Jump to content
Planeta.Ge

ცხოველს აქვს სული?

Recommended Posts

რატომ არ უპასუხე ჩემს მონაწერს? მე ხომ სრულიად საწინააღმდეგო დავწერე და აქ კი ყველა სასაუბროთ ვართ.რომ დაგიჩემებია ეს ეკლესისტეს მუხლი მაგაზე უკვე გიპასუხეთ. შენ თუ ბიბლია წაკითხული გაქვს და მაინც იძახი სიკვდილის მერე ადამიანი უბრალოდ ქრება მეორეთ მოსვლამდეო იტყუები. და თუ არ გაქვს წაკითხული მაშინ რაღატო გვიქადაგებ შენს საკუთარ აზრს? სულ მარტივ შედარებას გავაკეთებ მკითხველი რომ ადვილად ჩაწვდეს აზრს. ეკლესიასტე იზახის რომ პირუტყვის და ადამიანის ხვედრი ერთია. დაბადების 1/27 კი წერია რომ ადამიანი (მხოლოდ ადამიანი და სხვა არცერთი ცხოველი თუ ფრინველი) ღმერთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი. ეხლა რა ვიფიქროთ რომ ერთი მუხლი მეორეს ეწინააღმდეგება? არამც და არამც... ამის ახსნა კი შემდეგნაირად შეიზლება: დაბადების 1/27 რაც წერია პირდაპირ გავიგოთ ხოლო ეკლესიასტეს სიტყვები რომ პირუტყვს და ადამიანს ერთი ხვედრი აქვს ნისნავს რომ ორივე ერთნაირი სიკვდილით კვდება ანუ ან კლავენ ან ავადმყოფობა ან სიბერე და ა.შ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 179
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

თუ გაინტერესებთ სულის უკვდავებაზე რას ამბობს ბიბლია ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი არის ის რომ მოსე და ელია მოკვდა მაგრამ ქრისტეს გამოეცხადა და მისმა მოწაფეებმაც იხილეს.

რაც შეეხება მოსე და ელიას ხილვას. აქ ასრულდა ქრისტეს წინასწარმეტყველება, როდესაც ექვსი დღით ადრე ამბობდა; ''ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ძეს კაცისას, მომავალს თავის სასუფეველში'' (მათე 16: 28). ამ წინაწარმეტყველების მხილველებმა პეტრემ, იაკობმა და მისმა ძმამ იოანემ იხილეს იესოს მდგომარეობა ცათა სასუფეველში (სამეფო). ეს იყო მომავლის ხილვა. მოსე და ელია იმ დროისთვის ზეცად არ ყოფილან ამაღლებულები, რადგან პირველი ვინც ზეცად ამაღლდა ეს თავად იესო იყო. ''ზეცაში არავინ ასულა ზეციდან ჩამოსული კაცის ძის გარდა'' (იოანე 3: 13).

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ თუ ბიბლია წაკითხული გაქვს და მაინც იძახი სიკვდილის მერე ადამიანი უბრალოდ ქრება მეორეთ მოსვლამდეო იტყუები. და თუ არ გაქვს წაკითხული მაშინ რაღატო გვიქადაგებ შენს საკუთარ აზრს?

მე პირადად ბიბლიით ვხემძღვანელობ და არა საკუთარი მოსაზრებებით. შენ თუ ბიბლია წაკითხული გაქვს და მაინც იძახი სიკვდილის მერე სიცოცხლე გრძელდებაო, იტყუები. არ გვინდა კამათი, უბრალოდ არგუმენტები მოვიყვანოთ ბიბლიიდან. მეც მესიზმრება ჩემი გარდაცვლილი ოჯახის წევრები და ახლობელი ხალხი, თუმცა ეგ არ გამოდგება არგუმენტად იმის სამტკიცებლად, რომ ისინი ცოცხლები არიან. არც იმ ხალხის მონაყოლი გამოდგება არგუმენტად, ვინც კომაში იყო და რაღაცეები უნახავთ. არსად წერია ბიბლიაში, რომ ღმერთმა ადამს უკვდავი სული შთაბერა, არსად. მეც ვცხოვრობდი ადრე ასეთი წარმოდგენით (სულის უკვდავების), მაგრამ როდესაც ბიბლიის შესწავლა დავიწყე, სულ სხვა რეალობა აღმოვაჩინე.

რაც შეეხება დაბადების 1/27-ს , დიახ , ღმერთმა , პირუტყვისაგან განსხვავებით , ადამიანი მის ხატად, ანუ იმავე თვისებებით; (გონიერების, აზროვნების, ინტელექტის, სიყვარულის, მრისხანების, მიტევბის, სინანულის, არჩევანის კეთების უნარით და სხვა) შექმნა.

გამარჯობა შენი. აბა რას ვიძახდი მე/ ხოდა ადამიანო თუ პირუტყვისგან გამოაჩინა ამ შენი ჩამონათვალი სიკეთეებით როგორღა არის პირუტყვის და ადამიანის ხვედრი ერთი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც შეეხება მოსე და ელიას ხილვას. აქ ასრულდა ქრისტეს წინასწარმეტყველება, როდესაც ექვსი დღით ადრე ამბობდა; ''ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ძეს კაცისას, მომავალს თავის სასუფეველში'' (მათე 16: 28). ამ წინაწარმეტყველების მხილველებმა პეტრემ, იაკობმა და მისმა ძმამ იოანემ იხილეს იესოს მდგომარეობა ცათა სასუფეველში (სამეფო). ეს იყო მომავლის ხილვა. მოსე და ელია იმ დროისთვის ზეცად არ ყოფილან ამაღლებულები, რადგან პირველი ვინც ზეცად ამაღლდა ეს თავად იესო იყო. ''ზეცაში არავინ ასულა ზეციდან ჩამოსული კაცის ძის გარდა'' (იოანე 3: 13).

გასაგებია. მაშინ ამიხსენი ამ შემთხვევაში ელიას და მოსეს რა რა იყო სული არა, სხეული არა აბა რა? მარტო სახელი? ანუ ბლეფი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გასაგებია. მაშინ ამიხსენი ამ შემთხვევაში ელიას და მოსეს რა რა იყო სული არა, სხეული არა აბა რა? მარტო სახელი? ანუ ბლეფი?

რა იყო ის ყველაფერი, რაც ქრისტეს მოციქულმა იოანემ იხილა კუნძულ პატმოსზე ტყვეობისას ?

''იესო ქრისტეს გამოცხადება, რომელიც მას ღმერთმა მისცა, თავისი მონებისთვის იმის საჩვენებლად, რაც უნდა მოხდეს მალე. მან გაგზავნა თავისი ანგელოზი და მისი მეშვეობით ნიშნებით აჩვენა ეს თავის მონა იოანეს'' (იოანეს გამოცხადება 1:1).

''ამიტომ დაწერე, რაც ნახე, რაც არის და რაც ამის შემდეგ მოხდება'' (იოანეს გამოცხადება 1:19).

წმინდა წერილი იოანეს გამოცხადება შეიცავს 22 თავს და მასში აღწერილია მრავალი არსებები და ნიშნები, რომელიც იონემ იხილა. მაგალითისათვის; შავწითელი შვიდთავიანი მხეცი, რომლის ზურგზე იჯდა მეძავი ქალი. ეხლა მე გეკითხები; ასეთი არსება სულიერ სხეულში, სინამდვილეში არსებობს სადმე არამქვეყნიურში, თუ ეს მხოლოდ სახელი ან ბლეფი იყო ?????

ამიტომ, ღმერთს არ გაუჭირდება, დაანახოს ადამიანის თვალსა და გონებას ის, რაც მას სურს. მოსეს და ელიას ხილვა იესოს სამი მოწაფის მიერ იყო მომავლის ხილვა, მო-მა-ვლის. ''ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ძეს კაცისას, მომავალს თავის სასუფეველში'' (მათე 16: 28).

ნება შენია, დაიჯერე ისე, როგორც გსურს, არაა პრობლემა.

Edited by ikas
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამარჯობა შენი. აბა რას ვიძახდი მე/ ხოდა ადამიანო თუ პირუტყვისგან გამოაჩინა ამ შენი ჩამონათვალი სიკეთეებით როგორღა არის პირუტყვის და ადამიანის ხვედრი ერთი?

''რისი კეთების ძალაც შესწევს შენს ხელებს, აკეთე; რადგან არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში, სადაც მიდიხარ''. ეკლესიასტე 9/10

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

''რისი კეთების ძალაც შესწევს შენს ხელებს, აკეთე;

მგონი ხელებს მკვლელობის ჩადენაც შეუძლიათ..

''რისი კეთების ძალაც შესწევს შენს ხელებს, აკეთე; რადგან არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში, სადაც მიდიხარ''. ეკლესიასტე 9/10

მოკლედ, როგოეც გავიგე, ეს ფრაზა, გამორიცხავს რელიგიური მცნებების და დოგმების დაცვის საჭიროებას..

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მგონი ხელებს მკვლელობის ჩადენაც შეუძლიათ..

ან შეგიძლია მასტურბაციით დაკავდე ადამიანი

Edited by ikas
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

''რისი კეთების ძალაც შესწევს შენს ხელებს, აკეთე; რადგან არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში, სადაც მიდიხარ''. ეკლესიასტე 9/10

დაიცადე... მე სხვა რამე გკითხე. არის თუ არა ადამაინის და პირუტყვის ხვედრი ერთი?

დაიცადე... მე სხვა რამე გკითხე. არის თუ არა ადამაინის და პირუტყვის ხვედრი ერთი?

ar Tqva exla Camacivdao. amiT ubralod minda dagarwmuno rom rac eklesiastes uweria es imas ar nishnavs rom suli araa ukvdavi.

სხვათაშორის ძმა ეკლესიასტეს 12/7 გადაიკითხე.

Edited by BEST_GEORGIA
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ან შეგიძლია მასტურბაციით დაკავდე ადამიანი

გმადლობთ, მაგრამ ეს აღმოჩენა მე (როგორც მახსოვს) 13 წლის ასაკში გავაკეთე.. -)

მასტრუბაცია კარგით.., მაგრამ ამაზე რას იტყვით..? -

მოკლედ, როგოეც გავიგე, ეს ფრაზა, გამორიცხავს რელიგიური მცნებების და დოგმების დაცვის საჭიროებას..
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სხვათაშორის ძმა ეკლესიასტეს 12/7 გადაიკითხე.

წავიკითხე ეკლესიასტეს 12/7 ; ''მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა''. რა შთაბერა ღმერთმა ადამს ? ''გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად'' (დაბადება 2: 7). შედარებისთვის შემიძლია მარტივი რამ ვთქვა; ''ავადმყოფს უბრუნდება ჯანმრთელობა'' არა A პუნქტიდან B-ში. სული (სასიცოცხლო ძალა, სიცოცხლის სუნთქვა) დაუბრუნდა ღმერთს არა პირდაპირი გაგებით და არა ზეცის გავლით, არამედ ღმერთზეა დამოკიდებული, ''მის ხელშია'' გარდაცვლილი ადამიანის აღდგომა-არაღდგომის საკითხი. '' ...... არამედ ყველას თვითონ ანიჭებს სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს''. (საქმეები 17: 25). ''ყველაფერი, რასაც კი სიცოცხლის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყველაფერი, რაც ხმელეთზე იყო, მოკვდა'' (დაბადება 7: 22). ნუთუ ვერ ანსხვავებთ ერთმანეთისაგან სიკვდილსა და სიცოცხლეს ? ეშმაკმა მოატყუა პირველი ადამიანური წყვილი, ’’უთხრა გველმა დედაკაცს: არ მოკვდებით” (დაბადება 3: 4). ისინი მოკვდნენ და დაუბრუნდნენ არასებობის მდგომარეობას. სწავლება სულის უკვდავობაზე სათავეს იღებს უძველესი წარმართული რელიგიებიდან.

სამნამ იესო აღადგენდა, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა გარდაცვლილი ლაზარე ? რა დაუბრუნა მას (ლაზარეს) ღმერთმა ქრისტეს საშუალებით, სიცოცხლის სუნთქვა, თუ საიქიო ცხოვრებიდან დააბრუნა? და თუ ეგრე იყო, რატომ არ მოყვა ლაზარემ ''იქაურობაზე'' ? განა უსამართლო საქციელი არ იქნებოდა ქრისტეს მხრიდან, ზეციური ნეტარებიდან დააბრუნო ადამიანი მიწიერი ცხოვრებისთვის ? მე ამის შესახებ ადრე ვისაუბრე.

თემა ეხებოდა, ''ცხოველს აქვს სული ? '' ცხოველსაც და ადამიანს აქვს სიცოცხლის სუნთქვა.

Edited by ikas
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართულ ენაში ცხოველებსაც ფრინველებსაც სულიერი ქვია....მგონი ქართულ ენაშია პასუხი თქვენ კითხვაზე....მაგრამ ქართულად კითხვა ვინ ეკუთვნის მხოლოდ ადამიანს რაც მიანიშნებს იმ ფაქტზე რომ გონი მხოლოდ ადამიანს გააჩნია სულიერთაგან....ქართულ ენაში ესეა, ეხლა რელიგიური ადეპტები ან ათეისტები რას იტყვიან სიტუაციის გასმძაფრებლად და საქადაგოდ ეს გემოვნებისა სულიერი მდგომარეობის საქმეა.....ყოველი სულიერი სულის პატრონია.....სხვა საქმეა რას ეძახის უკვე რელიგიური კონფენსისია ან კონკრეტული სუბიექტი სულს....ქართულში კი სულიერია რაც დადის დახოხავს დაცურავს დაფრინავს და პოსტავს :tsesebi: Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

.სხვა საქმეა რას ეძახის უკვე რელიგიური

ჰო, მგონი თემის ავტორს სწორედ ის უკვდავი სული ქონდა მხედველობაში, რომელიც სიკვდილის შემდეგ გადადის ე.წ. სხვა განზომილებაში.. :)

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს უკვე გემოვნების საქმეა და აქ დისკუსიას აზრი არა აქვს.....ყველა რელიგიას აქვს საკუთარი მოსაზრება ამის თაობაზე და ყველას თავისი ხედვა ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია გონია....Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...