lasha1997 Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 იმ შემთხვევაში, თუ ყველა წამყვანი ოპოზიციური ძალა ამაზე თანახმა იქნება, შეიძლება დავფიქრდეთ და ვიმსჯელოთ, თუ არა, მაშინ მსჯელობასაც არა აქვს აზრი. ჯერჯერობით ვიცით, რომ ეროვნული ფორუმი არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, არც ლეიბორისტები ეკიდებიან პრაიმერის იდეას დიდი ენთუზიაზმით. ჩვენც უკვე გვყავს ჩვენი კანდიდატი როგორც ქალაქის მერის, ისე საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე. ასე, რომ მეეჭვება ამ წამოწყებიდან რამე გამოვიდეს. თან, საყოველთაო თანხმობა რომც იყოს, იმდენი ტექნიკური ხასიათის პრობლემები დგება, რომ მათი გადაჭრაც სათუოა. გეთანხმებით. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
David_Zurabishvili Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 TATASTROFA ჩვენ თავიდანვე არ ვეთანხმებოდით საკითხის ასე რადიკალურად დაყენებას – მარტო პრეზიდენტის გადადგომა და სხვა არაფერი. ვფიქრობ, "ალიანსის" ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ აპრილამდე არასაკმარისად ვიაქტიურეთ და არ შევთავაზეთ საზოგადოებას პერმანენტული აქციების მკაფიო ალტერნატივა. მოგვიანებით, როცა უკვე გვიანღა იყო ალტერნატივის ძიება, აქციებში ჩართვა და პასუხისმგებლობის აღება მიმაჩნია სწორ გადაწყვეტილებად, რადგან ამით არაერთხელ იქნა თავიდან აცილებული დაპირისპირების გადაზრდა უფრო მძიმე და უკონტროლო ფორმებში. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 რა როლი ეკისრება რესპუბლიკურ და მემარჯვენეების პარტიებს ალასანიას ალიანსში მომავალი არჩევნებშის დროს? ეს კითხვა იქიდან გამომდინარეობს,რომ გასულ საპარლამენტო არჩევნებში ვერც ერთმა პარტიამ ვერ დააგროვა გასავლელი ხმების რაოდენობა.როდის გახდება რესპუბლიკური პარტია მართლაც ორგანიზებული ძალა?!ხომ არ დადგა დრო ალიანსების აზრი შეიცვალოს ძლიერი ,ორგანიზირებული,საპარლამეტო პარტიის შექმნის იდეით ....თუნდაც რესპების, მემარჯვენეების , ალასანიას ჯგუფის უფრო პრინციპული ინტეგრაციით?ძნელია,მაგრამ ეს ნაბიჯი ქართულმა პოლიტიკამ უნდა გაიაროს. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nk44 Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 (edited) ეჭვები , განხილვა და ასე შედმეგ კონფერენციის დასრულების შემდეგ.. მანამდე თავი შეიკავეთ .. Edited October 22, 2009 by J&B ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
David_Zurabishvili Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 lasha1997 ახლები გასულ საპარლამენტო არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის ერთ–ერთ წამყვან ძალას წარმოადგენდნენ. ისევე როგორც ნოემბრის მოვლენებისა და საპრეზიდენტო არჩევნების დროს სწორედ რესპუბლიკელებს გვეჭირა წამყვანი პოზიციები ეროვნულ საბჭოში. ყველა არსებული მონაცემებით, მათ შორის უცხოელების მიერ ჩატარებული გამოკითხვებით, დღეს ალიანსი საქართველოსთვის არის ოპოზიციური ფლანგის ლიდერი და ეს არაა გაპირობებული მარტო ალასანიას პიროვნული რეიტინგით. ცხადია, ლიდერის როლი ძალიან დიდია, მაგრამ ახლების და რესპუბლიკელების ყოფნას ალიანსში აქვს, თუ შეიძლება ასე ითქვას, სინერგიული ეფექტი. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
David_Zurabishvili Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 newstudio საქართველოს პირობაზე და ჩვენი ფინანსური შესაძლებლობის გათვალისწინებით დღეს რესპუბლიკური პარტია, ერთ–ერთი ყველაზე ორგანიზებული პოლიტიკური პარტიაა ჩვენს ქვეყანაში. ხელისუფლებას ცხადია არ ვედრებით, რადგან ნაციონალური მოძრაობა პარტია კი არაა, არამედ სახელისუფლო ვერტიკალი ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
David_Zurabishvili Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 lasha_alo ასეთი აზრი გამოითქვა თვითონ ალიანსის შიგნით, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ისეთ ტექნიკურ–ორგანიზაციულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, რომ უბრალოდ შეუძლებელია ამის განხორციელება. მეორეს მხრივ, შეთანხმებულები ვართ, რომ ალიანსის სტრუქტურა უფრო ინტეგრირებული და ცენტრალიზებული უნდა იყოს ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 (edited) ახლები გასულ საპარლამენტო არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის ერთ–ერთ წამყვან ძალას წარმოადგენდნენ. ისევე როგორც ნოემბრის მოვლენებისა და საპრეზიდენტო არჩევნების დროს სწორედ რესპუბლიკელებს გვეჭირა წამყვანი პოზიციები ეროვნულ საბჭოში არჩევნებმა სულ სხვა სურათი დაგვანახა და არა მგონია ეგრე ტოტალურად გაეყალბებინოთ. ყველა არსებული მონაცემებით, მათ შორის უცხოელების მიერ ჩატარებული გამოკითხვებით, დღეს ალიანსი საქართველოსთვის არის ოპოზიციური ფლანგის ლიდერი და ეს არაა გაპირობებული მარტო ალასანიას პიროვნული რეიტინგით. ცხადია, ლიდერის როლი ძალიან დიდია, მაგრამ ახლების და რესპუბლიკელების ყოფნას ალიანსში აქვს, თუ შეიძლება ასე ითქვას, სინერგიული ეფექტი. ბატ.დავით, ისევ იგივე შეცდომას უშვებთ ჩემის აზრით. Edited October 22, 2009 by lasha1997 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 ბატონი დავითი სამწუხაროდ მალე უნდა გავიდეს . მართლა ფიზიკურად ძნელია ყველა კითხვაზე პასუხი. დიდ მადლობას ვუხდი და იმედია კვლავ გვესტუმრება და პასუხგაუცემელ კითხვებზე გვიპასუხებს ზალიან დიდი მადლობას ვუხდით. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nk44 Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 ბატონი დავითი სამწუხაროდ მალე უნდა გავიდეს . მართლა ფიზიკურად ძნელია ყველა კითხვაზე პასუხი. დიდ მადლობას ვუხდი და იმედია კვლავ გვესტუმრება და პასუხგაუცემელ კითხვებზე გვიპასუხებს ზალიან დიდი მადლობას ვუხდით. :hello: სირცხვილი მეტი არაფერი : ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
BPL Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 (edited) ფრიად საინტერესო კონფერენცია იყო პ.ს. ერთერთი იუზერის შენიშვნის არ იყოს პრ-შიკები მართლა მაგრად სჭირდებათ. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. Edited October 22, 2009 by BPL ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
BBC* Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 ბატონო დავით, ძალიან ცუდია რომ ვეღარ მოგისწარით. თქვენ სტატიებს ფეისბუკზე ვეცნობი ხოლმე და ამ სტატიებით თავიდან აღმოგაჩინეთ. კარგი იქნებოდა, რომ ფეისბუკის გარდა სხვაგანაც გამოგექვეყნოთ, რომ უფრო ფართო მასებმა წაიკითხონ ან პატარა ბროშურასავით გამოსცეთ ყველა ერთად. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 nk44 ყველას ერთნაერი წერის მანერა არ აქვს. სპეციალურად ვთხოვთ თუ არ გაეცა თქვენ კითხვას გიპასუხოთ მოგვიანებით.არაა ადვილი კომპთან მდივნის გარეშე საათები წერა მერწმუნეთ. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 ბატონი დავითი სამწუხაროდ მალე უნდა გავიდეს . მართლა ფიზიკურად ძნელია ყველა კითხვაზე პასუხი. დიდ მადლობას ვუხდი და იმედია კვლავ გვესტუმრება და პასუხგაუცემელ კითხვებზე გვიპასუხებს ზალიან დიდი მადლობას ვუხდით. დავამთავრეთ? მეც დიდ მადლობას ვუხდი ჩვენთვის დრო რომ გამონახა. ლაშა, რაღაც სხვა ფორმატია მოსანახი.ბევრი რამ მაინტერესებდა და ამ გაცემული პასუხებიდან ბევრი ვერაფერი ვერ გავიგე. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 (edited) ლაშა, რაღაც სხვა ფორმატია მოსანახი.კი საფიქრია და დავხვეწავთ. გამოცდილებიდან მოდის.სტუმარს დააბრალოთ. ალბათ ჩვენი ბრალია. Edited October 22, 2009 by lasha_alo ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts