SHARI Posted October 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 24, 2009 (edited) აქ განვიხილოთ ტელეკომპანია მაესტრო.. რა გადაცემას უყურებთ ყველაზე ხშირად.. რა მოგწონთ და რა არა. მაშ ასე ჯერ ზოგადი ინფორმაციით დავიწყებ ვებ-საიტი: http://www.maestro.geპირდაპირი ეთერი : http://maestro.ge/?address=live დღის პროგრამაhttp://maestro.ge/?address=daგადაცემების არქივი : 1) საკანი # 5 http://maestro.ge/?address=sakani2) პროფესია ჟურნალისტი http://maestro.ge/?address=reporter3) უცნობი კავკასია :http://maestro.ge/?address=unc4) ჟურნალისტური გამოძიება http://maestro.ge/?address=detective5) პოლიტბიურო http://maestro.ge/?address=polit მაესტროს კედლის გაზეთი : http://maestro.ge/?address=view_news1 გალერეა http://maestro.ge/?address=gal კონტაქტი : სამაუწყებლო კომპანია "მაესტრო"თბილისი, ფოთის ქ. 15/6ტელ./ფაქსი +995 32 351219ელ.ფოსტა info@maestro.gehttp://s40.radikal.ru/i088/0910/2b/caa5a3ae16be.gif Edited October 24, 2009 by J&B Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2009 ტელეპროექტს “ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას”, რომელიც ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში, სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოდან გავა, არასაპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერაც ექნება.როგორც სასტუმრო “რედისონში” შეხვედრის დაწყებამდე ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, იგი მიესალმება ამ პროექტს და მიიჩნევს, რომ საინტერესოა.მისივე თქმით, პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე.“კონკრეტულად იმ ქმედებების სამართლებრივ შეფასებაზე იქნება პროექტი ორიენტირებული, რამაც ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა. სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე იმ დანაშაულებებისთვის, რაც ჩაიდინა. ეს არის ტერიტორიების დაკარგვა, ქვეყნისთვის უახლოესი პერსპექტივის მოსპობა და ქვეყნის ავტორიტარული რეჟიმის მარწუხებში მოქცევა”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.პროექტს ლევან გაჩეჩილაძეც მიესალმება და აცხადებს, რომ პროექტზე პროფესიონალები მუშაობენ.“პროექტში განხილული იქნება ის თემები, რომლებიც შეეხება ხელისუფლებისა და სააკაშვილის არაკანონიერ ქმედებებს, ფულის ხარჯვას, განათლებას, ჯანდაცვას, დასაქმებას, კონსტიტუციის დარღვევის ფაქტებს. იქნება სატელევიზიო პროექტი. პროფესიონალები მუშაობენ იმაზე, თუ რა ფორმით იქნება გადაცემა გაკეთებული”, - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.პროექტი “მაესტროს” ეთერში გადაცემას “საკანი #5” ჩაანაცვლებს. პროექტში ჩართულები იქნებიან მეცნიერები და ექსპერტები. მათ შორის მინდია უგრეხელიძე, გელა ნიკოლაიშვილი. პროექტის იდეის ერთ-ერთი ავტორია თემურ შაშიაშვილი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
polex Posted December 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2009 ძალიან ცუდი და არაობიექტური არხია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted December 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 25, 2009 მაესტროს დამფუძნებლის, მამუკა ღლონტის პასუხები პლანეტელების შეკითხვებზე: http://planeta.ge/index.php?showtopic=14252 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted December 26, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 lasalexx საინტერესო იყო.. . იმჰო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 27, 2009 მამუკა ღლონტისგან რამდენიმე საინტერესო ინფო გავიგეთ 1. მაესტრო იქნება სნნ სტილის საინფორმაციო ტელევიზია 2. იმუშავებენ 24 საათიან რეჟიმში 3. მტელ საქართველოს დაფარავენ 4. სრულფასოვნად მუშაობას 18 იანვრიდან განაახლებენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted December 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 27, 2009 მამუკა ღლონტისგან რამდენიმე საინტერესო ინფო გავიგეთხო მაგრამ მე ძალიან არ მომეწონა მისი აზროვნების და საქმის მიდგომის სტუილი(იმჰო) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
imageexpress Posted January 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2010 (edited) "მაესტროს" სრული ფორმატით ამოქმედება ხელისუფლებას პრობლემებს შეუქმნის""მაესტრო" 24-საათიანი მაუწყებლობის რეჟიმში გადადის. თუმცა, არაფერს ამბობენ იმაზე, გავა თუ არა "უცნობის" რაიმე განახლებული პროექტი... გია გაჩეჩილაძე საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ ჯერჯერობით მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობისგან თავს იკავებს. რა სიახლეებსა და სიურპრიზებს გვპირდება "მაესტრო", ამასთან დაკავშირებით ტელევიზიის ახალ მმართველს, ეროსი კიწმარიშვილს ვესაუბრეთ.- უახლოეს დღებში "მაესტრო" 24-საათიან მაუწყებლობას დაიწყებს. ჯერჯერობით, რეორგანიზაციის რეჟიმში ვიმყოფებით. პირველ ეტაპზე აღვადგენთ ტოქშოუებს, მეორე ეტაპიდან კი ახალ მაუწყებლობას დავიწყებთ. ჩვენ ვმუშაობთ პროფესიონალთა გუნდის ჩამოყალიბებაზე. - თამუნა რუხაძის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნა სიახლე იყო. კიდევ რომელი სახეები გამოჩნდებიან თქვენი ტელევიზიით? - საბოლოოდ არაფერია გადაწყვეტილი, თუმცა, უამრავი სიახლე იქნება. "მაესტრო" სი-ენ-ენის, ბი-ბი-სის მსგავსი ფორმატის არხად გადაკეთდება. ჩვენ ისეთი გამოცდილების მქონე, პროფესიონალი კადრები შევკრიბეთ, რომ შემიძლია გითხრათ, მსგავსი მენეჯმენტის მეორე გუნდი საქართველოში არ იქნება. - გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ არ იცის, მისი პროექტი რა ფორმით გავა (ან საერთოდ გავა თუ არა) "მაესტროს" ეთერში. - ამასთან დაკავშირებით ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. გია გაჩეჩილაძე ახლახან დაბრუნდა და ამ საკითხზე ხეირიანად არც კი გვისაუბრია... - "მაეტროსთვის" ფინანსების მოზიდვა თუ შეძელით? - სწორედ ახლა ვმუშაობთ ფინანსურ საკითხებზე. ჩვენ განვახორციელებთ პროექტს, რომელსაც ჰქვია ტელემარათონი. ხალხი თვითონ გახდება ტელევიზიის დაფინანსების მონაწილე. ამასთანავე, ვცდილობთ, ვიმუშაოთ ყველა ინსტიტუტთან; მოლაპარაკებას ვაწარმოებთ სერიოზულ დონორებთან, ვგულისხმობ საერთაშორისო ორგანიზაციებს.… სიმართლე გითხრათ, ახლა ფინანსური პრობლემა ნაკლებად მაწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ ყაჩაღურად წამართვეს 45 ათასი დოლარი და ეს ყველაზე უკეთ ვანო მერაბიშვილმა იცის. ყველაფერი თურქეთის საელჩოს კამერების წინ მოხდა.…არც კი ვიცი, ამ ფაქტზე გამოძიება არის თუ არა დაწყებული. ყოველ შემთხვევაში, არავინ შემხმიანებია. როგორც ჩანს, "საკუთარი თავი დავაყაჩაღე"! რა თქმა უნდა, ხელისუფლება გრძნობს, როდესაც "მაესტრო" სრული ფორმატით ამოქმედდება, ეს მას დისკომფორტს შეუქმნის და ამიტომ, როგორც შეუძლია ხელს გვიშლის. - ყველას აინტერესებს, პოლიტიკური ფულით დაფინანსდება თუ არა "მაესტრო"? - ეს საკითხი არაერთხელ გახდა პოლიტიკური სპეკულაციის საგანი.…მე პოლიტიკოსებს ღიად შევთავაზე მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ ტელემარათონში. მათაც შესაძლოა გაიღონ შემოწირულობები დამოუკიდებელი და თავისუფალი ტელევიზიის შექმნისთვის. სხვათა შორის, იმავეს შევთავაზებ ხელისუფლებასაც, - ძალიან ბევრი ფული აქვთ მოპარული და კარგი იქნება, თუ მას ამჯერად `"ეთილად" მოახმარენ ქვეყანას და თავისუფალი ტელევიზიის არსებობას ხელს კი არ შეუშლიან, შეუწყობენ.… - იქნებ გვითხრათ, "მაესტროზე" გავა თუ არა პროექტი "ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას"? - ჩემზე დამოკიდებული რაც არის, ყველაფერს გავაკეთებ, რათა პროექტი გავიდეს. მოგეხსენებათ, ეს არ გახლავთ ჩვენი პროექტი, ამიტომ მისი ავტორები ფინანსური მხარის მოგვარებაზე ფიქრობენ. იმ შემთხვევაში, თუ არ იარსებებს ბიუჯეტი, რომელიც ამ ტიპის შოუს სჭირდება, პროექტი ჩავარდება. მეც სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას ამ ტიპის შოუში. რა თქმა უნდა, იგი პირდაპირი გაგებით არ გულისხმობს ვინმეს საბრალდებო სკამზე დასმას და მისთვის განაჩენის გამოტანას. ეს ალბათ უფრო იქნება დისკუსია, რომელიც საზოგადოებას დააფიქრებს 2003 წლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე. - ქიბარ ხალვაშთან თუ გქონდათ შემდეგ ურთიერთობა, რაც მისი გამოგზავნილი 45 ათასი დოლარი დაკარგეთ? - ქიბარს ირაკლი ოქრუაშვილის მეშვეობით ვუკავშირდები. იმ ინციდენტის შემდეგ მასთან ურთიერთობა ვეღარ მოვახერხე. დარწმუნებული ვარ, გახარებული ნამდვილად არ შეხვდებოდა ფულის დაკარგვას. იმედი მაქვს, იგი მომავალშიც არ იტყვის უარს "მაესტროსთვის" ფინანსური დახმარების გაწევაზე. "კვირის პალიტრა" Edited January 21, 2010 by imageexpress Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted January 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2010 ეს სკანი გასაგებია მაგრამ რატომ ქვია ერტერთ გადაცემას "უცნობი" "უცნობი" კავკასია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted January 24, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2010 FRIDRIX რადიო უცნობის და ტელეკომპანია კავკასიის ერთობლივი პროექტი იყო.. მერე გადავიდნენ მაესტროზე მიმდინარეობს მაესტროს რეორგანიზაცია და მალე ძალიან ბევრ სიახლეს შემოგვთავაზებენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2010 SHARI მიმდინარეობს მაესტროს რეორგანიზაცია და მალე ძალიან ბევრ სიახლეს შემოგვთავაზებენდააჩქარონ ცოტა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vinsaniti Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 SHARI ადრეც გთხოვე მარა ნივიჟუ გამიკეთე :gigi: მოკლედ უცნობის ლექს ვერ მიშოვიაი იმას "ქვეყანაშია ფერები მუქი" ამ სიმღერაში როა გამოყენებული ოღონდ ცოტა შეცვლილი უნდა იყოს მგონისაკანში ქონდა ერთ-ერთ კედელზე დაწერილი უცნობს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted February 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 vinsaniti მართლა არ მახსოვს როდის მთხოვე .. თორე ნივიჟუს ნაღდად არ გაგიკეთებდი . . :D ოკ ვეცდები აუცილებლად.. დიდი ბოდიში ადრე თუ არ გიპასუხე სავარაუდოდ არ წამიკითხავს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 - საბოლოოდ არაფერია გადაწყვეტილი, თუმცა, უამრავი სიახლე იქნება. "მაესტრო" სი-ენ-ენის, ბი-ბი-სის მსგავსი ფორმატის არხად გადაკეთდება. ჩვენ ისეთი გამოცდილების მქონე, პროფესიონალი კადრები შევკრიბეთ, რომ შემიძლია გითხრათ, მსგავსი მენეჯმენტის მეორე გუნდი საქართველოში არ იქნება.იმედია ამერიკელები დააფინანსებენ, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vinsaniti Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 SHARI ფორუმ ჯიზე გთხოვე, უცნობის თემაში თუ არ ვცდები ალბათ გამოგრჩა, არაუშავს თემას რაც შეეხებამარტო CNN-ის სტილის არ მინდა რომ იყოს რა, შესაძლებელი თუ იქნება, იქნებ რუსთავი 2-ის სტილში გაკეთდესრევოლუციამდელ რუსთავ 2-ს ვგულისხმობ :mo: გასართობი გადაცემებიც რომ იყოს გაასწორებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.