lasha1997 Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 შურისმაძიებელი გოგონების "ატმაზკა" და "აბაროტი" - შენ ვის ”ახევ” შეყვარებულს, გოგო?! "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ფაქტს, როგორც დანაშაულს, ვერ აღიქვამს"(?!) მართალია, უბედურებით ჩვენს ქვეყანაში ვერავის გააკვირვებ, მაგრამ უბედურებაც არის და უბედურებაც. როგორც ჩანს, საზოგადოების ცნობიერება თვალსა და ხელს შუა იცვლება და ვაი, რომ უარესობისკენ. მოზარდების მიერ თანატოლების უმოწყალოდ ხოცვა-ჟლეტა უკვე ჩვეულებრივ მოვლენად მიგვაჩნია, მაგრამ იმას ვინ წარმოიდგენდა, რომ 13-14 წლის გოგონები ერთმანეთს სასტიკად გაუსწორდებოდნენ. 16 სექტემბერს ჩიქობავას ქუჩაზე მეტად უჩვეულო და საშიში რამ მოხდა, - 15 წლის გოგონამ 13 წლის მოზარდს, ასევე გოგონას (ბავშვების გვარ-სახელებს არ დავასახელებთ, რადგან არასრულწლოვნები არიან), დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი გოგონა წმინდა მიხეილის საავადმყოფოში მიიყვანეს, საიდანაც იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს და ოპერაციაც გაუკეთეს. ბავშვები არასრულწლოვნები არიან და ინციდენტის დეტალები მკაცრად გასაიდუმლოებულია, მაგრამ "კვირის პალიტრა" შეეცადა, გაერკვია, რა მოხდა ისეთი, რამაც 15 წლის მოზარდი აიძულა 13 წლის გოგონა ასე გაემეტებინა. ჩვენ გავესაუბრეთ დაჭრილი გოგონას მამას: - ორი დღეა, რაც ჩემი შვილი საავადმყოფოდან გამოწერეს. ხელში, ბარძაყსა და მუცელში იყო დაჭრილი. ჭრილობა საკმაოდ ღრმა იყო და ექიმებმა გადაწყვიტეს, მუცლის ღრუ გაეხსნათ. როგორც ამიხსნეს, ეს იყო შემავალი და არა ნაჩხვლეტი ჭრილობა. მეუბნებიან, ეს საქმე შეიძლება ხულიგნობის მუხლით წავიდესო. ბავშვს სამი ჭრილობა აქვს მიყენებული და ეს ხულიგნობაა? - იქნებ ამ ინციდენტის დეტალები გვიამბოთ?- როგორც ჩემმა შვილმა მიამბო, იმ დღეს მეგობარ გოგონასთან ერთად სასეირნოდ ფუნიკულიორზე ყოფილან და მერე ჩიქობავას ქუჩაზე, მეგობართან მიდიოდნენ. როგორც მითხრა, იმ გოგონებს შემთხვევით შეხვედრიან. - გოგონებს?- დიახ, სამნი იყვნენ. ჩემი შვილისთვის შეუგინებიათ და გაურტყამთ. არც ჩემს გოგონას მოუთმენია, - ამასაც შეუგინებია და დაურტყამს. მერე ჩხუბი ატეხილა. იმას კნოპიანი დანა ჰქონია. ჩემმა შვილმა მითხრა, სამივე მირტყამდა, უფრო სწორად, ორი მაკავებდა და მესამემ დანა რამდენჯერმე ჩამარტყა, მერე გულშიც დამიმიზნა, მაგრამ ჩემმა მეგობარმა ხელი აუკრაო. მას ხელი აქვს დაზიანებული. ჩემს შვილს ჯერ თურმე დანით თმა ააჭრეს, ტუჩის კუთხეები და ზედა ნაწილი დანით სულ დასერილი აქვს. ერთი სიტყვით, ნაწამებია ბავშვი. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგაც ისტერიკა ჰქონდა, აქ არ ამოუშვათ, მომკლავსო, გაიძახოდა. - როგორც მითხრეს, ინციდენტი ვიღაც ბიჭის გამო მოხდა..- რამდენადაც ვიცი, ჩემს შვილს ეს ბიჭი არ აინტერესებს. ჩემმა შვილმა სკაიპით მისწერა, თავი დამანებეთო. ამ ამბის მერე ახლობელი გავგზავნე ჩემი შვილის დამჭრელის ოჯახში. დედა ჰყოლია. თბილისში ქირით ცხოვრობენ. როგორც მითხრეს, გოგონას ასთმა ჰქონია და ჭიათურიდან თუ საჩხერიდან არიან თბილისში გადმოსული. დედას ჩემი ახლობლისთვის უთქვამს, დიახაც, მე ჩემს შვილს ვასწავლი, თუ ვინმე შეგაგინებს და დაჩაგვრას დაგიპირებს, თავი არ დააჩაგვრინოო. ამის მერე რაღაზე უნდა გველაპარაკა.დაჭრილი გოგონა 63-ე საშუალო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეა. სკოლის დირექტორმა გვითხრა, რომ ბავშვი კონფლიქტური ნამდვილად არ არის და არც თანატოლებთან ჰქონია ოდესმე დაპირისპირება. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დაჭრილ გოგონას დიდი ხანია ვიღაც ბიჭის გამო კონფლიქტი ჰქონდა დამჭრელის მეგობრებთან. თავად მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს ამ სასიყვარულო ისტორიასთან არაფერი აკავშირებს. როგორც ირკვევა, ბრალდებულმა მეგობარს "ატმაზკა აუღო" და დაზარალებულს "სტრელკა" ლონდონის ბაღში დაუთქვა. გარჩევას რაც მოჰყვა, ცნობილია, - გოგონა ძლივს გადაურჩა სიკვდილს, 15 წლის მოზარდი კი მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული. ის, როგორც არასრულწლოვანი, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს წინასწარი პატიმრობიდან. ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებული თანატოლებში "ძველი გოგოს " სახელით სარგებლობს და საკმაოდ აგრესიულიცაა. ბოლო ორი წლის მანძილზე ამის გამო რამდენიმე სკოლაც გამოიცვალა. თამარ ჭაბაშვილი, 55-ე სკოლის დირექტორი: - ბავშვი შარშან, მეოთხე ტრიმესტრში გადმოიყვანეს სკოლაში და მასზე ბევრი არაფრის თქმა არ შემიძლია. შესაძლოა, ეს იყო მისი ბრძოლა თვითდამკვიდრებისთვის ახალ გარემოში. ამ პერიოდში მას განსაკუთრებული აგრესიულობა არ გამოუჩენია. - ბავშვი უკვე დადის სკოლაში?- არა. დედამისი მოვიდა და როგორც გვითხრა, გოგონა შეუძლოდ ყოფილა.უზადო რეპუტაცია არც 13 წლის დაზარალებულს აქვს. გოგონებს შორის კონფლიქტი კარგა ხანია დაწყებულა და სკაიპით უშვერი სიტყვებით კონკურენტის ლანძღვა-გინებას არც ერთი მხარე არ ერიდებოდა. თამარ წერეთელი, ბრალდებულის ადვოკატი: - გთხოვთ, გულისხმიერად მოეკიდოთ ამ საკითხს. საქმე არასრულწლოვან ბავშვებს, ისიც გოგონებს ეხება. თანაც ჯერ კიდევ არ არის დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები. მეტიც, ეს იყო უბედური შემთხვევა. - სამჯერ დანის ჩარტყმას ძნელია უბედური შემთხვევა დაარქვა...- საქმე ისაა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ფაქტს, როგორც დანაშაულს, ვერ აღიქვამს(?!). - დაზარალებულის მამა ამბობს, რომ შესაძლოა, ამ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალონ და გოგონა პასუხისგებაში განზრახ მკვლელობის მცდელობით კი არა, ხულიგნობის მუხლით მისცენ.- თუ ასე მოხდა, ამ ფაქტმა დაზარალებული არ უნდა გააღიზიანოს, რადგან ინციდენტი ბავშვებს შორის მოხდა, მათ მომავალი არ უნდა დაუმახინჯდეს. დაზარალებულის ადვოკატთანაც ვისაუბრე ამ საკითხზე და თითქმის ერთნაირი პოზიცია გვაქვს. ძალიან მინდა, გოგონები შერიგდნენ. როდესაც გავიგე, მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული 15 წლის ბავშვის ინტერესები უნდა დამეცვა, ვერც წარმომედგინა, რა სიურპრიზი მელოდა. როცა წინასწარი დაკავების საკანში შევედი, ელდა მეცა. ბრალდებული ბიჭი მეგონა და ხელთ პატარა, ძალიან ლამაზი გოგონა შემრჩა. სიზმარში მეგონა თავი. მთელი ღამე იქ გავატარე და მის დაწყნარებას ვუნდებოდი. ტიროდა, ნერვიულობდა, ასთმიანია და შეტევა დაემართა. - დაზარალებულს სამი ჭრილობა დანით აქვს მიყენებული...- როგორც მივხვდი, ჩემი დაცვის მყოფ ბავშვს არა აქვს გაცნობიერებული დანაშაულის სიმძიმე. მითხრა, მას შემდეგ, რაც სკაიპში უშვერი სიტყვებით გვლანძღავდა და გვაგინებდა, მასთან დალაპარაკება გადავწყვიტე, დანა კი ისე, შესაშინებლად წავიღე. საქმის გარკვევის დროს დანა ხელში მეჭირა და შესაშინებლად ვაწკაპუნებდი, მერე ვიღაცამ ვიღაცას ხელი ჰკრა, ვიღაცამ ვიღაცას დაარტყა და ეს ამბავი მოხდაო. საყურადღებო ის არის, რომ გოგონები დედისერთები არიან. თანაც დაჭრილის სოციალური სტატუსიც უფრო სხვანაირია. უფრო ძლიერი ოჯახი აქვს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს კი დედა უმამოდ ზრდის. ბავშვს ასთმა აქვს და ამის გამო რაიონიდან გადმოსახლდნენ და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. როგორც ჩანს, ბავშვს თავდაცვის ინსტინქტი მაღალ დონეზე აქვს. მას არ ჰქონია განზრახული ვინმეს მოკვლა, მხოლოდ ის უნდოდა, ჭკუა ესწავლებინა მისთვის, ვინც მეგობარი დაუჩაგრა. ამბობს, გავლახეთ და არც დაგვენანა, ღირსი იყო, მაგრამ მისი მოკვლა აზრადაც არ მომსვლიაო. - ამ ინციდენტში მონაწილე დანარჩენ გოგონებს რა ბედი ეწია?- ისინიც არასრულწლოვნები არიან, მათი სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. ამ სიტუაციაში აუცილებლად დამჭირდება ფსიქოლოგი. გოგონამ რომ თავში ჩაიდოს, ადამიანის მოკვლა შემძლებიაო, დაიღუპება. ამიტომ გთხოვთ, სიფრთხილით მოეკიდოთ ამ საკითხს.გოჩა გოშაძე, ფსიქოლოგი: - მსოფლიოში ქალის როლი საზოგადოებაში ძალიან გაიზარდა. დღევანდელი ბავშვები აქსელერატები არიან. ამას ემატება ისიც, რომ თავი დაანებეს წიგნის კითხვას. თუ ადრე ჩვენ ვკითხულობდით წიგნს და ფიქრისა და განსჯის შედეგად ვავსებდით საკუთარ წარმოდგენებს ამა თუ იმ საკითხზე, ახლა ფიქრი პირდაპირმა ქმედებამ შეცვალა. ადრე თუ ნაწყენი გოგონები ტიროდნენ და დარდობდნენ, ახლა პირდაპირ მოქმედებაზე გადადიან. წაგებული ომებისა და გლობალური უმუშევრობის გამო საქართველოში მამაკაცის ავტორიტეტი დაეცა. ბევრ ოჯახში ფული, ძირითადად, ქალს შეაქვს, მარჩენალი ის გახდა. ამიტომაც აძლევენ თავს გოგონები იმის უფლებას, რაც ადრე მიუღებელი იყო. გოგოების ცემა-ტყეპა აქამდე წარმოუდგენელი, ამორალური ამბავი იყო. დაჭრასა და მკვლელობის მცდელობაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. სამწუხაროდ, სქესი უკვე განსაკუთრებული პირობა აღარ არის ამა თუ იმ ქმედებისას. კომპიუტერში ისეთი თამაშებია, რომელიც მოგიწოდებს, კანონი დაარღვიო. თუ ვარ დაარღვევ, წინ, ახალ ველზე ან შემდეგ ეტაპზე ვერ გადახვალ. ამ თამაშებში იმარჯვებ არა კანონის დაცვით და სწორი ქმედებით, არამედ კანონის დარღვევით. ეს ცნობიერებაზე მავნე ზეგავლენას ახდენს. უკვე გაირკვა, რომ ინტერნეტთამაშებმა დაავადებები - ეპილეფსია, სიკვდილიანობაც კი გამოიწვია. ეს თამაშები ფიქრისთვის დროს არ გიტოვებს და მოზარდის ფსიქიკაში ცვლილებებს იწვევს. - ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, ბავშვი ვერ აცნობიერებს, დანაშაული რომ ჩაიდინაო.- ეს შეიძლება ფსიქიკური პრობლემა იყოს. თუ ფსიქიკურ პრობლემასთან არა გვაქვს საქმე და ბავშვს მართლა არ ესმის, რომ დანაშაული ჩაიდინა, მაშინ პასუხისმგებლობა საზოგადოებასაც ეკისრება. გამოდის, ჩვენ ვერ ვაწვდით ბავშვებს საჭირო ინფორმაციას, ვერ ვუხსნით, რა არის კარგი და რა - ცუდი, რა შეიძლება და რა - არა. მეტიც, როგორც გავიგე, 63-ე სკოლელი გოგონები საპასუხო შურისძიებას აპირებენ 55-ე სკოლელებზე. - ინციდენტი დღის ოთხ საათზე მოხდა და შეუძლებელია, გამვლელები არ შესწრებოდნენ, მაგრამ არავის უცდია ბავშვების გაშველება. - ამ შემთხვევაში საზოგადოება შესაძლოა, ვერც დავადანაშაულო, რადგან თავად გამშველებელს ექმნება პრობლემები. იწყება გაუთავებელი დაკითხვები, რატომ ჩაერიეთ, ვინ გკითხავდათ, თქვენ რა წვლილი მიგიძღვითო. თუ რაიმე შეეშალა, შეიძლება ჩვენების შეცვლის მოტივით დაიჭირონ კიდეც. სამწუხაროდ, ჩვენი სამართალდამცველები არ არიან გულმოწყალენი მათ მიმართ, ვინც სიკეთის გაკეთებას ცდილობს. ამიტომაც ამჯობინებს საზოგადოება განზე დგომას. ხათუნა პაიჭაძე http://www.kvirispalitra.ge/tineijerebi/73...-qabarotiq.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 და რა კომენტარი უნდა გავუკეთოთ? ასეთი ფაქტები მთელ მსოფლიოში ხდება.... მით უმეტეს ჩვენთან, ომგამოვლილ ქვეყანაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 ეს რა უბედურებაა?უბედურებაა. მაგრამ პოლიტიკური თემაა ეს ვითომ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 26, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 მაგრამ პოლიტიკური თემაა ეს ვითომ? ჰალოვინის თემა პოლიტიკურია და ეს არა? ჩვენი შვილების მომავალს ეხება ეს თემა და საჭიროდ ჩავთვალე აქ გამეხსნა. პაჟალსტა გადაიტანეთ.არა მაქვს პრობლემა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შხარა Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 უბედურებაა როცა ქალი, კაცის ყაიდაზე მოქცევისკენ და მისი ფუნქციების აღებისკენ იწყებს ნაბიჯების გადადგმას............... და პირიქით.ეს არ არის მხოლო ტინეიჯერული საკითხი. ეს, ზოგადად "სოციალური ფსიქოლოგიის" თემაა.ძალინ ბევრი შეიძლება ლაპარაკი ამის მიზეზებზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 26, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 (edited) შხარა მართალი ხარ. მსოფლიოში ქალის როლი საზოგადოებაში ძალიან გაიზარდა. დღევანდელი ბავშვები აქსელერატები არიან. ამას ემატება ისიც, რომ თავი დაანებეს წიგნის კითხვას. თუ ადრე ჩვენ ვკითხულობდით წიგნს და ფიქრისა და განსჯის შედეგად ვავსებდით საკუთარ წარმოდგენებს ამა თუ იმ საკითხზე, ახლა ფიქრი პირდაპირმა ქმედებამ შეცვალა. ადრე თუ ნაწყენი გოგონები ტიროდნენ და დარდობდნენ, ახლა პირდაპირ მოქმედებაზე გადადიან. წაგებული ომებისა და გლობალური უმუშევრობის გამო საქართველოში მამაკაცის ავტორიტეტი დაეცა. ბევრ ოჯახში ფული, ძირითადად, ქალს შეაქვს, მარჩენალი ის გახდა. ამიტომაც აძლევენ თავს გოგონები იმის უფლებას, რაც ადრე მიუღებელი იყო. Edited October 26, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 უბედურებაა. მაგრამ პოლიტიკური თემაა ეს ვითომ? კი. ესაა პოლიტიკია ზუსტად. ეხლა რომ 15 -13 წლის გოგონები საქმის გარჩევას და დანების გარჭობას იწყებენ, მერე რას უნდა ველოდოთ? ისე იმ ხალხის დედაც, მანდ რომ ამას ხედავდნენ და ორივე მაგრად არ მიბრეგვეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 (edited) ეს რა უბედურებაა? გადაგვარდა ქვეყანა ჩემო დიტო Edited October 26, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 26, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 გადაგვარდა ქვეყანა ჩემო დიტო მანდ თუ დააკვირდი დედის პასუხს? თავი ყველანაირად უნდა დაიცვასო.გასაგებია,მაგრამ ეს დანა თან გოგოს რა უბედურებაა? ისე არსად არ დევს დანაშაულების სტატისტიკა? სატურნას ეცოდინება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 შესაძლოა, ამ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალონ და გოგონა პასუხისგებაში განზრახ მკვლელობის მცდელობით კი არა, ხულიგნობის მუხლით მისცენ.სასტიკი დასჯის მომხრე ნამდვილად არ ვარ მაგრამ, აი ეს რას ნიშნავს? ის ბავშვი გახსოვთ გაკაწვრისტვის რომ მიუსაჯეს 14 წელი? ეს არ არის ორმაგი სტანდარტი?და საერთოდ ეს რა უბედურებაა, მახსოვს ერთხელ დიდი ხნის წინ ჩემი შვილი მოვიდა სკოლიდან და მითხრა - გოგოები სცემდნენ ერთმანეთს სკოლის ტუალეტშიო - არ დავუჯერე თუმცა ასოციალური ტიპაჟები მხლოდ მამაკეცები არ არიან, ქალებიც არსებობენ ეგეთები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 26, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 ის ბავშვი გახსოვთ გაკაწვრისტვის რომ მიუსაჯეს 14 წელი? ათი წელი მისცეს არა თუ არ მეშლება? მაშინ კნუტის პოლიტიკას ჩალიჩობდა ყვარყვარე.ვიდეო კამერებით ქურდების დაპატიმრება და „ყველანი ციხეში“ ლოზუნგი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 lasha1997 ათი წელი მისცეს არა თუ არ მეშლება?მე მგონი 14 მოითხოვა პროკურორმა და 10 მისცეს - მაშინ კნუტის პოლიტიკას ჩალიჩობდა ყვარყვარე.ვიდეო კამერებით ქურდების დაპატიმრება და „ყველანი ციხეში“ ლოზუნგი.ხო, აი ამათი "ჩალიჩების" ხელში ვართ რა - რაღა უნდა გავზარდოთ ნეტავი?27-28 წლის მინისტრები არიან და კი გაუჩნდება 13-15 წლის ბავშვებს რაღაც დიდების პრეტენზიები აბა რა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 არსად არ დევს დანაშაულების სტატისტიკა?http://statistics.ge/main.php?pform=83&plang=2 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 26, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 (edited) http://statistics.ge/main.php?pform=83&plang=2 გმადლობ და სულაც არ არის ისეთი სახარბიელო სიტუაცია როგორც ყვარყვარე გვეუბნება. 2003 2004 2005 2006 2007 2008 რეგისტრირებული დანაშაული - სულ 17397 24856 43266 62283 54746 44644 მათ შორის: მძიმე დანაშაულ 10326 17833 24320 29249 13158 13028 არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაული 617 557 755 997 674 759 Edited October 26, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 lasha1997 სულაც არ არის ისეთი სახარბიელო სიტუაცია როგორც ყვარყვარე გვეუბნებარას გვეუბნება რაო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.