Jump to content
Planeta.Ge

როგორ ლიდერებს ვირჩევთ?


Recommended Posts

ლიდერის არჩევის ფსიქოლოგია არის ძალიან საინტერესო რამ.

საზოგადოება ირჩევს ლიდერს, იდეალს რომ მან გააკეთოს საერთოსახალხო საქმე.

 

ჩვენი პრეზიდენტები, ჩვენთვის ავტორიტეტული ადამიანები ასახავენ ჩვენს (საზოგადოების) იდეალებს.

 

 

რა პირობებში ვცხოვრობთ რაც დამოუკიდებლები ვართ?

 

რუსეთი აგრესიის შიშში.

 

სწორედ ამ შიშმა განსაზღვრა ისეთ ქარიზმატულ პიროვნებების გაღმერთება, როგორიც იგივე ზვიად გამსახურდია თუ მიხეილ სააკაშვილი იყო.

 

შიშის დროს საზოგადოება ეძებს მხსნელს, მხსნელს რომ გადაარჩინოს დიდი რუსეთისაგან. ეს ჩვენ 20 წლიან დამოუკიდებლობის ისტორიას თან ახლავს. ამ შიშის გარეშე არც ერთ პოლიტიკოს არ შეუძლია თავის კარიერა გააკეთოს..

 

ჩვენი ლიდერები ჩვენ გვაჩვენებდნენ "გმირულ" მაგალითებს თუ როგორ უნდა ელაპარაკო რუსს. რეალურად ჩვენ კომუნისტების დროს გეშინოდა რუსეთბზე რამის თქმა, ხოლო როცა გავიგონებდით ზვუიადი ან სხვა პარტიის ლიდერი ლანძღავს რუსეთს, ის ავტომატურად გმირად აღიქმეოდა.

 

შევარდნაძეც ამ მხსნელის პოზიციაში მოგვევლინა, დასავლეთთან დაახლოებული პიროვნება, რომელიც დასავლეთის მხარდაჭერით მოახერხებს, რუსულ აგრესიის შეჩერებას.

 

სააკაშვილი სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, რუსთავი 2 გადაცემაში ჰქონდა რუს იმპერიალისტებთან დებატები, სადაც რადიკალურად ილაპარაკა და დაადანაშაულა რტუსები, გული მოიფხანა, ჩვენ კი ის გმირად მივიღეთ..

 

 

ესეგი ჩვენი ლიდერი უნდა იყოს მხსნელი, რუსეთისგან მხსნელი, ამიტომ მას უნდა ჰქონდეს აურა, თითქოს ის რუსეთს არაფერ დაუთმობს და გადაარჩენს საქართველოს. ამიტომაც მან უნდა გააკეთოს აშკარად ანტირუსული განცხადებები...

 

არის თუ არა ესე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორ ლიდერებს ვირჩევთ?

პოლიტიკური ლიდერის ფსიქოტიპს ერის ხასიათი განსაზღვრავს. ქართველები კი, ჩემო ბატონო Nukriko ,

ჯერ არ ვართ მზად, რომ გაწონასწორებული ლიდერი ავირჩიოთ, რადგან ჯერ კიდევ გვჭირდება ადამიანი, რომელიც ყველას მაგივრად გააკეთებს საქმეს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ჯერ არ ვართ მზად, რომ გაწონასწორებული ლიდერი ავირჩიოთ, რადგან ჯერ კიდევ გვჭირდება ადამიანი, რომელიც ყველას მაგივრად გააკეთებს საქმეს

შევარდნაძე არ იყო გაწონასწორებული?

 

პრობლემა ის არის რომ მიშას შემდეგ ისევ გაწონასწორებულის მოთხოვნა იქნება, როგორც ზვიადის შემდეგ იყო..

 

ეს ყველაფერი პოლიტიკური თეატრია.

 

ხალხს ზოგჯერ ჰგონია რომ უბედურების მიზანი სწორედ ეს გაგიჭებული ლიდერები არიან (ქარიზმები) და ზომიერებს მოითხოვენ ხოლმე, მერე ბეზრდებათ ეს ზომიერი ლიდერები და ისევ ესეთ მოგიჟო ლიდერების მოთხოვნილება ჩნდება..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორ ლიდერებს ვირჩევთ?

.....ებს( არ დამბანოთ რა -შეფასებაა))

სხვანაირი დღევანდელ საქართველოში პოლიტიკაში არ წავა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

maliari

.....ებს( არ დამბანოთ რა -შეფასებაა))

სხვანაირი დღევანდელ საქართველოში პოლიტიკაში არ წავა

:) როგორც წესი მასის ლიდერი ესეთია...

 

ხოლო უკვე ორგანიზებულ საზოგადოება ქმნის ფასეულ ლიდერებს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

Демократия — это когда власти уже не назначаются горсткой развращенных, а выбираются невежественным большинством

ასევე ლიდერიც :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

შევარდნაძე არ იყო გაწონასწორებული?

 

პრობლემა ის არის რომ მიშას შემდეგ ისევ გაწონასწორებულის მოთხოვნა იქნება, როგორც ზვიადის შემდეგ იყო..

 

ამ ლოგიკით, შემდეგი ლიდერი გაწონასწორებული გვეყოლება

:jump:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

ამ ლოგიკით, შემდეგი ლიდერი გაწონასწორებული გვეყოლება

დიდი იმედი მაქვს....

 

პ.ს. კარგი ანალიზია, ერთს დავამატებდი, "ლიდერებიც" რუსეთის ფაქტორს ყველა შესაძლო და შეუძლებელი ხერხებით იყენებენ შიდა პოლიტიკაში!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

ამ ლოგიკით, შემდეგი ლიდერი გაწონასწორებული გვეყოლება

უკვე არის ამის მოთხოვნა საზოგადოებაში

newstudio

პ.ს. კარგი ანალიზია, ერთს დავამატებდი, "ლიდერებიც" რუსეთის ფაქტორს ყველა შესაძლო და შეუძლებელი ხერხებით იყენებენ შიდა პოლიტიკაში!

მთავარი ის არის რომ მისი ანტირუსული განწყობა როგორც რეალობად არ უნდა მივიღოთ (უნდა მივიღოთ როგორც პოპულისტურ და დემაგოგიურ ნაბიჯად)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

მთავარი ის არის რომ მისი ანტირუსული განწყობა როგორც რეალობად არ უნდა მივიღოთ (უნდა მივიღოთ როგორც პოპულისტურ და დემაგოგიურ ნაბიჯად)

მე მეტსაც ვიტყოდი, დროა გავიზარდოთ და არანაირი ანტი არ უნდა მოვითხოვოთ

 

უნდა მოვითხოვოთ პროქართული!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...