newstudio Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 ქართული მხარე ინტენსიურად მუშაობს, რათა დუშეთის რაიონიდან გატაცებული 16 ქართველი გათავისუფლდეს.ამის თაობაზე დღეს განცხადება გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ნალბანდოვმა.მისი თქმით, საგარეო უწყებამ მომხდარის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისრტოდან მიიღო. როგორც ნალბანდოვმა აღნიშნა, მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ქართველები გაიტაცეს ოსმა ბოევიკებმა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, გამტაცებლები რუსი ოკუპანტები არიან. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა მათ გასათავისუფლებლად. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად ყველა ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული და უფრო აქტიურად მოქმედებდეს ინციდენტების პრევენციის კომისია.გატაცება მოხდა დუშეთის რაიონის სოფელ სოფელ გრემისხევიდან, რომელიც ოკუპირებულ ახალგორის რაიონს ესაზღვრება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. ხელისუფლება ვერ ხბდება რომ კონფლიქტურ რეგიონებში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მომხდარ ამბებზე საგარეო უწყებამ განცხადებები პრინციპულად არ უნდა გააკეთოს?! და თუ რატომ იმედია ამის ახსნა არ მომიწევს, ერთს ვიტყვი, არაა ეს ასე მარტივად შესახედი ამბავი...ესეთი ვიტომ პატარ-პატარა დეტალები ქმნის მსოფლიო საზოგადოების აზრს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 newstudio მე მრავალჯერ მითქვია, რომ ჩვენი სახელოვანი ძალოვნები მარტო რუსთაველზე საკუთარი ხალხის ცემა-ტყეპაში არიან მაგრები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 26, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 ძუკუ მე მრავალჯერ მითქვია, რომ ჩვენი სახელოვანი ძალოვნები მარტო რუსთაველზე საკუთარი ხალხის ცემა-ტყეპაში არიან მაგრები.ამ შემთვევაშI ძალოვნები არაფერ შუაში არ არიან პროსტო მაინტერესებს, რომელ ჭკვიანს მოუვიდა თავში საგარეოს გაეკეთებია განცხადება?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 26, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 თუ ვინმე ხურავს ამ თემას....მიზეზიც დაწეროს თუ არ შეწუხდება! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 newstudio თუ ვინმე ხურავს ამ თემას....მიზეზიც დაწეროს თუ არ შეწუხდება!იმ იუზერებიდან, ვისაც ამ თემის დახურვა შეუძლია, შენ, მე და ლაშა-ალო ვართ ამჟამად ფორუმზე. მე არ დამიხურავს, შენც - არა, ე.ი. ლოღიკურად ლაშა-ალო გამოდის ხელისუფლება ვერ ხბდება რომ კონფლიქტურ რეგიონებში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მომხდარ ამბებზე საგარეო უწყებამ განცხადებები პრინციპულად არ უნდა გააკეთოს?!რატომ? საგარეო უწყება ამ განცხადებას აკეთებს საერთაშორისო ორგანიზაციების გასაგონად. რა არის ამაში ცუდი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 26, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 Saturn ატომ? საგარეო უწყება ამ განცხადებას აკეთებს საერთაშორისო ორგანიზაციების გასაგონად. რა არის ამაში ცუდი?მასე არ არის...აი სიტყვაზე მიწისძვრა რომ მოხდეს, საგანგებო სიტუაციების სამინისტრო (ან რაც არის) ის აკეტებს განცხადებებს, იმიტომ რომ ის არის კოორდინატორი და ის ფლობს ყველაზე დეტალურ ინფორმაციას კრიმინალზე შსს და ა.შ. ეს მსოფლიო პრაკტიკაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 newstudio ამ შემთვევაშI ძალოვნები არაფერ შუაში არ არიან ძალოვნები იმ შუაში არიან რომ მათი საქმეა არ დაუშვან რუსების თუ ოსების გადმოსვლა ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 იმერეთში პრერევი აიქით გრემისხევი აღარ დამთავრდა რა ამ ბანდების ტარეში ვახ!როდემდე უნდა იყოთ ამ დღეში?საწყალი ხალხი რა ქნან დაცალონ ეხლა სოფლები და ყველა თბილისში წამოვიდეს? ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ფლობს ამ ინფორმაციას ვერ დაიცავს მოსახლეობას? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 newstudio აი სიტყვაზე მიწისძვრა რომ მოხდეს, საგანგებო სიტუაციების სამინისტრო (ან რაც არის) ის აკეტებს განცხადებებს, იმიტომ რომ ის არის კოორდინატორი და ის ფლობს ყველაზე დეტალურ ინფორმაციასტექნიკური მხარის შესახებ კი, მაგრამ იგივე მიწისძვრის დროს შეიძლება განცხადება გააკეთოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც და მოუწოდოს ელჩებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰუმანიტარული დახმარება გაუწიონ დაზარალებულებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 ისე საინტერესოა რა განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩემმა თანამოქალაქეებმა საქართველოს მოქალაქეები გაიტაცესო?არ ვიტყვიო მაინც რუსეთის მოქალაქეობაზეო უარსო ხო? :fool: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 (edited) ქართული მხარე ინტენსიურად მუშაობს, რათა დუშეთის რაიონიდან გატაცებული 16 ქართველი გათავისუფლდეს კი მაგრამ დუშეთიდან როგორ გაიტაცეს და თექვსმეტი კაცი როგორ გაიტაცეს? Edited October 26, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 lasha1997 დუშეთის რაიონიდანიქვეა რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 26, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 choxa სე საინტერესოა რა განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩემმა თანამოქალაქეებმა საქართველოს მოქალაქეები გაიტაცესო?არ ვიტყვიო მაინც რუსეთის მოქალაქეობაზეო უარსო ხო?საქართველოს გერმანიაში ეთნიკურად გერმანელი ელჩი ეყოლება.გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, გაბრიელა ჰაბსბურგ-ლოტრინგენის კანდიდატურა პარლამენტში დღეს შევიდა, რომელსაც პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.გაბრიელა ჰაბსბურგ-ლოტრინგენი 1956 წელს ქალაქ ლუქსემბურგში დაიბადა; სპეციალობით ფილოსოფოსი და ხელოვნებათმცოდნეა. მომავალი ელჩი 2001 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციებს თბილისის სამხატვრო აკადემიასა და გერმანიის ნოიშტანდის საგაზაფხულო აკადემიაში; 2004 წლიდან - ბოს შაიერნში, ხოლო 2005 წლიდან - ბედ რეიხენჰალის აკადემიაში.გაბრიელა ჰაბსბურგ-ლოტრინგენს საქართველოს მოქალაქეობა აქვს. იგი გერმანიაში ლევან დუჩიძეს შეცვლის, რომელიც უკვე გამოწვეულია, თუმცა მისი შეცვლის მიზეზები პარლამენტში არ კონკრეტდება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. უეჭველი გერმანიის მოქალაქეობაც ექნება მაგას :) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 (edited) იქვეა რა ეგ ვიცი კაცო იქვე რომ არის,მაგრამ საზღვარზე ჩვენები არა დგანან? თან თექვსმეტი კაცი,საქონელი ხომ არ არის რომ გაირეკო წინ? საქართველოს გერმანიაში ეთნიკურად გერმანელი ელჩი ეყოლება. მაგადია. Edited October 26, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 26, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 lasha1997 ეგ ვიცი კაცო იქვე რომ არის,მაგრამ საზღვარზე ჩვენები არა დგანან? თან თექვსმეტი კაცი,საქონელი ხომ არ არის რომ გაირეკო წინ?ვანო მაგარია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.