ლ ი ც ი Posted October 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2009 (edited) საქართველოს საპატრიარქომ საგანგებო განცხადება გაავრცელა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის წინააღმდეგ ინტერნეტით გავრცელებული შეურაცხმყოფელი ვიდეორგოლების გამო საპატრიარქომ საგანგებო განცხადება გააკეთა. ბრიფინგი საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მამა დავით შარაშენიძემ გამართა.“ქრისტიანობა ქართული სახელმწიფოსთვის გამაერთიანებელ ძალას და იდეოლოგიურ საყრდენს წარმოადგენს და ამიტომ მას ებრძვიან. პატრიარქის და ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებული ინფორმაციული კამპანია მიზნად ისახავს ეკლესიისადმი უნდობლობის დანერგვას, რათა შემდეგ ადვილად მოშალონ ქართული სახელმწიფოს საფუძვლები, ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები და საქართველოს მომავალი ქართული ტრადიციებისთვის უცხო და მიუღწეველ წესებზე დაამყარონ”, - ნათქვამია განცხადებაში.განცხადების მიხედვით, საქართველოს ეკლესიის მრევლი, საერთოდ ხალხი აღშფოთებულია საკუთარი ღირსებისა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო და პასუხს ითხოვენ. ეკლესია მოუწოდებს მათ, გააძლიერონ ლოცვა და შეინარჩუნონ სიმშვიდე.საპატრიარქო აცხადებს, რომ სასულიერო პირების ჩართვა დისკუსიებსა და პოლემიკაში არის მტრული ძალების მიერ დაგეგმილი პროვოკაციის ნაწილი და ამას საზოგადოება არ უნდა აყვეს.განცხადების მიხედვით, საპატრიარქო მიმართავს საზოგადოებრივ მაუწყებელს ინიციატივით, რომ საპატრიარქოს მიერ შეთავაზებულ საზოგადოების წარმომადგენლებს პირდაპირ ეთერში მისცენ საშუალება, პასუხი გასცენ ბოროტ განზრახვას და ქმედებებს.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 “ქრისტიანობა ქართული სახელმწიფოსთვის გამაერთიანებელ ძალას და იდეოლოგიურ საყრდენს წარმოადგენს და ამიტომ მას ებრძვიან. პატრიარქის და ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებული ინფორმაციული კამპანია მიზნად ისახავს ეკლესიისადმი უნდობლობის დანერგვას, რათა შემდეგ ადვილად მოშალონ ქართული სახელმწიფოს საფუძვლები" ლიცემერი: მეტსაც ვიტყვი, ქართული სახელმწიფო, თავის შინაარსით, ღირებულებათა სისტემით, საერთოდ ვერ აშენდება თუ მას მართლმადიდებლობა არ დაედო საფუძვლად. "ქართულმა იდეამ რომ ხორცი შეისხას სდა განვითარდეს, საჭიროა ქართული ეკლესიის გარშემო გაერთიანდეს სახელმწიფოს და საზოგადოების ძალისხმევა-ბრძანა პატრიარქმა. ასეა ეს და ამიტომ, ჩემი აზრით, ეკლესია უნდა იყოს ცენტრი, ეკლესია უნდა იყოს ორიენტირთა მთავარი განმსაზღვრელი, ხელისუფალთა და მოქალაქეთა ცხოვრების საერთო წესის დამდგენი ჰეი, არ შემჭამოთ :siriko: გააჩერეთ პლანეტა, უნდა ჩავიდე! : Edited October 21, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2009 (edited) ლ ი ც ი ლიცემერი: მეტსაც ვიტყვი, ქართული სახელმწიფო, თავის შინაარსით, ღირებულებათა სისტემით, საერთოდ ვერ აშენდება თუ მას მართლმადიდებლობა არ დაედო საფუძვლად.მართლმადიდებლობა უდევს უკვე 20 წელია და როგორაც შენდება ვიცით. მართლმადიდებლობა კი არა კანონის უზენაესობა, საკუთრების ხელშეუხებლობა და რწმენის თავისუფლება უნდა დაედოს. ამ შემთხვევაში შეიძლება აშენდეს რამე. Edited October 21, 2009 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted October 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2009 ქრისტიანობა ქართული სახელმწიფოსთვის გამაერთიანებელ ძალას და იდეოლოგიურ საყრდენს წარმოადგენსეს ცოტა თეოკრატიული წარმოდგენებია სახელმწიფოზე... ამიტომ მას ებრძვიან.ვითომ ებრძვიან... რათა შემდეგ ადვილად მოშალონ ქართული სახელმწიფოს საფუძვლებიისევ თეოკრატია. ქართული სახელმწიფოებრიობის დასაყრდენი კონსტიტუციაა და არა რელიგია.. ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებებირომელი ღირებულებები?საქართველოს მომავალი ქართული ტრადიციებისთვის უცხო და მიუღწეველ წესებზე დაამყარონტრომელ ტრადიციებზეა საუბარი? და ისე ყველაფერი იცვლება, ტრადიცია არ არის თვითმიზანი.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 21, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2009 მართლმადიდებლობა კი არა კანონის უზენაესობა, საკუთრების ხელშეუხებლობა და რწმენის თავისუფლება უნდა დაედოს.+სამშობლოს წინაშე საერთო პასუსისმგებლობის გრძნობა დავკარგეთ ჩემო სატურნ, გრძნობა , რომელიც ეგოიზმა შეცვალა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted October 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2009 ლიცემერი: მეტსაც ვიტყვი, ქართული სახელმწიფო, თავის შინაარსით, ღირებულებათა სისტემით, საერთოდ ვერ აშენდება თუ მას მართლმადიდებლობა არ დაედო საფუძვლად.საიდან ესეთი დასკვნები? მსგავსი რელიგიური პრინციპები აიღეს ირანმაც და რა მიიღეს ყველამ ვნახეთ.. როდის იქნება რომ საერო და სასულიერო ხელისუფლებები საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ გაემიჯნებიან ერთმანეთს..გწამს წადი და ილოცე, მარა პოლიტიკაში რომ მოდიხარ, რა მაშინ გინდება რელიგიაზე საუბარი (პოლიტიკოსებს ვგულისხმობ)ხარ სასულიერო პირი, მიდი შენს სულიერ მისიას მიხედე და არ შეეხო ისეთ ბინძურ საქმიანობას როგორიცაა პოლიტიკა. რელიგია არის ინდივიდის რწმენა და ვერ მოთხოვთ ყველას იცხოვროს რომელიმე რწმენის მიხედვით... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 21, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2009 ციტატა(Saturn @ 21st October 2009 - 05:08 PM) მართლმადიდებლობა კი არა კანონის უზენაესობა, საკუთრების ხელშეუხებლობა და რწმენის თავისუფლება უნდა დაედოს.საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, თავის ხელისუფლებიან ოპოზიციიანად (უმრავლესობა) მართლმადიდებელია და ისინი მართლა რომ მოქმედებდნენ ქრისტიანული ღირებულებებით, მაშინ ბევრი პრობლემატური საკითხი, თავიშტავად მოიხსნებოდა დღის წესრიგიდან, რადგან ამ საკითხებზე მართლმადიდებლობას გააჩნია ზუსტად ჩამოყალიბებული ფორმულირებები, რომლებიც, წესით და რიგით, საერთო უნდა იყოს მართლმადიდებელი ხელისუფლებისათვის და მართლმადიდებელი ოპოზიციონერებისათვის...Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted October 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2009 (edited) საქართველოში ყოველთვის ერეოდნენ ეკლესიის მსახურნი პოლიტიკაში.. და კიდევ ჩაერევიან////// ერევიან და რა ვქნათ..... დემოკრატ..ი..ააა Edited October 21, 2009 by machkatela Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted October 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2009 საქართველოში ყოველთვის ერეოდნენ ეკლესიის მსახურნი პოლიტიკაში.. და კიდევ ჩაერევიან////// ერევიან და რა ვქნათ.....არ იყო მასე... რომელ ყოველთვის აბა დამისახელე დემოკრატ..ი..აააარა, ეს არის თეოკრატ..ი..ააა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2009 ლ ი ც ი მართლა რომ მოქმედებდნენ ქრისტიანული ღირებულებებით, მაშინ ბევრი პრობლემატური საკითხი, თავიშტავად მოიხსნებოდა დღის წესრიგიდან, რადგან ამ საკითხებზე მართლმადიდებლობას გააჩნია ზუსტად ჩამოყალიბებული ფორმულირებებიფორმულირებები და თეორია ყველა რელიგიას კარგი აქვს, პრაქტიკაში მოიკოჭლებენ ცოტა :siriko: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted October 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2009 ამ განცხადებების გაშანშალებას და ინციდენტის ექშენრეჟიმში გადაყვანას საპატრიარქოს ურჩევნია მოყუჩდეს და ლოცვით-თავისი პირდაპირი ფუნქციური დანიშნულებით დაკავდეს-პოლიტიკაში რომ ერევა და ხან გრეჩიხა ჭამეთო, ხან ახალაია კაი კაცია /ნაკურთხიაო-ხომ მიიღეს? ხოდა ეგრე! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted October 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2009 აი ფორუმელ ციკლონის ნააზრევი ფორუმ.გე-დან რომელსაც ბევრ რამეში ვეთანხმები.. Zyklonარცერთი არაა ქრისტიანი, ვინც ამ ვიდეოზე იგინება და იწყევლება. მაგ ადამიანებს ქრისტიანობა და რწმენა თავიანთი აგრესიის და ბოროტების დასაფარავ ნიღბად სჭირდებათ. არც პატრიარქის შეურაცხმყოფელია ეგ ვიდეო და არც არავისი, ვისზეც არ უნდა გაკეთდეს მსგავსი რამ.მითუმეტეს რიგითი მორწმუნის მხრიდან სულში ჩაფურთხებად არ უნდა აღიქმებოდეს, როცა გააზრებულ რწმენასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ჩვენში მორწმუნეობად კერპთაყვანისმცელობას, ფანატიზმს და სიბნელეს თვლიან და შესაბამისად რეაქციებიც ველური დაიდო. ამაშიც ისევე, როგორც სხვა ყველაფერში. თავად პატრიარქი უნდა გამოსულიყო მაგ აჟიოტაჟზე და სიმშვიდისა და მიმტევებლობისაკენ მოეწოდებინა ხალხისთვის და აეხსნა, რომ არაფერი საშინელი, შეურაცხმყოფელი და ასე შემდეგ, ამ ვიდეოში არ არის.საპატრიარქომ კი რაღაც "მართლმადიდებლობას ებრძვიან" შინაარსის მიმართვა დადო და პირდაპირ უთხრა საზოგადოებას რო მიდით ბიჭებო, დაცხეთ მაგენს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2009 ლ ი ც ი მართლმადიდებლობა უდევს უკვე 20 წელია და როგორაც შენდება ვიცით. მართლმადიდებლობა კი არა კანონის უზენაესობა, საკუთრების ხელშეუხებლობა და რწმენის თავისუფლება უნდა დაედოს. ამ შემთხვევაში შეიძლება აშენდეს რამე. ხო რა იპოლიტე ჭიპუტიამ შემოგინახა აქამდე საქართველო. ამდენი ჩათლახების ხელში კიდევ მაგრად გავძელით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted October 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2009 თავად პატრიარქი უნდა გამოსულიყო მაგ აჟიოტაჟზე და სიმშვიდისა და მიმტევებლობისაკენ მოეწოდებინა ხალხისთვის და აეხსნა, რომ არაფერი საშინელი, შეურაცხმყოფელი და ასე შემდეგ, ამ ვიდეოში არ არის.ამაში ვერ დავეთანხმები-იგნორირება უნდა მომხდარიყოსაპატრიარქომ კი რაღაც "მართლმადიდებლობას ებრძვიან" შინაარსის მიმართვა დადო და პირდაპირ უთხრა საზოგადოებას რო მიდით ბიჭებო, დაცხეთ მაგენს.ამაში ვეთანხმები-ამ ბოლო დროს საპატრიარქო პასტაიანნა ნე ტუდა ურტყამს:siriko: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 21, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2009 ფორმულირებები და თეორია ყველა რელიგიას კარგი აქვს, პრაქტიკაში მოიკოჭლებენ ცოტაპრაქტიკაში ყველა მოვიკოჭლებთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted October 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2009 პრაქტიკაში ყველა მოვიკოჭლებთამითომ თეორიებიც უნდა იყოს რეალობასთან ახლოს მდაგარი.. ეს თეორიები კი რეალობისგან შორს დგას... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.