Jump to content
Planeta.Ge

დაიწყო უსამართლო პატიმრების რეგისტრაცია


Recommended Posts

- გრაფაში, რომელიც უნდა შეივსოს, კითხვა ასეა ფორმულირებული: რატომ მიიჩნევთ თავს უკანონო პატიმრად - იმის გამო რომ დანაშაული არ ჩაგიდენიათ, თუ იმის გამო რომ სასჯელი მკაცრია? რეალურად, უკანონო პატიმრად, ნებისმიერ ცივილიზებულ საზოგადოებაში ითვლება არა მარტო ის პიროვნება, რომელსაც დანაშაული არ ჩაუდენია და დამნაშავედ ცნეს, არამედ, უკანონო პატიმრად ითვლება ის პირიც, რომელსაც ეკუთვნოდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ნაცვლად 2 წლისა, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თქვენ იცით, რომ ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის 15-16 წელს აძლევენ, ხოლო მკვლელებს 3 წელში ათავისუფლებენ. ეს სამწუხარო რეალობაა, რომელთანაც ბრძოლაა საჭირო.

 

- საზოგადოებას ვთავაზობთ კამპანიის სამ ეტაპად წარმოებას, რომლის პირველი ეტაპი მოიცავს რეგისტრაციას, ვებგვერდზე http://www.zakaria.ge საქართველოს ნებისმიერ კუთხეშიო მცხოვრებ ადამიანს, ისევე, როგორც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებს, საშუალება ექნება შევიდეს, დარეგისტრირდეს და ამ კამპანიის მონაწილე გახდეს.

 

კამპანიის ეტაპები ასევე მოიცავს ამ ინფორმაციის დამუშავებას, ერთიანი სიის გაკეთებას და გამოქვეყნებას; სამართლიანობის აღდგენის კონკრეტული გზების შეთავაზებას, როგორც პოლიტიკური ძალებისთვის, ასევე, არსებული ხელისუფლებისთვის. მნიშვნელოვანი იქნება ყველა პოლიტიკური ძალის დათანხმება, რომ გადაისინჯება უკანონო პატიმრების საქმეები და ქონებაჩამორთმეულ მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება აღუდგეთ მიყენებული ზიანი.

 

რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება და მისი პირველი ეტაპი 31 დეკემბერს დასრულდება, რომელსაც სავარაუდო რეგისტრაცია დავარქვით, რადგან, კამპანია გაგრძელდება და ვფიქრობთ, ამ პროცესისთვის მუდმივი მონიტორინგია საჭირო. 31 დეკემბრის შემდეგ, არსებული მონაცემების დამუშავების ეტაპზე გადავლთ.

 

http://presa.ge/index.php?text=news&i=10349

 

პ.ს. აუცილებლად ექნება ამ წამოწყებას შედეგი, იმჰო

 

თუმცა რა დონეზე, ეგ აღარ ვიცი...საზოგადოებაზეა დამოკიდებული

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და ეს ჯერ არავის არ გაუკეთებია? :) :D :D

აუ ესენი რა მაგადი კვერცხები ყოფილან ( ოპოებს ვგულისხმობ )

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

და ეს ჯერ არავის არ გაუკეთებია?

აუ ესენი რა მაგადი კვერცხები ყოფილან ( ოპოებს ვგულისხმობ )

+1

 

მარა ქუცნაშვილი ჩემში ყოველთვის პატივისცემას წვევდა...აქვს მართლა კაი რაღაცეები გაკეთებული უფლებების დაცვის ამბავში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...