Ivan Grozny Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 საპატრიარქოს განცხადება ჰელოუინის შესახებნუ ვიქნებით უცხოური მოდის ბრმა თაყვანისმცემლები!სამწუხაროდ, ბოლო წლებში საქართველოში სულ უფრო მასშტაბური ხდება ჰელოუინის დღესასწაულის აღნიშვნა. უნდა ითქვას, რომ ამ ზეიმში მონაწილე ქართველი ახალგაზრდების უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვს, რისი თანაზიარი ხდება. საკუთარი ტრადიციების დავიწყება და მისი ჩანაცვლება უცხოეთიდან შემოსული მოდული დღესასწაულებით ვერაფერი საკადრისი საქციელია ორიათასწლოვანი ქრისტიანული კულტურის მქონე ერისთვის. ჰელოუინი (ინგლ. Hალლოწეენ) – ძველი კელტების წარმართული ზეიმია. მისი წარმომავლობა ინგლისის, ირლანდიისა და ჩრდიოლოეთ საფრანგეთში (გალიაში) მცხოვრებ ხალხთა წარმართულ წარმოდგენებს უკავშირდება. ჰელოუინი 31 ოქტომბრიდან 1 ნოემბერის ღამეს აღინიშნება.მიუხედავად ევროპული წარმოშობისა, ეს დღე ფართოდ აღინიშნება აშშ-ში და მხოლოდ უკანასკნელ პერიოდში გავრცელდა ევროპაში. ძველ კელტებს სწამდათ სიცოცხლის წარმოშობის სიკვდილისაგან. 31 ოქტომბერს ისინი ახალ წელს აღნიშნავდნენ. მათი რწმენის შესაბამისად, 1 ნოემბერს იწყებოდა ჟამი სიცივისა, წყვდიადისა და სიკვდილისა.ამ ღამეს ისინი განადიდებდნენ სიკვდილისა და ბნელეთის წარმათ ღვთაებას სამჰეინს (შამჰაინ), რომელსაც თაყვანს სცემდნენ. კელტების ახალი წლის დამდეგს დრიუდები (კელტი ქურუმები) აქრობდნენ ყოველგვარ ცეცხლს _ კერიაში, კოცონს, ფარნებს, ჩურაღდნებს და ასე წყვდიადში ხვდებოდნენ `დღესასწაულს~. მომდევნო დღის საღამოს დიდ კოცონს აჩაღებდნენ და სიკვდილისა და წყვდიადის მბრძანებლის, ბნელეთის ბოროტი სულისადმი მსხვერპლშეწირვას აღასრულებდნენ. დრუიდებს სწამდათ, რომ თუკი სამჰეინი მათი მსხვერპლშეწირვით კმაყოფილი დარჩებოდა, გარდაცვილთა სულებს `ნებას დართავდა~ ამ დღეს თავიანთ სახლებში `ესტუმრათ~. ჰელოუინის წარმართულ დღესასწაულზე ჯადოქრებისა და ბოროტი სულების კოსტუმებში გამოწყობილი ქუჩებში ხეტიალი _ მიღმიურ სამყაროსთან და ბილწ სულებთან ურთიერთობას განასახიერებს. ამ წარმართული კულტის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ასევე `გართობა~ - თრიცკ-ორ-თრეატ, რომელიც წარმოადგენს სამჰეინის დემონებისადმი ძღვენის მირთმევის რიტუალიზირებულ აქტს. კელტებს მიაჩნდათ, რომ ამ დღეს გარდაცვილთა სულები წყვდიადის, სიცივისა და სიკვდილის სამყაროდან ცოცხალთა სამყაროს ეწვევიან და ამიტომ ისინი დაუცხრომელ შიმშილს განიცდიან. ამ დღეს კელტები დემონებისათვის დიდ სუფრას აწყობდნენ; მათი რმწნის თანახმად, თუკი სულებს არ `დააპურებდნენ~ სამჰეინის რისხვა და წყევლა-კრულვა დაატყდებოდათ თავს. დღესასწაულის ძირითადი ატრიბუტია `ჯეკის ფარანი~ (ინგლ. ჯაცკ-ო’-ლანტერნ), იგი გოგრისგანაა დამზადებული; აქვს ადამიანის თავის ფორმა, მასში ამოჭრილი თვალებითა და პირით, შიგნიდან განათებულია სანთლით. ეს სიმბოლოს უკავშირდება უძველეს ირლანდიურ ლეგენდას ერთ მოხუც ფერმერ ჯეკიზე, რომელიც იყო აზარტული თამაშების მოყვარული ალკოჰოლიკი იყო. ლეგენდის თანახმად მან ორჯერ გააბრიყვა ეშმაკი, სიკვდილის შემდეგ კი ვერ მოხვდა ვერც სამოთხეში (თავისი მანკიერი ცხოვრების წესის გამო) და ვეღარც ჯოჯოხეთში (რადგან ბოროტმა სულმა შეჰფიცა, რომ არ წაიყვანდა ჯოჯოხეთში). Aმიტომ მისი სული დახეტიალობს სამყაროში გოგრის თავით და მასში ბჟუტავი ნახშირით, რომელიც ჯეკმა გზის გასანათებლად ჯოჯოხეთიდან მოიპარა. სწორედ ამ ლეგენდის გამოა ნარინჯისფერი და შავი ჰელოუინის ძირითადი ატრიბუტიკის შეფერილობა.ჰელოუინის კოსტუმები ჯადოქრობის თემის შესაბამისად არის შექმნილი. ამ დღეს ბოროტი სულის კოსტუმებში გამოწყობილი ბავშვები კარდაკარ დადიან და მოსახლეობისგან ტკბილეულს აგროვებენ; ვისაც შემოხვდებიან, შესძახებენ: (ინგლ. «ტრიცკ-ორ-ტრეატინგ» - ოინი ან გამასპინძლება!) ვინც უარს ამბობს ნუგბარის გაცემაზე, მას რამე უსიამვნო ოინს უწყობენ. ტკბილეულითა და ნუგბარით ამ რიტუალში მონაწილეთა გამსაპინძლება ნიშნავს სამჰეინისთვის ანუ თავად სატანისათვის ძღვენის მიტანას, ე. წ. ჯეკს ფარანის ("ჟაცკ O’Lანტერნ") დანთება კი ბოროტ სულთა სახელზე დანთებული გაუკუღმართებული `კანდელია~.ამგვარად, ჰელუინში მონაწილეობა სხვა არფერია, თუ არა წარმათობაში დაბრუნება და კერპთაყვანისმცემლობის აღიარება. ადრექრისტიანული ეკლესიის მამებმა კელტების ამ წამართული ტრადიციის საპირისპიროდ დაამთხვიეს ამ დღეს – ყოველთა წმინდანთა ხსენების დღესასწაულის აღნიშვნა. სიტყვა სიტყვით Hალლოწეენ - ლლ Hალლოწს’ Eვენ (შემოკლებით "Hალლოწ E’Eნ.") ითარგმნება, როგორც ყოველთა წმინდანთა საღამო. სამწუხაროდ, უწიგნური ადამიანების მიერ წარმართული ზეიმი გაიგივდა ყოველთა წმინდანთა დღესასწაულთან, რომელიც ერთსა და იმავე დღეს აღინიშნებოდა და ამიტომ შეცდომით Hალლოწეენ ეწოდა.ეკლესია ცდილობდა წარმართული ტრადიციების აღმოფხვრას, რასაც მტრულად შეხვდნენ ანტიქრისტიანულად განწყობილი წარმართები. ამიტომ ამ დღეს ისინი განზრახ შეურაცხყოფდნენ ქრისტიანულ სიწმინდეებს: ქრისტიანული ეკლესიის მიერ წმინდანთა თაყვანისცემის წესის შეურაცხოფისთვის ისინი ჩონჩხის კოსტუმებში გამოწყობილი დახტოდნენ, იპარავდნენ ჯვრებს და სიწმინდეებს ეკლესიიდან, რათა ესეც დაცინვის და შეურაცხყოფის საგნად ექციათ ამ `დღესასწაულზე~. ადრექრისტიანულ ეკლესიას იმედი ჰქონდა, რომ ყოველთა წმინდანთა ხსენების დღე _ Aლლ Hალლოწს Eვენ თანდათანობით განდევნის წარმართულ დღესასწაულს, მაგრამ მოხდა პირიქით, წარმართული დღესასწაული შეერყა ამ დღეს, მოგვიანებით კი სრულიად გამოდევნა თავისი შინაარიდან წმინდანთა ხსენება და იქცა ჯადოქრების, მაგებისა და ჭინკების ზეიმად. ეს ზეიმი ამერიკაში ირლანდიელებმა და შოტლანდიელებმა ჩაიტანეს. XX საუკუნის 20-იან წლებში იგი ფართოდ აღინისნებოდა ნიუ-იორკსა და ლოს-ანჟელესში. ამ დღეს ზეიმში მონაწილეები ამსხვრევდნენ მინებს, სკამებს, ცეცხლს უკიდებდნენ ხეებს და ა. შ. ბიზნესმენებმა ამ ზემის შემოსავლის წყარო დაინახეს, შეიქმნა მთელი ინდუსტრია, რომელიც მილიონობით დოლარის ნაწარმს ჰელოუინის ატრიბუტებს უშვებს.მიუხედავად იმისა, რომ ეს ზეიმი აშშ-ში უკვე თითქმის საუკუნეა აღინიშნება და ძალიან პოპულარულია, იგი არ არის ოფიციალური და აშშ-ს სახელმწიფო მოხელეებმა აკრძალეს მისი აღნიშვნა სკოლებში. აშშ-დან ეს ზეიმი კვლავ ევროპაში შეიჭრა და ახლა უკვე აღმოსავლეთ ევროპასაც მოედო. ამერიკაში ჰელოუინის აღნიშვნას ერთი ზოგადი სცენარი აქვს. მასკარადი იწყება ე.წ. `ვამპირთა ქორწინებით~, რაც იმას გულისხმობს, რომ ნეფე-დედოფალს `ჯვარს სწერს~ საფლავიდან წამომდგარი დრაკულა. ზეიმის მონაწილენი ვამპირების, ჯადოქრებისა და ბოროტ სულთა კოსტუმებში ეწყობიან. ამ დღისთვის საგანგებოდ მზადდება ჩონჩხის ფორმის კარამელი, მიცვალებულთა გამომსახველი მარმელადი, ექსკრემენტის ფორმისა და შესახედაობის ტბილეული. ზეიმის მონაწილენი ერთმანეთს კვერცხებს უშენენ. ცნობილი კულტუროლოგის ჯ. ფრეზერის აზრით, `ეს ზეიმი განსაკუთრებით საშიშ სახეს იღებს მოზარდებისთვის; იგი არის ერთგვარი ფსიქოლოგიური წნეხი მოზარდთა სუსტ ფსიქიკაზე, _ ბავშვებში ირღვევა წარმოდგენა კეთილსა და ბოროტზე. ტრადიციად იქცა ამ ზეიმზე ბავშვებისა და უფროსებისთვის მანიაკების, მკვლელების, ვამპირების, ჯადოქრების, დემონების, მონსტრების და სხვა ბილწი სულების განსახიერება. ამ დღეს ტრადიციულად დადიან და მათხოვრობენ, აწყობენ სასტიკ და ამორალურ გაშაყირებებს, აწყობენ ვანდალურ და აღვირახსნილ ორგიებს. ამ დღეს ბავშვებისათვის ნორმად იქცევა ადამიანების მსხვერპლშეწირვის განსახიერება, ადამიანის ტანჯვისა და სიკვდილის დაცინვა, რაც შეუძლებელია უკვალოდ ჩაიაროს და ნეგატიურად არ აისახოს არა მარტო მოზარდის ფსიქიულ მდგომარეობაზე, არამედ მის შემდგომ პიროვნელ განვითარებაზეც. ცნობილია მრავალი ფაქტი, როდესაც ჰელოუინის ზეიმის დღეს იპოვეს რიტუალურად მოწამლული, მოკლული, ჩამოხრჩობილი, დამწვარი ადამიანები. თუნდაც რად ღირს შარშან შვეციაში დისკოთეკაზე მოწყობილ ხანძარში დაზარალებული 200 მოზარდის გახსენება!..~ჰელოუინის აღნიშვნაში სოციოლოგები მეტად საშიშ მოვლენას ხედავენ. მათი აზრით მსგავსი დღესასწაულები მოწმობს კულტურის კრიზისზე, როდესაც ადამიანები ერთმანეთისგან ვეღარ არჩევენ კეთილსა და ბოროტს. ამის მტკიცებულებაა ოკულტიზმისა და მაგიისადმი გაცხოველებული ინტერესი და ამგვარი ლიტერატურის დიდი ტირაჟებით გამოცემა. ფსიქოლოგების აზრით ჰელოუინის გამოკვეთილი სიმბოლიკა, კონკრეტული უზნეო სახეები, არქეტიპული ხასიათის მატარებელი დღესასწაულის უაზრო არსი, ერთობლივი მოქმედების ჯგუფური ეფექტი, ნეგატიური აღზნება ახდენს ბავშვებში ძლიერი ფსიქოფიზიკურ, ემოციურ, სუგესტიურ ზემოქმედებას, რასაც შედეგად მოსდევს ცნობიერების ზოგადი დემორალიზაცია. აქ ხდება კეთილსა და ბოროტზე ზოგადსაკაცობრიო წარმოდგენის ჩანაცვლება და მისი თავდაყირა დაყენება _ აღრეულია ცნებები მშვენიერება და სიმახინჯე, სიმართლე და ტყუილი, რაც უკვე თვით ამ დღესასწაულის სახელწოდებაში ჰელუინი - ყოველთა წმინდანთა ხსენება – არის ურცხვი განცხადება ვამპირებისა და მონსტრების კოსტუმებში გამოწყობილი ვანდალებისათვის. ამ დღეს მოხნილია ადამიანის ფსიქიკაში არსებული ბუნებრივი ტაბუ ყველაფერზე, დახშულია სინდისის ხმა, შინაგანი ცენზურა. ადამიანები მონაწილეობენ დიდ სიბილწეში თამაშის ფორმით. ისინი მიირთმევენ ადამიანის ექსკრემენტების ფორმისა და მსხვერპლის სისხლის ფორმის ტკბილეულს. 2,5 მილიარდი დოლარი ატრიბუტების წარმოებისთვის ეპისკოპოსი ალექსანდრე (მილეანტი) წერს: `ზეიმი Hალლოწეენ ძირს უთხრის წმინდა ეკლესიას... ეკლესიამ მკაცრი პოზიცია უნდა დაიკავოს ამგვარი მოვლენების მიმართ. ქრისტეს მაცხოვარმა გვითხრა, რომ უფალი ღმერთია ყოველი ჩვენი საქციელისა და მრწამსის მსაჯული და ყოველი ჩვენი საქმე არის მიმართულია ან უფლისაკენ ან მის წინააღმდეგ! არ არსებობს რამე საშუალო და ნეიტრალური გზა!...~ ჰელოუინის ნეოწარმართულ დღესასწაულთან დაკავშირებით თავისი უარყოფითი პოზიცია არაერთხელ დააფიქსირეს, როგორც კათოლიკური, ისე მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებმა. რამდენიმე წლის წინ მსგავსი პოზიცია გამოხატა საქართველოს საპატრიარქომაც. ჰელოუინის აღნიშვნასთან დაკავშირებით იდენტური, ნეგატიური პოზიცია აქვს პრაქტიკულად ყველა რელიგიურ კონფესიას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 მშვენიერი ისტორიაა ვიკიპედიაშიც დაიდება... მარა საპატრიარქო რაღა შუაშია ვერ გავიგე რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Goddess Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 ეს მართლა საპატრიარქოს განცხადებაა???? ეუფ... დაბნელდა ჩვენს ქვეყანაში.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 Ivan Grozny სამწუხაროდ, ბოლო წლებში საქართველოში სულ უფრო მასშტაბური ხდება ჰელოუინის დღესასწაულის აღნიშვნამე რატომ ვერ ვამჩნევ აღნიშვნის მასშტაბურობას? ანტიჰელოუინური აქციები რომ არა, საერთოდ არ მეცოდინებოდა, რომ საქართველოში ვიღაცა ამ დღეს აღნიშნავს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 მარა საპატრიარქო რაღა შუაშია ვერ გავიგე რაჩემი აზრით, საპატრიარქო არაფერ შუაშია, მოკლედ, თემის ავტორმა ან ლინკი დადოს ან თემის სათაური გამოცვალოს. newstudio Goddess სამსახურში არ მაქვს მოდერის ფუნქცია ჩართული. ასე რომ, იქნებ თქვენ "გააიასნოთ" სიტუაცია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 სამსახურში არ მაქვს მოდერის ფუნქცია ჩართული.ეგ როგორ? პმში ამიხსენი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 ლ ი ც ი საპატრიარქოს განცხადებით, ჰელოუინის აღნიშვნა ორიათასწლოვანი ქრისტიანული კულტურის მქონე ერისთვის საკადრისი საქციელი არ არის http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 (edited) მშვენიერი ისტორიაა ვიკიპედიაშიც დაიდება... მარა საპატრიარქო რაღა შუაშია ვერ გავიგე რა ჩვენში სულ აირია განცხადება, რჩევა და ჯვრის თავში ჩაცხმა. მოკლედ ყველაფერს უკვე ეჭვის თვალით ვუყურებთ; "აუუუუუუუუუუ ვინმე დომკრსტის ხომ არ გვართმევს" ეს როდესაც საპატრიარქოს ან საეკლესიო მსახურის განცხადებაა. არა და ხელისუფლება ცხრაჯერ მეტს გვართმევს ამ დემოკრატიას.სასულიერო პირი იმისაა რომ რჩევის სახით სთქვას, ხო და თუ არ უნდა ვინმეს გაატაროს ეს ამბე. თუ გნებავთ "ჩუქჩიკ-მოკჩიკი" იზეიმონ რა პრობლემაა. რწმენა და მართმადიდებული დოგმების დაცვა არაა დაძალებითი, მხოლოდ რჩევითი.რა საჭიროა ამდენი პანიკა და საერთოდ ამაზე ყურადრების გამახვილება. აგერ სამი ფორუმი შუაზე სკდება რაღაც დებილური კლიპის თაობაზე. გააკეთა ეს კლიპი? ხო და მოს....... პატრონი. არ უყუროთ. სახელმწიფო კიდევ იმისაა რომ თუ ეს შეურაცმყოფელი რომელიმე რელიგიის მიმართ, უნდა აკრძალოს. ეს ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეა. Edited October 26, 2009 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 (edited) არა და ხელისუფლება ცხრაჯერ მეტს გვართმევს ამ დემოკრატიას. მართალი ხარ.ჩვენ გადავრჩით ჩვენივე ტრადიციებით და პირველ რიგში მართლმადიდებლობის წყალობით,მაგრამ „თანამედროვე“ ქართველებს ყვარყვარეს თამადობით ეს არ ესმით.არა გწამს,გაატარე რა და სხვას ნუ უსწორებ როგორ უნდა იცხოვროს. ეს არის რჩევა,გინდ გააკეთე გინდ არა. Edited October 26, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 lasha1997 საპატრიარქოს განცხადებით, ჰელოუინის აღნიშვნა ორიათასწლოვანი ქრისტიანული კულტურის მქონე ერისთვის საკადრისი საქციელი არ არისამერიკის ასაკის თუთის ხე უდგათ სახლში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 მართალი ხარ.ჩვენ გადავრჩით ჩვენივე ტრადიციებით და პირველ რიგში მართლმადიდებლობის წყალობით,მაგრამ „თანამედროვე“ ქართველებს ყვარყვარეს თამადობით ეს არ ესმით.არა გწამს,გაატარე რა და სხვას ნუ უსწორებ როგორ უნდა იცხოვროს. ეს არის რჩევა,გინდ გააკეთე გინდ არა. მთელი ეს აჟოტაჟი ამდაგვარი თემების ირგვლი ხელოვნურად არის აგორებული. ვთქვი მე რომ მიშას იქ დიდ გოგრიანი ყმაწვილი უზის და აზრზეა რას აკეთებს.ამას ჰქვია "აი ვინ გვართმევს დეოკრატიას. აი რატომ არ ვართ დემოკრატიულები. აი რატომ არ ვარგა სასამრთლო" და ა.შ. საპატრიარქო კი გამოუვალ მდგომარეობაშია ამ შემთხევაში. სასულიერო პირის მოწოდებაა ხალს უბნოს და აუხსნას რომელია მისაღები და რომელი არა. ხო და როდესაც უბნობს, მაშინ იწყება "აიტ გვართმევენ!" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 babuagiorgi ამას ჰქვია "აი ვინ გვართმევს დეოკრატიას. აი რატომ არ ვართ დემოკრატიულები. აი რატომ არ ვარგა სასამრთლო" და ა.შ.მეც ეგ ეჭვი მაწუხებს დასავლეთს ხომ უნდა აჩვენონ, რომ ჩვენ დემოკრატიის "ღირსები" არა ვართ და მიშა მადლია ჩვენთვის... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
paolo Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1იქნებ თეოლოგიაში უკეთ გარკვეულებმა მიპასუხონ: საპატრიარქოშიც თვლიან, რომ ჰელოუინის სულელური რიტუალებით მართლა შეიძლება რაღაც სატანურ ძალებთან კავშირის დამყარება?თუ არა - მაშინ იარონ და გაერთონ, რა საჭიროა ამხელა აჟიოტაჟი.თუ კი - მაშინ წარმართობასაც ჰქონია ჭეშმარიტებასთან კავშირი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 სატანისტურია თუ წარმართული ჯერ ეს გვითხარით? ორიათასწლოვანი ქრისტიანული კულტურის მქონე ერისთვის.საიდან მოიტანეთ რომ 2000 წლოვანია, მაქსიმუმ 1500 გამოდის... ადამიანს უფლება აქვს რომ თუნდაც ესეთი დატვირთვა ჰქონდეს დღესასწაულს როგორიც ზემოთ დაწერეს, მიიღოს მონაწილეობა და არავინ შეუშალოს ხელი.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 იქნებ თეოლოგიაში უკეთ გარკვეულებმა მიპასუხონ: საპატრიარქოშიც თვლიან, რომ ჰელოუინის სულელური რიტუალებით მართლა შეიძლება რაღაც სატანურ ძალებთან კავშირის დამყარება?თუ არა - მაშინ იარონ და გაერთონ, რა საჭიროა ამხელა აჟიოტაჟი.თუ კი - მაშინ წარმართობასაც ჰქონია ჭეშმარიტებასთან კავშირი. გლეხურად აგიხსნი თუ არ იქნები წინააღმდეგი.ბიბლიით არის მოცემული ქრისტიანული დღესასწაულები. ბიბლია დოგმაა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.ქრისტიანული სწავლების (ბიბლიის) მიხედვით ყველა სხვა დღესასწაული კერპტაყვანიმცემლობაა და ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მრწამს. სასულიერო პირს ვალდებულებად აქვს ღმერთის წინაშე იქადაგოს და აგიხსნას ეს და ხალხზეა ეხლა დამოკიდებული დაიჯერებენ ამას თუ არა. ხვალ ერორით რომ ღმერთი გამოვიდეს ამ აბეს უსიტყვოდ დაიჯერებდით, მაგრამ ძნელია იმის დაჯერება რისიც არ გწამს.ხო და როდესაც არ გწამს რა მნიშვნელობა აქვს რომელ დღესასწაულს აღნიშნავ. :rolleyes: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.