lasha_alo Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 ბატონო დავით რას ფიქრობთ თავისუფლების ინსტიტუტზე, და რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს სასიკეთოდ.ძალიან ნუ გზრდით ფონტს ხედავს სტუმარი. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
David_Zurabishvili Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 lasha1997 კონსულტაციები სხვა ოპოზიციურ ძალებთან, ცხადია მიდის, როგორ დასრულდება ვერ გეტყვით. თუმცა, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ოპოზიციის მხრიდან არ იყოს რამდენიმე ძლიერი კანდიდატი. რაც შეეხება იმას, გაყალბდება თუ არა არჩევნები და რას ვიზამთ გაყალბების შემთხვევაში, დღეს ჩვენ უფრო იმაზე ვფიქრობთ და ჩვენი ძალისხმევაც იქითკენაა მიმართული, რომ შევქმნათ ისეთი სიტუაცია, როდესაც არჩევნების რეალური შედეგი დაფიქსირდება და გაფორმდება. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 (edited) რაც შეეხება იმას, გაყალბდება თუ არა არჩევნები და რას ვიზამთ გაყალბების შემთხვევაში, დღეს ჩვენ უფრო იმაზე ვფიქრობთ და ჩვენი ძალისხმევაც იქითკენაა მიმართული, რომ შევქმნათ ისეთი სიტუაცია, როდესაც არჩევნების რეალური შედეგი დაფიქსირდება და გაფორმდება. რას გულისხმობთ სიტუაციის შექმნაში? Edited October 22, 2009 by lasha1997 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 David_Zurabishvili ბატონო დავით, არავისთვის საიდუმლო არაა რომ თავად ხელისუფლების შიგნით უკვე დიდი ხანია მიდის კულუარული ბრძოლა ასე ვთქვათ გარკვეულ "დაჯგუფებებს" შორის. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს შევარდნაძისეულ "დაბალანსების პოლიტიკასთანაც" ასოცირდებოდა პირადად ჩემთვის, თუმცა ბოლო დროს ამ "ბრძოლაში" ფავორიტი აშკარა გახდა და მისი დამაბალანსებელი ძალა ნაკლებად ჩანს თავად ხელისუფლების შიგნით.როგორ ფიქრობთ, ეს ზრდის თუ ამცირებს ოპოზიციის წარმატების შანსებს? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nk44 Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 რატო არ არის პასუხი თავისუფლებისინსტიტიტუს შესახებ არ ვზდი ფონტებს მაგრამ პასუხსაც ველოდები ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
David_Zurabishvili Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 maliari ჩვენ რომ ბარიერი ვერ გადავლახეთ უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნების დროს, ეს არის უპირველეს ყოვლისა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შეცდომების ბრალი. რა თქმა უნდა, არჩევნები რომ წესიერად ჩატარებულიყო, ჩვენი შედეგი, დარწმუნებული ვარ, ბევრად უკეთესი იქნებოდა, მაგრამ იმ მძიმე პირობებშიც შეიძლებოდა 5 პროცენტზე მეტის აღება. რაც შეეხება ჩვენი პარტიის სახელით გასულ მაჟორიტარებს, ისინი პარტიის წევრები არ ყოფილან, ამიტომ ვერანაირი პარტიული გადაწყვეტილების შესრულებას მათ ვერ მოვთხოვდით. თუმცა, გეთანხმებით, გარკვეული უხერხულობა ამით შეიქმნა, რაც სამომავლოდ უნდა იყოს გათვალისწინებული. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 (edited) რატო არ არის პასუხი თავისუფლებისინსტიტიტუს შესახებ არ ვზდი ფონტებს მაგრამ პასუხსაც ველოდებიპასუხს უნდა გარკვეული დრო.ადამიანი ეცნობა ფორუმის სპეციფიკას და ეს ყველა სტუმრისთვის პრობლემურია .დაელოდეთ .შეძლებისდაგვარად გიპასუხებთ.არ გაგიკვირდეთ ემპი.მართლა თულია ნებისმიერისათვის ფორუმულ ნიუანსებში გარკვევა ბატო დავით რესპუბლიკურმა პარტიამ არჩევნებში ფიასკო განიცადა-ე.წ. ინტელექტუალების პარტია არ ფასობს ერში-ნიშნავს ეს თუ არა რომ ერი ინტელექტის ნაკლებობას განიცდის და ღირსია, ვერც მიიღებს , ვერც აირჩევს სხვა ხელისუფლებას იმისგან განსხვავებულს რაც აქვს?და რეგიონებში სტტატეგიის შესახებ ტუ შეიძლება-იმის ფონზე გამიშალეთ ეს თემა თქვენი სიით გასული დეპუტატი რომ შესრიალდა პარლამენტში ( ლეიბების თუტიყუშის არ იყოს) და უხერხულობაში ჩავარდიტ ტოტალური ბოიკოტის დროსამაზე გაეცა ზევით პასუხი. თვალსაჩინოებისათვის. Edited October 22, 2009 by lasha_alo ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 რატო არ არის პასუხი თავისუფლებისინსტიტიტუს შესახებ არ ვზდი ფონტებს მაგრამ პასუხსაც ველოდები დაგეპოსტა პირველ გვერდზე და იქნებოდა.დაწყნარდი თუ შიძლება და რიგი დაიკავე. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 lasha_alo ადამიანი ეცნობა ფორუმის სპეციფიკას და ეს ყველა სტუმრისთვის პრობლემურია პირველადაა ფორუმზე? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
David_Zurabishvili Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 lasha1997 მაინც და მაინც დიდი რეიტინგი ხელისუფლებას არც რეგიონებში აქვს. ყოველ შემთხვევაში, უკანასკნელი მონაცემებით ეს რეიტინგი უფრო დაბალია, ვიდრე წინა წლებში იყო, თუმცა, სახელისუფლო წნეხი რეგიონებში გაცილებით მეტია. თან სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა სპეციფიკაა. ცხადია ამ მიმართულებით სამუშაო ბევრია. გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს კიდეც, მაგრამ აშკარად არასაკმარისი. სამომავლოდ ვაპირებთ უფრო გავაქტიურდეთ, რადგან თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება ჩვენთვის მარტო თბილისის არჩევნებით არ შემოიფარგლება. "იყავით თუ არა თქვენი პარტიის წევრები რაჭაში მიწის ძვრის შემდეგ?" ამ საკითხზე ალიანსის ფორმატში იყო მსჯელობა და საერთო გადაწყვეტილებით რაჭაში იმყოფებოდა ახლების წევრი დავით საგანელიძე. ჩვენი პარტიიდანაც თუ იყო ვინმე, არ ვიცი. არა ვარ საქმის კურსში. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
numlock Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 ბატონო დავით,აპირებთ თუ არა რომ შეურეთდეთ აქციებს და თუ აპირებთ,მაშინ რისი იმდეი გაქვთ? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 (edited) დაგეპოსტა პირველ გვერდზე და იქნებოდა.დაწყნარდი თუ შიძლება და რიგი დაიკავე.lasha1997 ურიგოდ მიძვრება, არა? დავტუქსო? Edited October 22, 2009 by ლ ი ც ი ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
David_Zurabishvili Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 Beqo ჩემი პოზიცია საკმაოდ ნათლად გამოვთქვი "კავკასიის" ეთერში. ჩვენი პარტიის წევრებმაც თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს სხვადასხვა ინტერვიუებში. საერთოდ, საზოგადოებაში პროტესტი გამოითქვა და საკმაოდ რეზონანსულიც. ხელისუფლებაშიც იმედია, კიდევ ერთხელ დაინახეს, რომ ასეთი სათუთი თემების ჩხიკინი და ტან ასე უკულტუროდ და უხამსად, საკმაოდ სახიფათოა და ექსტრემისტულ გამწყობებს აძლევს გასაქანს. ამიტომ ამ თემის ზედმეტად აჟიტირება არ მიმაჩნია გამართლებულად. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
David_Zurabishvili Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 lasha1997 იმ შემთხვევაში, თუ ყველა წამყვანი ოპოზიციური ძალა ამაზე თანახმა იქნება, შეიძლება დავფიქრდეთ და ვიმსჯელოთ, თუ არა, მაშინ მსჯელობასაც არა აქვს აზრი. ჯერჯერობით ვიცით, რომ ეროვნული ფორუმი არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, არც ლეიბორისტები ეკიდებიან პრაიმერის იდეას დიდი ენთუზიაზმით. ჩვენც უკვე გვყავს ჩვენი კანდიდატი როგორც ქალაქის მერის, ისე საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე. ასე, რომ მეეჭვება ამ წამოწყებიდან რამე გამოვიდეს. თან, საყოველთაო თანხმობა რომც იყოს, იმდენი ტექნიკური ხასიათის პრობლემები დგება, რომ მათი გადაჭრაც სათუოა. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nk44 Posted October 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2009 რას ფიქრობთ თავისუფლების ინსტიტუტზე და მის როლს საქართვლოში ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts