ლ ი ც ი Posted October 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 24, 2009 (edited) გოგა ხაინდრავა - “ჩვენ რომ 47 მილიონი დოლარი გვქონოდა, სააკაშვილი გლდანის ციხეში გვეყოლებოდა დიდი ხანია გამოკეტილი!” “ხელისუფლების საწოლში კოტრიალში ეჭვმიტანილი ქართული ინტერნეტ-გაზეთ “დრონი.ჯი”-ს მიერ გავრცელებული სენსაციური ინფორმაციის თანახმად, ვარდების ხელისუფლების მიერ საქართველოდან დევნილმა ასლან აბაშიძემ, ირაკლი ოქრუაშვილმა, ალექსანდრე ბრეუსმა, ალექსანდრე სილაგაძემ, ჯემალ გოგიტიძემ, ლევან მამალაძემ, ბონდო შალიკიანმა, ზურაბ წერეთელმა, მიხეილ ხუბუტიამ, თემურ ბასილიამ (სულ 17 კაცი)... 2009 წლის აპრილიდან ივლისის ჩათვლით საქართველოს ოპოზიციას მიხეილ სააკაშვილის დასამხობად, საერთო ჯამში, 47 მილიონი დოლარი გადმოურიცხეს. “დრონი.ჯი” იმასაც ამტკიცებს, რომ თითქოს ოპოზიციას ამ 47 მილიონის გარდა 80 მილიონი დოლარიც ჰქონდეს “გასუხარებული”, - წერს გაზეთი “ალია” სტატიაში სათაურით “მაპატიეთ და ეს არის ჩაჯმ...ლი საზოგადოება და ამ ქვეყანაში კაცებს ყვ...რები აღარ აქვთ”“კაი ერთი თუ ძმა ხარ. სასაცილოა საერთოდ, არასერიოზულია, თუ ძმა ხარ! ჩვენ რომ 47 მილიონი დოლარი გვქონოდა, სააკაშვილი გლდანის ციხეში გვეყოლებოდა დიდი ხანია გამოკეტილი! 47 კი არა 7 მილიონი დოლარიც რომ გვქონოდა, 47-ს ვინ ჩივის... ეს არის ზღაპარი, ვანო მერაბიშვილის ინფორმაცია ისევე, როგორც ვანო მერაბშვილის მიერ არის განხორციელებული ის, რაც თეა თუთბერიძემ გააკეთა! ასევე ვანო მერაბიშვილის განხორციელებულია და მზადდება 1 ნოემბრის აქცია სტუდენტური თვითმმართველობის მიერ, რომელზეც უკვე 600 ათასი დოლარი დახარჯეს. ეს არის ვანო მერაბიშვილის ხრიკები და საერთოდ, რაც ახლა ხდება პატრიარქთან დაკავშირებით, ეს ქვა ქართულ საზოგადოებაში ვანო მერაბიშვილმა ისროლა და გადმოაგდო იმის შესამოწმებლად, თუ რას იზამდა საზოგადოება და რა რეაქცია ექნებოდა ხალხს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგა ხაინდრავა.“ვანო მერაბიშვილმა ქვის სროლის შემდეგ დაინახა, რომ ქართველები არაფერსაც არ იზამენ. ამიტომ ახლა თვითონ აწყობენ ჯაჭვს საპირველნოემბროდ, თვითონვე მოაწყობენ ჯაჭვს, მივა იქ 1 ნოემბერს მიშა სააკაშვილი და გახდება პატრიარქისა და ეკლესიის N1 დამცველი. მთლიანად, მთელი კარტ-ბლანში მთელ ქვეყანაში ვანო მერაბიშვილის ხელშია, სამწუხაროდ, იმიტომ რომ, მაპატიეთ და ეს არის ჩაჯმ...ლი საზოგადოება და ამ ქვეყაში კაცებს ყვ...რები აღარა აქვთ - მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება! მაპატიეთ, რომ ასეთი სიტყვებით ვლაპარაკობ. ამ საზოგადოებაში მოკვდა მორალი, ამ საზოგადოებაში მოკვდა ღირსება, მოკვდა ზნეობა და ამ საზოგადოებაში მოკვდნენ კაცები! მიუხედავად ჩემი სიმპათია-ანტიპათიებისა, მსგავსი რამ სომხეთში რომ მომხდარიყო და გარეგინ მეორისთვის ეს ვინმეს გაებედა, დღეს ერევანი იქნებოდა გადაბუგული და მიწასთან გასწორებული. ჩვენ კიდევ ყველაფერ ამას ვიტანთ და ვართ..”, - დასძენს გოგა ხაინდრავა და შეკითხვას - “და ეს ყველაფერი 7 ნოემბრის გასანეიტრალებლად ხდება, ალბათ. თქვენ რას იტყვით?” - პასუხობს:“რა თქმა უნდა, ეს იყო ბოლო თემა, რომელიც შეიძლებოდა სახიფათო ყოფილიყო ხელისუფლებისთვის. რწმენას, სულიერებასა და ქართველობასსააკაშვილმაც და მერაბიშვილმაც ზედ “დააქაქეს” და ქართულმა საზოგადოებამ ეს აიტანა. აი, ეს არის უბედურება და ტრაგედია. ყველაფერი მოსინჯეს, ყველაფერი სცადეს, ყველაფერი გააკეთეს და ეს იყო ბოლო თემა. თორემ, რა სისულელეა, ვინ რა ფული გადმორიცხა - სად იყო ფული ან სად არის ფული საერთოდ”.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/114123.html ლიცემერი: ერთი აძველი ანეგდოტი გამახსენდა: ჯოჯოხეთში ცოდვილები ზოგი სისხლში დგას, ზოგიც ცეცხლის ალზე იწვის. დანტე ეშმაკის სამფლობელოს ათვალიერებს. ხედავს, ერთი ყველაზე საზიზღარი არამზადა მხოლოდ მუხლებამდე სისხლში დგას.გაუკვირდა დანტეს, მიუახლოვდა და ლავრენტი ბერია იცნო:- ასე ცოტა სისხლში რატომ დგახართ, ლავრენტი პავლეს ძევ?- იოსებ ბესარიონის ძის მხრებზე ვდგავარ და იმიტომ... ხოდა შენც მიშას მხრებზე დგახარ შე არაკაცო. ასეა ეს და ჩემი აზრით, არც არაფერი არ გვეშველება, სანამ ამ არამზადასავით დასვრილ-დაბინძურებული პოლიტიკოსები "ცვეტში" იქნებიან. Edited October 24, 2009 by ლ ი ც ი ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 24, 2009 ვანო მერაბიშვილმა ქვის სროლის შემდეგ დაინახა, რომ ქართველები არაფერსაც არ იზამენ. ამიტომ ახლა თვითონ აწყობენ ჯაჭვს საპირველნოემბროდ, თვითონვე მოაწყობენ ჯაჭვს, მივა იქ 1 ნოემბერს მიშა სააკაშვილი და გახდება პატრიარქისა და ეკლესიის N1 დამცველი. მთლიანად, მთელი კარტ-ბლანში მთელ ქვეყანაში ვანო მერაბიშვილის ხელშია, სამწუხაროდ, იმიტომ რომ, მაპატიეთ და ეს არის ჩაჯმ...ლი საზოგადოება და ამ ქვეყაში კაცებს ყვ...რები აღარა აქვთ - მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება! მაპატიეთ, რომ ასეთი სიტყვებით ვლაპარაკობ. ამ საზოგადოებაში მოკვდა მორალი, ამ საზოგადოებაში მოკვდა ღირსება, მოკვდა ზნეობა და ამ საზოგადოებაში მოკვდნენ კაცები!ხაინდრავა ჩვენი dire ხო არაა შემთხვევით? დღეს ერევანი იქნებოდა გადაბუგული და მიწასთან გასწორებულირა ოცნებები აქვს ამ არარაობას, ერთხელ რომ გადაბუგა და გაასწორა მიწასთან რუსთაველი არ იყო საკმარისი? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts