Jump to content
Planeta.Ge

22 ოქტომბერს 17:00 დავით ზურაბიშვილი


Recommended Posts

FIORENTINO

 

ამერიკისთვის მნიშვნელოვანია ზოგადად სამხრეთ კავკასიის რეგიონი და ამ რეგიონში საქართველო განიხილება სტრატეგიულ პარტნიორად. თუმცა, აგვისტოს ომის შემდეგ ძალთა ბალანსი რეგიონში აშკარად დაირღვა და ახლა ცოტა გაურკვეველი სიტუაციაა. რამდენად შევინარჩუნებთ სტრატეგიული პარტნიორის სტატუსსს, ეს დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად რეალურად დაიწყება ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესი. დღეს ესაა საქართველოს ერთადერთი გეოპოლიტიკური კაპიტალი.

მადლობელი... :):

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 125
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

დღევანდელი საქართველოს სასამართლო სისტემას, ჯიბის სასამართლო სისტემა შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ.

 

ბატ.დავით,რას ფიქრობთ სასამართლოს რეფორმაზე და როგორ წარმოგიდგენიათ მისი რეფორმა?

 

 

მე ბოლო ვარ კითხვების რიგში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nikusha_marx

 

 

2013 წლამდე შეიცვლება ეს ხელისუფლება?

 

ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება. ქვეყანამ შეუძლებელია იარსებოს სრული პოლიტიკური ბანკროტის სტატუსით. ამიტომ აქ მთავარი საკითხია არა "როდის?" არამედ "როგორ?" ჩვენი ამოცანაა ეს მოხდეს არჩევნების გზით და კონსტიტუციურ ფარგლებში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

David_Zurabishvili

1. რა აზრის ხართ თავისუფლების ინსტიტუტზე

 

ეს იყო ძალიან კარგი და აქტიური უფლებადაცვითი ორგანიზაცია. თავად გახლდით ამ ორგანიზაციის ერთ–ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. ვარდების რევოლუციამდე ინსტიტუტის საქმიანობას ვაფასებ ძალიან დადებითად. რევოლუციის შემდეგ "თავისუფლების ინსტიტუტი" გადაიქცა სახელისუფლო დაჯგუფებად, რომელსაც გაუჩნდა პრეტენზია რომ განსაზღვროს ხელისუფლების იდეოლოგია და დღემდე რჩება საშინაო პოლიტიკაში მკაცრი, რეპრესიული და გამომწვევი კურსის აპოლოგეტად. რევოლუციის შემდეგ იმსტიტუტის საქმიანობას ვაფასებ უკიდურესად უარყოფითად.

 

2. როგორ აფასებთ აშშ-ს ქმედებებს საქართველოს საშინაო პოლიტიკასთან მიმართებით.

 

ზოგადად აშშ არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ამ ქვეყანასთან სტრატეგიული თანამშრომლობა ძლიერ მნიშვნელოვანია.

 

ბუშის ადმინისტრაციის დროს საქართველოს ჰქონდა უპრეცენდენტო მხარდაჭერა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლება ვერ გამოიყენა ქვეყნის სასარგებლოდ და მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას მოახმარა. მეორეს მხრივ, ამერიკის ძველი ადმინისტრაციისა მხრიდან ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სააკაშვილის პერსონის სრულ გაიგივებას ქართულ სახელმწიფოსთან, რამაც საბოლოო ჯამში საქართველოს ინტერსებიც დააზარალა და ამერიკისაც.

 

თუმცა, მიდგომები იცვლება და ამის დასტურია ავღანეთში გამართული არჩევნების დროს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოზიცია. ბუში რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ყარზაის გაყალბებული არჩევნები ისევ ადვილად შერჩებოდა, ახლა კი იძულებულია მეორე ტური დანიშნოს.

 

3. რა აზრის ხართ თქვენ და ზოგადად თქვენი პარტია საკონსტიტუციო შეთანხმებაზე ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის.

 

ამ შეთანხმების ერთ–ერთი ინიციატორი და აქტიური ლობისტი გახლდათ რესპუბლიკური პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი პაატა ზაქარეიშვილი. ვფიქრობთ, რომ საკონსტიტუტციო შეთანხმების ზოგიერთი მუხლი მეტ დაზუსტებას და დაკონკრეტებას მოითხოვს, მაგრამ მთლიანობაში ეს ის საკანონმდებლო აქტია, რომლის საფუძველზეც უნდა ეწყობოდეს ურთიერთობები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის.

 

4. რა შეფასებას მისცემთ ეკლესიის როლს საქართველოს წარსულსა და აწყმოში და როგორ ხედავთ მის მომავალ ფუნქციას საქართველოში ( პასუხი მე არ ვიცი და ეგ ჩემი საქმე არააა არ მიიღება პოლიტიკოსი ბრძანდებით და ყველა თემა უნდა გეხებოდეთ ).

 

წარსულზე ლაპარაკს, ვფიქრობ აზრი არა აქვს, რადგან ეკლსიამ რომ უდიდესი როლი შეასრულა ქართული კულტურის, ნაციონალური იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და კონსტიტუციაშიც აღნიშნულია.

 

დღევანდელი სიტუაცია არის ასეთი: ერთის მხრივ ეკლესიის ავტორიტეტი ისე მაღალია როგორც არასდროს და ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით ეკლესიის და პირადად პატრიარქის ნდობის რეიტინგი ძალიან დიდია, მეორეს მხრივ მუდმივად არის მცდელობები ეკლესიის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებისა, რაშიაც სცოდავს პირველ რიგში ხელისუფლება და ოპოზიციური ძალების დიდი ნაწილიც. ასევე არსებობს საკმაოდ საგანგაშო, ექსტრემისტული ტენდენციები თავად ეკლესიის წიაღში, რაც კათოლიკოს–პატრიარქის გონიერი მმართველობის წყალობით ჯერ კიდევ დაბალანსებულია ზოგიერთი რადიკალ–ლიბერალი პატრიარქს აქეთ ადანაშაულებს მათ ხელშეწყობაში, მაგრამ ეს სისულელეა.

 

რაც შეეხება მომავალს, უმთავრესი ამოცანაა, რომ ხელისუფლება და პოლიტიკური ძალები მაქსიმალურად იყვნენ გამიჯნული ეკლესიისგან. ხსადია, ეკლესია სამ,ოქალაქო საზოგადოების ნაწილია ყველა ქვეყანაში ის საზოგადოებრივი პროცესების მიღმა არასდროს არ იქნება და პოზიციასაც დააფიქსირებს, სახელმწიფომ კი ამ შემთხვევაში უნდა გააკეთოს ერთადერთი რამ: არ ცაერიოს ეკლესიის შიდა საქმეებში, დაიცვას კანონით გათცვალისწინებული ვალდებულებები, რაც გათვალისწინებულია საკონსტიტუციო შეთანხმებით და ოპერატიულად და უმკაცრესად აღკვეთოს აღმსარებლობის თავისუფლებისა და რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დარღვევის ფაქტები.

 

ეს არის და ეს.

 

5. ერთ ერთი წინა შეკითხვის გაგრძელებად. მიიჩნევთ რომ თქვენ ხართ ინტელექტუალური პარტია? რით ასაბუთებთ? რატომ უნდა გამიჩნდეს მე, ერთ რიგით საქართველოს მოქალაქეს, ეროვნებით ქართველს, მართლმადიდებელს ( განვმარტავ, ვკითხულობ იმიტომ რომ ამომრჩევლის უმრავლესობა ჩემნაირია , და არა იმიტომ რომ ვჯობივარ სხვებს) თქვენი არჩევის სურვილი. იქნებ იმთავითვე უმცირესობის ხმებზეა გათვლილი თქვენი პარტია?

 

ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ უმცირესობების პარტია ვართ და არც ინტელეაქტუალებს ვუწოდებთ საკუთარ რავს. ხოლო თქვენ ვის მისცემთ ხმას, ეს თქვენი გადასაწყვეტია.

 

6. რა გარანტია გვაქვს, რომ თქვენი და თქვენი პარტიის სათავეში მოსვლის შემთხვევაში არ გაგრძელდება ის ბინძური კამპანია, თუნდაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ. მით უმეტეს რომ თქვენს ბიოგრაფიაში ფიგურირებს ბერვისთვის უკვე ამაზრზენი დასახელება " თავისუფლების ინსტიტუტი ".

 

ჩემო მოსაზრებები როგორც თავისუფლების ინსტიტუტზე, ისე სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობებზე აქ უკვე გამოვთქვი და აღარ განვმეორდები.

 

7. დაუჭერთ თუ არა მხარს, მიხეილ სააკაშვილის გასამართლების იდეას... ოღონდ გულწრფელად

 

მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი პოლიტიკური ანგაარიშსწორების და დღესაც ასე ვფიქრობ. თუ სააკაშვილს ეყოფა იმის ძალა, რომ მისი ხელისუფლების შეცვლის (და ეს აუცილებლად მოხდება, რადგან იგი ფაქტობრივად ბანკროტია) პროცესი მეტ–ნაკლებად მაინც ცივილიზებულად წარიმართოს, ანუ შეეგუოს წასვლას, შესაძლოა პიროვნულ გასამართლებას გადარჩეს კიდეც. თუ არა და ჩემი პოზიცია როგორიც არ უნდა იყოს, მას ეს არ აცდება.

 

 

პირველ რიგში მადლობა გულწრფელობისათვის. ყველაზე მეტად ვერ ვიტან პოლიტიკოსების კეკლუცობას... ამ შემტხვევაში ეს არ მინახია რისთვისაც მადლობას ვიხდი და პატივისცემას ვადასტურებ.

ამავე დროს...

არის აცილებული რომედნიმე საკითხი :), მაგრამ არის აცელილი ჭკვიანურად რისთვისაც კიდევ ერთი პატივისცემა.

 

საბოლოო ჯამში კი.. ალბათ მე მათი ელექტორატი არ გავხდები... მაგრამ,სამომავლო სახელისუფლებო კოალიციაში მათი ხილვით მოხარული ვიქნებოდი...

მაგრამ მე მათ ვხედავ, იუსტიციაში, გარემოსდაცვაში ( და არ გეგონოთ რომ ეს დღეს გაბითურებული სამინისტრო არ არის უმნიშვნელოვანესი) და გაყოფის შემტხვევაში ( შსს + უშიშროება ) შსს-ში. მაგრამ... მათი ზედმეტად აშშ-სთან მიბმულობის გამო... არავიოთარ შემტხვევაში განათლება, საგარეო საქმეთა სამინისტრო და უშიშროება და ჯარი. ეკონომიკაში და ფინანსებში დიდად განსწავლულების შთაბეჭდილებასაც არ ტოვებენ...

ასე რომ...

ნუ ვასიკო კობახიძის მერე მით უმეტეს :)

 

საერთო ჯამში ჩემგან ამ კაცს ჩათვლა მაგრამ არა ფრიადი :) ( ეს სუბიექტურია რაღა თქმა უნდა :) )

Edited by dire
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

BPL

 

ამ ხელისუფლებამ დაუშვა სამი უმძიმესი შეცდომა.

 

პირველი და ყველაზე მთავარი შეცდომა იყო ის, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი შეეცადა რაღაც ისრაელისა და სინგაპურის ნაზავი ტიპის სახელმწიფოს აშენებას წმინდა ავტორიტარული მმართველობით, რომელიც მთელ მსოფლიოში უნდა გასაღებულიყო, როგორც დემოკრატიის ტრიუმფი. ეს იყიო აბსოლუტურად შეუძლებელი მისია, რომელიც არ ითვალისწინებდა არც ქვეყნის კულტურულ ტრადიციებს და არც საზოგადოების ფართო ფენების ინტერესებს. ასეთი მცდელობა ნებისმიერ შემთხვევაში განწირული იყო კრახისთვის და ასეც მოხდა.

 

მეორე უმძიმესი შეცდომა ხელისუფლებისა იყო ის, რომ როდესაც 2007 წლის ნოემბერში აღნიშნული კურსის კრახი გახდა სრულიად თვალსაჩინო და ხალხის უკმაყოფილების გამოხატვამ მიიღო საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტო მასშტაბები, მათ ეს ყველაფერი ჩათვალეს ბადრი პატარკაციშვილის მავნებლურ ხრიკებად (დღემდე ასე ჰგონიათ) და ვერ გამოიტანეს ადექვატური დასკვნები, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა სიტუაცია და ხელისუფლების ლეგიტიმაციის ხარისხი უკიდურესად დაბალ ნიშნულზე დაიყვანა.

 

მესამე საბედისწერო შეცდომა კი რასაკვირველია იყო აგვისტოს ომი. ამ პროვოკაციაში სააკაშვილის ასე იოლად ჩათრევაც იმიტომ მოახერხა რუსეთმა, რომ მას ლეგიტიმურობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა.

 

და ახლა კიდევ მეოთხე უმძიმეს შეცდომას უშვებს, რადგან ცდილობს საერთოდ არაფერი შეიმჩნიოს და ძველებურად გააგრძელოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nk44

 

ამ კითხვაზე აქ ერთხელ უკვე ვუპასუხე, თუმცა კიდევ გავიმეორებ: დრეს თავისუფლების ინსტიტუტი წარმოადგენს სახელისუფლო დაჯგუფებას, რომელიც არის ყველაზე მკაცრი და რეპრესიებზე ორიენტირებული კურსის მთავარი აპოლოგეტი ხელისუფლების შიგნით. ცხადია, მის დღევანდელ საქმიანობას ვაფასებ უკიდურესად უარყოფითად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

David_Zurabishvili

მესამე საბედისწერო შეცდომა კი რასაკვირველია იყო აგვისტოს ომი. ამ პროვოკაციაში სააკაშვილის ასე იოლად ჩათრევაც იმიტომ მოახერხა რუსეთმა, რომ მას ლეგიტიმურობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა.

ფიქრობთ თუ არა, რომ დაგებულ ხაფანგში სააკაშვილი მხოლოდ საკუთარი ინიციატივით და რუსეთის დახმარებით არ გაბმულა და მთელ ამ ისტორიაში მესამე, "უჩინარი" მოქმედი პირიც იყო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

 

ერთის მხრივ ქართული საზოგადოების მობილიზებას და განწყობას, მეორეს მხრივ კი საერთაშორისო ბერკეტები ამოქმედებას. თავისი ნებით რომ ეს ხელისუფლება არაფერს შეცვლის, ეს ვიცით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

numlock

 

აქციას გააჩნია. პერმანენტულ აქციებს სააკაშვილის გადაყენების მოთხოვნით არ ვაპირებთ და სხვა თუ დააპირებს, არც იმას შევუერთდებით ეს დღევანდელ სიტუაციაში უაზრობა მგონია. ჩვენი მთავარი ორიენტირია არჩევნები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

 

საპარლამენტო არჩევნების დროს გამოკითხვების და კვლევების შედეგები რომ არ გავითვალისწინეთ, იმიტომ წავიდა ჩვენი საქმე კარგად.

 

დღეს ყველა სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ ჩვენი არჩევანი სწორია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთის მხრივ ქართული საზოგადოების მობილიზებას და განწყობას, მეორეს მხრივ კი საერთაშორისო ბერკეტები ამოქმედებას. თავისი ნებით რომ ეს ხელისუფლება არაფერს შეცვლის, ეს ვიცით.

 

 

გასაგებია,მაგრამ ქართველი ხალხი მობილიზირებული იყო გასული არჩევნების შემდეგ და არავითარი შედეგი არ გამოიღო ამან.ანუ ოპოზიციამ სწორი გზა არ მიეცით ამ მობილიზაციას.

 

საერთაშორისო ბერკეტები და ალბათ არჩევნების უცხოეთიდან დამკვირვებლები იგულისხმეთ და მათაც ამ ხელისუფლებისთვის სასარგებლო დასკვნები დადო. რა გარანტია გაქვთ,რომ ესე არ განმეორდება მომავალშიც?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

BBC*

 

დიდი მადლობა კომპლიმენტებისთვის.

 

რუსეთი ყოველთვის შეეცდება აგრესიისთვის საბაბის პოვნას. ეს არაა გასაკვირი.

 

სააკაშვილს სიტუაციის გაუმჯობესების მხოლოდ ერთადერთი რესურსი აქვს: დემოკრატიაზაცია და შიდაპოლიტიკური პროცესების სტაბილიზება, თუმცა მისი პრობლემაც ისაა, რომ ეს ლოგიკურად გულისხმობს დრევანდელი ხელისუფლების ეტაპობრივ, მაგრან გარდუვალ შეცვლას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საპარლამენტო არჩევნების დროს გამოკითხვების და კვლევების შედეგები რომ არ გავითვალისწინეთ, იმიტომ წავიდა ჩვენი საქმე კარგად.

 

დღეს ყველა სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ ჩვენი არჩევანი სწორია.

 

 

კი, მეც ვეთანხმები თქვენი ალიანსის დღევანდელ კურსს,მაგრამ ამ გამოკვლევების იმედზე არ გირჩევთ დარჩენას.მეტი კომენტარები არის გასაკეთებელი ამ ხელისუფლების შეცდომებზე და თუ თქვენი ნებაც იქნება,შეგიძლიათ ეს ფორუმიც გამოიყენოთ.ალბათ ადმინისტრაცია უარს არ გეტყვით.

 

 

ჩემი რესპექტები თქვენ, ბატ. დავით და მეც რესპუბლიკელებს ვუჭერ მხარს,ოღონდ ამერიკაში. :)

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

საერთო ჯამში ჩემგან ამ კაცს ჩათვლა მაგრამ არა ფრიადი

კიდე კაი თორე სულ იმის ფიქრში იყო, დირემ რომ არადამაკმაყოფილებელი დამიწეროს, როგორ გამოვჩნდე ხალხშიო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...