Nukriko Posted October 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 24, 2009 ქრისტიანობის გავრცელება ქართლის სამეფოში არ მოხდა ისე უმტკიცნეულოდ, როგორც ეს მემატიანებს უწერიათ.. მემატიანეთა ცნობებშიც კი შეიძლება ამოიკითხოს ის რელიგიური დაპირისპირება რასაც ჰქონდა ადგილი ქართლის სამეფოში. ლეონტი მროველის "ქართლის მოქცევაში" გვხვდება ეპიზოდები ამ რელიგიური დაპირისპირებისა "არა ნათელ-იღეს მთიულთა კავკასიანთა, არცა მოვიდეს მოფენასა მას ნათლისასა, არამედ დაადგრეს ბნელსა შინა ჟამ რაოდენმე და ჰურიათა მცხეთელთა არა ნათელ-იღეს"გამოდის თითქოს მხოლოდ მთიულებმა და ებრაელებმა არ მიიღეს ახალი ქრისტიანული სარწმუნოება, მაგრამ ამავე დროს გვხვდება ფეოდალები და მისი მომხრეები, რომლებმაც არ მიიღეს ქრისტიანობა"არამედ არა ნათელ-იღო ფეროზ, სიძემან მირიან მეფისამან, რომელსა ჰქონდა რანი ბარდავამდინ მიცემულად მირიან მეფისაგან; არცა ერმან მისმან ნათელ-იღო".ესეგი ფეროზს ჰყავდა მომხრე "ერი" ანუ წარმართები, ბარში. ეს იმას მიუთითებს რომ რელიგიური დაპირისპირება მარტო მთაში არ ყოფილა.რელიგიური დაპირისპირება სახეზეა უკე მირიანის განცხადების შემდეგ: "მაშინ რქუა მეფემან წმინდასა ნინოს და ეპისკოპოსსა: "მნებავს ესრეთ, რათა იძულებით მახვილთა მოვაქცივნეთ მთეულნი და სიძე ჩემი ფეროზ, და დავამონნეთ ძესა ღმრთისასა და ვათაყუანნე პატიოსანსა ჯუარსა" ამის შემდეგ ნინო ეტყვის რომ ჩვენ ჯერ უნდა მოვაქციოთ ეს ხალხიო, დაგმოს ძალადობას."არა მბრძანებულ არს უფლისგან მახვილსა აღება, არამედ სახარებითა და ჯუარითა პატიოსანითა უჩუენოთ გზა ჭეშმარიტი" თითქოს არანაირი ძალადობა არ უნდა მომხდარიყო, ნინო ისე იყო დარწმუნებული საკუთარ თავში რომ გააქრისტიანებდა მთიელებს, რომ ეგონა რეპრესიები არ დაჟირდებოდა, მაგრამ მისი მისიონარიზმი წარუმატებლად დამთავრდა"და წავიდა წმინდა ნინო და ეპისკოპოსი იოვანე, და მათ თანაწარატანა მეფემან ერისთავი ერთი. მივიდა და დადგეს წობენს, და მოუწოდეს მთიულთა, პირუტყუთა სახეთა მათ კაცთა, ჭარალელთა, ფხოველთა, წილკანელთა და გუდამაყარელთა. და უქადაგეს მათ სჯული ქრისტიანეთა ჭეშმარიტი, მიმყვანებელი ცხოვრებად საუკუნოდ. ხოლო მათ არა ინებეს ნათლისღება. მაშინ ერისთავმან მეფისამან მცირედ წარმარღა მახვილი მათ ზედა, და ძლევით შემუსრნა კერპნი მათნი."იმის შემდეგ რაც ნინოს მქადაგებლობა ჩავარდა, ამს აღარ გაუპროტესტებია მეტი რეპრესიები..იმის მიუხედავად რომ მაინც ვერ დაძლიეს წარმართობა ბოლომდე, მათ დაუმძიმეს ცხოვრება: "და სხუანიცა მთეულნი უმრავლესნი არა მოიქცეს, არამედ დაუმძიმა მათ მეფემან ხარკი, ოდეს არა ინებეს ნათლის-ღება" რომ შეადაროთ ქრისტიანობამდელი ეპოქა, ნინო არ იდევნებოდა წარმართულ ქართლში, მას თავისუფლად შეეძლო ქადაგება, ისე რომ მასზე რეპრესიები არ განხორციელდებოდა, გახდა რა სახელმწიფო რელიგია ქრისტიანობა მან დაიწყო რეპრესიები.. საინტერესოა რატომ ვერ მოხერხდა შუა საუკუნოების ქრისტიანულ სამყაროში თსინდისის თავისუფლების დანერგვა, იგივე წარმართულ ეპოქაში მეტ-ნაკლებად ვხედავთ მას.. წარმართებისადმი დამოკიდებულება იყო როგორც რაღაც არაადამიანებისადმი დამოკიდებულება: "და მოუწოდეს მთიულთა, პირუტყუთა სახეთა მათ კაცთა, ჭარალელთა, ფხოველთა, წილკანელთა და გუდამაყარელთა" ისინი ასოცირდებოდნენ მათი რელიგიური შეხედულებების გამო, პირუტყვეთან, უკვე იგრძნობა ის ქედმაღლობა რაც ქრისტიანულ სამყაროს ახასიათებს.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 ბიბლიასაც თუ წაიკითხავთ ნახავთ ,რომ ღმერთი ცოდვებისთვის სჯის ქვეყნებს,ერებს, ცალკეულ ადამიანებს... ერისთავის ,ჯარის მოქმედება ღვთის სასჯელად შეიძლება ჩაითვალოს, წარმართები ჩვილ ბავშვებსაც ატანდნენ საფლავში მიცვალებულებს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted February 10, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2010 წარმართები ჩვილ ბავშვებსაც ატანდნენ საფლავში მიცვალებულებს...თუ ეს ფაქტი სწორია, მაშინ წარმართული ეპოქის დროინდელ არქელოგიურ აღმოჩენებზე, დიდი რაოდენობით იქნებოდა საფლავებში ჩვილი ბავშვების ნეშთები. მაგრამ მსგავსი არაფერი არ არის. ეს ზღაპარი იმიტომ შეიქმნა, რომ წარმართების დისკრედიტირება მომხდარიყო. იბლიასაც თუ წაიკითხავთ ნახავთ ,რომ ღმერთი ცოდვებისთვის სჯის ქვეყნებს,ერებს, ცალკეულ ადამიანებს...შუა საუკუნოვანი პროვიდენციალური აზროვნება არ გვინდა, დაძXველდა ძალიან :DD Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted February 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2010 იმის მიუხედავად რომ მაინც ვერ დაძლიეს წარმართობა ბოლომდე, მათ დაუმძიმეს ცხოვრება: "და სხუანიცა მთეულნი უმრავლესნი არა მოიქცეს, არამედ დაუმძიმა მათ მეფემან ხარკი, ოდეს არა ინებეს ნათლის-ღება"ისე ამ სისტემას ეხლა ძალიან ეფექტურად იყენებს ბევრი ქვეყნები. რომ შეადაროთ ქრისტიანობამდელი ეპოქა, ნინო არ იდევნებოდა წარმართულ ქართლში, მას თავისუფლად შეეძლო ქადაგება, ისე რომ მასზე რეპრესიები არ განხორციელდებოდა, გახდა რა სახელმწიფო რელიგია ქრისტიანობა მან დაიწყო რეპრესიები..საინტერესო ფაქტია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted February 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2010 (edited) თუ ეს ფაქტი სწორია, მაშინ წარმართული ეპოქის დროინდელ არქელოგიურ აღმოჩენებზე, დიდი რაოდენობით იქნებოდა საფლავებში ჩვილი ბავშვების ნეშთები. მაგრამ მსგავსი არაფერი არ არის. ეს ზღაპარი იმიტომ შეიქმნა, რომ წარმართების დისკრედიტირება მომხდარიყო.შუა საუკუნოვანი პროვიდენციალური აზროვნება არ გვინდა, დაძXველდა ძალიან :DDშენ ათეისტური აზროვნება გაქვს მე კი მართლმადიდებლობას ვაღიარებ... შუა საუკუნეები აქ არაფერ შუაშია...იარლიყების მოწებება არაა კამათი,არამედ არგუმენტებით მსჯელობა.. ვიმეორებ–ბიბლიასაც თუ წაიკითხავთ ნახავთ ,რომ ღმერთი ცოდვებისთვის სჯის ქვეყნებს,ერებს, ცალკეულ ადამიანებს... ერისთავის ,ჯარის მოქმედება ღვთის სასჯელად შეიძლება ჩაითვალოს, წარმართები ჩვილ ბავშვებსაც ატანდნენ საფლავში მიცვალებულებს... Edited February 15, 2010 by shavlego91 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.