Jump to content
Planeta.Ge

იაკობაშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია, საქართველო ნატო-ში MAP-ის გარეშე მიიღონ


Recommended Posts

http://s09.radikal.ru/i182/0910/9e/667161e97688.jpg

თემურ იაკობაშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია, საქართველო ნატო-ში MAP-ის გარეშე მიიღონ

 

სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია, საქართველო ნატო-ში MAP-ის გარეშე მიიღონ.

ამის თაობაზე განცხადება თემურ იაკობაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

მისივე თქმით, საქართველო-ნატო-ს კომისია არის ის ინსტრუმენტი, რომელიც MAP-ის, ანუ ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის სარკისებური ასლია და ამ ინსტრუმენტის ფარგლებში საქართველოს შეუძლია, შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რაც ნატო-სთან დასაახლოებლად აქვს აღებული.

ხოლო თვითონ გადაწყვეტილება, თემურ იაკობაშვილის განცხადებით, არის პოლიტიკური ნაბიჯი და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ.

"ასეთი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია და არა მხოლოდ თეორიულად, თუმცა მას დრო გვიჩვენებს", -განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

 

ლიცემერი:ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო,

ჭალას ჩიტი მომკვდარიყო,

მაღლა შევდე - გამხმარიყო,

ჩამოვიღე - დამბალიყო;

დიდ ქვაბში არ ეტეოდა,

პატარაში ლაღი იყო,

ასმა კაცმა ვერ შეჭამა,

ერთმა კაცმა ლუკმად იგდო.

უზერებო, იქნებ მეშლება და ეს ზღაპრული ფანტასმაგორია კი არა, არამედ რეალობაა?

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს რაიმე რეალურს ეყრდნობა, თუ მხოლოდ იაკობაშვილის ფანტაზიის ნაყოფია ნეტავ?

მგონი გვაქვს საკმარისი საფუძველი, რომ ამ კაცის გამონათქვამები სერიოზულად არ მივიღოთ.

ნატოს შეუძლია შექმნას ახალი პრეცედენტი, მაგრამ ამისათვის საბოლოო ჯამში მაინც საჭირო იქნება მისი ყველა წევრის თანხმობა. ასეთი თანხმობა თუ მაპთან დაკავშირებით არ არსებობს, მაშინ მითუმეტეს რატომ იარსებებს ნატოში პირდაპირ მიღებასთან დაკავშირებით?

რაღაც არ მესმის აქ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იაკობაშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია, საქართველო ნატო-ში MAP-ის გარეშე მიიღონ

 

 

ამან არ შაიყო და მოიტეხა კაცოუ. :):

 

 

ისე ეკითხა ვინმეს,აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან ერთად თუ როგორ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თემურ იაკობაშვილი მიიჩნევს,

ეგ ის არ არის ქე რომ სარშან იბრიქებოდა - სამაჩაბლო განთავისუფლებულია და კოკოითი მალე ციხეში იქნებაო? :)

поганных грибов объелся , мужик? :crazy:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯერჯერობით არარეალურია ნატოში შესვლა.

 

lasha1997

ისე ეკითხა ვინმეს,აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან ერთად თუ როგორ?

ვისაც არ უცვნია იმათთვის - ერთად, ვინც სცნო იმათთვის აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვისაც არ უცვნია იმათთვის - ერთად, ვინც სცნო იმათთვის აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე.

 

 

რაღაც უცნაურად მიპასუხე.აბა ახსენი ეგ როგორ და ორივე მოდერი აქ რომ ხართ,გადადით რა იმ თემაში :) მერე ამიხსენი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინმემ წამოარტყას თავში ამ იაკობაშვილს, დაეშვას დედამიწაზე...

+1

ოღონდ ცოტა მაგრად შემოარტყით, მარტო მიწაზე დაშვება არ კმარა,აზრზეც უნდა მოვიდეს და საერთოდ,დროა სინდისმა შეაწუხოს ამდენ ტყუილს და რაც მთავარია სისულელეს რომ ამბობს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თვითონ კი ხვდება ეგ ჩათლახი ყველაფერს, მაგრამ ამ ხალხს კიდევ დაზომბირება და დაბოლება უნდა?! :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე კიდე მგონია იმედნად აქვს დაბინდული გონება,რომ ვერაფერსაც ვერ ხვდება და მართლა სჯერა თვითონ რასაც ამბობს იმის.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"მემგონი იმ დეგენერატმა ჯადო გამიკეთა და იმიტომ ვარ ახლა ასე" :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თვითონ კი ხვდება ეგ ჩათლახი ყველაფერს, მაგრამ ამ ხალხს კიდევ დაზომბირება და დაბოლება უნდა?!

"კაშუ მასლომ ნე ისპორტიშ" პრინციპით უბერავს FIORENTINO

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...