lasha1997 Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 (edited) ყველას ერთნაერი წერის მანერა არ აქვს. სპეციალურად ვთხოვთ თუ არ გაეცა თქვენ კითხვას გიპასუხოთ მოგვიანებით.არაა ადვილი კომპთან მდივნის გარეშე საათები წერა მერწმუნეთ. აი ეგ ვიფიქრე ზუსტად.ვინმე ხომ არ გავუგზავნოთ ხოლმე სტუმარს,ვინც სწრაფად პოსტავს და აზრზეა ამ ფორუმის? მდივნის პონტში არა ოღონდ. Edited October 22, 2009 by lasha1997 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 აი ეგ ვიფიქრე ზუსტად.ვინმე ხომ არ გავუგზავნოთ ხოლმე სტუმარს,ვინც სწრაფად პოსტავს და აზრზეა ამ ფორუმის?კი ჯობია ნამდვილად. ვიდეო კონფერენციის ფორმაც შეიძლება რაიმე სახით .მოკლედ საფიქრია. დავხვეწავთ. საქმეში მოდის კორექტირება.აბა რომ არ დატესტო რა,როგორ ვერც გაასწორებ ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 აუ ტო ვერ მოვუსწარი მეთქი დუღს და გადმოდუღს ჯერაცთქომადლობა ბატონ ზურაბიშვილს პასუხი რომ გამცაყველა პასუხი საინტერესოა მარა დაუკლაყოფილებლობის გრძნობა მაქვს კიდევ მინდა ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 იდევ მინდამესმის ფორმატი დასახვეწია და საფიქრი. სტუმრების ბრალი ნამდვილად არაა . ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
BBC* Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 მაგალითად, ის სტატია, "ბასიშვილის სინდრომი" მახსენდება, განსაკუთრებით, ამ დღეებში. იმ სტატიაში, თქვენს წერდით, თუ რა ძალები გახდებოდა საბოლოოდ სააკაშვილის დასაყრდენი და როგორ შესუსტდებოდნენ მიშას მხარდმაჭერი ე.წ. "ლიბერალები" "ბასიშვილების" მომრავლებასთან ერთად. ასე კარგად, ეს პროცესი არავის გადმოუცია. მართლა ძალიან კარგად წერთ, რაც იშვიათობას წარმოადგენს დღეს. ასევე, თქვენი სტატია, საბჭოთა ინტელიგენციის სტრუქტურაზე, ძალიან მაგარია. გული მწყდება, ფეისბუკის მომხმარებელების გარდა, სხვები რომ ვერ კითხულობენ. რუსეთზეც მაგარია. იშვიათად, ამ საკითხის გარშემო, რომ ასეთი რაციონალური ანალიზი შეგხვდეს. თუ ისევ მობრუნდით, ჩემი შეკითხვა ასეთია: როგორ ფიქრობთ, რუსეთის ბრალდებები იმის შესახებ, რომ საქართველო ტერორისტებს მფარველობს, ხომ არ ნიშნავს აგრესიისთვის ნიადაგის მომზადებას? თქვენი აზრით, რას დაუპირისპირებს ამ ბრალდებას სააკაშვილი ? ან, თქვენ რომ იყოთ ხელისუფლებაში, რა ნაბიჯებს გადადგამდით, ამ ბრალდებების გასანეიტრალებლად? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 ვიდეო კონფერენციის ფორმაც შეიძლება რაიმე სახითlasha_alo ძალიან კარგი იდეაა ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
David_Zurabishvili Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 dire 1. რა აზრის ხართ თავისუფლების ინსტიტუტზე ეს იყო ძალიან კარგი და აქტიური უფლებადაცვითი ორგანიზაცია. თავად გახლდით ამ ორგანიზაციის ერთ–ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. ვარდების რევოლუციამდე ინსტიტუტის საქმიანობას ვაფასებ ძალიან დადებითად. რევოლუციის შემდეგ "თავისუფლების ინსტიტუტი" გადაიქცა სახელისუფლო დაჯგუფებად, რომელსაც გაუჩნდა პრეტენზია რომ განსაზღვროს ხელისუფლების იდეოლოგია და დღემდე რჩება საშინაო პოლიტიკაში მკაცრი, რეპრესიული და გამომწვევი კურსის აპოლოგეტად. რევოლუციის შემდეგ იმსტიტუტის საქმიანობას ვაფასებ უკიდურესად უარყოფითად. 2. როგორ აფასებთ აშშ-ს ქმედებებს საქართველოს საშინაო პოლიტიკასთან მიმართებით. ზოგადად აშშ არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ამ ქვეყანასთან სტრატეგიული თანამშრომლობა ძლიერ მნიშვნელოვანია. ბუშის ადმინისტრაციის დროს საქართველოს ჰქონდა უპრეცენდენტო მხარდაჭერა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლება ვერ გამოიყენა ქვეყნის სასარგებლოდ და მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას მოახმარა. მეორეს მხრივ, ამერიკის ძველი ადმინისტრაციისა მხრიდან ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სააკაშვილის პერსონის სრულ გაიგივებას ქართულ სახელმწიფოსთან, რამაც საბოლოო ჯამში საქართველოს ინტერსებიც დააზარალა და ამერიკისაც. თუმცა, მიდგომები იცვლება და ამის დასტურია ავღანეთში გამართული არჩევნების დროს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოზიცია. ბუში რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ყარზაის გაყალბებული არჩევნები ისევ ადვილად შერჩებოდა, ახლა კი იძულებულია მეორე ტური დანიშნოს. 3. რა აზრის ხართ თქვენ და ზოგადად თქვენი პარტია საკონსტიტუციო შეთანხმებაზე ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. ამ შეთანხმების ერთ–ერთი ინიციატორი და აქტიური ლობისტი გახლდათ რესპუბლიკური პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი პაატა ზაქარეიშვილი. ვფიქრობთ, რომ საკონსტიტუტციო შეთანხმების ზოგიერთი მუხლი მეტ დაზუსტებას და დაკონკრეტებას მოითხოვს, მაგრამ მთლიანობაში ეს ის საკანონმდებლო აქტია, რომლის საფუძველზეც უნდა ეწყობოდეს ურთიერთობები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის. 4. რა შეფასებას მისცემთ ეკლესიის როლს საქართველოს წარსულსა და აწყმოში და როგორ ხედავთ მის მომავალ ფუნქციას საქართველოში ( პასუხი მე არ ვიცი და ეგ ჩემი საქმე არააა არ მიიღება პოლიტიკოსი ბრძანდებით და ყველა თემა უნდა გეხებოდეთ ). წარსულზე ლაპარაკს, ვფიქრობ აზრი არა აქვს, რადგან ეკლსიამ რომ უდიდესი როლი შეასრულა ქართული კულტურის, ნაციონალური იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და კონსტიტუციაშიც აღნიშნულია. დღევანდელი სიტუაცია არის ასეთი: ერთის მხრივ ეკლესიის ავტორიტეტი ისე მაღალია როგორც არასდროს და ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით ეკლესიის და პირადად პატრიარქის ნდობის რეიტინგი ძალიან დიდია, მეორეს მხრივ მუდმივად არის მცდელობები ეკლესიის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებისა, რაშიაც სცოდავს პირველ რიგში ხელისუფლება და ოპოზიციური ძალების დიდი ნაწილიც. ასევე არსებობს საკმაოდ საგანგაშო, ექსტრემისტული ტენდენციები თავად ეკლესიის წიაღში, რაც კათოლიკოს–პატრიარქის გონიერი მმართველობის წყალობით ჯერ კიდევ დაბალანსებულია ზოგიერთი რადიკალ–ლიბერალი პატრიარქს აქეთ ადანაშაულებს მათ ხელშეწყობაში, მაგრამ ეს სისულელეა. რაც შეეხება მომავალს, უმთავრესი ამოცანაა, რომ ხელისუფლება და პოლიტიკური ძალები მაქსიმალურად იყვნენ გამიჯნული ეკლესიისგან. ხსადია, ეკლესია სამ,ოქალაქო საზოგადოების ნაწილია ყველა ქვეყანაში ის საზოგადოებრივი პროცესების მიღმა არასდროს არ იქნება და პოზიციასაც დააფიქსირებს, სახელმწიფომ კი ამ შემთხვევაში უნდა გააკეთოს ერთადერთი რამ: არ ცაერიოს ეკლესიის შიდა საქმეებში, დაიცვას კანონით გათცვალისწინებული ვალდებულებები, რაც გათვალისწინებულია საკონსტიტუციო შეთანხმებით და ოპერატიულად და უმკაცრესად აღკვეთოს აღმსარებლობის თავისუფლებისა და რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დარღვევის ფაქტები. ეს არის და ეს. 5. ერთ ერთი წინა შეკითხვის გაგრძელებად. მიიჩნევთ რომ თქვენ ხართ ინტელექტუალური პარტია? რით ასაბუთებთ? რატომ უნდა გამიჩნდეს მე, ერთ რიგით საქართველოს მოქალაქეს, ეროვნებით ქართველს, მართლმადიდებელს ( განვმარტავ, ვკითხულობ იმიტომ რომ ამომრჩევლის უმრავლესობა ჩემნაირია , და არა იმიტომ რომ ვჯობივარ სხვებს) თქვენი არჩევის სურვილი. იქნებ იმთავითვე უმცირესობის ხმებზეა გათვლილი თქვენი პარტია? ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ უმცირესობების პარტია ვართ და არც ინტელეაქტუალებს ვუწოდებთ საკუთარ რავს. ხოლო თქვენ ვის მისცემთ ხმას, ეს თქვენი გადასაწყვეტია. 6. რა გარანტია გვაქვს, რომ თქვენი და თქვენი პარტიის სათავეში მოსვლის შემთხვევაში არ გაგრძელდება ის ბინძური კამპანია, თუნდაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ. მით უმეტეს რომ თქვენს ბიოგრაფიაში ფიგურირებს ბერვისთვის უკვე ამაზრზენი დასახელება " თავისუფლების ინსტიტუტი ". ჩემო მოსაზრებები როგორც თავისუფლების ინსტიტუტზე, ისე სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობებზე აქ უკვე გამოვთქვი და აღარ განვმეორდები. 7. დაუჭერთ თუ არა მხარს, მიხეილ სააკაშვილის გასამართლების იდეას... ოღონდ გულწრფელად მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი პოლიტიკური ანგაარიშსწორების და დღესაც ასე ვფიქრობ. თუ სააკაშვილს ეყოფა იმის ძალა, რომ მისი ხელისუფლების შეცვლის (და ეს აუცილებლად მოხდება, რადგან იგი ფაქტობრივად ბანკროტია) პროცესი მეტ–ნაკლებად მაინც ცივილიზებულად წარიმართოს, ანუ შეეგუოს წასვლას, შესაძლოა პიროვნულ გასამართლებას გადარჩეს კიდეც. თუ არა და ჩემი პოზიცია როგორიც არ უნდა იყოს, მას ეს არ აცდება. სხვა საქმეა, რომ ყველაფერი რაც ხდებოდა ამ ხელისუფლების დროს საზოგადოებიოსთვის ცნობილი უნდა გახდეს და სამართლებრივი შეფასებაც მიეცეს, ერტადერთი, რაც მიმაჩნია კატეგორიულად დაუშვებლად, რომ დაიწყოს კუდიანებზე ნადირობა და რეპრესიების ახალი ტალღა. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 ძალიან ვწუხვარ რომ ჩემ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე დათრგუნული ვარ :resent: ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
David_Zurabishvili Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 lasha1997 როგორც რუსთავი–2–ის ჟურნალისტმა თქვა: 50 წლის შემდეგ ტალიავინის დასკვნა უფრო ემახსოვრებათ თუ ეს ფილმი? ფილმის მიზანი რომ წმინდა პროპაგანდისტულია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. პუშკინს აქვს კარგი ფრაზა:Тьмы низких истин нам дороже Нас возвышающий обман. ეს არის და ეს. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
David_Zurabishvili Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 lasha1997 რთული პრობლემაა. უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია სოციალ–ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებასთან სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლება მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ჟონგლიორობითაა დაკავებული, მსოფლიო ბანკის რეიტინგებში რომ მოწინავე პოზიციებზე იდგეს და ნაკლებად ფიქრობს ქვეყნის შიგნით ეკონომიკურიც აქტივობის სტიმულირებაზე. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 რაკაია რომ დაბრუნდითპირველი პირადად მინდა მოგწეროთ რომ გუშIნდელი თქვენი მონაწილეობა კავკასიის დებატებში იყო უაღრესად საინტერესო და მისაღები ჩემთვის და ბევრი ჩემიანისთვისმეორე-ვთქვათ ხელისუფლებამ მერის პირდაპირი არჩევის ინციატივა ჩააგდო და დანიშვნა მოხდა გუბერნატორის-თქვენი პარტიის ქმედება და რეაქცია ამაზეთუ მოხდა სასწაული და ამის ბერკეტი მოგეცათ-გააუქმებთ თუ არა საპრეზიდენტო მმართველობას?როგორ წარმოგიდგენიათ ( გულწრფელი, კერძო პირის პოზიციიდან პასუხი მინდა) მიშა არსად წამსვლელი არაა ხომ2013-მდე და ისიც ხომ ცხადია მერე მის გუნდს შეუნარჩუნდება რაღAც ფორმით ხელისუფლება? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
David_Zurabishvili Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 lasalexx ყველაზე კარგი წამალი გაყალბების წინააღმდეგ არის ამომრჩევლის აქტიურობა. თუკი ხალხმა ირწმუნა, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია და მისი ხმა არ დაიკარგება, ვერანაირი მანიპულირებები ხელისუფლებას ვერ უშველის. მეორეს მხრივ ცხადია მიდის მუშაობა საარჩევნო კოდექსის მიმართულებით, საერთაშორისო მონიტორინგის მიმართულებით და ა. შ. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი პოლიტიკური ანგაარიშსწორების და დღესაც ასე ვფიქრობ. თუ სააკაშვილს ეყოფა იმის ძალა, რომ მისი ხელისუფლების შეცვლის (და ეს აუცილებლად მოხდება, რადგან იგი ფაქტობრივად ბანკროტია) პროცესი მეტ–ნაკლებად მაინც ცივილიზებულად წარიმართოს, ანუ შეეგუოს წასვლას, შესაძლოა პიროვნულ გასამართლებას გადარჩეს კიდეც. თუ არა და ჩემი პოზიცია როგორიც არ უნდა იყოს, მას ეს არ აცდება. ესეთი აზრი ძალიან გავრცელებულია ოპოზიციაში,რაც დიდი შეცდომაა.რა თქმა უნდა ჩემის აზრით. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 ყველაზე კარგი წამალი გაყალბების წინააღმდეგ არის ამომრჩევლის აქტიურობა. თუკი ხალხმა ირწმუნა, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია და მისი ხმა არ დაიკარგება, ვერანაირი მანიპულირებები ხელისუფლებას ვერ უშველის.ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩევლები ძალიან აქტიურები იყვნენ. და სხვა რომ ვერაფერი მოახერხეს ნაციონალებმა, ელემენტარულად ოქმებზე ციფრების ჩააწორება დაიწყეს. თქვენი აზრით ამჯერად რა შეუშლის მათ ხელს? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 ბატონო ზურაბ დიდი მადლობა, რომ გააგრძელეთ ონლაინ-კონფერენცია და დაბრუნდით ასე ვთქვათ))) პატივისცემით არჩილი ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts