Jump to content
Planeta.Ge

22 ოქტომბერს 17:00 დავით ზურაბიშვილი


Recommended Posts

David_Zurabishvili

ბატონო დავით,

 

არავისთვის საიდუმლო არაა რომ თავად ხელისუფლების შიგნით უკვე დიდი ხანია მიდის კულუარული ბრძოლა ასე ვთქვათ გარკვეულ "დაჯგუფებებს" შორის. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს შევარდნაძისეულ "დაბალანსების პოლიტიკასთანაც" ასოცირდებოდა პირადად ჩემთვის, თუმცა ბოლო დროს ამ "ბრძოლაში" ფავორიტი აშკარა გახდა და მისი დამაბალანსებელი ძალა ნაკლებად ჩანს თავად ხელისუფლების შიგნით.

როგორ ფიქრობთ, ეს ზრდის თუ ამცირებს ოპოზიციის წარმატების შანსებს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 125
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

J&B

 

1.აქციას გააჩნია. ჩვენც ვაპირებთჩვენი აქციების ჩატარებას.

 

2. პოლიტიკური პროცესები უნდა მართონ პოლიტიკურმა პარტიებმა და ორგანიზაციებმა, რომლებმაც. ცხადია, უნდა შეასრულონ საზოგადოების დაკვეთა. ხალხი თავისთავად პროცესებს ვერ მართავს, მომღერლების და მსახიობების საქმე კი პოლიტიკური პროცესების მართვა არ არის, თუ რომელიმე ხელოვანი ამ მისიას აკისრებს თავის თავს, ის უკვე პოლიტიკოსი ხდება.

 

3. რესპუბლიკელები საპარლამენტო რესპუბლიკას ვემხრობით, თუმცა, გარდამავალ ეტაპზე, რაღაც პერიოდით, სააკაშვილის მმართველობის შეცვლის შემდეგ მხარს დავუჭერდით უფრო შეზღუდულ საპრეზიდენტო მმართველობასაც.

 

4.ჩვენ გვყავს ჩვენი ლიდერი და შევეცდებით ისე წარვმართოთ პროცესები, რომ მის მხარდამჭერთა წრე უფრო გაფართოვდეს.

 

5. იხ. მე–4 კითხვაზე პასუხი.

 

6. ჯერჯერობით კონკრეტულად არავის, თუმცა კონსულტაციები მიმდინარეობს და ალიანსის კარი დახურული არ არის.

 

7. უახლოეს არჩევნებზე რესპუბლიკური პარტია გავა ალიანსის ფორმატში. ანუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს "ალიანსი საქართველოსთვის" ერთიანი სიით. ჩვენ ჩვენს ხედვას წარმოვადგენთ. თქვენი გადასაწყვეტია, მხარს დაუჭერთ თუ არა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

David_Zurabishvili

ფილმის მიზანი რომ წმინდა პროპაგანდისტულია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს

აბა როგორი შეიძლება იყოს მხატვრული ფილმის მიზანი? დოკუმენტური ხომ არაა რომ კვლევა ჩაეტარებიათ? პროპაგანდაში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რომ ეს ფილმი საზღვარგარეთ იქნება ნაჩვენები, ცუდს რას ხედავთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

მაგაზე ილფის და პეტროვის ცნობილი პერსონაჟის გამონთქვამი მახსენდება: не учите меня жить, лучше помогите материально.

 

სააკაშვილი მილიონებს ხარჯავს პიარში და მთელი სახელმწიფო მანქანა მის განკარგულებაშია. ჩვენ პიარ–მენეჯერების პრობლემა არ გვაქვს, უფრო სხვა პრობლემები გვაწუხებს, რაც პიარზეც აისახება, რასაკვირველია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

chegesto

 

გარკვეული რეორგანიზაციები იგეგმება, ძირითადად უფრო ალიანსის ფორმატში მეტი ინტეგრაციისა და კოორდინაციის მიმართულებითა, თუმცა ამაზე ლაპარაკი აქ ცოტა რთულია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:resent: :resent: :resent:

 

თქვენი აზრით, რას წარმოადგენს საქართველო ამერიკისთვის?

 

რუსეთთან სავაჭრო "პროექტ-ობიექტ-საქონელს" თუ პარტნიორს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

David_Zurabishvili

მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი პოლიტიკური ანგაარიშსწორების და დღესაც ასე ვფიქრობ. თუ სააკაშვილს ეყოფა იმის ძალა, რომ მისი ხელისუფლების შეცვლის (და ეს აუცილებლად მოხდება, რადგან იგი ფაქტობრივად ბანკროტია) პროცესი მეტ–ნაკლებად მაინც ცივილიზებულად წარიმართოს, ანუ შეეგუოს წასვლას, შესაძლოა პიროვნულ გასამართლებას გადარჩეს კიდეც. თუ არა და ჩემი პოზიცია როგორიც არ უნდა იყოს, მას ეს არ აცდება.

უკაცრავად, მაგრამ ან არის გასასამართლებელია ან არა.

მისი წასვლა/დარჩენა არ უნდა განსაზღვრავდეს გასამართლების საფუძვლიანობას.

ეს, ჩვეულებრივი ულტიმატუმია გარიგებისკენ მზადყოფნის მინიშნებით, რაც თავის მხრივ უაღრესად ნეგატიურ პრეცედენტად შეიძლება დამკვიდრდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

David_Zurabishvili

მე-4 მე-5 პასუხებიდან გამომდინარე ესეთი კითხვა დამებადა--სასექტემბროდ ქალბ. ხიდაშელის განცხადებები და პოზიცია ცოდა შეცვლილი მეჩვენა-მეჩვენა? და თუ არ მეჩვენა:) ეგების ამიხსნათ პარტიამ რაღაც საკითხებზე რადიკალური ცვლილება განიცადა ხედვის ტუ სტრატეგიულად აირჩიეთ "მორბილებული" განცხადებები-პოზიცია?

აქვე ძალიან მაინტერესებს-ბატონ კუკავასაც ვკითხე-თქვენი დამოკიდებულება- რამდენად ერევა ეკლესია პოლიტიკაში( აქციების დროს პოზიცია, ახალაიას დაჯილდოვება, 26-ში საკურთხეველში ტუსევკები და ა შ.)

და პირდაპირ გკითხავთ-ემიჯნებით თუ არა ძმებ გაჩეჩილაძეებს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს, ჩვეულებრივი ულტიმატუმია გარიგებისკენ მზადყოფნის მინიშნებით, რაც თავის მხრივ უაღრესად ნეგატიურ პრეცედენტად შეიძლება დამკვიდრდეს.

 

 

მართალს ამბობ და გამოდის ისე,რომ ყველა პრეზიდენტს(მომავალსაც) და მის გარემოცვას ყველაფრის უფლება აქვთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართალს ამბობ და გამოდის ისე,რომ ყველა პრეზიდენტს(მომავალსაც) და მის გარემოცვას ყველაფრის უფლება აქვთ.

ეგ არის რა. მოვა ვიღაცა.. გადაგვივლის და ყველაფერი შერჩება ოღონდ წავიდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

1.დარწმუნებული ვართ, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა და რესპუბლიკელებმა ეს ჯერ კიდე 2008 წლის 8 აგვისტოს განვაცხადეთ. ომის კი დაიწყო იმიტომ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება გაება რუსეთის მიერ დაგებულ ხაფანგში და წამოეგო არცთუ რთულად გამოსათვლელ პროვოკაციაზე.

 

2. რესპუბლიკურ პარტიას ეკუთვნის საბიუჯეტო დაფინანსება, რაც დღემდე რჩება პარტიის შემოსავლის მთავარ წყაროდ. რაც შეეხება კერძო შემოწირულობებს, მათი მოცულობა საკმაოდ მცირეა.

 

3. ჩვენი იდეოლოგიაა ლიბერალიზმი. რესპუბლიკური პარტია არის საერთაშორისო ლიბერალური ინტერნაციონალის წევრი. ჩვენი პარტნიორები არიან, მაგალითად, თავისუფალი დემოკრატები გერმანიაში, ლიბერალ–დემოკრატები დიდ ბრიტანეთში და ა. შ. თუმცა, ჩვენი ხედვა ევროპელ ლიბერალებთან შედარებით უფრო მემარჯვენე–ცენტრისტულია.

 

4. მე ვერ ვილაპარაკებ ზოგადად ოპოზიციის სახელიტ. რაც შეეხება რესპუბლიკურ პარტიას და ალიანსს, ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ჩვენი რესურსი ამოწურულია, უფრო პირიქით მგონია.

 

5.ვერანაირ სერიოზულ რუსულ გავლენას ვერც ხელისუფლებაში და ვერც ოპოზიციაში მე ვერ ვხედავ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

1.დარწმუნებული ვართ, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა და რესპუბლიკელებმა ეს ჯერ კიდე 2008 წლის 8 აგვისტოს განვაცხადეთ. ომის კი დაიწყო იმიტომ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება გაება რუსეთის მიერ დაგებულ ხაფანგში და წამოეგო არცთუ რთულად გამოსათვლელ პროვოკაციაზე.

 

ისე ხომ არ იქნებოდა ურიგო ტერმინი შეგეცვალათ?

ომის დაწყება და საომარ მოქმედების განახლებას შორის დიდი სხვაობაა. ასეთი რამ ვნებს საქართველოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

 

დიდი ქვეყნების პოზიცია, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ მთავარი მაინც ქართველი ხალხის ნებაა. ეს არ არის პათეტიური ნათქვამი. ეს არის რეალობა. 2003 წელს არც ამერიკას და არც რუსეთს არ უნდოდა სააკაშვილის პრეზიდენტობა, მათ სხვა ფავორიტები ჰყავდათ, მაგრამ ხალხმა სხვა არჩევანი გააკეთა. რამდენად გაამართლა ამ არჩევანმა, სხვა საკითხია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Jonathan Livingston

 

1. ვფიქრობთ, ეს იყო ხაფანგი, რომელშიაც საქართველოს ხელისუფლება გაება, რადგან ძალიან დიდი იყო ტრიუმფალური გამარჯვების გათამაშების სურვილი.

 

2. სამედიცინო მომსახურებას რაც შეეხება, ამ საკითხებზე ალიანსის ფორმატში მიმდინარეობს მუშაობა, შექმნილია ექსპერტთა ჯგუფი და ახლო მომავალში ჩვენი ხედვა საკმაოდ სოლიდურად იქნება წარმოდგენილი. დღეს მეტს ვერაფერს გეტყვით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FIORENTINO

 

ამერიკისთვის მნიშვნელოვანია ზოგადად სამხრეთ კავკასიის რეგიონი და ამ რეგიონში საქართველო განიხილება სტრატეგიულ პარტნიორად. თუმცა, აგვისტოს ომის შემდეგ ძალთა ბალანსი რეგიონში აშკარად დაირღვა და ახლა ცოტა გაურკვეველი სიტუაციაა. რამდენად შევინარჩუნებთ სტრატეგიული პარტნიორის სტატუსსს, ეს დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად რეალურად დაიწყება ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესი. დღეს ესაა საქართველოს ერთადერთი გეოპოლიტიკური კაპიტალი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...