალბათ გულისხმობთ სიცოცხლეს სიკვდილის მერე, თუმცა ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ვერსად ნახავთ სიკვდილის მერე ე.წ. საიქიო ცხოვრების შესახებ ერთ პრეცენდენტსაც კი. გაიხსენეთ როგორ შექმნა ღმერთმა ადამიანი; ''გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ სულად''. ბიბლიის თანამად; ''ადამიანთა მოდგმის ბოლო და ცხოველების ბოლო ერთი და იგივეა. როგორც ერთი კვდება, ისე კვდება მეორეც; ყველას ერთი სული აქვს (სასიცოცხლო ძალა), ასე რომ, ადამიანი ცხოველზე ვერაფრით უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა. ყველა ერთ ადგილას მიდის; მტვრისგან არიან შექმნილნი და მტვერსვე უბრუნდებიან''. (ეკლესიასტე 3: 19-20) და კიდევ; ''ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან; არც საზღაური მიეზღვებათ, რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას ეძლევა''. (ეკლესიასტე 9: 5) თუმცა იმავე (ეკლესიასტე 3:21) ამბობს; ''ვინ იცის, ადის კი ადამიანის სული ზევით, და ჩადის კი ცხოველის სული მიწაში?'' აქ იგულისხმება ის, რომ ადამიანის სიკვდილის მერე მისი მომავალი, ანუ აღდგომის საკითხი (აღდგომა იყო ქრისტეს ქადაგების უმნიშვნელოვანესი ნაწილი) მაღლა ღმერთზეა დამოკიდებული, ხოლო ცხოველები ''ბუნებით დასაკლავად და დასაღუპავადაა გაჩენილი''. ერთი რამ ნათელია, სიკვდილის მერე ადამიანიც და ცხოველიც არარსებობის მდგომარეობას უბრუნდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ikas Posted August 11, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2012 (edited) ადამიანს კი სხეული სამშვინველი და სული სული უკვდავი რომელი შთაბერა ადამს შემოქმედმა. საინტერესოა სად წერია უკვდავი სულის შესახებ ? თუ სიკვდილის მერე სიცოცხლე (აზრი და ფიქრი) სხვა ფორმით ავტომატურად განაგრძობს არსებობას, მაშინ აღდგომა რაღაა. ქრისტეს მიერ აღდგენილ (გაცოცხლებულ) ადამიანებს (ლაზარეს, ქვირის 17 წლის ყმაწვილს და ბვრ სხვას) არ უთქვამთ, რომ ისინი სადღაც განაგრძობდნენ არსებობას სულიერ სხეულში. ამის საპირისპიროდ იესო ამბობდა; „ჩვენმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა, მე მის გასაღვიძებლად მივდივარ“. თუ ლაზარე სიკვდილის მერე განაგრძობდა არსებობას, მაშინ იოესო იტყოდა, რომ ლაზარე ცოცხალია და ის გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია ვიდრე აქამდე იყო. არსად არ წერია ბიბლიაში, რომ ღმერთმა უკვდავი სული შთაბერა ადამს. ეს ტყუილია. Edited August 11, 2012 by ikas Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted August 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2012 იკას, აბა თქვენ გამორიცხავთ ბიბლიურ სამოთხეს და ჯოჯოხეთს..? ხოლო ცხოველები ''ბუნებით დასაკლავად და დასაღუპავადაა გაჩენილი''. ადამიანი - არა..? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ikas Posted August 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2012 (edited) ადამიანი - არა..? ''რადგან ღმერთმა ადამიანი უხრწნელად შექმნა და თავისი მარადიულობის ხატად დაბადა იგი, მაგრამ ეშმაკის მოშურნეობით სამყაროში სიკვდილი შემოვიდა და მისი წილხვდომილნი განიცდიან მას''. (სიბრძნე სოლომონისა 2: 23-24) Edited August 12, 2012 by ikas Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.