ლ ი ც ი Posted October 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2009 http://i031.radikal.ru/0910/c3/36a9a5ebed09.jpg ვის "შემოაკვდა" ზურაბ ჟვანია ბოლო დროს, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზებზე სკანდალურმა პოლიტიკურმა განცხადებებმა საგრძნობლად იმატა. როგორც მოგეხსენებათ, გამოძიება დასრულებული არ არის და ჟვანიას საქმე თაროზე იმტვერება. თუმცა, როგორც იმერეთის ექსგუბერნატორი თემურ შაშიაშვილი ირწმუნება, ასეთი ვითარება დიდხანს არ გასტანს და პრემიერ-მინისტრის იდუმალებით მოცულ გარდაცვალებას ნათელი ახლო მომავალში მოეფინება. თემურ შაშიაშვილმა იმ საიდუმლო აუდიოჩანაწერების არსებობის შესახებ ისაუბრა, რომელიც მისივე თქმით, საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყანაში უკვე ინახება და სულ მალე გამომზეურდება. აღნიშნული ჩანაწერებიდან რამდენიმე სკანდალური ფრაგმენტი მან "კვირის პალიტრას" წინასწარ, ექსკლუზიურად გაუმხილა.თემურ შაშიაშვილი: - ისეთი აუდიოჩანაწერების შესახებ შევიტყვე, რომ მერჩივნა, არაფერი მცოდნოდა... ჩემთვის მხოლოდ 10-წუთიანი ფრაგმენტი გახდა ცნობილი, თუმცა ჩანაწერი საკმაოდ ვრცელია. შევხვდი გოგლა ჟვანიას და ვუამბე ყველაფერი, თუმცა ეს მისთვის სიახლე არ ყოფილა. არსებობენ თვითმხილველები, რომლებიც პირად საუბარში აცხადებენ, რომ ჟვანიას ცხედარი იმ ავბედით ბინაში მიიტანეს. ამ ჩანაწერის მიხედვითაც ჩანს, რომ ეს სიმართლეა. ჩანაწერი უკვე გავრცელებულია რამდენიმე ქვეყანაში. მე ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში შევხვდი გერმანიასა და საფრანგეთში მცხოვრებ ქართველებს და მათ მომასმენინეს ჩანაწერი. - როდის ან როგორ მოხვდა აღნიშნული ჩანაწერი მათ ხელში?- ჩანაწერი საქართველოდან მიიღეს და ეს ფაქტი ტალიავინის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას უძღოდა წინ. იმაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი ჩანაწერი ათასი მაინც გამოჩნდება, როცა ეს ხელისუფლება უფრო დაუძლურდება ან საერთოდ, აღარ იქნება. რაღაც ფრაგმენტი ტალიავინის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე თუ გახდა ცნობილი, სხვა ნაწილი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მოვლენის წინ გამომზეურდება... ვფიქრობ, ამ პირებზე ზეგავლენას ვერავინ მოახდენს და უახლოეს ხანში ყველაფერს სიტყვასიტყვით გამოაქვეყნებენ. იმ ადამიანებს, ვისაც აუდიოჩანაწერი აქვთ საქართველო ისე ძალიან უყვართ, მათ მოსყიდვას ვერავინ შეძლებს. მოკლედ, ამ თემაზე ხმა რომ ამოვიღე, ხელისუფლებამ ათასი ვინმე მომიგზავნა, - ჟვანიაზე ლაპარაკს შეეშვიო. ამ რამდენიმე დღის წინ, საღამო ხანს, კონსერვატორიასთან ავუხვიე. ორი უცნობი ახალგაზრდა მომიახლოვდა და ყურში ჩამჩურჩულა: "შენი დღეები დათვლილია, არ გაცოცხლებთ!" როგორც შემდეგ გავარკვიე, ის ბიჭები იქვე დაცვაში მუშაობენ.სამწუხაროდ, საეჭვოდ დუმს ოპოზიციაც. წარმოიდგინეთ, მის არც ერთ წარმომადგენელს არ დაურეკავს და არ უთქვამს, - თუ ძმა ხარ, შემხვდი და მითხარი, რა მასალები გახდა შენთვის ცნობილიო... მე ვწერ, რომ ამ ინფორმაციის გამო გვდევნიან, გვავიწროებენ, ოპოზიციის წარმომადგენლები კი ამ საკითხით საერთოდ არ ინტერესდებიან! მეტსაც გეტყვით, ამხელა შეკრება მოაწყვეს და ამის შესახებ ქუჩაში გავიგე. სამწუხაროდ, იქაც არავინ დამიძახა... - საინტერესოა, ჩანაწერის ათწუთიან ფრაგმენტში მხოლოდ ის ვერსია მოისმინეთ, რაც ადრე ოქრუაშვილმა გაახმაურა?- მან კი გაახმაურა ეს ვერსია, მაგრამ რამდენადაც ვიცი, შემდეგ ოქრუაშვილი ბატონ გოგლა ჟვანიას აღარ შეხვედრია ამ თემაზე სასაუბროდ. - პირდაპირ გვითხარით, ხელისუფლების იმ პირველ პირებს შორის, რომელთა ხმა ჩანაწერში ისმის, იყო თუ არა ირაკლი ოქრუაშვილი?- იმ ათწუთიან ფრაგმენტში ოქრუაშვილის ხმა არ ისმოდა...იმ ფრაგმენტიდან გამომდინარე, რომელსაც მოვუსმინე, შემიძლია გითხრათ, რომ მისი მოკვლა წინასწარ განზრახული არ ყოფილა, თუ შეიძლება ითქვას, პრემიერ-მინისტრი შემოაკვდათ... ხელისუფლების პირველი პირების საუბრის საერთო აზრიც ეგ არის. ჩანაწერი მას შემდეგ გაკეთდა, როცა ჟვანია ცოცხალი აღარ იყო და ხელისუფლების პირველი პირები მსჯელობენ, რა როგორ უნდა წარიმართოს. აი, ამაზე იყო საუბარი იმ ათწუთიან მონაკვეთში. - ყველას უკვირს, ამ საკითხზე მხოლოდ თქვენ და შალვა ნათელაშვილი რომ საუბრობთ, რომლებიც ჟვანიასადმი დადებითად არასდროს ყოფილხართ განწყობილი... არსებობს მოსაზრება, რომ ჟვანიასთან დაკავშირებული თემა პოლიტიკური სპეკულაციის საგანი გახდება.- მართალია, ჟვანიასადმი კეთილგანწყობილი არ ვყოფილვარ, თუმცა ვაღიარებ, ფოთის პორტთან, სანაოსნოსთან და ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით, ჟვანია იყო ერთადერთი პერსონა, რომელიც იოლად არ დათმობდა ბევრ რამეს, ხმას ამოიღებდა და თუ საჭირო გახდებოდა, გადადგებოდა კიდეც და ბრძოლას გააგრძელებდა... ის დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა იყო. მიმაჩნია, რომ საზოგადოება არ უნდა ეგუებოდეს პრემიერ-მინისტრის ამგვარ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტს. - იქნებ ის აუდიოჩანაწერი, რომელსაც თქვენ მოუსმინეთ, ფალსიფიცირებულია?- იმდენად სერიოზულმა გუნდმა წარმოადგინა ეს ჩანაწერი, ამ ვერსიას უბრალოდ გამოვრიცხავ. - როგორც ამბობენ, არსებობს კიდევ ორი აუდიოჩანაწერი.- გეთანხმებით, ერთ-ერთი ჩანაწერი ეხებოდა ფინანსურ გარიგებებს. ისიც შევიტყვე, როგორ ხდება გარიგება საქართველოში ჩამოსულ ბიზნესმენებთან. ამ ე.წ. ინვესტორებს წინასწარ ეუბნებიან, - აუქციონზე ამა თუ იმ ობიექტს ამდენად იყიდი, შემდეგ კი დამატებით თანხის 10 ან 15 პროცენტს ამა და ამ ფონდში ჩარიცხავო... მესამე აუდიოჩანაწერი 2003 წლის ნოემბრის არჩევნებამდე მაშინდელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის სამარცხვინო გარიგებებს ეხება, რომელშიც მიხეილ სააკაშვილიც მონაწილეობს. ისეთი უშვერი სიტყვებით იგინებიან, თითქოს ტოლს არ უდებენ ერთმანეთს, თუმცა იმავდროულად ცხადი ხდება, როგორ ინაწილებენ მომავალ ხელისუფლებაში ფულსაც და ძალაუფლებასაც. ეს ჩანაწერი რომ გამოქვეყნდება, შევარდნაძეც დაინახავს, რა ხალხთან ჰქონია საქმე...http://www.ambebi.ge/politika/11843-vis-qs...ab-zhvania.html ლიცემერი: არიან ადამიანები, რომელთა დაღუპვის შემდეგ დიდხანს ვცდილობთ, გავშიფროთ მათი "შავი ყუთი", მაგრამ უშედეგოდ. ჟვანიას შემთხვევაც, ჩემი აზრით, ამ კატეგორიას განეკუთვნება თუ ვცდები? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
paolo Posted October 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2009 ლიცემერი: არიან ადამიანები, რომელთა დაღუპვის შემდეგ დიდხანს ვცდილობთ, გავშიფროთ მათი "შავი ყუთი", მაგრამ უშედეგოდ. ჟვანიას შემთხვევაც, ჩემი აზრით, ამ კატეგორიას განეკუთვნება თუ ვცდები?ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საქმეები, რომელიც ბურუსით მოცული იყო თავის დროზე, ასეთად დარჩა შემდგომშიც.სამწუხაროდ მე ვფიქრობ, რომ ჟვანიას საქმესაც ასეთი ბედი ელის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 19, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2009 ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საქმეები, რომელიც ბურუსით მოცული იყო თავის დროზე, ასეთად დარჩა შემდგომშიც.paolo დასტურ!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nikusha_marx Posted October 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2009 ჟვანია შეიძლება მოიშორეს შეიძლება ტავისით მიიცვალა მაგრამ ფაქტია მისმა სიკვდილმა დროის ჩარხი სხვანაირად დაატრიალა.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 19, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2009 (edited) შეიძლება ტავისით მიიცვალავითომ? Edited October 19, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Goddess Posted October 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2009 აქაც გავახმოვანებ საზოგადოებაში გავრცელებულ ერთ-ერთ ვერსიას: წიპა პრეზიდენტი ახვინტრიშტა, განრისხდა და დიიიიიდიიიიი, უშველებელი ბროლის საფერფლე უთავაზა საფეთქელშიო.. მერე კი მოიკვნიტა ჰალსტუხი, ეს რა მომსვლიაო... მაგრამ გვიანი იყო... რას გაიგებ, მამენტ, ამ გიჟის ხელში, ყველაფერი წარმოსადგენია. თუმცა, მე თავს შევიკავებ ზედმეტი კომენტარისაგან სანამ საკუთარი ყურით არ მოვისმენ ან საკუთარი თვალით არ ვიხილავ რეალურ ფაქტებს. ერთI კი ცხადია, ეს ადამიანი, რომელიც უზომოდ მენანება, ასე უბრალოდ არ მომკვდარა იმ ავბედით ბინაშI. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 19, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2009 აქაც გავახმოვანებ საზოგადოებაში გავრცელებულ ერთ-ერთ ვერსიას: წიპა პრეზიდენტი ახვინტრიშტა, განრისხდა და დიიიიიდიიიიი, უშველებელი ბროლის საფერფლე უთავაზა საფეთქელშიო..ამ ვერსიას არ და ვერ გამოვრიცხავ, რამეთუ მიშას ჩვევია იმპულსურობა და გაუაზრებელი , შეუწონელი ნაბიჯის გადადგმა...Goddess Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2009 (edited) ჟვანია, რომ მოკლეს თუ შემოაკვდათ(არა აქვს მნიშვნელობა)ეგ იასნია,მაგრამ რა ზღაპრებს ჰყვება ეს შაშიაშვილი? საქართველოს მოსიყვარულე ადამიანებს აქვთ ეს ჩანაწერი და ვერ მოისყიდიან და ბლა ბლა ბლა. უკვე მაგარი ნერვები მეშლება საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.ამაზონის ჯუნგლებში უფრო ნორმალური წესებით ცხოვრობენ ვიდრე ჩვენთან. Edited October 19, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 19, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2009 (edited) ჟვანია, რომ მოკლეს თუ შემოაკვდათჩრმი აზრით, მოკლეს Edited October 19, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2009 შანსი არის რომ გაიხსნას,,, მაგრამ მიზერული... :ravic: გააჩნია ეს ვაჟკაცი რა გზით წავა :ravic: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 19, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2009 შანსი არის რომ გაიხსნასგააჩნია ეს ვაჟკაცი რა გზით წავაროგორც აქამდე დადიოდა-ოკრობოკრო :ravic: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2009 შანსი არის რომ გაიხსნას,,, მაგრამ მიზერული... გააჩნია ეს ვაჟკაცი რა გზით წავა მე რომ ვიყო შემდეგი პრეზიდენტი,აუცილებლად გავხსნიდი მაგ საქმეს და არა მარტო მაგ საქმეს.ყველა ვინც დასაჭერია დავიჭერდი და რაც მოპარული აქვთ დავაყრევინებდი,მაგრამ................ :ravic:: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 19, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2009 მე რომ ვიყო შემდეგი პრეზიდენტი,აუცილებლად გავხსნიდი მაგ საქმეს და არა მარტო მაგ საქმეს.ყველა ვინც დასაჭერია დავიჭერდი და რაც მოპარული აქვთ დავაყრევინებდი,მაგრამ................ეჰ, ჩემო დიტო, უოცნებოდ ეს სამყარო რა ღარიბია :ravic: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 20, 2009 ეს ფარული ჩანაწერები კიდევ რით ვერ დადეს ამდენი ხანი?!? თუ აქვთ გამოამზირონ თუ არა და...გვაქვს მარა არ მოგასმენინებთ რა პონტია?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 20, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 20, 2009 თუ აქვთ გამოამზირონ თუ არა და...გვაქვს მარა არ მოგასმენინებთ რა პონტია?!ჩემი აზრით, სიაფანდს კერავენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.