Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

http://www.reklamni-seznam.cz/index.php?page=tags

ჩეხური სოლიდური ჰოსტინგ-პროვაიდერი .ჩვენი საიტი აქაა განთავსებული და რასაც ქვია დავისვენეთ

http://lunet.ge

კოლოკაციის და ჰოსტინგის საინტერესო პირობები. ჰოსტინგი უნდა ძვირია , მაგრამ სხვასთან შედარებით ხარისხს არ უჭირს.

http://proservice.ge/

სოლიდური კომპანიაა , მაგრამ ფასები აშკარად იკბინება

http://serv.ge/

ბაზარზე სწრაფად შემოიჭრა და მართალია არ დამიტესტია ,მაგრამ სერიოზული ხალხიაა სავარაუდოდ დაკავებული

http://myhosting.ge/

ვერ ვიტყვი იდეალური შთაბეჭდილება დატოვა. ფასები სედარებით ნორმალურია ,მაგრამ პერიოდული ხარვეზები არ მომწონს.

http://hosting.ge/hosting.php

ორიენტირებული ალბათ არაა სერიოზული ტრაფიკის მქონე საიტებზე.ვისაც მინი საიტი აქვს ,უპრეტენზიო შეიძლება გამოადგეს.

http://www.sanet.ge/index.php?page=29&lang=geo

დაელოდეთ დაკავშირებას. ოპერატორს ჯერ ფუნთუშას ჭამა არ დაუმთავრებია , თუმცა რათქმაუნდა კავკასუსში კოლოკაცია და ჰოსტინგი მეტნაკლებ სტაბილურობას უზრუნველყოფს,მაგრამ იდეალურისგან ძალიან შორსაა

http://www.avangardhosting.com/geo/index.htm

მხოლოდ პირობითად შეიძლება დაერქვას ქართული . სადღაც უცხოეთში განლაგებული დატაბაზა,თუმცა ფასები ასეტ ჰოსტინგებზე გაცილებით იაფია. გაქვთ ნერვები აიტანოთ სერვერის "სიდინჯე" ? გელიან.

http://www.ge-hosting.com/geo/

ამერიკულ დატაბაზაზე ორიენტირებული სერვისი . დიდ დატვირთვებს და ვარეზ საიტებს არ განათავსებს.

http://www.wanex.net/geo/hosting.php

აქაც ფასები ძალიან იკბინება . მე არ დამიტესტია ,მაგრამ ვანექსი ურიგო არ უნდა იყოს.

http://www.myhost.ge/

ენთუზიასტებმა მოინდომეს გააკეთეს. ნუ მოთხოვთ ნამეტანს. ვერც უარყოფითს ვიტყვი ,ვერც დადებითს .რაიმე განსაკუთრებული პოზიტივი ვერ აღმოვაჩინე. თუ ვცდები .უკაცრავად. :)

http://bhoster.net/

რატომ ჩვენ? იმიტომ , რომ იმიტომ :D ასევე ზალიან ბანალური რეკლამა აქვთ და რამდენად ხარისხიანია ძნელად სათქმელია

 

პს

ზოგ ჰოსტინგს აქვს თავისი სერვერები , დამოუკიდებელი კოლოკაცია მაინც ,მაგრამ ნაწილი არის მხოლოდ სხვა კომპანიების რესელები ანუ უძლურნი არიან გითხრან ზუსტი პასუხი თუ სერიოზული პრობლემა წარმოიშვა. გაიკითხეთ სადაა განლაგებული ? როგორია ლოკალური და გლობალური შეერთება . ეშმაკს გახსოვდეთ დეტალებში ძინავთ და შეიძლება ორი კაპიკის ეკონომიის გამო საკმაოდ დაიტანჯოთ ცხოვრება.

 

აქვე რამდეიმე რუსულ ჰოსტინგსაც ვახსენებ

masterhost.ru

სერიოზული კომპანიაა , მაგრამ რუსებტან აღებულ ჰოსტინგს ერთი მნიშვნელოვანი თვისება აქვს. თუ ქართველებტან ჯიგრულ ამბავში მცირე რესურსულ პრობლემას მოაგვარებთ ,მაგალითად ზედმეტი ტრაფიკი და ა.შ ოოოოო რუსებტან ბოდიში....შემოგთავაზებენ ვიპ სერვის ანუ მეტი ოპერატიული თქვენთვის და ფასიც გაციელებით მაღალი ან დიდიქითს . მე მქონდა და ქართული ტრაფიკი თუ გაქვთ არც გაბედოთ. არის მთელი რიგი სპეციფიკური პირობები.

sweb.ru

ჩემ თვალწინ დავაჟკაცდა. :D უძლებდა ბაზების დიდ დატვირთვას და კონტაქტიც ონლაინი აქვთ .უკმაყოფილო არ ვყოფილვარ. აი ვარეზს მად ძნელად გააკარებთ.

leaderhost.ru

სასუალოზე დაბალი ხარისხი.ერთი რუსული კანტორა, მაგრამ ცოტა ფასები მსუბუქია და რამდენიმე საიტი დრემდე მიდევს.

 

პს-მე ჯადოქარი არ ვარ .ერთი თქვენააერი მომხმარებელი. ასე რომ დასკვნები სუბიექტურია .დაამატეთ ლინკები . მომხმარებელს გაუადვილეთ არჩევანი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

Serv.ge დაარსდა 2008 წელს. მიუხედავად არცთუ ისე დიდი დროისა, ჩვენ უკვე შევძელით მოგვეპოვებინა პოპულარობა საქართველოში ვებ-ჰოსტინგის ბაზარზე, როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს შორის. თითოეულ კლიენტთან ინდივიდუალური მიდგომით და მათი ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით, კომპანია დღითიდღე სტაბილურად იზრდება. ჩვენი კლიენტების დაახლოებით 83% უწევს რეკომენდაციას Serv.ge -ს თავის მეგობრებთან და ბიზნეს-პარტნიორებთან, რაც იმის დამამტკიცებელი საბუთია, რომ კლიენტებს მართლაც მაღალხარისხიან სერვისს ვაწოდებთ. თქვენი თითოეული გამოხმაურება, ძალიან დიდი სტიმულია ჩვენი შემდგომი განვითარებისათვის.

 

მსოფლიოში №1 ფაირვოლად აღიარებული - ჩეკპოინტით დაცული IBM და HP დაკლასტერებული სერვერები, Cisco-ს უახლესი აპარატურა, 99.9% UP-time, ქართულ და გლობალურ პროვაიდერებამდე 1-10 GB სიჩქარით შეერთება და 24/7 ტექნიკური მხარდაჭერა, პროფესიონალთა გუნდი, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ მომსახურების დახვეწასა და გაუმჯობესებაზე - საერთო ჯამში სერვისის სტაბილურობის და მდგრადობის გარანტიაა.

 

ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ თქვენგან ნებისმიერი წინადადება თუ შენიშვნა. გპირდებით, თითოეული მათგანი იქნება განხილული და გულმოდგინედ შესწავლილი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

2 სასიამოვნო სიახლე:

 

1) დაემატა ანგარიშსწორების საშუალება OSMP -ს ტერმინალებიდან. ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ, გადახდა აწარმოონ საქართველოში ამ ეტაპზე ყველაზე მეტად გავრცელებული ავტომატური გადახდების ტერმინალებიდან.

 

და მეორე და მთავარი - გადახდების ავტომატიზირება

 

პირველად საქართველოში, შემუშავებული და დანერგილი იქნა TBCPAY, OSMP, eMoney -ის გადახდების ავტომატიზირებული სისტემა.

 

დღეიდან, ჰოსტინგის ან Serv.Ge -ს ნებისმიერი სერვისის შეძენა და გააქტიურება მოხდება ავტომატურ რეჟიმში, მომენტალურად თანხის გადახდის შემდეგ. მომხმარებელი აღარ ელოდება სერვისის ხელით გააქტიურებას ადმინისტრატორების მიერ. თანხის გადახდისთანავე სერვისი აქტიურდება და მომხმარებელს შეკვეთის დროს მითითებულ მეილზე ეგზავნება შესაბამისი ინფორმაცია და პარამეტრები.

ანალოგიურად ხდება უკვე შეძენილი სერვისის საფასურის გადახდის დროსაც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 months later...
www.hostings.ge აქ კი განთავსებულია ყველა ქართული ჰოსტინგ პროვაიდერი :( თუ კიდევ რამე იცით მითხარით :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

http://serv.ge/

ბაზარზე სწრაფად შემოიჭრა და მართალია არ დამიტესტია ,მაგრამ სერიოზული ხალხიაა სავარაუდოდ დაკავებული

რა არ დაგიტესტია :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

მე ის ვიცი რომ ძალიან კარგი support ყავთ, ყოველთვის კარგად მპასუხობს შეკითხვებზე :mad: მომსახურებას კი დიდი მნიშვნელობა აქვს აბონენტისათვის :mad: serv.ge -ზე არის განთავსებული რამოდენიმე ფორუმი და სერიოზული პროექტები და გამოდის რომ ტეკნიკურადაც ძლიერები არიან :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა არ დაგიტესტია

როდისაა დაწერილი ვინ იცის :givi:

დავტესტე , კარგია :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...
  • 2 weeks later...

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...