Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ჩემი საყვარელი სტილია სიურეალიზმი

 

სიტყვა "სიურეალიზმი", ფრანგული წამოშობისაა და მისი ქართული თარგმანი ასეთია "ზერეალობა". ეს არის მიმდინარეობა ხელოვნებისა რომელიც XX საუკუნის შუა წლებში ჩამოყალიბა. ოფიციალურად, ამ მიმდინარეობის ჩამოყალიბება უკავშირდება ფრანგი მწერლის ანდრე ბრეტონის სახელს, რომელმაც საფრანგეთში, 1924 წელს სიურრეალისტური მანიფესტის გამოქვეყნება. იგი თავის მანიფესტში წერს: "სიურეაიზმი ვერბალურად, წერით თუ ნებისმიერი სხვა სახით გამოხატავს ფიქრის რეალურ ფუნქციონირებას".

სიურეალისტების მიზანი იყო ჭეშმარიტი ცხოვრების გამოხატვა, რომელიც არც რეალობაშია და არც იდეალობაშია, იგი არაცნობიერში მდებარეობს. ამიტომაც, მათ შემოქმედებაში სწორედ ეს არაცნობერია წინ წამოწეული. ამისათვის კი მოხსნილია გონების, ლოგიკისა თუ მორალის მხრივ ყოველგვარი კონტროლი. სიურელიზმი, ესაა შემოქმედის უკონტროლო სულიერი მდგომარეობის გამოხატვა და გადმოცემა ნახატის ან ჩანაწერის სახით. ხელოვნების ამ მიმდინარეობის მიმდევრები, თავისი ემოციებისა და სულიერი მდგომარეობის გადმოსაცემად ხშირად მიმართავენ სიზმრებს, მითიურ ელემენტებს, შეშლილობას, იუმორსა და ირონიას, რაც არაცნობიერის შეცნობაში ეხმარება ადამიანს.

სიურეალიზმისთვის ხელოვნება თავისთავადი მიზანი არაა, ის არის ადამიანის გათავისუფლების საშუალება. იგი უარყოფს ტრადიციულ ხელოვნებას, ყოველივე ჩვეულებრივს, არსებულს.

სიურრეალიზმის უშუალო წინამორბედად ითვლება დადაიზმი, რომელმაც პირველმა გაუღო კარი არაცნობიერს ხელოვნებაში. თავიდან ბრეტონი და მომავალი სიურრეალისტები (არაგონი, სუპო) დადაისტებთან ერთად მოღვაწეობენ, მაგრამ 1922 წელს მათ შორის განხეთქილება ხდება. სიურრეალისტები, მართალია, ეთანხმებიან დადაისტების პროვოკატორულ დამოკიდებულებას, მაგრამ მათგან განსხვავებით, პროვოკაციას აძლევენ კონკრეტულ მიზანს, რაც სამყაროს შეცვლაში მდგომარეობს. მათი აზრით მართალია შემოქმედება მოდის არა რეალობიდან არამედ ქვეცნობიერიდან და არის სრულიად თავისუფალი, მაგრამ შემოქმედს აკისრია მორალური პასუხისმგებლობა, ამიტომ მან აუცილებლად უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია. მარტალია სიურეალიზმის წინამორბედი დადაიზმია, თუმცა ეს ორი მიმდინარეობა ერთმანეთისგან დიდად განსხვავდება. სიურეალიზმი მიიჩნევა ხელოვნების ერთ-ერთ დარგად, დადაიზმს კი ანტი-ხელოვნებასაც უწოდებენ.

როგორც ვნახეთ, სიურრეალისტური მიმდინარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ვიზუალურ ხელოვნებაში. ისევე როგორც ლიტერატურაში, აქაც სიურრეალიზმი იკვლევს ქვეცნობიერს და მიზნად ისახავს სურვილისა და ოცნების გათავისუფლებას ყოველგვარი ჩარჩოებისგან.

მხატვრობაში სურეალიზმის ყველაზე ცნობილი მიმდევრები იყვნენ: ივ ტანგი, მან რეი, ჟოან მირო, სალვადორ დალი და ა.შ. მთავარი მახასიათებელი სიურეალისტი მხატვრების შემოქმედებისა, ისაა რომ მათი ნახატების ცალკეული ელემენტების შერწყმა სიზმრისეულ სურათებს წარმოადგენს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგარიაააა

ჰუჰ

მაბოდებს ამ სტილზე და მეც ვცდილობ რომ მასეტი რაგაცეები ვხატო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...
მაგრა მიყვარს ეს მიმდიანარეობა... და ამ მიმდინარეობის საუკეთესო წარმომადგენელი სალვადორ დალი :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...
Fრიდა რა შუაშია სიურეალიზმთან?!

რეალობას რადგან ცდება, სურეალიზმსაც მიაწერენ ხოლმე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

seaside suicide

 

რეალობას რადგან ცდება, სურეალიზმსაც მიაწერენ ხოლმე

მერე ძალიან დიდი შეცდომაა ეგ... სიურეალისტების წარმომადგენლები იყვნენ (მხატვრებზე ვამბობ) სალვადორ დალი, მაგრიტი და კიდევ ერთი იყო სახელს გავიხსენებ და დავპოსტავ...

 

p.s. რეალობას ბევრი რამე სცდება და ყველაფერი თუ სიურეალიზმს მივაწერეთ, კარგად ყოფილა მაშინ ჩვენი საქმე... :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 11 months later...
seaside suicide

მერე ძალიან დიდი შეცდომაა ეგ... სიურეალისტების წარმომადგენლები იყვნენ (მხატვრებზე ვამბობ) სალვადორ დალი, მაგრიტი და კიდევ ერთი იყო სახელს გავიხსენებ და დავპოსტავ...

 

p.s. რეალობას ბევრი რამე სცდება და ყველაფერი თუ სიურეალიზმს მივაწერეთ, კარგად ყოფილა მაშინ ჩვენი საქმე... :sorry:

არ არი დიდი შეცდომა :ravic: საერთოდაც შეცდომა არ არი. :rolleyes: მე მგონი სიურეალიზმისა და სიმბოლიზმის ნაზავია.

 

http://s57.radikal.ru/i155/0907/38/9b0fe4aba7ef.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://i024.radikal.ru/0907/33/aea61d0f8e04.jpg

ძAლიან მომწონს :>

სიურიალიზმი ძAლიან მიყვარს :(

განსაკუთრებით დალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

Private Nodari

"სიურეაიზმი ვერბალურად, წერით თუ ნებისმიერი სხვა სახით გამოხატავს ფიქრის რეალურ ფუნქციონირებას".

იმას, რომ ადამიანები ზოგჯერ ფიქრობენ მაგრამ სექსპირის არ იყოს ყოფნა-არ ყოფნის პონტსია მატი ფიქრებიც.

 

 

სურეალიზმი კიდე როოგრც 1 პოსტსი წერია არის ზერეალობა ანუ ზედმეტად რეალური და ამავედროს სუბიექტურიც

 

 

 

გაიგე რამე? : |

 

მაგრამ

 

სიურეალისტი მწერალი რომელია არ ვიცი... :givi: :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 9 months later...

არ მიყვარს სიურელიზმი... ადრე მიყვარდა ძალიან დალი... ახლა საერთოდ აღარ მიჩნდება მისი დათვალიერების სურვილი... ))

 

ნუ, რა თქმა უნდა, მის გამოფენაზე წავალ... )) არ უნდა გაუშვა ეგეთი შანსი ხელიდან ... )) მერე რა, რომ მისი არც თუ ისე პოპულარული სურათები იქნება... ))

Edited by irusha
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...