Jump to content
Planeta.Ge

ნოდარ სარჯველაძე - რევოლუციას თუთბერიძეები ყოველთვის მოჰყვებიან, რადგან მათი ამოცანა


Recommended Posts

ზოგიერთი ციტატა:

"მე არც გამკვირვებია, რომ ამ ორგანიზაციის კვლევებით ხელისუფლება რეიტინგს ინარჩუნებს. არა იმიტომ, რომ ხელისუფლება კარგია, ძლიერია ან არ ცდება და ასე შემდეგ, არამედ იმიტომ, რომ ოპოზიციის სტრატეგია არ იყო მთლად დახვეწილი, რის გამოც, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ოპოზიციამ ბევრი ვერაფერი მოიგო, მათ შორის - პრეზიდენტის იმიჯის რეიტინგის დაგდების თვალსაზრისით."

 

თუკი საკუთარ ფესვებს უბრუნდები, მაშინ შენი სამშობლოდან რატომ გარბიხარ და შენს სამშობლოს რატომ ქურდავ, ანადგურებ და ანიავებ? ამ ორი ფაქტის წინააღმდეგობრიობა იმაზე მეტყველებს, რომ საქმე გვაქვს რელიგიისადმი ზერელე, რიტუალურ, მონათვლის დონეზე შემობრუნებასთან. ვერ იტყვი, რომ მოხდა რელიგიისადმი სიღრმისეული, შემობრუნება და შეიცვალა საზოგადოების მსოფლაღქმა.

 

მართლმადიდებლობა განსაზღვრავენ სხვა ერების იდენტურობას, თუ გნებავთ იგივე რუსების, უკრაინელების ან სერბების. მართლმადიდებლობით აპელირებდა სერბეთის პრეზიდენტი მილოშევიჩი, მაგრამ გვახსოვს მან როგორ დაამთავრა.

ცხადია, ჩვენი იდენტურობა მართლმადიდებლობას უკავშირდება და კარგიც არის, რომ უკავშირდება, რადგან ეს საუკუნოვანი ტრადიციებია. მაგრამ ჩვენ ახლა ცვალებად სამყაროში ვცხოვრობთ და სულ ამ იდენტურობით სიარული შესაძლოა, მთლად რეალისტური არც იყოს. ამაზე ჯერ კიდევ სულხან-საბა ორბელიანი საუბრობდა, რომელმაც კათოლიკობა მიიღო. იმას კი არ ვამბობ, რომ ადამიანებმა რწმენა გამოიცვალონ, მაგრამ საეჭვოა ის დებულება, რომ დაიბადე და მუდმივად იქნები მართლმადიდებელი. რწმენა, როგორც ბევრი სხვა ღირებულება, დაკავშირებულია პირად არჩევანზე.

 

მეორე მხრივ, იგივე ქართველთა იდენტურობა მარტო მართლმადილებლობით არ შემოიფარგლება. აჭარლები ერთ დროს იყვნენ მართლმადიდებლები, ნაწილი ახლაც მუსლიმანია, ჩვენ გვყავს ქართველი კათოლიკეები; მართალია, ისინი უმცირესობა არიან, მაგრამ იდენტურობისთვის უმცირესობასა და უმრავლესობას მნიშვნელობა სულაც არა აქვს. უმრავლესობის იდენტურობა არ ნიშნავს უმცირესობის იდენტურობის გადაფარვას.

 

ემი აზრით, თუთბერიძე, “კმარელები” და “თავისუფლების ინსტიტუტის” ხალხი რადიკალები არიან. მათ მოსამართლეების ფიტულები დაწვეს, მართალია, თუთბერიძე მაშინ იქ არ იყო, მაგრამ იგივე პერსონაჟია, რომელიც ამას იზიარებს. ანუ, მათ შეუძლიათ რეფორმებისთვის ადამიანის სიმბოლურ მკვლელობაზე წასვლა. როცა ცოცხალი ადამიანის ფიტულს წვავ, მას პრაქტიკულად ანადგურებ და ლიკვიდაციას უკეთებ.

 

თუთბერიძის კლიპს სერიოზულ რამედ არ ვაფასებ და აჟიოტაჟიც ამაზე არასერიოზულია. ეს არის მცდელობა, ცოცხალ პატრიარქს, რომლის ავტორიტეტი ქმედითია, ქმედითობა გამოაცალოს. მათი მოქმედება თავისი ბუნებით მკვლელობითია. ამგვარი მოქმედება იმ ადამიანებს ახასიათებს, ვინც თავისი არსით, ივანე კარამაზოვისა და პავლე მოროზოვის მსგავსად, მამის მკვლელები არიან. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ჩვენი საზოგადოება საკმაოდ ჭრელია. რას იზამ, ალბათ ასეთი ხალხიც უნდა იყოს, თუნდაც იმიტომ, რომ გამოგაფხიზლოს.

 

იმაზე მიუთითებს, თუ რაოდენ მწარე და საშიში რამ არის რევოლუცია, გინდ “ვარდების” ყოფილა და გინდ - “კაკტუსების”. რევოლუციას თუთბერიძეები ყოველთვის მოჰყვება, რადგან მათი ამოცანა ფუნდამენტურ ფასეულობებზე იერიშის მიტანაა.

 

რუსეთს საქართველოში თავისი საყრდენები თავისი აგენტების სახით ჰყავს, ამერიკასაც ეყოლება და სხვა ქვეყნებსაც, მაგრამ ცოტა საეჭვოა, ეს ფუნქცია მაინცდამაინც მართლმადიდებლობას დააკისრო და მართლმადიდებლობას ამ კუთხით შეხედო. მართლმადიდებელი ეკლესია მუშაობს ხალხთან, აქვს შესანიშნავი დამოკიდებულება მრევლთან იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანებს არა მარტო რელიგიას აცნობენ, არამედ ეხმარებიან, საკმაოდ ინტეგრირებული არიან საზოგადოებასთან თანაცხოვრების თვალსაზრისით და სამეურნეო საქმიანობაშიც არინ ჩართული.

შესაძლოა, ვიღაც ფულს ათეთრებს ეკლესიების მშენებლობაში, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეშმაკს ყველგან აქვს ფეხი გადგმული და ამისაგან ჩვენი ეკლესია რომ იყოს თავისუფალი და გამონაკლისი, ძალიან გამიკვირდებოდა. საკითხავია, ეს რამდენად არის ეკლესიის და არა საზოგადოების, ვინაიდან ეს სხვა ტიპის პრობლემაა. ეს ისეთივე რამ არის, რომ მახინჯი შვილისგან არც ერთი ოჯახი არ არის დაზღვეული.

 

_ რამდენად დიდია ალბათობა იმისა, რომ მართლმადიდებლობა და რუსეთთან ერთმორწმუნეობა ქვეყნის საგარეო ვექტორის შეცვლის საფუძველი გახდეს?

- ვერ ვიტყოდი, რომ მაინცადამაინც საფუძველი გახდება, მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორთაგანი შეიძლება გახდეს. შეიძლება კი არა, დარწმუნებული ვარ იქნება, რატომაც არა.

კონფლიქტის გადაწყვეტის ძირითადი სტრატეგია კაცობრიობამ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიმართულებით იცის - ეძებე საერთო ინტერესები და დაეყრდენი მათ მოლაპარაკებების დროს. საერთო ინტერესები სარწმუნეობრივი კუთხით ქართველებსა და რუსებს ბევრი აქვთ. რატომ უნდა ვთქვათ ამაზე უარი და არ გამოვიყენოთ კიდევაც? მე არ ვიტყვი, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, მაგრამ მაინც.

საგარეო ვექტორზე საუბარი ცოტა მიჭირს, ვინაიდან საგარეო პოლიტიკის სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ მივიჩნევ, რომ მშვიდობა და წინსვლა იწყება არა საგარეო, არამედ საშინაო პოლტიკიდან, ანუ შენ პირველ რიგში საკუთარ თავთან უნდა იყო მართალი. პოლიტიკა უნდა ააგო გამომდინარე შენი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან, მაგრამ შენი ძირითადი საზრუნავი სახელმწიფო კი არ უნდა იყოს, არამედ კონკრეტული მოქალაქე,

 

ვრცლად იხილეთ : http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/114242.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

"მე არც გამკვირვებია, რომ ამ ორგანიზაციის კვლევებით ხელისუფლება რეიტინგს ინარჩუნებს. არა იმიტომ, რომ ხელისუფლება კარგია, ძლიერია ან არ ცდება და ასე შემდეგ, არამედ იმიტომ, რომ ოპოზიციის სტრატეგია არ იყო მთლად დახვეწილი, რის გამოც, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ოპოზიციამ ბევრი ვერაფერი მოიგო, მათ შორის - პრეზიდენტის იმიჯის რეიტინგის დაგდების თვალსაზრისით."

მიშას რეიტინგს რაღა დაცემა უნდა?! :)

 

ეს ოხერი საქართველოში არ ვცხოვრობთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცხადია, ჩვენი იდენტურობა მართლმადიდებლობას უკავშირდება და კარგიც არის, რომ უკავშირდება, რადგან ეს საუკუნოვანი ტრადიციებია.

ეს არის ისტორიკოსების მიერ გამოგონილი მითი!

რუსეთს საქართველოში თავისი საყრდენები თავისი აგენტების სახით ჰყავს, ამერიკასაც ეყოლება და სხვა ქვეყნებსაც, მაგრამ ცოტა საეჭვოა, ეს ფუნქცია მაინცდამაინც მართლმადიდებლობას დააკისრო და მართლმადიდებლობას ამ კუთხით შეხედო. მართლმადიდებელი ეკლესია მუშაობს ხალხთან, აქვს შესანიშნავი დამოკიდებულება მრევლთან იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანებს არა მარტო რელიგიას აცნობენ, არამედ ეხმარებიან, საკმაოდ ინტეგრირებული არიან საზოგადოებასთან თანაცხოვრების თვალსაზრისით და სამეურნეო საქმიანობაშიც არინ ჩართული.

შესაძლოა, ვიღაც ფულს ათეთრებს ეკლესიების მშენებლობაში, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეშმაკს ყველგან აქვს ფეხი გადგმული და ამისაგან ჩვენი ეკლესია რომ იყოს თავისუფალი და გამონაკლისი, ძალიან გამიკვირდებოდა. საკითხავია, ეს რამდენად არის ეკლესიის და არა საზოგადოების, ვინაიდან ეს სხვა ტიპის პრობლემაა. ეს ისეთივე რამ არის, რომ მახინჯი შვილისგან არც ერთი ოჯახი არ არის დაზღვეული.

უკაცრავად და როცა ეკლესია ქვეყნის მტერს ადოდებს და მისგან იდეოლოგიურად იკვებება ცოტა ნე ტოა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნამდვილად ვეთანხმხები იმ ფაქტს რომ ჩვენი გადარჩენა მართლმადიდებლობას ყველაზე ნაკლებად უკავშირდება...

მაგ ალბანელები ადრე ქრისტიანები იყვნენ მაგრმა დღეს მუსულმანები არიან და ეროვნული ნიშნები უპრობლემოდ შეინარჩუნეს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნამდვილად ვეთანხმხები იმ ფაქტს რომ ჩვენი გადარჩენა მართლმადიდებლობას ყველაზე ნაკლებად უკავშირდება...

 

 

აბა რას უკავშირდება? მართლა მაინტერესებს. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

აბა რას უკავშირდება? მართლა მაინტერესებს. 001.gif

საქართველო ყოველთვის იყო სხვა იმპერიაში შემავალი ყველაზე დამოუკიდებელი მხარე (შიდა ავტონომიითურთ)

სპარსეთის დროს საქართველოს ქართველი მეფეები მართავდნენ..

მეფის გაუქმება მოხდა რუსეთის იმპერიის დროს..

 

დიდი მნიშვნელობა გადარჩენაში სწორედ ამ შიდა ავტონომიამ ითამაშა..

მეორე მნიშვნელოვანი მომენტი ის იყო, რომ კულტურული კავშირები სპარსეთთან იყო ძალიან ახლო და თავად ეკლესიებს სპარსელები არ აუქმებდნენ საქართველოში

მესამე ის არის რომ ეთნიკური იდენტობა და რელიგიური იდენტობა არ არის ერთი და იგივე ცნებები, შეიძლება რაღაც პერიოდში ერთმანეთი გადაკვეთონ, მაგრამ ის სულ სხვა რამეა ხოლო რელიგიური იდენტობა საერთოდ სხვა რამეა.

 

თუ დააკვირდები გადაშენების საფრთხის პროპაგანდიზება დაიწყო ჯერ მეფის რუსეთის და შემდეგ საბჭოთა კავშირის დროს..

ანუ მათი ისტორიოგრაფიის ზეწოლით, ჩვენ ვაღიარეთ რომ რომ არა რუსეთი გავნადგურდებოდით, ანუ ვაღიარეთ რომ განადგურება გვემუქეებოდა, არა და ეს ისეთი საეჭვო რამეა, რომ ამის აპრიორად გამოცხადება არის სრული მარაზმი..

 

მინდა გითხრა, რომ საქართველოს ისტორია არის ახლიდან დასაწერი, როგორც კი ახლიდან დაიწერება, მერე საერთოდ რელიგიაზე წარმოდგენაც შეიცვლება. ახლიდან დაწერაში მე არ ვგულისხმობ ისტორიის ახლებურ პროპაგანდიზაციას, არამედ იმ ტყუილებისგან გაწიმინდვას ვგულისხმობ რაც რუსეთის მართველობის დროს დამკვიდრდა ქართულ ისტორიოგრაფიაში..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველო ყოველთვის იყო სხვა იმპერიაში შემავალი ყველაზე დამოუკიდებელი მხარე

 

 

ე.ი. გამოდის რომ ტრადიცებს ვინარჩუნებდით და ამაში პრობლემას არც ის იმპერიები გვიქმნიდნენ ხომ?

 

ახლიდან დაწერაში მე არ ვგულისხმობ ისტორიის ახლებურ პროპაგანდიზაციას, არამედ იმ ტყუილებისგან გაწიმინდვას ვგულისხმობ რაც რუსეთის მართველობის დროს დამკვიდრდა ქართულ ისტორიოგრაფიაში..

 

რა გინდა სთქა,რომ კომუნისტები რელიგიის როლს თავში აყენებდნენ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ე.ი. გამოდის რომ ტრადიცებს ვინარჩუნებდით და ამაში პრობლემას არც ის იმპერიები გვიქმნიდნენ ხომ?

ტრადიციებში არ ვიცი რას გულისხმობ, ხოლო რელიგიას რაც შეეხება, ქრისტიანობას ინარჩუნებდი, არანაირი განსაკუთრებული რელიგიური პოლიტიკა არ ყოფილა.. (იძულება და ტერორს ვგულისხმობ) ეკლესიები ფუნქციონირებდა სპარსეთის ოკუპაციის დროს. ისე რომ იცოდე სპარსეთის ოკუპაცია იყო ყველაზე იდეალური საქართველოსთვის, სხვა იმპერიებთან შედარებით. სპარსული ჯარი იცავდა ქართულ საზღვრებს და ლეკიანობას არ უშვებდა, გადასახადი ქართლ-კახეთიდან იყო ყველაზე მცირე. ქართული პოლიტიკური ელიტა ახლოს იყო და პრივილეგირებულნიც ირანის სამეფო კართან, შიდა ავტონომია არსებობდა. სპარსეთი მაშინ იყო აგრესიული, როცა აჯანყება მზადდებოდა საქართველოში ან როცა ქართველები იწყებდნენ თამაშს ოსმალეთსა და სპარსეთს შორის.. როცა სპარსეთის მაგივრად ოსმალებს შემოიყვანდნენ ხოლმე, ამ დროს სპარსეთის საპასუხო დარტყმა სასტიკი იყო..

 

რა გინდა სთქა,რომ კომუნისტები რელიგიის როლს თავში აყენებდნენ?

ხო, ეს დებულება თანამედროვე ისტორიოგრაფიაში სწორედ კომუნისტრბის დროს შემუშავდა

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...