machkatela Posted October 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2009 პარლამენტში ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დადგენას შეეცდებიან.დეპუტატები, როგორც უმრავლსობიდან, ისე ოპოზიციიდან თანხმდებიან, რომ ეს მიზეზები უნდა დადგინდეს და შესაბამისი კომისიაც უნდა შეიქმნას, თუმცა კომისია საგამოძიებო იქნება თუ სპეციალური, ამის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტში ხვალ მიიღებენ. რამდნეიმე თვის წინ, საპარლამენტო კულუარებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება მზად იყო, პარლამენტში ასეთი კომისია შეექმნა და მისი თავმჯდომარეობა, პარლამენტში დაბრუნების შემთხვევაში, ზვიად გამსახურდიას შვილისთვის, კონსტანტინე გამსახურდიასთვის შეეთავაზებინა. მოგვიანებით კი, კომისიის შექმნის იდეა პლენარულ სხდომაზე “ქართული დასის” ლიდერმა, ჯონდო ბაღათურიამ დააყენა, ინიციატივა კი დღეს ბიუროს წარუდგინა. ბიუროს სხდომაზე ინიციატივას პირველი უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი გამოეხმაურა, ისტორიის წინაშე ვალდებულებებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ კომისიის შექმნით ბევრ საკითხს და ფაქტს “აეხდება ფარდა”. “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, გიორგი თარგამაძის განცხადებით კი, რაც უფრო მეტი დრო გავა, უფრო გაჭირდება სიმართლის დადგენა. თარგამაძემ საპარლამენტო კომისიის დროულად შექმნის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. შესაბამისად, კომისიის პრინციპთან ერთად, ხვალ გაირკვევა, კომისიის შექმნის ინიციატივა ოფიციალურად რომელი ფრაქციის იქნება. რეგლამენტის მიხედვით, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ ერთი დეპუტატის მოთხოვნით არ შედის. აღნიშნული საკითხების დროულად გარკვევის შემთხვევაში, კომისიის შექმნის მიზანშეწონილებაზე პარლამენტი უკვე ხვალინდელ პლენარულ სხდომაზევე იმსჯელებს, მანამდე კი, სავარაუდოდ, ბიუროს სხდომა გაიმართება. და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს... უკვე საღამოს/// უმრავლესობის წევრები უკმაყოფილოები იყვნენ საპარლამენტო უმრავლესობაში ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მიზეზების დამდგენი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ერთსულოვნება არ არის. საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს კომისიის შექმნის გადაწყვეტილება არ მოსწონს და ეს ერთგვარ ცინიკურ გამოვლინებადაც კი მიაჩნიათ. უმრავლესობაში კულუარულად ადასტურებენ, რომ ამ კომისიის შექმნა სწორედ კონსტანტინე გამსახურდიას პარლამენტში დაბრუნების საკითხს უკავშირდება და მათ უკმაყოფილებასაც სწორედ ამ გარემოებით ხსნიან. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ეს მიდგომა ერთგვარად აუფასურებს იმ ფასეულობას და ღირებულებას, რაც ქვეყნის პირველი პრეზიდენტის სახელს უკავშირდება. შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი აღნიშნავს, რომ კენჭისყრისას კომისიის შექმნის საკითხსაც, სავარაუდოდ, სრული მხარდაჭერა არ ექნება. ასევე, შესაძლოა იყოს განსხვავებული პოზიციები კომისიაში შესვლასთან დაკავშირებით. კერძოდ, რამდენიმე დეპუტატი აღნიშნავს, რომ შეთავაზების შემთხვევაში შესაძლოა მათ კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარიც კი განაცხადონ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2009 (edited) გამსახურდიას სიკვდილის მიზეზებს დაადგეგენ??? ჟვანიასი უკვე დაადგინეს და გამსახურდიას სიკვდილი ღა დარჩათ არა გასარკვევი? ეგ თუ დაადგინეს,შევარდნაძეს მოუწევს სამუდამო პატიმრობა და ჟვანიას სიკვდილზე, მიშას.მე ასე მგონია. Edited October 19, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2009 (edited) საპარლამენტო უმრავლესობაში ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მიზეზების დამდგენი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ერთსულოვნება არ არის.საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს კომისიის შექმნის გადაწყვეტილება არ მოსწონს და ეს ერთგვარ ცინიკურ გამოვლინებადაც კი მიაჩნიათ. უმრავლესობაში კულუარულად ადასტურებენ, რომ ამ კომისიის შექმნა სწორედ კონსტანტინე გამსახურდიას პარლამენტში დაბრუნების საკითხს უკავშირდება და მათ უკმაყოფილებასაც სწორედ ამ გარემოებით ხსნიან. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ეს მიდგომა ერთგვარად აუფასურებს იმ ფასეულობას და ღირებულებას, რაც ქვეყნის პირველი პრეზიდენტის სახელს უკავშირდება.და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს უმრავლესობის ეს ნაწილი ამ შემთხვევაში მართალია. ასე რომ, თურმე უმრავლესობის წევრებიც შეიძლება ხანდახან არ ატრაქტორებდნენ Edited October 19, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2009 და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს უმრავლესობის ეს ნაწილი ამ შემთხვევაში მართალია მართლები რაში არიან,რომ არ უნდათ ამ კომისიის შექმნა და თურმე პირველი პრეზიდენტის სახელი გაუფასურდება? კარგი რა ლიც,აქ სხვა რამ არის და თუ მართლა კოკო დაბრუნდა და ამ კომისიას ჩაუდგა სათავეში,ბევრს დედა ეტირება მაგ პარლამენტშიც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted October 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2009 > გამსახურდიას სიკვდილის მიზეზებს დაადგეგენ???, ისტორიული სამართლიანობა თუ ცინიზმიყურადღების გადატანის საშვალებაა. რაც უფრო ხშირად გადაიტანს ხელისუფლება ყურადღებას, წარსულზე და იმ თემებზე რაც დღეს აქტუალური არ არის, მით უფრო გაიხანგრძლივებს სიცოცხლისუნარიანობას... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted October 19, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2009 მართლები რაში არიან,რომ არ უნდათ ამ კომისიის შექმნა და თურმე პირველი პრეზიდენტის სახელი გაუფასურდება? კარგი რა ლიც,აქ სხვა რამ არის და თუ მართლა კოკო დაბრუნდა და ამ კომისიას ჩაუდგა სათავეში,ბევრს დედა ეტირება მაგ პარლამენტშიც. კოკო არ არის ის ტიპი, რომ ვინმეს დედა უტიროს//// და არც სრულფასოვანი გამოძიება იქნება თუნდაც იმიტომ, რომ კოკოს დაბარებულზე მანანა არ მივა პარლამენტში... უმრავლსობსი ნაწილი იმან გააღიზიანა, რამაც მეც გამაღიზიანა და წესით ბევრი ნორმალური ადამიანი.... ტიპს უნდა პარლამენტში დაბრუნება, მაგრამ არ უნდა ჩვეულებრივი დეპუტატობა და თან არც ჩვეულებრივი დაბრუნება უნდა... მისამ რომ მანდატების აღდგენის ინიციატივა გაჟღერა, ძალიან მალევე გაირკვა, რომ ეს კომისია შეიქმნებოდა და კოკო დაბრუნდებოდა... გამაღიზიანებელი ამ ადამიანის მიერ მამის სახელის ძველი მიქარული გამოსასწორებელი საბაბი გახდა... და თან... კოკოა კაცი, რომელმაც, არეულობა დაიწყო თუ არა... დაჰკრა ფეხი და შვეიცარიაში წავიდა//// .. ასე, რომ.... თან, ინტერესთა კონფლიქტია - მამის საქმე შვილი ვერ გამოიძიებს.....მაგრამ, უმრავლესობაში იმასაც "კაიფობენ", რომ შვილს გააჩიაო.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2009 (edited) კარგი რა ლიც,აქ სხვა რამ არის და თუ მართლა კოკო დაბრუნდა და ამ კომისიას ჩაუდგა სათავეში,ბევრს დედა ეტირება მაგ პარლამენტშიც.კოკო არის ძლიერი ფესვის სუსტი ყლორტი, ჩემო დიტო. დამიჯერე ბატონოჩემო, ოთხი წელი მის უახლოეს გარემოცვაში ვიყავი. ძალიან სუსტი პიროვნებაა, ძAლიან კოკო არ არის ის ტიპი, რომ ვინმეს დედა უტიროს////machkatela დასტურ!!! მართლა კახელი ხარ? Edited October 19, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2009 ჟვანიასი უკვე დაადგინეს და გამსახურდიას სიკვდილი ღა დარჩათ არა გასარკვევი? ეგ თუ დაადგინეს,შევარდნაძეს მოუწევს სამუდამო პატიმრობა და ჟვანიას სიკვდილზე, მიშას.მე ასე მგონია. ხო რა გუშინწინ პრემიერი ბუხარში მოკლეს და დღემდე ამის დამადასტურებელ აუდიოს ევროპაში დასდევენ და ესენი დაადგენენ ეხლა 16 წლის ამბეს. პ.ს. მერე ამას მოჰყვება მანანა არჩვაძეს დემონსტრაცია საპატრიარქოს წინ და მერე უყურე შენ როგორ შეწუხდება შსტრასბურგის სასამართლო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2009 კოკო არის ძლიერი ფესვის სუსტი ყლორტი, ჩემო დიტო. დამიჯერე ბატონოჩემო, ოთხი წელი მის უახლოეს გარემოცვაში ვიყავი. ძალიან სუსტი პიროვნებაა, ძAლიან მეც ვიცი ვინ არის კოკო,მაგრამ ნორმალური გამოძიება რომ ჩატარდეს ბევრს დაერხევა პარლამენტში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2009 მეც ვიცი ვინ არის კოკო,მაგრამ ნორმალური გამოძიება რომ ჩატარდეს ბევრს დაერხევა პარლამენტში. ვის და რომელ პარლამენტში? : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2009 ვის და რომელ პარლამენტში? რურუებზე და მაგისნაირებზე ვიგულისხმე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted October 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2009 ატრაკებენ და უხარიათ... . .. . . . . . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted October 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2009 ჟვანიასი უკვე დაადგინეს და გამსახურდიას სიკვდილი ღა დარჩათ არა გასარკვევი? კი მაგრამ რატომ ხართ ასე ყველანი დარწმუნებულები, რომ ზვიადი მოკლეს? როგორც მე ვიცი, ჟვანიას ამბისგან განსხვავებით, ოფიციალურ ვერსიაში არაფერი ალოგიკური და დაუჯერებელი არ ყოფილა. თანაც, თქვე კაი ხალხო, თუ მაგის მოკვლა უნდოდათ და თანაც მისივე დაცვის ხელით, რაღა მაშინ ჰქნეს, როცა დამარცხებუილი და უშანსო იყო, ქუთაისს რომ მოადგა მაშინ გაეგორებინათ. ლოღიკ ინჩა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2009 (edited) როგორც მე ვიცი, ჟვანიას ამბისგან განსხვავებით, ოფიციალურ ვერსიაში არაფერი ალოგიკური და დაუჯერებელი არ ყოფილა. თანაც, თქვე კაი ხალხო, თუ მაგის მოკვლა უნდოდათ და თანაც მისივე დაცვის ხელით, რაღა მაშინ ჰქნეს, როცა დამარცხებუილი და უშანსო იყო, ქუთაისს რომ მოადგა მაშინ გაეგორებინათ. ისა და თუ იციან რა მოხდა, რატომ უნდათ კიდევ გამოძიება? ლოღიკ ინჩა? ისე მე არსად არ მითქვავს მოკლეს მეთქი. Edited October 19, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 20, 2009 მეტი სადარდებელი არ გვაქვს რა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.