Jump to content
Planeta.Ge

"ლაპარაკის დრო დამთავრდა"


Recommended Posts

"სააკაშვილი გამიჯნულია ქვეყნისაგან"

 

"სასწრაფოდ უნდა მოხდეს დიპლომატიური კორპუსისა და მედიის პანკისის ხეობაში ჩაყვანა"

 

ირაკლი ალასანიას ოპოზიციურ ფლანგზე გამოჩენას ოპოზიციონერი კოლეგები აღტაცებით არ შეხვედრიან. "ალიანსი საქართველოსათვის" ლიდერის საპრეზიდენტო, შემდეგ კი მერობის კანდიდატად დასახელებამ ყველას დაანახვა, რომ ოპოზიციურ მინდორზე არცთუ მოკრძალებული მოთამაშე და რეალური კონკურენტი გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი შეხედულებები ზოგჯერ ოპოზიციონერი კოლეგებისაგან დიამეტრულად განსხვავებულია, მოხდა უცნაურობა, - პოლიტიკური ლიდერების უმეტესობა თბილისის მერად მისი კანდიდატურის დასახელებას მხარს უჭერს. ოპოზიციის ბოლო თავყრილობაზე ირაკლი ალასანია თავისი გეგმით წარდგა.

ბრძოლის ხაზი დღეს საარჩევნო გარემოს შეცვლაზე გადის. სააკაშვილის საქართველოსგან გამიჯვნა ხელისუფლებისაგან სააკაშვილის გამიჯვნით წარმოგვიდგენია და ეს მხოლოდ არჩევნებით უნდა მოხდეს. სხვა პოლიტიკური ძალებისაგან კონკრეტული გეგმა და წინადადებები ვერ მოვისმინე.

 

- ტელევიზიით გავიდა თქვენი საკმაოდ მკვეთრი პასუხი გუბაზ სანიკიძისადმი - შეკითხვებს კი ნუ მისვამ, მითხარი, შენი გზა რა არისო... ბევრისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა თქვენგან ასეთი განცხადების მოსმენა.

- არ მინდა ვინმეს დარჩეს წარმოდგენა, რომ იქ განსაკუთრებულ კონფრონტაციას ჰქონდა ადგილი. მხოლოდ ჩვენ-ჩვენი პოზიციები გამოვხატეთ.

 

- ანუ გუბაზ სანიკიძე არ დაგმდურებიათ?

- არა მგონია. პოლიტიკური ძალები სწორედ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ ერთმანეთთან გულწრფელად გველაპარაკა.

 

- გულახდილი საუბრების გარდა საზოგადოება ელოდებოდა, რომ სწორედ ამ შეკრებაზე გამოჩნდებოდა, ვინ არის შეურიგებელი და ვინ მიდის სააკაშვილისკენ.

- შეურიგებლობა არ არის პოლიტიკა და ის შეთავაზება, რაც საზოგადოებას უნდა გაუკეთოს პოლიტიკოსმა. ოპოზიცია ისედაც შეურიგებელია ამ უსამართლობისადმი. ამ ბრძოლის გზაზე აუცილებელია კონკრეტული გეგმა და იმის განსაზღვრა, თუ რა გზით მივდივართ. როგორ ვათავისუფლებთ მედიას, სასამართლოს და მთლიანად საქართველოს. ჩვენს პოლიტიკურ ძალას მიაჩნია, რომ ამის შესაძლებლობას არჩევნებში გამარჯვება მოგვცემს.

 

- მიუხედავად იმისა, რომ დიალოგს ემხრობით და მონაწილეობთ სხვადასხვა კომისიის მუშაობაში, რატომ არ დაესწარით უშიშროების საბჭოს სხდომას?

- ეს აბსოლუტურად თანამიმდევრული ნაბიჯი იყო. როდესაც განვაცხადეთ, რომ პოლიტიკურ პროცესში ვიწყებთ მონაწილეობას და ხელისუფლებას შევთავაზეთ ჩვენი ხედვა საარჩევნო სისტემაზე, მისგანაც პასუხს ველოდით. ცალმხრივ თამაშს არ ვაპირებთ. შემხვედრი ნაბიჯებიც უნდა დავინახოთ ხელისუფლებისგან. თუ პროგრესი დავინახეთ, მოლაპარაკებები მხოლოდ ამ შემთხვევაში გაგრძელდება. მხოლოდ უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარებით არსებულ პრობლემებს ვერ მოვაგვარებთ, საზოგადოებას ნდობას ვერ აღვუდგენთ. ლაპარაკის დრო დამთავრდა. რადგანაც ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგა, ამიტომაც ვთქვით უარი უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობაზე. მომავალ კვირას დანიშნულია საარჩევნო კომისიის სხდომა, ვნახოთ, როგორ გაგრძელდება მუშაობა და რა ნაბიჯები მოჰყვება ჩვენს წინადადებებს.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია უკანონოდ დაკავებულებისა და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა საკითხი. რადგან ჩვენი მოთხოვნების უმეტესობა არ შესრულდა, სწორედ ეს აყენებს ხელისუფლებას გამოუვალ მდგომარეობაში. საერთაშორისო თანამეგობრობაც ითხოვს ხელისუფლებისაგან საპასუხო ნაბიჯებს. ხელისუფლება აქამდე აცხადებდა, - ოპოზიცია არ მოდის დიალოგზე, ამიტომ ცალ კარში ვერ ვითამაშებთო. ეს ბერკეტი უკვე ჩამოვართვით ხელისუფლებას. ვერ გეტყვით, რით დასრულდება ეს პროცესი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ პროცესში მონაწილეობა უნდა მიგვეღო.

 

- ითქვა, რომ მერის პოსტზე, შესაძლოა, ოპოზიციის საერთო კანდიდატი იყოთ. არადა იყო ეჭვი, რომ ეს თემა წინააღმდეგობას გაამწვავებდა ოპოზიციაში.

- ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია არა იმდენად კონკრეტული კანდიდატურა, რამდენადაც იმ იდეის მხარდაჭერა, რომ ცვლილებები არჩევნების გზით მოხდეს, მაგრამ არჩევნებამდე აუცილებელია მოვიპოვოთ თავისუფალი არჩევნების შესაძლებლობა. აქ დაქსაქსულობა არ უნდა შეგვეტყოს. ამ გზაზე ოპოზიციის ერთად დგომა იქნება წარმატების განმსაზღვრელი. თუ სხვას უკეთესი რამ შეუძლია შესთავაზოს საზოგადოებას, დაასაბუთოს, აგვიხსნას და შესაძლოა, ჩვენც დავუჭიროთ მხარი.

 

- ნოემბრის აქციებში მონაწილეობას აპირებთ?

- აქციების ორგანიზატორებმა უნდა განგვიმარტონ, რა მიზნით ატარებენ აქციას. 7 ნოემბერი ის დღეა, როცა საზოგადოებამ ძალადობას პროტესტი უნდა გამოუცხადოს; ის დღეა, როდესაც ქართველმა საზოგადოებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ დაინახეს, როგორ დასცილდა სააკაშვილი ერთ დღეში დემოკრატიული რეფორმების დაპირებებს, რომელსაც საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობას აძლევდა. ის, რომ ხალხს არჩევანის უფლება დაუბრუნდეს, არის საკითხი, რისთვისაც შეიძლება მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ჩატარება.

 

- ფიქრობთ, რომ ხელისუფლების მდგომარეობა ტალიავინის კომისიის გამოქვეყნების შემდეგ დამძიმდა?

- ხელისუფლების მდგომარეობა დამძიმდა ამ დასკვნის გამოქვეყნებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციის შემდეგ. მისი დამოკიდებულება ნათელია, - სააკაშვილი გამიჯნულია ქვეყნისაგან. საქართველოს უნდა დავეხმაროთ, სააკაშვილს უნდა მოვთხოვოთ დაპირებული დემოკრატიული რეფორმები. ზეწოლა გარედან მიდის და ის ოპოზიციამ უნდა გააძლიეროს ქვეყნის შიგნით.

 

- თქვენი აზრით, რამდენად დროულია და საჭირო "პატრიოტის აქტის" მიღება?

- ზოგადად გავეცანი შინაარსს და ამ აქტის მიღების მიზანშეწონილობას ვერ ვხედავ. თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ისედაც არის სახელმწიფოს უფლება-მოვალეობა. არსებული კანონმდებლობა ამის საშუალებას იძლევა. სხვათა შორის, ზოგიერთი სტრუქტურა ბოროტად იყენებს ამას პოლიტიკურ ოპოზიციასთან საბრძოლველად. ასეთ ვითარებაში დამატებითი აქტის მიღება საჭიროდ არ მიმაჩნია.

 

- თქვენით თუ არიან დაინტერესებული სპეცსამსახურები?

- რა თქმა უნდა, შემინიშნავს ეს ინტერესი აქციების დროსაც და მას მერეც. იმ ოპერატიულ შესაძლებლობებს, რაც შს სამინისტროს და უსაფრთხოების სტრუქტურებს აქვთ, ოპოზიციის ლიდერებზე თვალთვალისთვის, ცხადია, მაქსიმალურად იყენებენ.

 

- ბოლო დროს რუსეთიდან აბსურდული ბრალდებები გაისმის "ალ-ქაიდასთან" საქართველოს კავშირის შესახებ. ითქვა, რომ შესაძლოა, ამან პანკისში დაძაბოს ვითარება.

- ეს რუსეთის ფედერაციის მიზანმიმართული პოლიტიკაა საიმისოდ, რომ საქართველოს საზღვარგარეთ იმიჯი შეულახოს და მსოფლიოს დაანახვოს, - საქართველო არშემდგარი სახელმწიფოაო. გარდა ამისა, ეს არის რუსეთის სპეცსამსახურებისგან ინფორმაციული შემზადება აქტიური ქმედებისათვის. პრევენციული ზომები გადაუდებლად და სასწრაფოდ არის მისაღები. ერთ-ერთ პრევენციულ ზომად მიმაჩნია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, მედიის საშუალებებს ადგილზე ჩასვლის შესაძლებლობა მიეცეთ. შევახვედროთ ისინი მოსახლეობას. ადგილობრივმა სამართალდამცავებმა კი უნდა დაუხატონ ოპერატიული ვითარების რეალური სურათი პანკისის ხეობაში. ეს რაც შეიძლება სწრაფად არის გასაკეთებელი.

 

 

იზო რიკაძე

 

http://www.kvirispalitra.ge/politic/1072-q...amthavrdaq.html

 

 

რავი მე თითქმის ვეთანხმები არჩეულ გზაში და თქვენ რას იტყვით. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 34
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

რავი მე თითქმის ვეთანხმები არჩეულ გზაში და თქვენ რას იტყვით.

მეც მანდ ვარ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პანკისში რაღა უბედურება ხდება?!

 

 

წაიკითხე რასაც ამბობს?

 

- ეს რუსეთის ფედერაციის მიზანმიმართული პოლიტიკაა საიმისოდ, რომ საქართველოს საზღვარგარეთ იმიჯი შეულახოს და მსოფლიოს დაანახვოს, - საქართველო არშემდგარი სახელმწიფოაო. გარდა ამისა, ეს არის რუსეთის სპეცსამსახურებისგან ინფორმაციული შემზადება აქტიური ქმედებისათვის. პრევენციული ზომები გადაუდებლად და სასწრაფოდ არის მისაღები. ერთ-ერთ პრევენციულ ზომად მიმაჩნია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, მედიის საშუალებებს ადგილზე ჩასვლის შესაძლებლობა მიეცეთ. შევახვედროთ ისინი მოსახლეობას. ადგილობრივმა სამართალდამცავებმა კი უნდა დაუხატონ ოპერატიული ვითარების რეალური სურათი პანკისის ხეობაში. ეს რაც შეიძლება სწრაფად არის გასაკეთებელი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

გარდა ამისა, ეს არის რუსეთის სპეცსამსახურებისგან ინფორმაციული შემზადება აქტიური ქმედებისათვის.

არ არის გამორიცხული

 

მაგრამ ხელისუფლება დამბლადაცემულია, მთლიანად გადასულია ზალაუფლების შენარჩუნებაზე და არა მგონია რამე ქმედითის გაკეთება შეძლოს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ ხელისუფლება დამბლადაცემულია, მთლიანად გადასულია ზალაუფლების შენარჩუნებაზე და არა მგონია რამე ქმედითის გაკეთება შეძლოს

 

 

გაეშვი,ჰოლივუდის ვარსკვლავები ხდებიან და ახალ ერას იწყებენ ამერიკის კინომატოგრაფიაში. :)

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ბიჭს აქვს დიდი შანსები.

მაგრამ

აქვს ორი დიდი ნაკლი...

 

1. ისევ უცხო ქვეყნის დამქაშის შთაბეჭდილება.

2. საშინელი გარემოცვა.

 

დანარჩენი,

 

გარეგნული, წარმომავლობითი, ოჯახიშვილობა, წარსული, კრიზისების დროს გაკეთებული ( ან არ გაკეთებული) კომენტარები... შანსებს აძლევს...

მაგრამ აშშ-ს ყურმოჭრილი ადამიანი... უკვე ეჭვებს აჩენს რომ უბრალოდ ჩანაცვკებისთვის შექმნილი ფიგურაა და ქვეყნის შიდა თუ გარე პოლიტკაში არაფერი იცვლება...

 

ეს რესპუბლიკელები ხომ საერთოდ... თავისუფლების ინსტიტუტის ამაზრზენობის აჩრდილი დასდევს უკან...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

გაეშვი,ჰოლივუდის ვარსკვლავები ხდებიან და ახალ ერას იწყებენ ამერიკის კინომატოგრაფიაში.

არავითარი ამერიკული პროექტი ეს არაა....

 

dire

2. საშინელი გარემოცვა.

რას ერჩი გარემოსცვას?!

 

პ.ს. ლაშა ალო გაწმინდე პმ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

მე არ ვამტკიცებ არის ტქო... და არც იმას რომ არაო... უბრალოდ ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს...

 

გარემოცვაზე კი გითხარი... რესპუბლიკელები... ახლები... უფ... მეტი ბალასტის მოფიქრება... საკმაოდ ძნელია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არავითარი ამერიკული პროექტი ეს არაა....

 

 

არის ამაზე თემა და ამ სტატიაზე ვიბაზროთ აქ.ისე ალასანიამაც ცოტა მოუმატა „გრადუსებს“ თავის ინტერვიუებში, არა დეპრეს?

 

ლაშა ალო გაწმინდე პმ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

პანკისში რაღა უბედურება ხდება?!

მეჩეთი ააშენეს მანდ - ჯოყოლოში. დიდი ხნის ამბავია, მე მაქ ეს მეჩეთი ნანახი 1997 წელს.

საოცარი ამბავიც მოხდა ხეობაში, უძველესი ტაძრის დანგრევა მოინდომეს ქისტებმა და მოაგლიჯეს ჯვარი და სახურავი, კარებიც მოხსნეს, იმ ღამეს სასწაული ქარბორბალა დატრიალდა, ეკლესიის ეზოსთან მდგარი საუკუნოანი ხეები მოგლიჯა და იქვე მდგარ საბავშვო ბაღის შენობა ერთმა ხემ შუაზე გახეთქა. ძალია შეეშინდათ ადგილობრივებს, დაუძხეს რესტავრატორებს, სახურავი და გუმბათი ახლად გადახურეს, ჯვარი დააბრუნეს ადგილზე, ახალი კარებიც გააკეთეს. ის დაგლეჯილი ხეები დახერხეს და ეკლესიის ეზოში ლამაზად დაალაგეს ისე, რომ ერთი ნაფოტი არავის წაუღია.

მთელი ხეობა ქისტების იმას იძახდა - წმინდა გიორგი განვარისხეთო და ბოდიშებს იხდიდნენ.

საკუთარი თვალით მაქ ნანახი ის გაახლებული ტაძარი.

ეს მეჩეთი უკვე აშენებული ჰქონდათ ამ დროს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ისე ალასანიამაც ცოტა მოუმატა „გრადუსებს“ თავის ინტერვიუებში, არა დეპრეს?

ხალხი მაგისგან ქმედებებს ელოდება...მკვეთრ განცხადებებსაც , მაგრამ პირველ რიგში ქმედებებს...

 

ზაქარია ქუცნაშვილი რომ უფრო ქმედითი აღმოჩნდება...ტეხავს (სხვადასხვა რესურსები აქვთ):

 

http://planeta.ge/index.php?showtopic=12424

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ხალხი მაგისგან ქმედებებს ელოდება...მკვეთრ განცხადებებსაც , მაგრამ პირველ რიგში ქმედებებს...

ჩემი სიგნაჩა ნახეთ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

ბრეხტს გადაეცი დირეს სიგნაჩა ნახეო :D

 

რა მაცინებს :)

 

მაპატიეთ მაგრამ...

 

ვერ ლავეს ამბები ხდების...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...