Jump to content
Planeta.Ge

ქართული პოლიტიკური ცენტრები


Recommended Posts

dire

და რა პროგნოზით განვიტარდება ეგეც ხომ ვიცით...

იმედია მიშა ან მოუხმობს ჭკუას, ან მოახმობინებენ

 

სადღაც დავწერე, ამერიკას სასიცოცხლოდ სჭირდება რომ საქართველო "დემოკრატიის შუქურა" იყოს, ოღონდ მიშას გაგებით არა...

 

პ.ს. დაქოუტება არ მუშაობს შენტან?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

არა ოხერი არ მუშაობს... ტეგებს არ უხსნის... უბრალოდ აკოპირებს :D

 

ამერიკა არა ის კიდევ :))

 

აგერ შენ და აგერ მე...

 

ჩაგვაბარებენ ამ კაზიოლებს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

ჩაგვაბარებენ ამ კაზიოლებს...

თუ "კაზიოლები" ვართ, ჩაგვაბარებენ, თუ ერი, ვერა!

 

არა ოხერი არ მუშაობს... ტეგებს არ უხსნის... უბრალოდ აკოპირებს

ვა. რატომ?! რომელი ბრაუზერით მუშაობ?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოდით უფრო ზოგადად ვთქვათ , ალიანსიც , ნაცებიც , მე დავამატებდი სანიკიძეც , ბურჯანაძე ოქრუაშვილიც , ებრალიძეზე საერთოდ ზედმეტია საუბარი წარმოადგენენ ანტიეროვნულ ძალებს . კონკრეტულად კი ნაცები წარმოადგენენ ცეერუს მიერ მართულ ანტიეროვნულ ძალას და მათი ანტიეროვნულობა ყველაზე მეტად წარმოჩინდა იმ ასპექტში როდესაც მათ ქვეყანა რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ ამერიკის ბრძანებით არ გამოიყვანეს სნგ-დან და რუს ეგრეთწოდებულ სამშვიდობოებს არ გაუუქმეს ომამდე ანუ იმ პერიოდში როდესაც აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა რუსეთსაც კი არ ქონდა აღიარებული , არ გაუუქმეს რუსეთს სამშვიდობო მანდატი და ომამდე რუსებისთვის სამშვიდობო მანდატის გაუქმებით ოფიციალურ დონეზე არ გამოაცხადეს რუსეთი ოკუპანტად .

ბურჯანაძე რომ შევარდნაძე სააკაშვილის მოღალატეობრივი , ანტიეროვნული პოლიტიკის სისხლხორცეული ნაწილია მგონი ეჭვი არავის ეპარება და მასზე აღარ შევჩერდები მხოლოდ ერთს დავსძენ ოქრუაშვილზე ეს კაცი მას შემდეგ რაც ოპოზიციონერად მოევლინა ქართველობას გრიგოლიასთან ორი წლის წინ იმედზე ამბობდა რომ ხელისუფლებაში იმიტომ ჩერდებოდა რომ სურდა ომით დაებრუნებინა ცხინვალი და რო დარწმუნდა რო მშიშარა სააკაშვილი ამის ნებას არ მისცემდა კიდევაც წამოვიდა მთავრობიდან , აგვისტოს ომის შემდეგ კი უცხოურ გაზეთებს ინტერვიუებში ეუბნება რომ სააკაშვილი ამ ავანტიურას (ომს) მისი მინისტრობის პერიოდშიც გეგმავდა და იგი მუდამ წინააღმდეგი იყო ძალისმიერი მეთოდებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და ეს გახდა მისი გადადგომის და სააკაშვილთან განხეთქილების მთავარი მიზეზი . რომელიმე ფიქრობთ რომ ეს ჯდება კაცობაში და არ ნიშნავს გადაფურთხებულის ალოკვას ?

სანიკიძე გულუბრყვილო პრორუსია და ემხრობა კონფედერაციის ვარიანტს და ჩემთვის რადიკალურად მიუღებელია უთავმოყვარეო პრორუსული პოლიტიკა , ხოლო კონფედერაციაზე მსჯელობაც კი ჩემთვის სამშობლოს ღალატს ნიშნავს .

რესპუბლიკური პარტია რომ აფხაზეთის აღიარებას და კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნას ემხრობა მგონი ახალი არავისთვის არ უნდა იყოს , ამას გარდა ისინი მსჯელობენ ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ავტონომიების შექმნის და ამ რეგიონებში სახელმწიფო ენად სომხურისა და აზერბაიჯანულის გამოცხადების შესახებ . საერთოდ ეგ პარტია სუკმა ცეერუს დავალებით ეროვნულ მოძრაობასთან დასაპირისპირებლად შექმნა მათ მიერვე მართული ვითომ დისიდენტებისგან და ამიტომ ძნელია გაიგო კრემლის თამაშს თამაშობენ თუ კრემლის და ვაშინგტონის ერთად . რაც შეეხება ალიანსის მეორე პოლიტიკურ სუბიექტს გამყრელიძეს და მემარჯვენეებს ტიპიური მედროვეების პარტიაა და ვინც გადაიხდის მათ თამაშს ითამაშებენ , ამ დროისთვის უფრო კრემლი აქტიურობს როგორც ვატყობ ან შეიძლება ამერიკა ააქტიურებს კრემლს ...

რაც შეეხება ალასანიას მის შესახებ არაფერი ვიცი გარდა იმისა რომ ვაჟკაცი მამის შვილია და ვურჩევ მალე გამოეყოს რესპებსა და მემარჯვენეებს და დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოოს ეროვნულ ძალებთან ერთად .

რაც შეეხება შალიკოს , ებრალიძეს , იგორ გიორგაძეს , ხომერიკს ( საბედნიეროდ სახელი აღარ მახსოვს ) და საქართველოში მათ პოლიტიკურ დესანტს აგერ ამ ფორუმში გააქტიურებულ სერგო ორჯონიკიძის საზოგადოებას რომლებიც უნამუსოდ ეფარებიან ჩვენი გმირთაგმირი მეფის ერეკლე მეორის დიდებით მოსილ სახელს , ეგენი არ მგონია ვინმემ სერიოზულად ჩათვალოს .

ალბათ კითხვა გაგიჩნდებათ ვინღა დარჩაო , არიან ეროვნული , ანტირუსული ძალები უბრალოდ გაიხსენეთ უსახსრობის გამო პოლიტიკურ თამაშგარეში დარჩენილი ეროვნული ძალები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

რესპუბლიკური პარტია რომ აფხაზეთის აღიარებას და კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნას ემხრობა მგონი ახალი არავისთვის არ უნდა იყოს , ამას გარდა ისინი მსჯელობენ ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ავტონომიების შექმნის და ამ რეგიონებში სახელმწიფო ენად სომხურისა და აზერბაიჯანულის გამოცხადების შესახებ .

ეს ცილისწამებაა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე როგორ გგონიათ ვინმეს რომ უნდოდეს რუსეთის აგენტური შემოყვანა ებრალიძეს შემოიყვანდა????
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა არი ცილისწამება მათი პარტიის გაზეთში ეწერა , უფრო სწორად ალიანსის გაზეთში . მე არ მითქვამს რომ პარტიის პროგრამაში უწერიათ მაგრამ მსჯელობენ მაგაზე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

რა არი ცილისწამება მათი პარტიის გაზეთში ეწერა , უფრო სწორად ალიანსის გაზეთში . მე არ მითქვამს რომ პარტიის პროგრამაში უწერიათ მაგრამ მსჯელობენ მაგაზე

რა უწერიათ, რომ ჯავახეთშI ავტონომია უნდათ ?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა უწერიათ და რომ მრავალსახელმწიფოენოვანი ფედერაციული რესპუბლიკა დემოკრატიისა და ლიბერალიზმის უმაღლესი მწვერვალია და რომ საჭიროა ამ კუთხით მუშაობა მათ შორის ჯავახეთსა და ქვემო ქართლში
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

რა უწერიათ და რომ მრავალსახელმწიფოენოვანი ფედერაციული რესპუბლიკა დემოკრატიისა და ლიბერალიზმის უმაღლესი მწვერვალია და რომ საჭიროა ამ კუთხით მუშაობა მათ შორის ჯავახეთსა და ქვემო ქართლში

წყარო შეგიძლია დადო?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზუსტად ვერ ვიტყვი , რაღაც ალმანახი იყო გამოცემული მაგათი ალიანსის . ამას გარდა მაქვს წაკითხული ბერძენიშვილების , ხიდაშელ უსუფოვის , და დავით ზურაბიშვილის ნაშრომები რუსულ ენაზე სადაც წერია რომ საქართველოს პრიორიტეტი უფრო არის თავისუფალი სასამართლო ვიდრე ისეთი აბსტრაქტული მცნებები როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და უწერიათ რომ აფხაზებსა და ოსებს აქვთ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ლეგიტიმური და მორალური უფლება
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...