newstudio Posted October 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2009 რადიო ``კომერსანტი,`` FM 95,5 საბავშვო ქალაქ "მზიურში" ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა უკანონოა. ამ განცხადებას „ალიანსი–საქართველოსთვის“ ლიდერი ირაკლი ალასანია აკეთებს, რომელმაც მშენებლობა დღეს პირადად დაათვალიერა. ალასანიას თქმით, სურდა, ენახა, თუ როგორ ხორციელდება არარსებული გეგმა, როგორ მიმდინაორებს სამუშაოები და დარწმუნებულიყო, რამდენად შეიძლება ზიანი მოუტანოს მშენებლობამ დედაქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას. ალასანიას ინფორმაციით, დედაქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაში აღნიშნული გზის მშენებლობა საერთოდ არ შედის და, პრაქტიკულად, პროექტი უკვე უკანონოა. “ვეთანხმებით იმ აზრს, რომ დედაქალაქში მოძრაობის განტვირთვისთვის უნდა ჩატარდეს მრავალი ღონისძიება, თუმცა ნებისმიერი გადაწყვეტილება, მითუმეტეს ასეთი მასშტაბური მშენებლობა, უნდა იყოს დამყარებული წინასწარ კვლევებზე. როგორც ვხედავთ და აშკარად ჩანს, ხეობა ამ შემთხვევაში ნადგურდება"-აცხადებს ალასანია. მისი თქმით, ეცდებიან მოიპოვონ გზის მშენებლობის პროექტი და შესაძლოა, დედაქალაქის ხელმძღვანელობას არც კი მისცენ მისი განხორციელების უფლება http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...=12357&ct=6 პ.ს. ეს ოხერი, ახალი გზა და თბილისის განტვირთვა რომ აუცილებელია, ვინ დაობს, მაგრამ გააკეთე რა ეს ნორმალურად, დადევი პროექტი, იყოს სჯა-ბაასი, გაიზიარე სამართლიანი შენიშვნები და მერე ვინც ამის წინააღმდეგ წავა, მართლა მარგინალი იქნება. რატომ აკეთებენ ყველაფერს უკუღმა ესენი?! ოპოზიციასაც სალაპარაკოს აძლევენ (მზიურს ანადგურებენ და რამე)....მაზოხისტები არიან?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted October 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2009 newstudio რატომ აკეთებენ ყველაფერს უკუღმა ესენი?! წაღმა რას აკეთებენ რო?ისე მე თუ სწორედ მახსოვს,ეს საკითხი საკრებულოს სხდომაზე გატანილი იყო და რაღაც დადგენილება მიიღეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2009 newstudio გზა რომელიც უპროექტოდ შენდებასათაური არ შეესაბამება შინაარსს. მე ჩავასწორო თუ თავად ჩაასწორებ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 21, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2009 Saturn სათაური არ შეესაბამება შინაარსს. მე ჩავასწორო თუ თავად ჩაასწორებ?აბა პროექტი? ჩაასწორე თუ გინდა... მარა რას ერჩი?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2009 აქედან:მისი თქმით, ეცდებიან მოიპოვონ გზის მშენებლობის პროექტიშენ აკეთებ დასკვნას რომ პროექტი არ არსებობს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 21, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2009 Saturn შენ აკეთებ დასკვნას რომ პროექტი არ არსებობს?პროექტი რომელიც საზოგადოებისთვის უცნობია...აბა სხვა რა უნდა ვიფიქრო?!~ :siriko: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2009 newstudio პროექტი რომელიც საზოგადოებისთვის უცნობია...აბა სხვა რა უნდა ვიფიქრო?!~ანუ რაც შენთვის უცნობია სამყაროში ე.ი. არ არსებობს? :siriko: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 21, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2009 Saturn ანუ რაც შენთვის უცნობია სამყაროში ე.ი. არ არსებობს?სადაც ერორის შენობას არემონტებდნენ უპროექტოდ, იქ მაგისტრალიც უპროექტოდ გააკეთონ, გაგიკვირდება? სადაა პროექტი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted October 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2009 დღისით ვნახე ეს პოსტი, ვარაზისხევში გავაჩერე და ზოოპარკის უკან უნივერსიტეტის ხევში, მზიურიში გაგანია მუშაობა მიდის. პროექტის ნებართვა არ ვიცი-შემი კონტაქტი მერიაში რამდენიმე დღე არ იქნება ქალაქში, მარა ტემპი არის "აწყვეტილი" ყველა ვარიანტში მერის არჩევნებს უნდა მიაბრჯინონ დამთავრება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 25, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 25, 2009 maliari მარა ტემპი არის "აწყვეტილი" ყველა ვარიანტში მერის არჩევნებს უნდა მიაბრჯინონ დამთავრებამოჩქარეს მოუგვიანდესო...მზიურის მიმდებარე მოსახლეობას გადაიკიდებენ..."მწვანეებს" გადაიკიდებენ და რაც მთავარია თბილისში არ არის ისეთი საშინელი საცობები, რომ მწვანე ზოლის განადგურება იყოს საჭირო! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted October 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 25, 2009 მდინარე ვერით ნიავდება ვაკე და საბურთალოს ნაწილი, ეხლა იმხელა სახლები წამოჭიმეს ხეობაში ჰაერი აღარ მოძრაობს, და ეს მაგისტრალია Yუ რაღაც ჯანდაბა სად და როგორ გაივლის? ხიდები უნდა გადაადონ სახლებს თავზე , თუ რა? ხილიანიც ძალიან ვიწრო ქუჩაა - რას აპირებენ, ზოოპარკს და მზიურს მიყვება ეს გზა? სად დევს ეს პროექტი?არ შეჭამეს გული ამ მანქანებით, ტროტუარზე პარკინგია ფეხს ვეღარ გადადგამს ადამიანი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 kisa არ შეჭამეს გული ამ მანქანებით,ვააახ-ქალბატონო მანქანებით გულს ვერავინ შეჭამდა 21 საუკუნეში-შეჭამეს გული არასწორი ადმინისტრირებით და მეურნე რომ არ ყავს ქალაქს-იმის მაგივრად შადრევნებში და უამრავ სავაჭრო თოჩკებში აბანდონ ფული -აეშენებინათ ავტოსადგომები! +მოუწყობელია სვეტაფორების რიტმიკა,+უკულტურობა და სიზარმაცე-ცენტრი ევროპაში სადაც არ ვიყავი ყევლგან უმანქანოა და შემოვლით ქუჩებზეა მოძრაობა-მოკლედ ქალაქი სამაწიოკზეა მიშვებული და თქვენ როგორც ვატყობ მანქანას არ ფლობთ-წინააღმდეგ შემთხვევაში უცნაურია ესოდენ ადექვატურ-განსწავლული იუზერის ესოდენ არაობიექტური განაცხადი :2kiss: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nostradamusi Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 არ შეჭამეს გული ამ მანქანებით, ტროტუარზე პარკინგია ფეხს ვეღარ გადადგამს ადამიანი! ეს მიკვირს მეც. ერთი მანქანა არ მინახავს ჭავჭავაძეზე ტროტუარზე გაჩერებული, რომ მერე ევაკუატორს გადაეყვანოს სითი პარკის საჯარიმოზე. არადა ტროტუარები ისეა ჩახერგილი რომ ვერ გაივლი ნორმალურად. ვაკის პარკთან პირდაპირ ტროტუარზე მოაწყეს პარკინგი და ..... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 პროექტი თუ ჩვენთვის უცნობია ეგ არ ნიშნავს რომ არ არსებოს.. უფრო ის მაინტერესებს რატომ არაა ჩვენთვის პროექტი ცნობილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 maliari და თქვენ როგორც ვატყობ მანქანას არ ფლობთრა მნიშვნელობა აქ მანქანის ფლობას ურბანული დაგეგმარების და განვითარების პრობლემასთან? ის რომ სავალი გზა მანქანებისთვის არის და ტროტუარი ადამიანებისთვის ყველამ იცის ფეხით გაგივლიათ ვაკის პარკიდან არაყიშვილის კუთხემდე? ბავშვი არ გაგიყვანიათ გარედ? უსაფრთხოა ფეხით მოსიარულისთვის ტროტუარზე სიარული და გზაზე გადასვლას ხომ აღარც ვგულისხმობ?ძალიან უცბაურად მოგეჩვენნებათ ალბად მაგრამ მე თბილისში ყველა გადასასვლელი ვიცი ზეპირად იმიტომ რომ არ გადავდივარ უადგილო ადგილას - ბავშვობიდან ვარ ამას მიჩვეული და შეიძლება ითქვას ერთგვარი კომპლექსიც მაქ, მეშინია მანქანის.nostradamusi არადა ტროტუარები ისეა ჩახერგილი რომ ვერ გაივლი ნორმალურად. ვაკის პარკთან პირდაპირ ტროტუარზე მოაწყეს პარკინგი და .....სწორედ ამას ვგულისხმობ - "ქართუბანკის" შენობის მოპირდაპირე მხარეს იძულებულები ვართ მანქანის სავალ გზაზე ვიაროთ, ისეა ჩახერგილი და ეს მაშინ როდესაც მანდ მიწიქვეშა სადგომი არსებობს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.