Jump to content
Planeta.Ge

ჩვენი ყოფილი თანაფორუმელის "აღსარება"


Recommended Posts

რუსეთში გაქცეული ქართველი ჟურნალისტი ცდილობს საზოგადოებას, მტრის მხარეზე გადასვლის მიზეზები აუხსნას

 

2009 წლის 21 10, ოთხშაბათი - 16:52

ჟურნალისტი ლევან გუდაძე, რომელიც ერთი თვის წინ, საქართველოსთან საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის, რუსეთის, მხარეს გადავიდა და პრაქტიკულად, საქართველოს მტერს, თავშესაფარი სთხოვა (და მიიღო კიდეც) საზოგადოებას ღია წერილს უგზავნის და საკუთარი ქმედების ახსნას ცდილობს. საინფორმაციო სააგენტო ”ფაქტის” რედაქცია არ იზიარებს და არ ეთანხმება გუდაძის მიერ მოყვანილ არცერთ მიზეზს, რის გამოც მან არჩევანი საქართველოს მტრის სასარგებლოდ გააკეთა და შეახსენებს, რომ ხელისუფლების მხრიდან დევნა, საკმარისი საფუძველი არ არის საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლისა. ჩვენთვის გაუგებარია, ხელისუფლებისგან შევიწროვებულმა, რატომ არ მიმართა თავშესაფრის მოთხოვნით გერმანიას, საფრანგეთ ან თუნდაც თურქეთს, სადაც გადასვლა ფორმალური თვალსაზრისით არანაკლებ მარტივია, თუმცა ლევან გუდაძე საქართველოს მტერს, კოკითს მიადგა და სეპარატისტული ცხინვალის გავლით გეზი პირდაპირ მოსკოვისკენ აიღო , მიუხედავად ამისა, გუდაძის მიერ გამოგზავნილ წერილს, რომლის ადრესატიც ”ქართული საზოგადოებაა” უცვლელად განსჯისათვის გთავაზობთ

 

 

 

ღია წერილი ქართულ საზოგადოებას

 

პატივცემულო საზოგადოებავ, 2009 წლის 3 სექტემბერს, მე ჟურნალისტმა, ლევან გუდაძემ ოჯახთან ერთად საქართველოს ტერიტორია დავტოვე და პოლიტიკური თავშესაფრის მონიჭების თხოვნით რუსეთის ფედერაციას მივმართე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებისთანავე მიხეილ სააკაშვილის კრიმინალურმა რეჟიმმა ჩემი პიროვნების დისკრედიტირებისკენ მიმართული P.R.კამპანია დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება.

 

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე თავს ვალდებულად ვთვლი დაინტერესებულ საზოგადოებას თავად მოვახსენო ის, თუ რეალურად რა მიზეზების გამო დავტოვე საქართველო და რა მეთოდების გამოყენებით ცდილობს სააკაშვილის რეჟიმი ჟურნალისტის მიერ ქვეყნის იძულებით დატოვების ფაქტით გამოწვეული ნეგატიური საერთაშრისო გამოხმაურებისა და აქედან გამომავალი შედეგების მინიმიზირებას.

 

უპირველეს ყოვლისა მინდა ავღნიშნო, რომ 2008 წლის 23 აპრილს დავაფუძნე და ვხელმძღვანელობდი საინფორმაციო სააგენტო აი-ტი-ენ ექსკლუზივს. იმ დროისთვის და დღეს ქვეყანაში არსებული საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევისა და კრიმინალური რეჟიმის მიერ "წარმატებული და დემოკრატიული საქართველოს" სახით შექმნილი ვირტუალური რეალობის დემონტაჟის მიზნით, რედაქციის უმთავრეს ამოცანად და პრიორიტეტად ობიექტური ინფორმაციით მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება დაისახა.შედეგმა არ დააყოვნა და უმოკლეს ვადაში საინფორმაციო სააგენტომ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა ქართულ მედიასივრცეში, როგორც პრაქტიკულად ერთადერთმა რეალურად დამოუკიდებელმა რედაქციამ. ვფიქრობ სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ საინფორმაციო სააგენტოსადმი სააკაშვილის რეჟიმის ნეგატიური დამოკიდებულება არაადეკვატურში გადაიზარდა და რედაქციაზე ზეწოლის მიზნით ინტენსიური ხასიათი მიიღო მუქარის წერილებმა და სატელეფონო ზარებმა. სააგენტოს ვებ-გვერდის ბლოკირების მიზნით კი მკვეთრად გაუარესდა ინტერნეტ პროვაიდერის (კავკაზუს ონლაინის) მხრიდან რედაქციის ინტერნეტით უზრუნველყოფის ხარისხი და გახშირდა "ხაკერული" თავდასხმები (ე.წ. დოს შეტევა). საინფორმაციო სააგენტო განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აგვისტოს მოვლენების დროს და მომდევნო პერიოდში აღმოჩნდა, რადგან რედაქციის მიერ საომარი მოქმედებების გაშუქება და საზოგადოებისადმი მიწოდებული ინფორმაციები რადიკალურად განსხვავდებოდა სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდასა და მის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებებით გასული ინფორმაციებისგან. გავიხსენებ რედაქციაზე ზეწოლისა და მუქარის ერთ-ერთ ფაქტს მრავალთაგან, თუმცა ერთობ საგულისხმოს. ვგულისხმობ იმას,რომ საომარი მოქმედებების შედეგად დაჭრილი ჯარისკაცების, კონფლიქტის ზონიდან დევნილი მოსახლეობისა და საკუთარი სხვა საინფორმაციო წყაროების მონაცემებზე დაყრდნობით რედაქციის მიერ ქართული არმიის დანაკარგების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მყისიერი ნეგატიური რეაქცია მოყვა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძემ, მოგვიანებით კი არაერთმა სხვა თანამდებობის პირმა, პირდაპირ სატელევიზიო ეთერში დაადანაშაულა აღნიშნული ინფორმაციის პირველწყარო ანუ საინფორმაციო სააგენტო აი-ტი-ენ ექსკლუზივი ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში და რედაქციასთან მიმართებაში სადამსჯელო სანქციების გატარებით დაიმუქრა. საბოლოო ჯამში კრიმინალურმა რეჟიმმა მუქარა სისრულეში მოიყვანა, თუმცა, როგორც უკვე ავღნიშნე რედაქციისადმი ხელისუფლების არაადეკვატური დამოკიდებულების მიზეზი არა მხოლოდ ქართული არმიის რეალური დანაკარგების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, არამედ მთლიანობაში აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისა და შემდგომი პერიოდის გაშუქება და საზოგადოების წინაშე პირველად დასმული მწვავე კითხვები გახდა.

 

შეგახსენებთ რომ 2008 წლის 8,9,10 აგვისტოს ანუ მაშინ, როცა პრაქტიკულად ყველა ქართული მედია საშუალება დაჟინებით იმეორებდა სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის პროპაგანდას თითქოს საქართველოს შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ სამხრეთ ოსეთის ყველა დასახლებულ პუნქტს გარდა ჯავისა, ერთადერთი რედაქცია, რომელიც საზოგადოებას 24 საათიან რეჟიმში აწვდიდა რეალურ ინფორმაციას კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გახლდათ აი-ტი-ენ ექსკლუზივი. მინდა გითხრათ რომ ამაყი ვარ რედქციის ჟურნალისტური კოლექტივის მიერ აგვისტოს კრიტიკულ დღეებში გაწეული საქმიანობის ხარისხით, რადგან ჩემს ხელთ არსებული მონაცემების თანახმად აი-ტი-ენ ექსკლუზივის ინფორმაციებზე დაყრდნობით სულ ცოტა ათეულობით მშვიდობიანმა მოქალაქემ დროულად დატოვა სამხრეთ ოსეთის, გორის რაიონისა და ქალაქ გორის ტერიტორია და ვინ იცის ამით სიცოცხლე შეინარჩუნა.

 

აი-ტი-ენ ექსკლუზივი გახლდათ რედქცია, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის ოპერაციისა და ამ ოპერაციაში თავდაცვის სამინისტროს შენაერთების მონაწილეობის კანონიერება.

 

აი-ტი-ენ ექსკლუზივი გახლდათ ის რედაქცია, რომელმაც ქართული არმიის მიერ ქალაქ ცხინვალის საარტილერიო დაბომბვის ფაქტი და რეგიონში დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალებზე თავდასხმა სამხედრო დანაშაულთან დააკავშირა.

 

სწორედ აი-ტი-ენ ექსკლუზივმა დასვა პირველმა კითხვა იყო თუ არა მიხეილ სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონის წინააღმდეგ დაწყებული საომარი მოქმედებები და ქალაქ ცხინვალის მასირებული საარტილერიო დაბომბვა ოსი ხალხის გენოციდის მცდელობა და 90 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ოსი ეროვნების მოქალაქეებთან მიმართებაში განხორციელებული ეთნოწმენდის გაგრძელება.

 

მიუხედავად რეჟიმის მიერ განხორციელბული ზეწოლისა სწორედ აი-ტი-ენ ექსკლუზივის მეშვეობით იღებდა დაინტერესებული საზოგადოება ობიექტურ ინფორმაციას ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მიმდინარე პროცესების შესახებ და მით უფრო სამწუხაროა რომ არსებობისთვისა და მოსახლეობის ინფორმირებისთვის პრაქტიკულად 1 წლიანი ბრძოლის შემდეგ საინფორმაციო სააგენტომ 2009 წლის 25 ივნისს ფუნქციონირება შეწყვიტა.

 

რედაქციის იძულებითი დახურვის მიუხედავად არ შემწყდარა პირადად ჩემზე ზეწოლის ფაქტები, რაც როგორც ჩანს იმით იყო განპირობებული, რომ პუბლიცისტური საქმიანობა არ შემიწყვეტია და საკუთარ ხედვას საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე სხვადასხვა ინტერნეტ რესურსებზე ვაქვეყნებდი. შედეგად მუქარის წერილები და სატელეფონო ზარები ოჯახის წევრების მიმართაც დაიწყო, რაც სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის შინაარსისა და რაობიდან გამომდინარე სხვა გზას არ მიტოვებდა თუ არა საქართველოს დაუყოვნებლივ დატოვებას.

 

ასეც მოხდა და დღეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ვიმყოფები. თავად განსაზღვრეთ სწორი იყო თუ არა ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადადგმული ეს ნაბიჯი, თუმცა, როგორც მოქალაქე და როგორც ჟურნალისტი ვაცნობიერებ რა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ანტისახელმწიფოებრივ შინაარს, თავს ვალდებულად ვთვლი გავაგრძელო და ბოლომდე მივიყვანო დაწყებული საქმე და ჩემი წვლილი შევიტანო საქართველოში არსებული კრიმინალური-ტოტალიტარული რეჟიმისა და კორუმპირებული პოლიტიკური სისტემის დემონტაჟში.

 

 

 

ლევან გაუდაძე აპროტესტებს მის მიმართ მოღალატისა და სამშობლოს გამყიდველის სტატუსის მინიჭებას, თუმცა ამავე წერილის დასასრულს, თავადვე ადასტურებს, რომ ყველა ”წოდება” რომელიც მას საქართველოს მტრის მხარეზე გადასვლის გამო მიენიჭა, არათუ საფუძვლიანი, არამედ მოკრძალებულიც არის, და სიტყვა სიტყვით იმეორებს რუსეთის ყველაზე რეაქციული და საქართველოსადმი აგრესიულად განწყობილი ნაწილის ბრალდებებს, ჩდილოეთ კავკასიაში მოქმედი ბანდფორმირებებთან აქტიურად თანამშრომლობის შესახებ. როგორც ჩანს რუსეთში თავშესაფრის და საარსებო წყაროს მიღება არცთუ ისე ”იაფი” ღირს და მსგავსი წერილების ინფორმაციის გავრცელება საზღაურის ნაირსახეობაა.

 

 

 

 

"აღნიშნულიდან გამომდინარე ვსარგებლობ შემთხვევით და მოგაწვდით ინფორმაციას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს სააკაშვილის რეჟიმის ანტისახელმწიფოებრივ და კრიმინალურ შინაარსს. კონკრეტულად კი მოგახსენებთ, რომ ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად სააკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფი სპეც სამსახურები, კუდ-ი (შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი) და სოდ-ი (შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი) აქტიურად თანამშრომლობენ ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე იატაკქვეშეთში მოქმედ ტერორისტულ ბანდ ფორმირებებთან. აღნიშნული დაჯგუფებები სააკაშვილის სპეც-სამსახურების ხაზით იღებენ დახმარებას ლოგისტიკის, სპეც-აღჭურვილობისა და ცოცხალი ძალის სახით. გარდა ამისა, ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერისა და რეგიონში ვითარების უკიდურესი ესკალაციის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე სპეც-სამსახურების ხაზით შექმნილია კერძო კომპანიების საფარქვეშ მოქმედი ბანაკების ქსელი, სადაც რუსეთის ფედერაციისა და სხვა ქვეყნების რადიკალურად განწყობილი მოქალაქეები სპეციალურ მომზადებას გადიან დივერსიულ საქმიანობაში, შემდგომში მათი რუსეთის და სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე გადასრილის მიზნით.

 

 

 

აგრეთვე აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ბაზაზე გასაიდუმლოებულ ვითარებაში იქმნება უკანონო შეიარაღებული ფორმირებები, რომელთა ამოცანას არაღიარებული რესპუბლიკების ტერიტორიაზე დივერსიული და პარტიზანული მოქმედებების წარმოება წარმოადგენს.”

 

 

 

 

 

წერილის ფინალს, ღია ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებების გამო აღარ ვაქვეყნებთ, გუდაძე ამას რათქმაუნდა ”სააკაშვილის მედიის” სინდრომით ახსნის, მაგრამ ”რატომღაც” მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუცია და სახელმწიფოს ინტერესები, თუნდაც მას მიუღებელი ხელისუფლება მართავდეს, გუდაძის შეხედულებეზე მაღლა დგას, რაც შეეხება მის მეორე წერილს, რომელიც საქართველოს საინფომაციო საშუალებებს ეძღვნება, და ამტკიცებს რომ საქართველოში თავისუფალი მედია არ არსებობს და ერთ გამონაკლისსაც კი არ უშვებს, უახლოეს პერიოდში აუცილებლად შემოგთავაზებთ. (”ფაქტის” რედაქცია )

 

http://www.fact.ge/news.aspx?i=10a559b4-a4...99-9bc2b55694f2

 

 

ლიცემერი: ეჰ, ჩემო ლევან, არის სიმართლე, რომელიც სინდისითაა ნაკარნახევი და არის სიმართლე, რომელიც სინდისის მონაწილეობის გარეშეა შეკოწიწებული. შენი "სიმართლე" სინდისის გარეშეა შეკოწიწებული. მაგრამ შენი უბედურება არის ის , რომ სინდისი კი არ მიგაჩნია მთავარ მსაჯულად, არამედ დედა ##### რუსები

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 39
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

"აგრეთვე აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ბაზაზე გასაიდუმლოებულ ვითარებაში იქმნება უკანონო შეიარაღებული ფორმირებები, რომელთა ამოცანას არაღიარებული რესპუბლიკების ტერიტორიაზე დივერსიული და პარტიზანული მოქმედებების წარმოება წარმოადგენს.”

 

ამ სიტყვების შემდეგ ეს კაცი ჩემთვის მოკვდა.

სტალინი ქართველი იყო? არა ბატანოჩემო არასოდეს არ ყოფილა ქართველი არც სტალიი და არც ორჯონიკიძე.

 

იგივე კითხვა დაუსვი შენს თავს ლევან და პასუხს მიიღებ.

 

პ.ს. სააკაშვილს მეც ვებრძვი და გუდაძეზე მინიმუ 10 ჯერ ბევრს და მეტი დარტყმა მიმიყენებია სააკაშვილის რეჟიმისადმი, მაგრამ არა საქართველოს ხარჯზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

10 ჯერ ბევრს და მეტი დარტყმა მიმიყენებია სააკაშვილის რეჟიმისადმი, მაგრამ არა საქართველოს ხარჯზე.

babuagiorgi :maladec:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სხვის მიერ საკუთარი ოჯახის გადასარჩენათ გადადგმული ნაბიჯის კომენტირება არ შემიძლია.არ ვიცი სინამდვილეში რა ხდებოდა, მაგრამ ის რასაც ბოლოსკენ სწერს,არავითარ ნორმებში არ ეტევა.

 

მოღალატის იარლიყის აწებება კაცზე არ მიყვარს და არცა მაქვს უფლება.ეს სასამართლოს კომპეტენციაა.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოღალატის იარლიყის აწებება კაცზე არ მიყვარს და არცა მაქვს უფლება.ეს სასამართლოს კომპეტენციაა.

არა მარტო სასამართლო ჩემო დიტო, არამედ ხალხი, სინდისი და ისტორიაც მსაჯულია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სინდისი

 

 

ესაა მხოლოდ კაცის საზომი ჩემთვის.თუ ეს გაქვს,არაკაცურს არასოდეს ჩაიდენ კაცი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიხეილ სააკაშვილის კრიმინალურმა რეჟიმმა ჩემი პიროვნების დისკრედიტირებისკენ მიმართული P.R.კამპანია დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება.

რაღაც ნამეტანი დიდი წარმოდგენა ქონია საკუთარ თავზე

 

"აღნიშნულიდან გამომდინარე ვსარგებლობ შემთხვევით და მოგაწვდით ინფორმაციას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს სააკაშვილის რეჟიმის ანტისახელმწიფოებრივ და კრიმინალურ შინაარსს. კონკრეტულად კი მოგახსენებთ, რომ ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად სააკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფი სპეც სამსახურები, კუდ-ი (შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი) და სოდ-ი (შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი) აქტიურად თანამშრომლობენ ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე იატაკქვეშეთში მოქმედ ტერორისტულ ბანდ ფორმირებებთან. აღნიშნული დაჯგუფებები სააკაშვილის სპეც-სამსახურების ხაზით იღებენ დახმარებას ლოგისტიკის, სპეც-აღჭურვილობისა და ცოცხალი ძალის სახით. გარდა ამისა, ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერისა და რეგიონში ვითარების უკიდურესი ესკალაციის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე სპეც-სამსახურების ხაზით შექმნილია კერძო კომპანიების საფარქვეშ მოქმედი ბანაკების ქსელი, სადაც რუსეთის ფედერაციისა და სხვა ქვეყნების რადიკალურად განწყობილი მოქალაქეები სპეციალურ მომზადებას გადიან დივერსიულ საქმიანობაში, შემდგომში მათი რუსეთის და სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე გადასრილის მიზნით.

რუსეთის პასპორტი ჯოჯოხეთს ანათებს არა?

ამას რომ ლაპარაკობს საიდან იცის ერთი?

 

ფუ ამის გაყიდული....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესაა მხოლოდ კაცის საზომი ჩემთვის.თუ ეს გაქვს,არაკაცურს არასოდეს ჩაიდენ კაცი.

ჰოოოდა მეც მანდ ვარ, ეს მასტი უსინდისო და შესაბამისად არაკაცია

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ეს მასტი უსინდისოა

ეგ მასტი რაც არის აქ რომ სრულად აღვწეროთ, ყველამ ბანი უნდა დავიდოთ :D

 

lasha1997

მოღალატის იარლიყის აწებება კაცზე არ მიყვარს და არცა მაქვს უფლება.ეს სასამართლოს კომპეტენციაა.

სასამართლოს არც შადიმანა გაუსამართლებია :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სასამართლოს არც შადიმანა გაუსამართლებია

 

 

საქართველოს სასამართლოს არ ვსთვლი სასამართლოთ.რასაც ეტყვიან იმ დასკვნას დადებენ.

 

მე შეიძლება რაღაც წარმოდგენა შემექმნა ამ სიტუაციაზე,მაგრამ ჯერ არ ვიტყვი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე შეიძლება რაღაც წარმოდგენა შემექმნა ამ სიტუაციაზე
მაგრამ ჯერ არ ვიტყვი.

lasha1997

რატომ არ იტყვი?

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ არ იტყვი?

 

 

რა მეჩქარება? სიტვას რომ ამოუშვებ კაცი პირიდან,ან კაცად დაგტოვებს ის სტყვა, ან ტრაკად. :D

 

 

ვიტყვი,როცა საჭირო იქნება.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი..... კაი რაა კაიი მართლა. წავიდა წავიდა... ვის უნდა ახლა ეს ფასონი კორესპონდენციები!?

 

სააკაშვილის დამქაშები რასაც წარმოადგენენ ვიცი და არ გამოვრიცხავ რომ მათ პრიმიტივ გონებას მისი შევიწროვება მიზანშეწონილად ჩაეთვალათ... მაგრამ.....

 

რას მახვევთ ახლა ამ ალტერნატიულ რეალობას თავზე...?!

ვინ ჟურნალისტი გუდაძე, რა აი ტი ენ ექსკლუზივი და რა საზოგადოებაზე მიმართვები?!

იყო ფორუმელი, ჰქონდა ვებ-გვერდი და აქვეყნებდა უცნაურ პოსტებს.

 

ამოვიდა ყელში ეს შექსპირიანული პათოსის ინდური კინოები რაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა მაინტერესებს იცით? სამივე ფორუმზე გადავხედე ამ ტიპზე თემას-არსებობს ვაფშე ? რამე პრიკოლია ტუ რაზე ბაზრობთ გადავირიე? ვინ დევნიდა რას დევნიდა? რას წარმოადგენს -ბაფთიანი კიტრია? აგერ ებრალიძის ხალხს არ დევნიან( შარშანდლიდან მოყოლებული რეები იწერებოდა იმათ ფორუმზე), რადიკალურ ოპოზიციას არ დევნიან და ამას ეგეთი რა უქნეს რომ ესე "მოხია" და ეხლა იქიდან კაჩაობს?

ზედმეტი პატივი და ყურადღება ხომ არაა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი..... კაი რაა კაიი მართლა. წავიდა წავიდა... ვის უნდა ახლა ეს ფასონი კორესპონდენციები!?

 

 

მართალი ხარ და მითუმეტეს იმას მაგარი ჰკიდია ვინ რა შეფასებას მისცემს ამ საქციელს.

 

 

წინადადებით შემოვდივარ, გააქროთ ეს თემა. :D

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...