Jump to content
Planeta.Ge

ირაკლი ალასანია: "მე წავალ მის წინააღმდეგ, ვინც რევოლუციის გზით წავა!"


Recommended Posts

ინტერვიუ "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერთან ირაკლი ალასანიასთან

 

- ბატონო ირაკლი, თქვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებთ. იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიცია მუდმივად არაჯანსაღ საარჩევნო გარემოზე საუბრობს, როგორც ფიქრობთ, შეძლებთ გამარჯვების მოპოვებას?

 

- ჩვენ უკვე ნათლად და კონკრეტულად გვაქვს ჩამოყალიბებული სამომავლო გეგმები. უკვე ღიად განვაცხადეთ და ახლაც მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებთ. აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ ასევე საარჩევნო გარემოს თვისობრივად შეცვლაში და ამ მიმართულებით ჩვენი კონკრეტული წინდადებები უკვე წარვუდგინეთ ხელისუფლებასაც და სხვა პატიებსაც.

 

არჩვნებში მონაწილეობა არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება, ვინაიდან ალიანსი თვლის, რომ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების უმოკლესი და ლეგიტიმური გზა არის არჩევნები და სხვა ალტერნატივა არ არსებობს. გარდა ამისა, ვთვლი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისა და თბილისის მერის არჩევნებში ოპოზიციას გამარჯვების დიდი შანსი აქვს იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო გარემო შეიცვლება. რა თქმა უნდა, არ მაქვს იმის ილუზია, რომ ეს იდეალური საარჩევნო გარემო იქნება, მაგრამ თვისობრივად შეცვლილ გარემოში, თუნდაც ჩვენი მოთხოვნების მინიმალურად დაკმაყოფილების შემთხვევაში, წარმატების დიდი შანსი გვაქვს და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ეს რომ ასე იქნება, ამის თქმის საფუძველს ქვეყანაში ჩატარებული ბოლო ორი არჩევნების შედეგები მაძლევს, რომელშიც ოპოზიციამ და ოპოზიციის კანდიდატებმა ბევრად მეტი ხმა მიიღეს, ვიდრე სახელისუფლო კანდიდატებმა.

 

გარდა ამისა, ჩვენ აუცილებლად უნდა დავნერგოთ ახალი პოლიტიკური კულტურა და ჩვენი ხედვა და პლატფორმა საზოგადოებასთან ბევრად უფრო ჩამოყალიბებულად მივიტანოთ, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ხალხი, საზოგადოება იმ იდეებისა და ღირებულებების ირგვლივ შევკრიბოთ, რომლითაც მათ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად გამოვიყვანოთ.

 

- ბატონო ირაკლი, პრობლემა ხალხის არჩევნებზე მისვლა არ არის, პრობლემა მოპოვებული ხმების დაცვაა...

 

- გეთანხმებით და სერიოზული ცვლილებებია განსახორციელებელი არა მხოლოდ საკანონმდებლო ნაწილში საარჩევნო გარემოს შექმნისთვის, არამედ შესაცვლელია საარჩევნო კოდექსი, საარჩევნო კომისიის შემადგენლობა... დიდი ძალისხმევა გვჭირდება იმისათვის, რომ ერთ-ერთმა ნაციონალურმა არხმა მაინც, იგივე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ოპოზიციას საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის საშუალება და საინფორმაციო სივრცე მისცეს და სწორედ ამიტომ ვუჭერ მხარს იმ ინიციატივას, რომელიც არხის სამეთვალყურეო საბჭოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტებას გულისხმობს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამეთვალყურეო საბჭოს 15-ივე წევრი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით იყოს დაკომპლექტებული, რომელთაც საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების ობიექტურად რეგულიების შესაძლებლობა ექნებათ. ასევე, ყველა გზას და შესაძლებლობას ვიყენებთ იმისთვის, რომ პოლიციური სტრუქტურები პირდაპირ არ იყვნენ ჩართულები საარჩევნო პროცესში და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო თანამეგობრობის წამომადგენლებთან. ეს არის ის სამი თემა, რომელზეც, ჩვენ ვთვლით, რომ ახლა ბრძოლის ხაზი გადის.

 

მე მოვუწოდე სხვა პოლიტიკურ ძალებსაც, იგივე იმ შეხვედრაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ "რედისონ სას ივერიაში" შედგა, რომ ამ იდეის ირგვლივ გავერთიანდეთ. არ არის აუცილებელი ერთი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანება და საერთო ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ამ ცვლილებების მიღწევას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უპეცედენტოდ მაღალია მხარდაჭერა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ამ იდეის მიმართ და მათი ზეწოლა საარჩევნო გარემოს თვისობრივად შეცვლაზე კიდევ უფრო ძლიერი გახდება. სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ შანსი გვაქვს - ღირს ბრძოლა და დარწმუნებული ვარ, წარმატებას მივაღწევთ.

 

- მაგრამ თუ არ მოხდება მედია-სივრცის, საარჩევნო და პოლიტიკური გარემოს გათავისუფლება და სააკაშვილი ადმინისტრაციულ რესურსს აქტიურად გამოიყენებს, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებს, ოპოზიციას გამარჯვების მინიმალური შანსი რჩება, რეალური სურათი ეს არის...

 

- მე გითხარით, რომ სააკაშვილის პირობებში იდეალურ არჩევნებს ვერ მივიღებთ, მაგრამ მინიმალურად მაინც უნდა იყოს დაკმაყოფილებული ჩვენი პირობები და ამ შემთხვევაში გვაქვს გამარჯვების შანსი. რა არის ეს მინიმალური ზღვარი, ჩვენ უკვე წარმოდგენილი გვაქვს. უკვე მზად გვაქვს ჩვენი წინადადებები, რომელსაც საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ჯგუფში მომავალ კვირას წარვადგენთ. სხვათა შორის ჩვენმა ზეწოლამ შედეგი გამოიღო, როდესაც დემონსტრაციულად არ მივედით უშიშროების საბჭოს სხდომაზე და ვთქვით, რომ ხელისუფლებამ პირობა უნდა შეასრულოს და საკუთარი წინადადებები შემოგვთავაზოს. მათ ამ კვირაში მოიტანეს საკუთარი წინადადებები, ახლა მიდის კონსულტაციები და ეს პროცესი გაგრძელდება. ასე რომ, პროცესის ბოლოს რა შედეგიც გვექნება, ეს ცნობილი გახდება საზოგადოებისათვის და მერე ჩამოყალიბდეს, ესა თუ ის პარტია თუ პოლიტიკური ძალა, ღირს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა.

 

- მაგრამ თქვენ ამ შედეგს არ დაელოდეთ და განაცხადეთ, რომ "ალიანსი საქართველოსათვის" არჩევნებში მონაწილეობისათვის ემზადება, რასაც ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებელი რეაქცია მოჰყვა და არასაპარლამენტო ოპოზიციის ორ ნაწილად გაყოფის შესახებ საკმაოდ კარგად გათვლილი პროპაგანდა დაიწყო.

 

- მე ვთქვი, რომ პირველ რიგში უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო და მხოლოდ ამ შემთხვევაში გვაქვს ჩვენ, ოპოზიციას გამარჯვების შანსი.......

 

- თუ არ შეიცვლება, შესაძლოა, უარი თქვათ არჩევნებში მონაწილეობაზე?

 

- ჯერ შედეგს დაველოდოთ, რატომ ვიჩქაროთ?! ჯერ სრულიად ჯანსაღი პროცესის ეტაპია, კონსულტაციები მიდის როგორც ხელისუფლებასთან, ისე სხვა ოპოზიციურ ძალებთან.

 

- მაშინ თქვენ რატომ იჩქარეთ და არჩევნებში მონაწილეობზე თანხმობა განაცხადეთ, რატომ არ დაელოდეთ შედეგს?! ალბათ აცნობიერებთ, რომ ამით თქვენი პირადი პოლიტიკური რეიტინგი სასწორზე დადეთ...

 

- იმიტომ, რომ ეს იყო ხელისუფლების გამოწვევა, რომელიც ჩვენ მივიღეთ და წავართვით ხელისუფლებას ერთადერთი ბერკეტი, რომელიც ჰქონდა ჩვენს წინააღმდეგ და იძახდა, რომ ეს ოპოზიცია არანაირ წინადადებას არ გვთავაზობს, არ იღებს მონაწილეობას არჩევნებში და მათთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. ეს იყო ის თემა, რასაც სააკაშვილი იყენებდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ქვეყნის შიგნითაც. მე გულწრფელად მწამს, რომ ერთადერთი გზა ქვეყანაში ცვლილებების მისაღწევად არჩევნებია და ცალსახად ვაცხადებ, რომ არა მხოლოდ არ დავეთანხმები მოვლენების რევოლუციურ განვითარებას, არამედ წინ აღვუდგები! რადგან ვთვლი, რომ ეს ქვეყანას მხოლოდ დააზარალებს.

 

- როგორ აღუდგებით წინ, თუ იგივე ლევან გაჩეჩილაძე, ნინო ბურჯანაძე და ოპოზიციის სხვა ლიდერები ცვლილების ამ გზას აირჩევენ, თქვენ მათ გაემიჯნებით?

 

- ბუნებრივია, ვინც რევოლუციის გზით წავა, მე მის წინააღმდეგ წავალ, შემიძლია ეს პირდაპირ გითხრათ. აქვე დავაკონკრეტებ, მე ვსაუბრობ ძალადობრივ ქმედებებზე და არა ხავერდოვან რევოლუციაზე.

 

- შედარებისათვის მინდა გკითხოთ, 2003 წლის "ვარდების რევოლუცია" ხავერდოვანი იყო?

 

- 2003 წლის რევოლუცია უსისხლო რევოლუცია იყო და არა ხავერდოვანი და ახლა რომ ვფიქრობ, მიმაჩნია, რომ ისიც არ იყო სწორი, ვინაიდან ქვეყანაში ხელისუფლება ერთხელ და სამუდამოდ თავისუფალი არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს. ეს აქცევს ჩვენს ქვეყანას შემდგარ სახელმწიფოდ და ევროპა და საერთოდ, ცივილიზებული მსოფლიო გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას, რომ გაგრძელდეს საქართველოს ინტეგრაცია ევროპაში.

 

- ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გამორიცხავთ? შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილს დასჭირდეს საპარლამენტო არჩევნები იმის მიხედვით, რამდენად მაღალი იქნება პოლიტიკური ტემპერატურა.

 

- არ მგონია, ადგილობრივ არჩევნებამდე ხელისუფლებამ რაიმე არჩევნები დანიშნოს.

 

- თქვენ ალბათ გიფიქრიათ იმაზე, რომ ოპოზიციიდან მერობის ერთადერთი კანდიდატი არ იქნებით?

 

- ალბათ..

 

- ლოგიკურად იმაზეც უნდა გეფიქრათ, რომ ოპოზიციური ხმების გაყოფის და დამარცხების ალბათობაც მაღალია, ვინაიდან თქვენი მხარდამჭერების ხმების გაყოფით მხოლოდ ხელისუფლება ისარგებლებს...

 

- შესაძლოა, ხელისუფლება შეეცადოს, რომ ამით ისარგებლოს, მაგრამ არ მგონია, რომ კანდიდატების დიდი არჩევანი იყოს, ვგულისხმობ წონიანი პოლიტიკური ძალების მიერ დაყენებულ კანდიდატურებს.

 

- შესაძლოა, ე.წ. მართულ ოპოზიციას წონიანი კანდიდატები არ ჰყავდეს, მაგრამ თქვენთვის ხმების გარკვეული რაოდენობის წართმევას მაინც შეძლებენ....

 

- ჰიპოტეტურად ვერ გიპასუხებთ. ჯერ დაინიშნოს არჩევნები, გამოაცხადონ ვინ იღებს არჩევნებში მონაწილეობას და მერე ვისაუბროთ ამ თემაზე.

 

- ორი დღის წინ IRI-ის მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პროგნოზი ოპოზიციისათვის არცთუ დამაიმედებელია....

 

- ამაზე ერთადერთი რამ შემიძლია გითხრათ - IRI-მ ჩვენ ის შედეგები გვიჩვენა, რომელიც ჩვენ გვეკუთვნოდა და საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. მე ვერაფერს გეტყვით იმის შესახებ, რაც ნაციონალურ არხებზე გაჟღერდა!

 

- თქვენ ახსენეთ მხარდაჭერა გარედან, რაც აპრილის დღეებში ჩემი აზრით, ოპოზიციისათვის მაინცდამაინც დამაიმედებელი არ იყო. ახლა როგორია ეს მხარდაჭერა, რა შეიცვალა?

 

- მათი მხარდაჭერა დღეს უპრეცედენტოდ მაღალია არა რომელიმე კანდიდატურის მიმართ, არამედ იმ იდეის მიმართ, რომ ცვლილებები უნდა განხორციელდეს არჩევნების გზით. ისინი სწორად ხედავენ, რა პრობლემები აქვს დღეს ხელისუფლებას და ქვეყანას. შესაბამისად, უკვე გადაწყვეტილია სერიოზული პოლიტიკური და ფინანსური რესურსების ჩადება დემოკრატიული და თავისუფალი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად ქვეყანაში.

 

 

- ჩემი აზრით, ოპოზიციის ნაწილი მუშაობს იმისთვის, რომ საზოგადოებას საკუთარი შესაძლებლობები წარუდგინოს, ნაწილი და სხვათაშორის საკმაოდ დიდი ნაწილი, ამისთვის არაფერს არ აკეთებს. თუ ასე გაგრძელდება და ამ რეჟიმში წავა პოლიტიკური პროცესები, საზოგადოებისათვის ცოტა გაურკვეველი დარჩება, რატომ არის ოპოზიცია ხელისუფლებზე უკეთესი, თორემ ეს ხელისუფლება რომ წარმატებული არ არის, ხალხმა ისედაც კარგად იცის.

 

- სხვის აქტიურობებზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მე შემიძლია ვისაუბრო ჩვენს პოლიტიკურ ალიანსზე. იმ კვირიდან ჩვენ უკვე გვექნება თემატური პრეს-ბრიფინგები, საზოგადოებისათვის საინტერესო თემებზე როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და სხვა სოციალური საკითხები, რომელზეც არ ვისაუბრებთ მხოლოდ პრობლემებზე, არამედ საუბარი იქნება გამოსავალზე, რადგან მიმაჩნია, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრების დროს ისინი სწორედ ამის შესახებ მეკითხებიან – სად არის და არ არის გამოსავალი. სწორედ ამიტომ, ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რომ შევთავაზოთ მათ უკეთესი ალტერნატივა, ვიდრე ხელისუფლება სთავაზობს.

 

- სხვა პოლიტიკურ ძალებთან როგორ თანამშრომლობთ?

 

- ხაზგასმით ვამბობ, რომ კონსულტაციები გვაქვს ყველა ძალასთან, იგივე "ეროვნულ ფორუმთან" და სხვა პარტიებთან. გვაქვს აქტიური კონსულტაციები, მუდმივად ხდება ხედვების ურთიერთგაცვლა. რაღაცაში ვთანხმდებით, რაღაცაში ვერა, მაგრამ ეს არის ძალიან ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი. მთავარია, რომ ფუნდამენტურ საკითხებზე ვთანხმდებით.

 

- რას აპირებს ალიანსი, რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მიერ დაგეგმილ ნოემბრის აქციებში?

 

- ჩვენ ვაპირებთ აღვნიშნოთ 7 ნოემბერი, რადგან ეს ის დღეა, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ დემოკრატიული განვითარების ყველა იმ პრინციპს გადაუხვია, რასაც აქამდე მხარს უჭერდა. გარდა ამისა, ეს იქნება იმ ადამიანებისათვის თანადგომის გამოცხადება, ვინც ამ ძალადობის მსხვერპლი გახდა. მიმაჩნია, რომ ამ დღის აღნიშნვა უნდა მოხდეს მშვიდობიანად, კანონიერი აქციით. სხვა შემოთავაზების შესახებ მე არ ვიცი, ამიტომ დაველოები მათ წინადადებებს ვინც აქციებს გეგმავს და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვეტთ, რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას ალიანსი ამ აქციაში.

 

- ახლა, ამ გადასახედიდან როგორ ფიქრობთ, ისევ აქვს აზრი დიალოგს მიხეილ სააკაშვილთან?

 

- რა თქმა უნდა აქვს.

 

- რა საკითხზე?

 

- ყველა საკითხზე, მათ შორის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ მივედით უშიშროების საბჭოზე და ხელისუფლებას ჩვენი წინადადებები შევთავაზეთ. გარკვეულწილად, გაიზიარეს ჩვენი მოსაზრებები. არის საკითხები, რაზეც, არა მხოლოდ დიალოგი უნდა შედგეს, არამედ უნდა ვითანამშრომლოთ კიდეც ხელისუფლებასთან.

 

- კერძოდ?

 

- თუნდაც ქვეყნის დეოკუპაციის საკითხი, არის კიდევ უამრავი საკითხი...

 

- თუმცა ხელისუფლებამ თქვენი აზრი ბევრ საკითხთან დაკავშირებით არ გაიზიარა...

 

- არ გაიზიარა, მაგრამ ყოველთვის აქვს აზრი შენი პოზიციის მასთან მიტანას.

 

- ხვალ რომ გქონდეთ დაგეგმილი შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილთან, რა თემაზე ისაუბრებდით, რა არის თქვენი აზრით ყველაზე სერიოზული პრობლემა ამ ეტაპზე?

 

- საარჩევნო გარემოს შეცვლაზე. ასევე, უმნიშვნელოვანესი საკითხია ქვეყნის უსაფრთხოება და მიმაჩნია, რომ ახლა ყველა ამ პრობლემის ირგვლივ უნდა გავერთიანდეთ.

 

- ისევ თბილისის მერის არჩევნებს დავუბრუნდეთ, დამარცხების შემთხვევაში ბრძოლის რა გზას აირჩევთ?

 

- ეს ჰიპოტეტური შეკითხვაა. რა თქმა უნდა, არსებობს როგორც გამარჯვების, ასევე დამარცხების შანსი. დღეს ჩემთვის მთავარი საარჩევნო სისტემის შეცვლაა. თუ შევძელით და შევქმენით, ეს იქნება დიდი მიღწევა არა მარტო ოპოზიციისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის. რაც შეეხება შედეგს _ ჩვენი პოლიტიკური ძალა ორიენტირებულია გამარჯვებაზე. მე მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობ!

 

 

ანი მიროტაძე

საინფორმაციო სააგენტო "პირWელი"

 

http://pirweli.com.ge/index.php?option=com...87&Itemid=1

 

 

ბევრი საინტერესო მოსაზრებაა ამ ინტერვიუში,მაგრამ ხელისუფლება ისევ გააცურებს ოპოზიციას. :D

 

 

არ დაიზაროთ და წაიკითხეთ.მითუმეტეს რომ ჩვენი სტუმარი უნდა იყოს ბატ.ირაკლი. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 65
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ირაკლი ალასანია: "მე წავალ მის წინააღმდეგ, ვინც რევოლუციის გზით წავა!"

აი ამიტომ ვუჭერ ამ ადამიანს მხარს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ამიტომ ვუჭერ ამ ადამიანს მხარს

 

მართალია. ისე კი ისინიც დასასჯელია ვინც რევოლუციის გზით მოვიდა ხელისუფლებაში, თორემ ისე გამოვა "ადინ რაზ ნე პიდარასტ".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ამიტომ ვუჭერ ამ ადამიანს მხარს

 

 

ლიც,გასაგებია და მეც ვეთანხმებ თითქმის ყველა მოსაზრებაში,მაგრამ თუ ცოტა არ იაქტიურა ამ ხელისუფლებას დათმობებზე ვერ დაიყოლიებს.

 

 

ისე ადრეც დავწერე და ძალიან უვერენად ლაპარაკობს და ალბათ ამერიკის მხარდაჭერაც აქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართალია. ისე კი ისინიც დასასჯელია ვინც რევოლუციის გზით მოვიდა ხელისუფლებაში, თორემ ისე გამოვა "ადინ რაზ ნე პიდარასტ".

რა თქმა უნდა გეთანხმები ჩემო გიორგი. სხვათაშორის, სერაფიმ საროველს აქვს რევოლუციონერებზე საკაიფო გამონათქვამი: "პირველი რევოლუციონერი სატანა იყო ზეცაში, მაშასადამე, ყველა, რევოლუციონერი მისი მოწაფეა" :D

 

ლიც,გასაგებია და მეც ვეთანხმებ თითქმის ყველა მოსაზრებაში,მაგრამ თუ ცოტა არ იაქტიურა ამ ხელისუფლებას დათმობებზე ვერ დაიყოლიებს.

გააქტიურდება ალბათ, ჩემო დიტო

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გააქტიურდება ალბათ, ჩემო დიტო

 

 

რაღა დარჩა გაზაფხულამდე? ბევრი ისეთი სატოპკე აუწია ხელისუფლებამ,მაგრამ რატომღაც ჩუმათ არის.

 

 

აქედანვე თუ არ მოითხოვეს საარჩევნო კოდექსის შეცვლა,გვიან იქნება მერე.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაღა დარჩა გაზაფხულამდე? ბევრი ისეთი სატოპკე აუწია ხელისუფლებამ,მაგრამ რატომღაც ჩუმათ არის.

ხუთშაბათს აქ გვეყოლება და დავაყაროთ კითხვები :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხუთშაბათს აქ გვეყოლება და დავაყაროთ კითხვები

 

 

მე კი ვუსვამ,მაგრამ შენ პასიურობ რაღაც. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რათა?

kisa

იმათა :D :kaila:

 

პოლიგრაფ პოლიგრაფოვიც შარიკოვი გამახსენდა რატომღაც. გახსოვს კის, დემოკრატიას რომ უწუნებს კაუცკის და ენგელს და მოსწონს თავის იდეური მოძღვრის(ხომ არ გენიშნა :Dგეხუმრები :2kiss: )-შვონდერის ლოზუნგი-"ვსე ოტობრატ ი რაზდელიტ და მთელი ეშხით ერჩის კატებს(რას გერჩოდა მაინც ვერ გავიგე :D (ვსე ნოჩ დუშილი, დუშილი, დუშილი, დუშილი...

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უმრავლესობა თქვენთაგან ჩამოყალიბებული მამაკაცები და ქალბატონები იყავით 2003 წლის რევოლუციის დროს და ალბათ ბევრი მხარს უჭერდით სააკაშვილს..

 

გაიხსენეთ ის დრო, გაიხსენეთ თქვენი დამოკიდებულება ოპოზიციონერ სააკაშვილისადმი და შეადარეთ ეს დამოკიდებულება ოპოზიციონერ ალასანიას

 

მსგავსება არ არის ვითომ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

უმრავლესობა თქვენთაგან ჩამოყალიბებული მამაკაცები და ქალბატონები იყავით

ვიყავით და ვართ :D

უმრავლესობა კი არ ნიშნავს ყველას - არც ერთხელ ფეხი არ გამიდგია გარედ, სამსახურში ვიყავი სულ და საღამოს კი სახლში.

არ მხიბლავს რევოლუციები, თუმცა 88 წლიდან სულ პროტესტში ვარ :D

მსგავსება არ არის ვითომ?

შენ წარმოიდგინე და - არ არის!

ეხლა მაქ უმწვავესი პროტესტი უსამართლობის მიმართ და ხელისუფლების უგუნურების

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

გაიხსენეთ ის დრო, გაიხსენეთ თქვენი დამოკიდებულება ოპოზიციონერ სააკაშვილისადმი და შეადარეთ ეს დამოკიდებულება ოპოზიციონერ ალასანიას

 

რა თქმა უნდა არის მსგავსება დამოკიდებულებაში.

მაგრამ ალასანიაზე ჯერ არავის უთქვამს რომ გიჟიაო.

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ ალასანიაზე ჯერ არავის უთქვამს რომ გიჟიაო.

ძუკუ

და ვერც ვერასდროს ვერ იტყვიან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...