Jump to content
Planeta.Ge

„მამები“ და „შვილები“.


Recommended Posts

დღეს საქართველოში დიდი რეზონანსი გამოიწვია ამ ქალის პატრიარქისადმი შეურაცხყოფილმა ვიდეომ,მაგრამ ამაზე არ მსურს საუბარი.

 

 

ყოველთვის იყო მამებსა და შვილებს შორის აზრთა სხვაობა,მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ეს „ომი“ დღეს წესების გარეშე მიმდინარეობს.გასაგებია რომ ახალგაზრდები სხვანაირად ფიქრობენ,მაგრამ საქმე იმაშია,რომ უფროსი თაობის აღარაფერი აღარ უნდათ.იმაშიც კი გვადანაშაულებენ,რომ თქვენი ჩასვრილი საქმე ჩვენი გამოსასწორებელი იქნებაო. :) მეც მქონდა განსხვავებული აზრი მამაჩემის თაობასთან,მაგრამ უზრდელობაში არასოდეს არ გადავსულვარ.

 

მოკლედ ერთი კითხვა მაქვს.

 

ვისი ბრალია ეს ყველაფერი,გამზრდელების (უფროსი თაობა) თუ გასაზრდილების (ახალგაზრდობა)?

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 107
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

რამდენი გამარტლებაც არ უნდა მოიფიქრო... რამდენიც არ უნდა ეცადო შენიღბო... ჭეშმარიტება მაინც ყოველთვის ჩნდება :)

 

თაობათა ომი არა კვახი...

 

კოლონიზაციის პროცესია...

 

 

და აი სამში გრძელს მოესწრება მტელი ეს აშშ-ური საგოშიეთი მაგ ბედნიერებას...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თაობათა ომი არა კვახი...

 

 

ომი,ბრჭყალებშია ჩასმული და რა შაუბრალებელი ხარ „ხირხალ“? :)

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ძალიან გამაბრაზეთ...

 

ხოდა... კდიევ ტკბილი ვცდილობ რომ ვიყო...

 

სულ ტყილად...

 

რაც არის, როგორც და რანაირადაც ყველაფერს უნდა ტავისი სახელი დაარქვა..

 

მტერს მტერი. კოლონიზატორს კოლონიზატორი, ორჯონიკიძეს ორჯონიკიძე... და ყველაფერი კარგად უნდა დაიმახსოვრო...

რომ დრო როცა მოვა... ყველკას ყველაფერი მოჰკითხო...

ორჯონიკიძეს- სირცხვილი, კოლონიზატორს ზიზღი და ყველანაირი საშუალებით ჯოხი ბორბლებში, უსამართლო პოლიციელს მის მიერ გამწარებულ ხალხთან კამერაში ჯდომა... ასეა... და დარწმუნებული ვარ... სუუულ მალე მოვა ეგ დრო... სუუუუუუუუუუუულ მალე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

 

 

კარქი.ეხლა კალათბურთის სათამაშოთ მივდივარ და რომ მოვალ აუცილებლად წავიკითხავ. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ნწუ... გადავიფიქრე...

 

აზრი ნული...

 

რა მნიშვნელობა აქვს...

 

ერთმანეთი ვატყუოთ თუ რა..

 

თქვენ ერთ მხარეს ხართ.

ჩვენ მეორეს...

ვისიც აჯობებს ის მოიგებს...

 

არაფერი არ გვაქვს საერთო ჩვენ...

ხოდა იცვავით საკუტარი კადრები ( აბა რა ) ჩვენ ჩვენსას დავიცავთ.

გაქაჩეტ საკუთარი მიზნების გამტარებელი პოლიტიკოსები, ჩვენ ჩვენსას ვეცდებით.

ებრძოლეთ ცვენტვის წმინდას... მაგრამ არც ჩვენ აღარ დაგაკლებთ...

 

მორჩა რა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მგონი არავის ბრალი არ არის... რეალურად ნუ უყურებთ ყველაფერს ასე მარტივად...თუთბერიძის საქმე არის იმის შანსი რომ საქართველოში ოუთქამი გააკეთოს რეალურად პოზიტიურად მოაზროვნე სასტავებმა...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვისი ბრალია ეს ყველაფერი,გამზრდელების (უფროსი თაობა) თუ გასაზრდილების (ახალგაზრდობა)?

ცემა გმართებს გამზრდელისა, რა ყრმანახო ცუდად ზრდილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

მე პირადად ვადანაშაულებ, უფროს თაობას, მაგრამ არც ახალგაზრდა თაობაზე არ მაქვს რაღაც განსაკუთრებულად კარგი წარმოდგენები. ახალგაზრდა თაობა გაზრდილია უფროს თაობის და ის ნაკლოვანებები რაც აქვს ამ ახალგაზრდა თაობას, სწორედ უფროსი თაობისგან აქვს მიღებული..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცემა გმართებს გამზრდელისა, რა ყრმანახო ცუდად ზრდილი

 

„სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ,კაცად რომ ვერ გამიზრდიხარ“ :D

 

მართალი ხარ ბატ.ჩოხა,მაგრამ სხვა რამეში მგონია დამატებით პრობლემა.

 

ამ ხელისუფლებამაც უბიძგა ამისკენ ახალგაზრდობას უფროსი თაობა რომ დაეკიდებინათ.განურჩევლათ ყველა „ჩარეცხა“ ამ ყვარყვარებ ვინც 40–ზე მეტის იყო და ამით მისცა საბაბი ცხვირმოუხოცავ ბავშვებს თავზე დიდი წარმოდგენა რომ შეჰქმნოდათ. ამას დაუმატე დასავლეთში მიღებული „განათლების“ დროს მიღებული ფასეულობები,რომელი ფასეულობებიც არაფრით არ ერგება ჩვენს ქვეყანას,ჯერ.:D

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

რომელი ფასეულობებიც არაფრით არ ერგება ჩვენს ქვეყანას,ჯერ

ქვეყანას არა, ძველ თაობას არ ერგება..

 

ორი სხვადასხვა ფასეულობებია.. და ლოგიკური დასასრული ის არის რომ ახალმა თაობის ფასეულობა დამკვიდრდეს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქვეყანას არა, ძველ თაობას არ ერგება..

 

 

კარგი ეგრე იყოს და ჯერ ცოცხლები ვართ თქვე დალოცვილებო და არ გამოდის მართალი საქციელი ჩემის აზრით. :D

 

ჯერ ვერ დაამკვიდრებთ. :D

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...